გრიგოლ ზამბახიძე (ზაბახიძე) 1895-1963წწ დეკანოზი დაბ. სოფ. ვერტყვიჭალა, ხარაგაული
დეკანოზი გრიგოლ ზამბახიძე (1924) ზამბახიძეების გვარი ცნობილია სასულიერო მოღვაწეებით. მე -18 საუკუნის მე-2 ნახევარში იმერეთის სამეფოში მოღვაწეობდა მღვდელი პეტრე ზამბახიძე-თავად წერეთლის ყმა და კარის ეკლესიის მსახური . მისი ვაჟი მღვდელი ლუკა-კვერეთის უდაბნოში აღიზარდა. 1815 წელს დიაკვნად აკურთხეს და სხვიტორის მაცხოვრის ეკლესიაში მოღვაწეობდა. მამა ლუკას ოთხი ვაჟი ჰყავდა. გიორგი, მღვდელი იაკობიმაქსიმე და მღვდელი ბესარიონი. ბესარიონის შვილი ილარიონი ( 1859 წ ) ასევე სასულიერო პირი გახდა. მას ჰყავდა ხუთი შვილი : მღვდელი ნიკოლოზი , დეკანოზი გრიგოლი ,ჰუბლია, ალექსანდრე და შუშანიკი.
დეკანოზი გრიგოლ ზამბახიძე დაიბადა 1895 წლის 2 ივნისს ხარაგაულის რაიონის სოფელ ვერტყვიჭალაში. 1908-12 წლებში ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა. 1914წ. ხარაგაულის მაზრის სოფელ ზოვრეთის წმ. გიორგის ეკლესიის მედავითნედ განამწესეს. 1915 წ. ჭიათურის მაზრაში, სოფელ ლიჩის წმ.გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1919წელს ურბნელმა ეპისკოპოსმა დავითმა ( კაჭახიძე) დიაკვნად აკურთხა . ამავე წელს მღვდლად დაასხა ხელი და ბორჯომის ოლქის სოფელ დვირში დაადგინა. ასევა დაევალა ხაშურის რ-ნის სოფელ ბროლოსნის წმ.გიორგის ეკლესიის წინამძღრობა.1921-23 წლებში ჯავახეთში, სოფელ საროს მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიაში მსახურობდა. აუტანელი პირობების და მძიმე ეკონომიკური პირობების გამო მიატოვა. სამრევლო და იმერეთში, თავის სოფელში დაბრუნდა. 1924 წელს ოსიაურის წმინდა გიორგის ეკლესიაში წინამძღვრად დაინიშნა. 1926 წელს სამღვდელოების დევნის პერიოდში მამა გრიგოლმა შეწყვიტა მსახურობა და გაიხადა ანაფორა.
ანაფორაგახდილი მოძღვარი წლების განმავობაში ხაშურის რ-ნში სხვადასხვა ადგილას ცხოვრობდა.
1944 წლის 21 ივნისს კათალიკოს- პატრიარქი ,უნეტარესი კალისტრატე ცინცაძე წერილს წერდა ეკლესიის საქმეთა რწმუნებულს მოქალაქე კ.ი. ქადაგიშვილს: „ ოსიაურის წმ. გიორგის ეკლესიის ყოფილი მოძღვარი, მღვდელი გრიგოლ ილარიონის ძე ზამბახიძე, ჟამთა ვითარების გამო შესულა სამსახურში ხაშურის ზაგორზენოს საწყობში,სადაც დაუპატიმრებიათ 1943წლის აპრილს 14-ს, ვინაიდან 31 ტონა დანესტიანებული შვრია აღმოჩენილა იატაკის ქვეშ და მიუსჯიათ 10 წელი. ამჟამად ის იმყოფება კასპის რაიონის იგოეთის ინვალიდთა კოლონიაში პატიმრად და მთხოვს დახმარებას. „
"მოგახსენებთ რა აღნიშნულს,პატივისცემით გთხოვთ , აღმოუჩინოთ შესძლებისგვარი დახმარება უმწეო ადამიანს, მღვდელ ზამბახიძეს "
ხელისუფლებამ გაითვალისწინა უწმინდესის თხოვნა და მამა გრიგოლი მალევე გაათავისფლა საპატიმროდან.1947 წელს ის აღადგინეს მღვდლის ხარისხში და ქარელის რ-ნის სოფელ ატოცის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მსახურობდა.1954 წლის შობის მარხვაში ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა და დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1957 წლიდან უმსახუროდაა. 1961 წლის 9 აპრილს მროველ-ურბნელმა ეპისკოპოსმა დავითმა (დევდრონი) მამა გრიგოლი სურამის მაცხოვრის ფერიცვალობის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინა.
