სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10640

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
წმიდა სინოდი
დოღონაძე ისიდორე იოვანეს ძე მართლ. მღვდელი 1881-1917 წწ ნახშირღელის ღმრთისმშობლის შობის ეკლესია. თერჯოლა წარმ. სოფ. კოკა ტყიბული დოღონაძე ისიდორე იოვანეს ძე მართლ. მღვდელი 1881-1917 წწ ნახშირღელის ღმრთისმშობლის შობის ეკლესია. თერჯოლა წარმ. სოფ. კოკა ტყიბული
ბმულის კოპირება

წმიდა სინოდი

გვარი დოღონაძე სია

ტყიბული გამოჩენილი ადამიანები სრული სია

51       ბეჭდვა

დოღონაძე ისიდორე იოვანეს ძე მართლ. მღვდელი 1881-1917 წწ ნახშირღელის ღმრთისმშობლის შობის ეკლესია. თერჯოლა წარმ. სოფ. კოკა ტყიბული

წყარო 1811-1917წწ ეგზარქოსობისდროინდელი იმერეთის ეკლესიები და მღვდლები, ავტ. მერაბ კეზევაძე სრული სია 

1100-ზე მეტი წმიდა გიორგის ტაძარი საქართველოში, მოგვაწოდეთ რაც, გამოგვრჩა.

დოღონაძე ისიდორე იოვანეს ძე 1881-1917 წწ ნახშირღელის ღმრთისმშობლის შობის ეკლესია. თერჯოლა




დოღანაძეების სასულიერო ოჯახი  XVIII - XX საუკუნეში მოღვაწე სასულიერთ პირთა ცხოვრება მოღვაწეობა ავტ. გიორგი მაჩურიშვილი, ლურსაბ ტოგონიძე 

