წყარო 1811-1917წწ ეგზარქოსობისდროინდელი იმერეთის ეკლესიები და მღვდლები, ავტ. მერაბ კეზევაძე სრული სია
1100-ზე მეტი წმიდა გიორგის ტაძარი საქართველოში, მოგვაწოდეთ რაც, გამოგვრჩა.
საინტერესო სტატია დეკანოზი მელიტონ კელენჯერიძე
მელიტონ სპირიდონის ძე კელენჯერიძე (დ. 5 თებერვალი, 1864, სოფ. ტაბაკანი, ახლანდელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტი ― გ. 15 აგვისტო, 1942, თბილისი), ქართველი საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, ფოლკლორისტი.
სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1894 წელს კიევის სასულიერო აკადემიის დამთავრების შემდეგ მუშაობდა მასწავლებლად ქუთაისსა და ფოთში. იკვლევდა ხალხური ზეპირსიტყვიერების საკეთხებს, კრებდა და აქვეყნებდა ფოლკლორულ ნიმუშებს.
1893-1894 წლებში ჟურნალ „მოამბეში“ დაიბეჭდა მისი ნაშრომი „სახალხო პოეზია და მისი საპედაგოგო, საესტეტიკო და სამეცნიერო მნიშვნელობა“ (ცალკე წიგნად — 1896, ქუთაისი). 1915 წელს გამოსცა ხალხური ზღაპრების, აფორიზმებისა და გამოცანების კრებული.
შეადგინა სახელმძღვანელოები სკოლებისათვის: „სიტყვიერების თეორია“, „ქართული ქრესტომათია“, „ქართული ენის გრამატიკა“ და სხვა. მელიტონ კელენჯერიძე ავტორია გამოკვლევებისა ქართული ეკლესიის ისტორიიდან: „გაბრიელი ეპისკოპოსი იმერეთისა“ (1913), „საქართველოს საკათალიკოსო ეკლესიის მოკლე ისტორია“ (1918), „სიმართლე ქართული ეკლესიის ავტოკეფალიაზე“ (რუსულ ენაზე, 1906) და სხვა.
მრავალმხრივი მოღვაწე და მეცნიერი, იგი თავის სიტყვას ამბობდა ფოლკლორისტიკაში, თეოლოგიაში, სიტყვიერების თეორიაში; კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში.
საპატრიარქოს უწყებანი N39 17-23 დეკემბერი 2009წ გვ.17
„ქართველი ერის სულიერი მესაჭე“ დეკანოზი მელიტონ კელენჯერიძე 1864-1942
დეკანოზი მელიტონ კელენჯერიძე! სამოციანელთა ერთ-ერთი ღირსეული წარმომადგენელი: ცნობილი მწიგნობარი, საზოგადო და სასულიერო მოღვაწე, ფოლკლორისტი, პედაგოგი... უარყოფილი და დევნილი საბჭოთა პერიოდში ხან რელიგიური მრწამსისა და თეოლოგიაში აქტიური მეცნიერული მოღვაწეობის, ხან კი ე. წ. „სლავიანოფილური“ მსოფლმხედველობრივი პოზიციის გამო. და აი, გაიხსენეს, აღიარეს: მოზღვავდა ინფორმაცია იმ ადამიანის შესახებ, ვინც მთელი სიცოცხლე, ცოდნა და უნარი საქართველოს, ჭეშმარიტად ეროვნულ საქმეს, ღვთისა და ხალხის სიყვარულს შეალია; ვინც ცხოვრება მოკრძალებით, უხმაურო შრომით განვლო და ამ ქვეყნიდან უჩინოდ, დაუფასებლად წავიდა. ქართულ საბჭოთა ენციკლოპე-ჯიაში (თბ.,1980წ.) ვკითხულობთ: კელენჯერიძე მელიტონ სპირიდონის ძე (5. 02. 1864, სოფ. ტაბაკინი, ახლანდელი ზესტაფონის რ-ნი, — 15. 8. 