სიცოცხლის უკანასკნელი წლები მოძღვარმა აფხაზეთში, ოჩამჩირეში გაატარა, სადაც იგი მოწამლეს და გზად მიმავალი სოფელ ხევთან გარდაიცვალა 1963 წელს.
დეკანოზი გრიგოლი ერთ-ერთი იმათაგანი გახლდათ, ვინ თავის თავზე მთელი სიმძიმით იწვნია კომუნისტური ხელისუფლების წნეხი და ზეწოლა. მან ყველანაირი ტანჯვა-წამება გამოიარა, ქუჩაში სახალხოდ დამცირებიდან დაწყებული, საპატიმროთი დამთავრებული. მრავალჯერ იდგა მისი სიცოცხლე საფრთხის წინაშე მაგრამ გული არ გაუტეხია, ბოლომდე იბრძოდა და ლოცულობდა. ამ ყველაფრის დაძლევაში მას ქრისტეს სიყვარული და წინაპართაგან მოყოლებული მადლი ეხმარებოდა. მამა გრიგოლი იყო შთამომავალი ზაბახიძეების იმ სასულიერო შტოსი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა დედაეკლესიასა და სამშობლოს.
მღვდელი ილარიონ ზაბახიძე
XVIII საუკუნის II ნახევარში იმერეთის სამეფოში მოღვაწე მისი დიდი წინაპარი, მღვდელი პეტრე -– თავად წერეთლების ყმა იყო და მათი კარის ეკლესიის მღვდლად მსახურობდა. მისი ვაჟი, მღვდელი ლუკა პეტრეს ძე ზაბახიძე, 1792 წელს დაიბადა. მამამ ყმაწვილი ლუკა აღსაზრდელად კვერეთის უდაბნოში მიაბარა, სადაც მან იქ მოღვაწე ბერებისგან საფუძვლიანად შეისწავლა წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი. XIX საუკუნის 10-იანი წლების დასაწყისში დაოჯახდა და 1815 წელს ნიქოზელმა ეპისკოპოსმა ათანასემ (მაჭავარიანი) დიაკვნად აკურთხა, ამავე წელს მღვდლად დაასხა ხელი და სხვიტორის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. მღვდელი ლუკა 1858 წლის 15 აგვისტოს (მეორე ვერსიით 1859 წლის 1 მარტს) გარდაიცვალა. მამა ლუკას ოთხი ვაჟი ჰყავდა: გიორგი (დაბ. 1819წ.), მღვდელი იაკობი (1824წ,.), მაქსიმე (1828წ.) და მღვდელი ბესარიონი (დაბ. 1831წ.). მღვდელი ბესარიონ ლუკას ძე ზაბახიძე 1831 წელს დაიბადა. მან წარჩინებით დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი და რამდენიმე წელიწადი თავის სოფელში მამას მედავითნეთ ეხმარებოდა. მამის გარდაცვალების შემდეგ მღლვისდ დაასხეს ხელი და სხვიტორის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა, სადაც 1875 წლამდე იმსახურა. მისი შემდგომი ბედი უცნობია. მღვდელი ილარიონ ბესარიონის ძე ზაბახიძე 1859 წელს დაიბადა. დაამთავრა ქუთაისის ოთხწლიანი სასულიერო სასწავლებლის ერთი კლასი. წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი ჯრუჭის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში ისწავლა. 1884 წელს ქუთაისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძრის ღამის ყარაულად და ზედამხედველად დაინიშნა. 1885 წლის 5 ივლისს არგვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მეორე მედავითნედ განამწესეს. 1886 წლის 28 სექტემბერს პირველ მედავითნედ დაადგინეს. არგვეთის ეკლესიაში მსახურებისას ილარიონმა ეკლესიასთან გახსნა სამრევლო-საეკლესიო სკოლა და პატარებს უსასყიდლოდ ასწავლიდა. 1890 წლის 27 ოქტომბერს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) იგი დიაკვნად აკურთხა. 