საქართველოს ეკლესიის ისტორიაში უამრავი სასულიერო გვარი გვხვდება, რომელთა რამდენიმე თაობა თანმიმდევრულად ემსახურებოდა დედაეკლესიას.
ერთ-ერთი ამათთაგანია დოღანეძეების სასულიერო ოჯახი. ისინი საუკუნეების განმავლობაში ერთგულად და სინდისიერად ემსახურებოდნენ ქვეყანას და 
უფალს, ამ შტოს უკანასკნელი წარმომადგენელი გახლდათ ქუთაისის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, მამა 
ტარასი დოღონაძე. მამა ტარასის შთამომავლების ოჯახში მრავლად მოიპოვება ამის დამადასტურებელი სხვადასხვა სახის
სიგელ-გუჯრები, ჯილდოები, ძველი ფოტო-სურათები. ოჯეახის წევრები ამ ყველაფერს, როგორც სიწმინდესა და რელიკვიას, ისე უფრთხილდებიან. 
სასულიერო წინაპართაგან, 1773 წლის 18 ოქტომბერს შედგენილ სიგელში მოხსენებულნი არიან დავით ხუცესი დოღონაძე 
გვ370
და მისი ვაჟები, მღვდლები მათე, გიორგი და იოანე. აი, რა წერია ამ სიგელში: „..პონტო ჩრდილოისა და აფხაზ-იმერთა სავსებისა
კათოლიკოს მამათმთავარმან და გენათელმან მეფის ძემან იოსიფ. შემოგწირეთ მცირე ესე შესაწირავი მოსახლობით დოღვნანაძე დავით ხუცესი და 
მისი შვილები მღვდლები მათე, გიორგი და იოანე, მათი ყოფით და ცხოვრებით, მათ ცოლშვილებითურთ და მომავალით. 
ხახულისა გელათისა და საკურთხეველისა ღვთისმშობელო, ესეც უდრვობით გამოწირული ამ შენი დიდი ეკლესიის გეენათის სამკვიდროდ და 
საკუთარ მსახურედ შემოგვიწირავს, შეიწირე და გვიოხენ წინაშე ძისა შენისა და 
ღვთისა ჩვენისა”... 
ბოლოს წერია: „აღიწერა ქრისტეს აქეთ ჩღოგ, დღესა ოქტომბერსა 18, ხელითა მღვდელ-მონაზონისა დიონისისათა. მე 
გენათელ მიტროპოლიტი ეფვთიმი ვამტკიცებ ჩემის გამზრდელი ბატონის წიგნს, ვინც ეს შეშალოს, შეჩვენებულ იყოს წმინდის სამებისაგან“. 
როგორც ამ სიგელიდან ირკვევა, დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს იოსებს (ბაგრატიონი) მღვდელი დავით დოღონაძე,
თავისი შვილებითა და მონაგარით, შეუწირავს გელათის მონასტრისათვის. როგორც საბუთში ვკითხულობთ, მამა დავითს ჰყავდა
სამი ძე და სამივე მათგანი სასულიერო პირი ყოფილა. მათაც, თავის მხრივ, ჰყავდათ შვილები, ასევე სასულიერო პირები
მათი შთამომავლობითი ხაზი ასე გამოიყურება.
მღვდელ მათე დოღონაძის შთამომავალი იყო: გელათის წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, 
მღვდელი ნიკოლოზი- დაიბადა 1753 წელს, ადრევე დაქვრივდა. ქართულ ენზე მცირეოდენი წერა-კითხვა, 
წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი გელათის მონასტერში ისწავლა.
1799 წელს გაენათელმა მიტროპოლიტმა ექვთიმემ (შარვაშიძე) მღვდლად დაასხა ხელი და გელათის წმინდა 
იილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიაში დაადგინა,საეკლესიო საბუთებში უკანასკნელად იხსენიება 1838 წელს. 
გვ371
მღვდელი იოანე დოღონაძის შთამომავლები იყვნენ: 
ჭოგნარის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი ვასილი – დაიბადა 1780 
წელს, ადრევე დაქვრივდა. ქართულ ენაზე მცირეოდენი წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი 
