დეკანოზი პარმენ ბეჟანის ძე ებანოიძე 1870 წელს ქუთაისის გუბერნიის ქ. ქუთაისში დაიბადა. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი და სწავლა სტავროპოლის სასულიერო სემინარიაში განაგრძო, რომელიც 1894 წლის 23 ივნისს დაამთავრა. 1895 წლის 16 იანვრიდან სოფ. ბანოჯის სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებელია. 1895 წლის 29 ივლისიდან ქუთაისის მოციქულთა თავთა -– პეტრესა და პავლეს სახ. ტაძართან არსებული სამრევლო-საეკლესიო სკოლის პედაგოგია. 1895 წლის 4 დეკემბრიდან საკვირაო სკოლის საღვთო სჯულს ასწავლის. 1897 წლის 21 დეკემბერს ალავერდის ეპისკოპოსმა ბესარიონმა (დადიანი), რომელიც იმ პერიოდში იმერეთის ეპარქიასაც მართავდა, პარმენი დიაკვნად აკურთხა და ლეჩხუმში, სოფ. დერჩის მაცხოვრის ამაღლების სახ. ტაძარში განამწესა. 1898 წლის 21 იანვარს მღვდლად დაასხა ხელი და იმავე ტაძარში დაადგინა. 1898 წლის 1 სექტემბრიდან დერჩის სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგე და საღვთო სჯულის მასწავლებელია. 1900 წლის 10 მაისიდან იმერეთის ეპარქიალური სასწავლო საბჭოს ლეჩხუმის მაზრის განყოფილების წევრია. იმავე დღეს დერჩის სახალხო სამინისტრო სკოლის საღვთო სჯულის პედაგოგად დაინიშნა.
1902 წლის 13 თებერვალს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1902 წლის 19 ივლისს ლაილაშის ოლქის სამღვდელოებამ საეპარქიო კრებაზე დამსწრე სასულიერო დეპუტატად აირჩია. 1906 წლის 4 სექტემბერს სოფ. გუმათის მთავარანგელოზთა სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1907 წლის 7 ივლისს ქ. ქუთაისის მთავარხუცესის კანდიდატად აირჩიეს. 1908 წლის 3 ივლისს ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის მმართველი საბჭოს წევრია. 1909 წლის 2 მარტს სკუფია უბოძეს. 1910 წლის 13 მარტიდან ქუთაისის სასოფლო სკოლის საღვთო სჯულის პედაგოგია. 1917 წლის 8-17 სექტემბერს, როგორც იმერეთის ეპარქიის დელეგატი, ესწრებოდა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის პირველ საეკლესიო კრებას. 1927 წლის 7 დეკემბერს ქ. ქუთაისში გაიმართა ქუთაის-გაენათის ეპარქიის საეპარქიო კრება, რომელმაც იმსჯელა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტ დავითის (კაჭახიძე) ღირსეულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით და დაადგინა: „დღეს, როცა თქვენ შეგისრულდათ ოცი წელი მღვდელმთავრად სამსახურში ყოფნისა, გულწრფელად აცხადებს თავის სიხარულს, რომ თქვენ ხართ მათი მწყემსმთავარი, და გისურვებთ ხანგრძლივ და კეთილდღეობით სიცოცხლეს და მუშაობას სასიკეთოდ ჩვენი ეკლესიისა და კერძოდ, ქუთაისის ეპარქიისა“. საბუთს ხელს აწერს სამღვდელოება და, მათ შორის, მღვდელი პარმენ ებანოიძე. 1936 წლის 6 ნოემბერს ქუთაისის სამლვდელოებამ საკათალიკოსო სინოდს სამო
ქალაქო ტანსაცმლით სიარულის უფლება სთხოვა. ამ საბუთს ხელს აწერდა ქალაქის სამღვდელოება, რომელთა შორის იყო დეკანოზი პარმენიც. როგორც ამ ორი საბუთიდან ირკვევა, მამა პარმენმა 1928-1936 წლებში დეკანოზის წოდება მიიღო.