1897 წლის 14 დეკემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა ბესარიონმა (დადიანი) მღვდლად დაასხა ხელი და ქორეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. 1906 წლის !7 სექტემბერს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1911 წლის 23 მარტს სკუფია უბოძეს. კომუნისტების შემოსვლის შემდეგ მამა ილარიონს ღვთისმსახურება არ მიუტოვებია და უშიშრად განაგრძობდა მღვდელმომქმედებას. XX საუკუნის 20-იან წლებში იგი სავანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში აღავლენდა წირვა-ლოცვებს. 1928 წლის 4 აპრილს კამილავკით დაჯილდოვდა. იგი, სავარაუდოდ, XX საუკუნის 30-იან წლებში გარდაიცვალა. მამა ილარიონს ჰყავდა მეუღლე დოდო იოსების ასული (დაბ. 1868 წლის 1 აპრილს) და ხუთი შვილი: მღვდელი ნიკოლოზი, დეკანოზი გრიგოლი, პუპლია (დაბ. 1903 წლის 14 ოქტომბერს), ალექსანდრე (დაბ. 1907 წლის 12 იანვარს) და შუშანიკი (დაბ. 1901 წლის 2 იანვარს). მამა ილარიონის ვაჟებიდან ორმა გააგრძელა წინაპრების არჩეული გზა. მათი ცხოვრება სხვადასხვანაირად წარიმართა. უფროსი ვაჟი, მღვდელი ნიკოლოზ ილარიონის ძე ზაბახიძე, 1892 წლის 30 იანვარს დაიბადა. წარჩინებით დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი. შემდეგ ჩააბარა გამოცდები და მიიღო მასწავლებლის მოწმობა. წლების განმავლობაში ასწავლიდა მერჯევის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში. 1917 წლის 8- 17 სექტემბერს ნიკოლოზი, როგორც საჩხერის ოლქის დეპუტატი, მონაწილეობდა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის პირველ საეკლესიო კრებაში. 1918 წელს ნიკოლოზი ჯერ დიაკვნად აკურთხეს, შემდეგ კი მღვდლად დაასხეს ხელი და ჯავახეთის მხარეში, კოთელიის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს. რთულ პერიოდში მოუწია მას მღვდელმსახურების დაწყება. ჯერ იყო და თურქები შეიჭრნენ სამხრეთ საქართველოში და 1918-1919 წლებში სასტიკად დაარბიეს იქაუ-
24-1 საპატრიარქოს უწყებანი N24 20-26ივნისი 2013წ გვ.19
დეკანოზი გრიგოლ ზაბახიძე
დეკანოზი გრიგოლ ზაბახიძე 1895-1963. (გაგრძე4ლება)
რობა. აი, რას წერდა გაზეთი „საქართველო“ 1919 წელს თავის ფურცლებზე: „უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში მესხეთ-ჯავახეთმა ორჯერ განიცადა ოსმალების შემოსევა. პირველად – ახდილად, მეორედ -- ფარულად, ემისარების სახით, რომელმაც ზოგიერთი ბეგების და ჩვენი „მეგობრების“ დახმარებით გადაიბირეს თათრების შეუგნებელი ხალხი და აჯანყება მოაწყვეს. აღსანიშნავია, რომ აჯანყება მიმართულია განსაკუთრებით ქართველების წინააღმდეგ. დიდი შიში და უწესობაა გამეფებული. ქართველების წინააღმდეგ მოქმედებენ სომხები, რომლებმაც აიყოლიეს მაჰმადიანები და მთელი ახალციხის რაბათი (ახალციხის ძველი ნაწილი), ქართველებით დასახლებული ძალზედ აიკლეს. გაძარცვეს ასევე ებრაელები და ქართველი კათოლიკენი... მძიმე მდგომარეობაა მთელ მაზრაში. გაანადგურეს შემდეგი სოფლები: ანდრიაწმინდა, ღრელი, რზველი (16 კაცი შერეკეს ეკლესიაში და ამოსწყვიტეს), სარო, კოთელია, ხიზაბავრა, ჭობარეთი, ტობა, რუსთავი, არალი, უდე და ვალე. აბასთუმნიდან აღარაფერი დარჩა. ადგილობრივ მღვდელი ალექსანდრე