გელათის მონასტერში ისწავლა. 
1806 წელს გაენათელმა მიტროპოლიტმა ექვთიმემ (შარვაშიძე) მღვდლად დაასხა ხელი და ჭოგნარის ეკლესიაში დაადგინა. 
1812 წელს დაჯილდოვდა ბრინჯაოს ჯვრით. მამა ვასილს ჰყავდა სამი ვაჟი: იოანე – (1813წ),გარდაიცვალა ერისკაცი: მღვდელი ნიკოლოზი 
– (1821 წ.), დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი. XIX ს-ის 40-იან წლების ბოლოს დიაკვნად აკურთხეს, 1850-იანი წლებში. 
მღვდლად დაასხეს ხელი და ჭოგნარის ეკლესიაში განამწესეს გარდაიცვალა 1862 წლის 19 ნოემბერს: გრიგოლი – (1825 წ.), 
დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი, გარდაიცვალა ერისკაცი. 
მწვანეყვავილას მთავრანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი სპირიდონი – დაიბადა 1784 წელს, (ჰყავდა 
მეუღლე დარეჯან კუპატაძე, გარდაიცვალა 1826 წლის 25 აგვისტოს, 30 წლის ასაკში). იყო უშვილო ქართულ ენაზე მცირეოდენი წერა-კითხვა,
წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი გელათის მონასტერში ისწავლა. 
1809 წელს გაენათელშა მიტროპოლიტმა ექვთიმემ (შარვაშიძე) მღვდლად დაასხა ხელი 
და მწვანეყვავილას ეკლესიაში დაადგინა.  
გოდოგნის მაცხოვრის ჯვარცმის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი დავითი – დაიბადა 1794 წელს. წერა-კითხვა, წმინდა წერილი, 
გალობა და საეკლესიო ტიპიკონი გელათის მონასტერში ისწავლა.
1812 წელს გაენათელმა მიტროპოლიტმა ექვთიმემ (შარვაშიძე) დიაკვნად აკცურთხა და სოფელ გელათის წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის 
ეკლესიის ღვთისმსახურად დაინიშნა. პარალელურად მსახურობდა გელათის მონასტერშიც და ირიცხებოდა მონასტრის საძმოში. 1841
გვ372
წელს იმერეთის მთავარეპისკოპოსმა სოფრონმა (წულუკიძე) მღვდლად დაასხა ხელი და გოდოგნის მაცხოვრის ჯვარცმის 
სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. 1867 წელს პენსიაზე გავიდა. მღვდელი დავითი 1872 წლის 22 იანვარს გარდაიცვალა. 
მამა დავითს ჰყავდა სამი ვაჟი: მღვდელი იოანე; მღვდელი მეთოდე; ექვთიმე (1820 წ.) – გარდაიცვალა ერისკაცი; სერაპიონი (1826 წ.) 
– გარდაიცვალა ერისკაცი. 
მღვდელ დავით დოღონაძის შთამომავლები:
გოდოგნის მაცხოვრის ჯვარცმის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი 
იოანე – დაიბადა 1813 წელს. წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკკლესიო ტიპიკონი გელათის მონასტერში ისწავლა. 
ჰყავდა მეუღლე გულქან კანდელაკი. 
1846 წლის 26 თებერვალს ქუთაისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში იმერეთის მიტროპოლიტმა
დავითმა (წერეთელი) დიაკვნად აკურთხა და სოფელ ბელათის წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიაში განამწესა. 
1854 წლის 29 ივნისს იმერეთის ეპისკოპოსმა ექვთიმემ. (წულუკიძე) მღვდლაღ დაასხა ხელი და ამავე ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. 
1860 წელს მამა იოანე ნახშირღელის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს· 
1868 წლიდან მშობლიურ სოფელში გოდოგნის მაცხოვრის 