1938 წლის 30 დეკემბერს საკათოლიკოსო კანცელარიის მმართველი, დეკანოზი მიხეილ მახათაძე წერილს უგზავნის ქუთაის-გაენათის ეპარქიის კანცელარიის მმართველს, დეკანოზ ნაუმ შავიანიძეს: „პატივცემულო მამაო ნაუმ, გიგზავნით ორ მანდატს და ორ რეზოლუციას. რომელი მღვდლებიც აღარ ასრულებენ მსახურებას, მანდატები უკან გამოგზავნეთ. ებანოიძის მანდატი გამოიწერება მაშინ, როდესაც ის მიეწერება
რომელიმე ეკლესიას. მამა კუციას ცალკე ეგზავნება მანდატი. მღვდელი დიმიტრი ლომიძე ცოცხალია და მუშაობს. მამა შანიძეებს ცნობა გადაეცით მაშინ, · როდესაც ისინი შეასრულებენ რეზოლუციას. მღვდელ ამბაკო ჩიკვაიძეს და მღვდელი ბიქტორ ბარბაქაძის შესახებ ცნობები არ გვაქვს, რადგან თქვენს მიერ უკანასკნელად გამოგზავნილ სიას ვეღარ ვპოულობთ. გთხოვთ სასწრაფოდ გამოგზავნოთ ახალი სია“. როგორც ამ წერილიდან ირკვევა, დეკანოზ პარმენი 1938 წელს არც ერთ სამრევლოში არ მსახურობდა და არ ჰქონდა სპეციალური მანდატი, რომლის ძალითაც მაშინ სამღვდელოებას უფლება ეძლეოდა ღვთისმსახურება აღესრულებინა. 1945 წლის 28 მარტს და 1946 წლის 1 ივლისს საქართველოს საკათალიკოზოში არსებულ მოქმედ ეკლესიათა და ღვთისმსახურთა ჩამონათვალში ქუთაისის მწვანეყვავილას მთავარანგელოზთა სახ. ტაძარზე მიწერილ მღვდელმსახურად ითვლება და წერია, რომ ცხოვრებს ქ. ქუთაისში,
გოჭოურაზე. 1946 წელს ქუთათელი ეფრემი უწმინდეს კალისტრატეს ქუთაის-გაენათის ეპარქიის სამღვდელოების სიას უგზავნის, სადაც ჩამოთვლილია მათი წლიური შემოსავალი და რამდენი მანეთით არიან ისინი დაბეგრილები. დეკანოზ პარმენის შემოსავალი იმ წელს 8400 მანეთი ყოფილა და იგი 1192 მანეთით დაუბეგრავთ. 1927 წლის სექტემბერში თბილისში გაგზავნილ ოფიციალურ ჩამონათვალში იგი უკვე ქუთაისის პეტრესა და პავლეს სახ. ტაძარზე მიწერილ მოძღვრთა სიაში იხსებიენა. 1947 წლის ნოემბერში ქუთაისის წმ. გიორგის სახ. ტაძრის მეორე მღვდლად დაადგინეს. 1950 წელს აღარ იხსენიება მოქმედი სამღვდელოების რიგებში. სავარაუდოდ, იგი ამ დროს პენსიაზეა გასული. დეკანოზი პარმენი 1952 წლის 25 თებერვალს გარდაიცვალა. დაკრძალეს 2 მარტს ქუთაისის ერთ-ერთ სასაფლაოზე. ჰყავდა მეუღლე მინადორა მაქსიმეს ასული ფხაკაძე (დაბ. 10.09.1894წ.) და შვილები: ანასტასია/ანიკო (დაბ. 1898წ., მეუღლე ა. ჭყონია), ალექსანდრა (დაბ. 1899წ., მეუღლე ვ. ჩუბინიძე), კონსტანტინე (დაბ. 1904წ., მეუღლე ფეფუცა ჯაფარიძე), მა- რიამი (დაბ. 1905წ.), დავითი (დაბ. 1906წ.), არიადნა (დაბ. 1907წ., მეუღლე თ. რუსაძე).