ზედგენიძეს (შეძლებული ოჯახი იყო) შერჩა მხოლოდ საზაფხულო ანაფორა, ბალიში და საბანი. გზაში წამოსულ ლტოლვილებს 25 თებერვალს თავს დაეცა ასი კაცი, აუტეხეს სროლა და მრავალი მოკლეს. გაძარცვეს საფარის მონასტერიც. ასეთია დღეს მრავალტანჯული მესხეთის მდგომარეობა“. მღვდელი ნიკოლოზი ერთი პერიოდი ლტოლვილად იყო ბორჯომის ხეობაში, ხოლო როდესაც ქართულმა ჯარებმა თურქები განდევნეს ჯავახეთიდან, იგი კვლად დაუბრუნდა თავის სამრევლოს. კომუნისტების შემოსვლის შემდეგ ეკლესია და სამღვდელოება არანაკლებ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. 1924 წლის აგვისტოს აჯანყების დამარცხების შემდეგ მამა ნიკოლოზი იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა და ევროპაში გადასულიყო. იგი საფრანგეთში დასახლდა და აქტიური მონაწილეობა მიიღო პარიზის წმინდა ნინოს სახელობის ქართული ეკლესიის დააარსებაში. XX საუკუნის 40-იან წლებში იყო ამ ტაძრის წინამძღვარიც. მოგვიანებით იგი არგენტინაში, ქ. ბუენოს-აირესში გადავიდა. მამა ნიკოლოზი ხშირი სტუმარი იყო რადიო „ამერიკის ხმის“ და მიჰყავდა იქ გადაცემები ქართულ ენაზე. 1953 წელს მან ითხოვა დაბრუნება საქართველოში, რაზედაც საბჭოთა მთავრობისაგან სასტიკი უარი მიიღო. უფრო მეტიც, დაბრუნების შემთხვევაში მას დახვრეტით დაემუქრნენ. საქართველოში მყოფი მისი უმცროსი ძმა, დეკანოზი გრიგოლი მამა ნიკოლოზის ემიგრაციაში წასვლის გამო დიდ დევნასა და შევიწროებას განიცდიდა. სამშობლოს მონატრებული მამა ნიკოლოზი ემიგრაციაში გარდაიცვალა. უმცროსი ვაჟი, დეკანოზი გრიგოლ ილარიონის ძე ზაბახიძე, 1895 წლის 2 ივნისს ხარაგაულის რაიონის სოფელ ვერტყვიჭალაში დაიბადა. 1908-1912 წლებში ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა, რის შემდეგაც მიეცა რეკომენდაცია თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის გასაგრძელებლად, თუმცა არ ჩაუბარებია. 1914 წელს ხარაგაულის მაზრის სოფელ ზოვრეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნედ განამწესეს. 1915 წელს ჭიათურის მაზრაში, სოფელ ლიჩის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1919 წელს ურბნელმა ეპისკოპოსმა დავითმა (კაჭახიძე) დიაკვნად აკურთხა, ამავე წელს მღვდლად დაასხა ხელი და ბორჯომის ოლქის სოფელ დვირის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიაში დაადგინა. ასევე დაევალა ხაშურის რაიონის სოფელ ბროლოსანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძლვრობაც. 1921-1923 წლებში ჯავახეთში, სოფელ საროს მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიაში მსახურობდა. აუტანელი და მძიმე ეკონომიური ვითარების გამო მიატოვა სამრევლო და იმერეთში, თავის სოფელში დაბრუნდა, იქიდან კი 1924 წელს ოსიაურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1926 წელს სამღვდელოების დევნის პერიოდში მამა გრიგოლმა შეწყვიტა მღვდელმსახურება და გაიხადა ანაფორა. ანაფორაგახდილი მოძღვარი წლების განმავლობაში ხაშურის რაიონში, სხვადასხვა ადგილას მუშაობდა. ცხოვრობდა სურამში, კომსომოლის ქ. 31-ში. 1944
24-2 საპატრიარქოს უწყებანი N24 20-26ივნისი 2013წ გვ.20