გვ373
ჯვარცმის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს· 1881 წელს პენსიაზე გავიდა. მღვდელი იოანე 1915 წლის 25 იანვარს
102 წლის ასაკში გარდაიცვალა. 
ნავენახევის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი მეთოდე – დაიბადა 1818 წელს. წერა-კითხვა, 
წმინდა წერილი. გალობა და საეკლესიო ტიპიკონი გელათის მონასტერში ისწავლა. 
XIX საუკუნის 50-იან წლებში დიაკვნად აკურთხეს. 
1867 წელს ივერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე). მღვდლად დაასხა ხელი და ნავენახევის ეკლესიაში განამწესა.
1890 წლის 23 ოქტომბერს პენსიაზე გავიდა. მღვდელი მეთოდე 1908 წლის 8 მარტს გარდაიცვალა. 
მღვდელი იოანე დოღონაძის შთამომავლები: 
ნახშირღელის ყოვლადწმინდა; ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი 
ისიდორე – დაიბადა 1856 წელს. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი. 
1881 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვნად აკურთხა, ამავე წელს მღვდლად დაასხა ხელი და ნახშირღელის 
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა.
1889 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა. 
1900 წლის აპრილში სკუფია უბოძეს. 
1907 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. ხოლო 1914 წლის 15 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო.
XX საუკუნის 10-იანი წლების ბოლოს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 
1923 წელს მამა ისიდორე ადგილობრივმა ხელისუფლებამ დააპატიმრა და 
რამდენიმე თვე ციხეში გაატარა რამაც ძლიერ იმოქმედა მოძღვრის 
გვ374
ჯანმრთელობაზე. დეკანოზი ისიდორე 1925 წელს დამბლის დაცემით გარდაიცვალა.
მღვდელი ისიდორე დოღონაძის სიტყვა, წარმოთქმული თავისი სულიერი შვილის, ნიკო კრავიშვილის
დასაფლავებაზე, 1911 წელს:
„პატივცემულო საზოგადოებავ! 
საჭიროდ მიგვაჩნია, შეძლებისამებრ ჩვენისა, მოკლე სიტყვით აღვნიშნოთ რამდენიმე კეთილი მხარე ჩვენ წინაშე მდებარე 
გარდაცვალებულის ნიკო კრავიშვილის ცხოვრებიდან. პირველად სახეში გვაქვს, რომ საზოგადოდ გარდაცვალებულის 
ცხედრის წინაშე პირფერობა და ფარისევლობა უადგილოა. მე ვხედავ, რომ დღეს აქ უმეტესობა საზოგადოებისა გრძნობს 
გულის სიღრმიდან მძიმე მწუხარებას. რამ გამოიწვია ეს საერთო მწუხარება? უთუოდ მიცვალებულის ღრმა სიყვარულმა და 
მისდამი პატივისცემამ. და ღირსიც იყო განსვენებული ამ პატივიცემისა. იგი თუმცა გვარიშვილობით არ ბრწყინავდა, მაგრამ იყო იესო 
ქრისტეს ღრმად მორწმუნე და მოსახელე, დარბაისელი, მჭევრმეტყველი, საზოგადოებაში თავდაჭერილი, მახვილგონებიანი, წრფელი სინდისის მქონე, 
სოფელ-ქვეყნის გამოსადეგი, გამოჩენილი პურმარილიანი და საჭირო კაცი; ქველმოქმედი, გლახაკთა და უღონოთა მიმღები და მოწყალე, უცხოთ 
შემწყნარებელი, უმეცართა და უზნეოთა დამრიგებელი და კეთილის გზის მაჩვენებული. საჭიროა აღვნიშნოთ, რომ სადაც უნდა 
ყოფილიყო საშიშ სნეულებით გარდაცვალებული, ის თავს არ დარიდებდა, ის იყო მისი ჭირისუფალი ყოველი მხრით. ამით 
მოიხვეჭა მან ისეთი ქება და სახელი, რომ დიდიდან პატარამდის ყველას პირზე ეკერა მის ქება და მადლობა, სადაც გამოჩნდებოდა ხალხში, 
დიდი და პატარა გარს ეხვეოდა; მის დინჯს და ჭკუიან საუბარზე ყველანი სმენად გარდაიქცეოდენ, განსვენებულს სკოლაში არ უსწავლია,
მაგრამ წერა-კითხვა მაინც იცოდა, უყვარდა კაი შინაარსიანი წიგნების კითხვა, და კიდევაც 
სარგებლობდა ამით ცხოვრებაში. მეც დიდის სიამოვნებით ვაწოდებდი შეძლებისამებრ ამგვარ წიგნებს, სადაც კი მოვიპოვ-