1942, თბილისი), ქართველი, საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, ფოლკლორისტი, სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. კიევის სასულიერო აკადემიის დამთავრების (1894 წ.) შემდეგ მასწავლებლობდა ქუთაისსა და ფოთში. იკვლევდა ხალხური ზეპირსიტყვიერების საკითხებს, კრებდა და აქვეყნებდა ფოლკლორულ ნიმუშებს. 1893-94 წ.წ. ჟურნალ „მოამბეში“ დაიბეჭდა მისი ნაშრომი „სახალხო პოეზია და მისი საპედაგოგო, საესტეტიკო და სამეცნიერო მნიშვნელობა“ რილკე წიგნად — 1896 წ. ქუთაისი); 1915 გამოსცა ხალხური ზღაპრების, აფორიზმებისა და გამოცანების კრებული. შეადგინა სახელმძღვანელოები სკოლებისათვის: „სიტყვიერების თეორია“, „ქართული ქრესტომათია“, „ქართული ენის გრამატიკა“ და სხვა. მ. კელენჯერიძე ავტორია გამოკვლევებისა ქართული ეკლესიის ისტორიიდან: „სიმართლე ქართული ეკლესიის ავტოკეფალიაზე“ (რუსულ ენაზე, 1906), „გაბრიელი — ეპისკოპოსი იმერეთისა“ (1913), „საქართველოს საკათალიკოსო ეკლესიის მოკლე ისტორია“ (1918), და სხვა“. 1990 წელს გამოიცა მისი „საღმრთო სჯული ყმაწვილ- თათვის“, ხოლო 1993 წელს გამოცემულ „საღმრთო სჯულში“ 102 გვერდი მისმა „საქართველოს ეკლესიის მოკლე ისტორიამ“ დაისაკუთრა (პირველად ეს ნაშრომი ცალკე წიგნად 1918 წელს გამოქვეყნდა). 1999 წლის თებერვალში დეკანოზ მელიტონ კელენჯერიძის დაბადებიდან 135-ე წლისთავი აღნიშნა პრესამ, რადიომ, ტელევი-ზიამ; მამა მელიტონ კელენჯერიძე, როგორც მრავალმხრივი მოღვაწე, სხვადასხვა ნაშრომებისა და დისერტაციების თემად იქცა. როგორც მრავალმხრივი მოღვაწე და მეცნიერი იგი თავის სიტყვას ამბობდა ფოლკლორისტიკაში, თეოლოგიაში, სიტყვიერების თეორიაში, კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში. დეკანოზ მელიტონ კელენჯერიძის შემოქმედებას ნათლად ატყვია კვალი ღრმა განსწავლულობისა და მშობელი ქვეყნის სიყვარულისა, რაც განსაკუთრებით ითქმის მის ნაშრომებზე ფოლკლორისტიკაში. დეკანოზ მელიტონ კელენჯერიძის ბიოგრაფია XIX საუკუნის ინტელიგენციის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ტიპური ანარეკლია: იგი 1864 წლის თებერვალს, შორაპნის მაზრაში, სოფელ ტაბაკინში დაიბადა. მამამისი, სპირიდონ კელენჯერიძე, წარმოშობით ღარიბი გლეხის შვილი, სოფლის დიაკვნად მსახურობდა. იგი ადრე გარდაიცვალა და პატარა მელიტონი დედულეთში, სოფელ ზეგანში წაიყვანეს, სადაც დეიდებმა აღზარდეს. წერა-კითხვა ოჯახში შეისწავლა, დაწყებითი განათლება კი ქუთაისში, ვასილ პეტრიაშვილის სკოლაში მიიღო, რომელიც შემდეგ სასულიერო სასწავლებელს შეუერთეს. სასწავლებელში სწავლის წლებს მელიტონი ცუდად ახასიათებს იქ გამეფებული ფიზიკური დასჯისა და მექრთამეობის გამო. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, რომ ყველა საგანში წარჩინებული ყოფილიყო და სწავლის დამთავრების მოწმობაც პირველი ხარისხისა მიეღო. 