დეკანოზი გრიგოლ ზაბახიძე 1895-1963. (დასასრული)
წლის 21 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი კალისტრატე (ცინცაძე) წერდა სსრ კავშირის სახკომსაბჭოსთან არსებული მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა საბჭოს რწმუნებულს საქართველოს ს.ს. რესპუბლიკაში, მოქალაქე კ. ი. ქადაგიშვილს: „ოსიაურის წმინდა გიორგის ეკლესიის ყოფილი მოძღვარი, მღვდელი გრიგოლ ილარიონის ძე ზამბახიძე, ჟამთა ვითარების გამო შესულა სამსახურში ხაშურის ზაგოზერნოს საწყობში, სადაც დაუპა- ” ტიმრებიათ 1943 წლის აპრილის 14-ს, ვინაიდან 31 ტონა დანესტიანებული შვრია იატაკის ქვეშ და მიუსჯიათ 10 წელი. ამჟამად ის იმყოფება კასპის აღმოჩენილა რაიონის იგოეთის ინვალიდთა კოლონიაში პატიმრად და მთხოვს დახმარებას. მოგახსენებთ რა აღნიშნულს, პატივისცემით გთხოვთ, აღმოუჩინოთ შეძლებისადაგვარი დახმარება უმწეო ადამიანს, მღვდელ ზამბახიძეს“. ხელისუფლებამ გაითვალისწინა უწმინდესი კალისტრატეს თხოვნა და მამა გრიგოლი მალევე გაათავისუფლეს საპატიმროდან. 1947 წელს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ იგი კვლავ აღადგინა მღვდლის ხარისხში და ქარელის რაიონის სოფელ ატოცის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. 1954 წლის შობის მარხვაში ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა და დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1957 წლიდან უსამსახუროდაა. 1961 წლის 9 აპრილს მარგველ-ურბნელმა ეპისკოპოსმა დავითმა (დევდარიანი) მამა გრიგოლი სურამის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინა. დეკანოზი გრიგოლი კარგად იცნობდა ხალხურ მედიცინას, რომელიც მან მამისგან ისწავლა. სამკურნალო ბალახეულით იგი წამლებს ამზადებდა და უამრავი ხალხი განკურნა. მის ოჯახს ხშირად სტუმრობდა მაშინდელი მარგველ-ურბნელი ეპისკოპოსი დავითი (დევდარიანი, შემდგომში კათოლიკოსპატრიარქი) და სხვა სასულიერო პირები. შთამომავლების გადმოცემით, 3 მამა გრიგოლს ბევრი შეურაცხყოფის დათმენა უწევდა ქრისტესა და სარწმუნოების ერთგულებისათვის. მღვდლის სამკერდე ჯვარი, რომელსაც ის მუდმივად თან ატარებდა, რამდენჯერმე ჩამოუგლეჯიათ მისთვის. ეს დაზიანებები ჯვარს ახლაც ეტყობა. სიცოცხლის უკანასკნელი წლები მოხუცებულმა მოძღვარმა აფხაზეთში, ქ. ოჩამჩირეში გაატარა, სადაც იგი მოწამლეს და გზად მომავალი სოფელ ხევთან გარდაიცვალა. ეს მოხდა 1963 წელს. შემორჩენილია დეკანოზ გრიგოლის ერთი ლექსი, რომელიც მის ოჯახში ინახება:
„კაცი მისთვის დაიბადა,
ნამუსის ქუდს ატარებდეს,
თავის სუფთა, წმიდა სახეს,
ჭჰუჭყსა აღარ აკარებდეს.
მისი ნახვა გამგონ ხალხსა,
დილასავე ახარებდეს,
ის ეყოფა მას სიმდიდრედ,
ხალხსა, რომ თავს აყვარებდეს“.
წყარო: საქართველოს სახელმწიფო ცენტრალური საისტორიო არქივი, ფ. 489, აღწერა I, საქმე
4105; 57597; საქართველოს უახლესი ისტორიის სახელმწიფო ცენტრალური არქივი, ფ. 1879, აღწერა I,
საქმე 2. გვ. 31; გაზეთი „საქართველო“ 1919წ. 57, გვ.
4; ჟურნალი „საქართველოს საეგზარქოსოს სასულიერო უწყებანი“ 1891-1906წწ.; „საქართველოს საეგზარქოსოს უწყებანი“ 1910-1917წწ..