გვ375
ებდი. ხშირად გამიგონია მისგან: კუჭის საზრდო, მადლობა ღმერთს, მომეპოვება, მაგრამ სულის საზრდოზედ დიდი  
ხელმოკლე ვარო. იხელთებდა თუ არა უცხო წიგნაკს, ისე დაეწაფებოდა და ისე გაიტაცებდა წიგნის კითხვა, რომ მთელ ღამეს
გაათენებდა კითხვაში. ამასთანავე, ქველისმოქმედება თვალსაჩინოდ დაგვიმტკიცა. მან შესწირა ჩემს რწმუნებულ სოფელ 
ნახშირისღელის სამრევლო სკოლას 105 მანეთი, შეძლებისამებრ სხვა საგანზედაც საჭიროების დროს იგი არ ზოგავდა 
თავის წვლილს. გასნვენებული იყო მხნე და მამაცი მშრომელი, მიწის მუშა, რითაც ერთის დროიდან მას სიღარიბისაგან თავი 
დაუღწევია და დღეს ნივთიერის ქონებით და შეძლებით, შესანიშნავ და სასურველს ნიადაგზედ დაყენებული დასტოვა ოჯახი.
თავგამოდებული მშრომელი, იგი სხვებსაც უკიჟინებდა და აქეზებდა შრომაზე. ასეთი მოქმედება მას წმინდა მოვალეობად  
მიაჩნდა. ხშირად გამიგონია მისგან: მუშა კაცი არა თუ მთელი დღე, ერთი საათიც არ უნდა მოცდეს ცუდად, თუკი ჯან-ღონე 
ხელს უწყობსო. ჩვენ რომ უნდა ვიშრომოთ და საზრდო ოფლით შევიკრიბოთ, ეს ღმერთმა მცნებად მოგვცაო. ასეთი ადამიანი  
იყო ჩვენ წინ მდებარე დღეს უსულო გვამი და მეტიც არ მოითხოვებოდა მისგან. მშვიდობით, კეთილო მონაო ღვთისაო, 
საყვარელო ადამიანო, დაუვიწყარო ჩვენო ძვირფასო მეგობარო· 
ნიკოლოზ! მშვიდობით, გიხაროდენ რომ შენი სახელი საფლავთან არ განქარდების და შენი ხსენება დიდ ხანს დარჩება.  
გიხაროდენ, რომ შენი ამქვეყნად სათნო ცხოვრება წმინდათა თანა დაგამკვიდრებს“. 
ქუთაისის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, მღვდელი ტარასი – დაიბადა 1866 წელს. პირველდაწყებითი 
განათლების მიღების შეედეგ სწავლა სოხუმის საქალაქო სასწავლებელში განაგრძო, სადაც 3 კლასი დაამთავრა. სოფელში დაბრუნებული
დაქორწინდა ოლღა გოგოლაშვილზე, რომელთანაც 4 შვილი შეეძინა: მაგნოსი, მარიამი, დავითი და ქეთევანი. 
1893 წლის 27 სექტემბერს ტარასი იმერეთის ეპისკოპოსმა 
გვ376



გაბრიელმა (ქიქოძე) სოფელ ჭოგნარის მაცხოვრის აღდგომის სახელობის ეკლეხიის მეორე მედავითნედ დანიშნა· 
1895 წლის 28 მარტს კი ქუთაისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ძეორე მედავითნედ გადაიყვანა· 
1897 წლის 31 აგვოსტოს იმერეთის ეპისკოპოსმა ბესარიონმა (დადიანი) ტარასი დიაკვნად აკურთხა. 
1904 წლის 27 აგვისტოს ქუთაისის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარში გადაიყვანეს· დიაკონი ტარასი, როგორც ქუთაისის ოლქის 
დელეგატი, ესწრებოდა 1917 წლის 8-17 სექტემბერს საქართველოს სამოციქულო ეკოესიოს I საეკლესიო 
კრებას. 
1918 წელს ქუთათელმა მიტროპოლიტშა ანტონმა (გიორგაძე) მღვდლად დაასხა ხელი და მთავარანგელზთა ეკლესიის 
კრებულში განამწესა· 
შეეორჩენილია ტარასის ვაჟის, დავითის მოგონებები თავის გვარსა და ოჯეახზე: 
„მე დავიბადე სოფელ გოდოგანში. ეს სოფელი დაშორებულია ქ. ქუთაისზედ 7 ვერსით, რომლის საზღვარია დასავლეთით 
მდინარე წყალწითელა· ჩვენ აქ გადმოვსახლებულვართ სოფელ გელათიდან. გადმოსახლების მიზეზი ყოფილა ბაბუაჩემი, რომელიც 
მღვდლად დაუნიშნიათ ამ სოფელში· ჩვენი სახლი არის ზემო გოდოგანში „ მაღლობზე, უკლესიის მახლობლად. სახლი გადმოჰყურებს სოფულს 
და აქედან ქალაქიც მოსჩანს. მღვდლის ოჯახია და შეძლებულად, ვცხოვრობთ. მე დავბადებულვარ ძლიერ სუსტი და ავადმყოფი, იანვარში და 
მოვუნათლივარ ამავე თვეში. ჩემი ნათლიებია ბიქტორ კანდელაკი და ტასო ჭიჭინაძე. 
მონათვლის დროს ცოცხალ-მკვდარი ვყოფილვარ, ყველანი უიმედოდ
გვ377
შემომყურებდნენ თურმე. ბაბუა-ბებიას, მამას, დედას და ნათლიებს დაუჩოქნიათ და შევედრებიან ღმერთს შემდეგი სიტყვებით: 
„ძლიერო“ ღმერთო! დაგვიტოვე და შენვე გამსახურებთ. ბერად აღკვეცავთ, 8 წლამდის თმას არ შევპარსავთ და ამავე წლამდის 
ღვინოს არ დავალევინებთო“ და ამ პირობით შევუწირივარ ბერად. სახელი დამარქვეს დავითი. ეს სახელი რქმევია. ბაბუას 
მამას, რომელიც მღვდელი ყოფილა გელათში. კარგი შეძლებული, ქონებით და ფიზიკურად. მის პატივსაცემად და მოსაგონრად დამარქვეს მისი სახელი. 
ბაბუას მამის სიკვდილის შემდეგ მისი ადგილ-მამული გაუყვიათ ბაბუას და მის ძმა მეთოდეს (ესეც მღვდელია). 
ექვს წლამდის ავადმყოფი და სუსტი ვარ. მივლიან და მზრდიან ფუფუნებაში. ყველაზე უფრო მე მიყვარს ბებია გულქან 
კანდელაკი და ბაბუა იოანე, მიყვარს აგრეთვე ჩვენი მსახური – სევერიანე, რომელიც პირველად ჩემი უფროსი ძმა მეგონა. სევერიანე ჩეში გამრთობი არის,
დავყავარ: ტყეში, ველში, ვენახში, წყაროზე, სად და სად... 
კვირა უქმე დღეს ეკლესიაზედ დავყავარ, რომელსაც დიდი და კარგად შემოკავებული ლამზი ცაცხვებიანი ეზო აქვს. 
ჩემს სოფელში იციან დღეობა „ღვთისმშობლობა“. ამ დღეს დიდი მომზადებაა. დაიკვლება მრავალი შინაური ოთხფეხი და ფრინველი იციან ე· წ.
„თემი”. ეკლესიის გალავანში იყრის თავს მთელი სოფელი, შორეული ნათესავებიც მოდიან, მოატიჟებულია 
სტუმრები ქალაქიდან და დაიწყება ქეიფი, გალავანში გაიმართება ცეკვა-თამაში, სიმღერა, ბურთი, ჭიდაობა, დოღი და სხვა... 
დედაჩემი, ოლღა გოგოლაშვილი, სუსტი და ავადმყოფი ქალია. ოჯახში ვერ ვხედავ მამაჩემს, რომელიც. ქ. ქუთაისშია, 
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაზედ, დიაკვნად. თვეში ერთხელ თუ ამოვა მამა სოფელში, ორი ან სამი დღე დარჩება  
და უკან, ქალაქში მიდის. დედა ხშირად საყვედურობს მამაზედ, ბაბუა კი იცავს მამაოს. საქმეების გამო არა სცალია და სახლში ამიტოშ ვერ ამოდისო. 
ერთ დღეს მამაჩემი ამოვიდა, მას 
გვ378
ახალი ანაფორა აცვია, ყველანი გახარებულნი არიან და მეც შევიტყვე, რომ მამა უკვე მთავარანგელოზთა სობოროს მთავარდიაკონია. 
ამ დღიდან იწყება ლაპარაკი ჩვენი ქუთაისში გადასახლების შესახებ და, მართლაც, ორი თვის შემდეგ მზად ვართ 
ქუთაისში წასასვლელად... 
ქუთაისში დედაჩემი ხმირად ავაღმყოფობს და ბოლოს ლოგინში ჩაწვა. აი დღეს ახალი წლის წინა ღამეა, მე და ქეთოს 
სიხარულს საზღვარი არა აქვს, ხვალ „შობის ხეს“ დავდგავთ, დედას ვუჩიჩინებთ. ვეხვევით, ხვალინდელ დღეზე ვოცნებობთ, 
დედა გვკოცნის! თითონ სტირის... ვხედავ ცრემლებს... ჩვენ კი, მოქანცულებს ტკბილი ოცნებით, დაგვეძინა. ამ დროს სახლში 
ჩვენ სამი ვიყავით. გათენდა... ახალი წელია.. თოვლი... გამომეღვიძა... მე და პატარა ქეთო მეორე ოთახში ვართ.. ტირიან... 
გამოვდივართ დედას ოთახში და დედა სდუმს.. დასტირიან... დედა აღარ გეყავს, ცრემლებით მომეხვია ძიძა რიფსიმე. მივხვდი, 
წუხელ – 31/XII დედა გარდაიცვალა.. ასე პატარამ დავკარგე დედის ალერსი, უდროოდ. გავიდა 16 დღე და ჩემი საყვარელი 
ბებია გარდაიცვალა, რომელიც სოფლად დაასაფლავეს. მალე სოფლიდან ჩემი ბაბუა გადმოსახლდა... 
რვა წლისას გამპარსეს თავი და ღვინოც დამალევინეს. კიდევ ერთი კვირა და მამაჩემმა მიმაბარა სასულიერო სასწავლებელში. 
მე მალე შევეჩვიე მოწაფეებს და დავიწყე ცელქობა. სასწავლებლიდან რომ მოვალ სახლში, ქეთოსთან ვერთობი, რომელსაც 
უკვე დააწყებინეს წერა-კითხვა: „ისწავლეთ, ისწავლეთ, ჩვენი მოდგმა ნიჭიერები იყვნენ და არიანო“, – ამბობს ბაბუა და 
დაიწყება ძველებზე მოგონება: „მე მყავდა ბაბუა იოანე, ნასწავლი და ღონიერი კაცი, შემდეგ – მამაჩემი დავითი, ორივენი 
მღვდლები იყვნენ, მერმეთ მე, თქვენი ბაბუა, მე მყავდა ოთხი ბიჭი და ერთი ქალი – თეკლე, ეხლა გათხოვილია გურიაში, დეკანოზ 
იოსებ კანდელაკზე...
რევოლუციის შემდეგ ჩვენი ოჯახი გაღატაკდა, თუმცა მამას რელიგიური რწმენა ოდნავადაც არ შერყეულა. ის მღვდელია 
გვ379
დღესაც და წმინდად ასრულებს თავის მოვალეობას – დადის მრევლში. ძალიან მცირე ფულს შოულობს და თავს წვალებით 
ინახავს, რომელიც ეხლა მარტოდ ცხოვრობს. 1930 წელს დავოჯახდი. ჩემი მეუღლე. ქეთო, ჩემსავით ღარიბი, ობოლი და გაჭირვებაშია 
გაზრდილი. ამ ხანებში მამას ცოტა ავადმყოფობა დასჩემდა, თანდათან ურთულდება და ლოგინში ვარდება. რა თქმა უნდა 
შეძლებისდაგვარად მე და ქეთო ვეხმარებით. მამას ავადმყოფობა მძიმეა - გულის მანკი· ვერავითარმა და ვერავინ მასზე გავლენა
ვერ მოახდინა. ასე გავიდა ეს წელიც. 1931 წელი, თებერვალი, 10 რიცხვი, დღე – სამშაბათი. მამამ სწრაფად დაკარგა 
გრძნობა და გარდაიცვალა კიდეც საღამოს''.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 20.06.2023
ბოლო რედაქტირება 07.02.2024
სულ რედაქტირებულია 4





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0