1884 წელს მელიტონი თბილისის სასულიერო სასწავლებელში განაწესეს. მან სემინარიაც წარმატებით დაასრულა და 1890 წლიდან კიევის სასულიერო აკადემიაში განაგრძო სწავლა. აკადემიაში სწავლის პერიოდში მელიტონი აქტიურად მონაწილეობდა კიევის ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს მუშაობაში. შემდგომში იგი იგონებდა: „კიევში იყო ქართველი სტუდენტობა — 30 კაცამდე. უნდა ითქვას სიმართლე, რომ მათ, გარდა ორიოდე პიროვნებისა, არაფერი იცოდნენ ქართული ისტორიიდან იყვნენ ისეთებიც, რომელთაც არ იცოდნენ ქართული კითხვაც“. ამ ვითარებისათვის თავის გართმევის მიზნით მელიტონ კელენჯერიძეს დიდი მუშაობა გაუწევია: მას დაუჩქარებია ქართული წიგნსაცავის შექმნა, გამოუწერია გაზეთი „ივერია“, რომელსაც თავად უკითხავდა სტუდენტებს. 1893 წლიდან იგი კიევის ქართველ და დაინტერესებულ არაქართველ სტუდენტობას საქართველოს ისტო-..
39-2 საპატრიარქოს უწყებანი N39 17-23 დეკემბერი 2009წ გვ.18
„ქართველი ერის სულიერი მესაჭე“ დეკანოზი მელიტონ კელენჯერიძე 1864-1942 (გაგრძელება)
... რიასა და ქართულ სიტყვიერებაში ლექციებს უტარებდა. ამ ლექციების საფუძველზე იშვა მისი ერთ-ერთი ცნობილი ნაშრომი „სახალხო პოეზია და მისი საპედაგოგო, საესტეტიკო და სამეცნიერო მნიშვნელობა“. მართალია, მელიტონ კელენჯერიძის ლექციების მიზანი გაცილებით ფართო ყოფილა ქართველი სტუდენტობისათვის საქართველოს ისტორიის გაცნობა, — მაგრამ მათში, სხვა მასალასთან ერთად, დიდი ადგილი ეთმობოდა ხალხურ სიტყვიერებასა და ფოლკლორის პრობლემებს. პირველივე ლექცია მელიტონ კელენჯერიძეს ქართულ მითოლოგიაზე მსჯელობით დაუწყია. მის მსმენელთა შორის ყოფილან შემდგომში ცნობილი საზოგადო მოღვაწეები: შიო ჩიტაძე, მელიტონ ჩოგოვაძე, ექიმები: მ. ლორთქიფანიძე, გ. ქოქრაშვილი, გრ. იშხნელი. გ. ჯორჯიკია. კიევში დაასრულა მელიტონ კელენჯერიძემ საინტერესო ნაშრომი „საქართველოს ეკლესია მე-18 საუკუნეში“, რომელიც აქვე წარმატებით დაიცვა 1894 წელს და მოიპოვა ღვთისმეტყველების მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. კიევის სასულიერო აკადემიის დამთავრების შემდეგ იგი სამშობლოში დაბრუნდა. 1894 წელს ქუთაისში დაარსდა სასულიერო სემინარია, რისთვისაც მოღვაწეობა ჯერ კიდევ 1867 წლიდან დაიწყო იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე). 1895 წლის 1 თებერვალს ახალგაზრდა და ნიჭიერი მელიტონ კელენჯერიძე ქუთაისის სასულიერო სემინარიის ქარ- თული ენის მასწავლებლად დაინიშნა. ამავე წელს მასვე დაეკისრა იმერეთის სამრევლო-საეკლესიო სკოლების ზედამხედველობა. 1896 წლის ივნისის თვეში, იმერეთის ეპარქიის დროებითმა მმართველმა, ალავერდელმა ეპისკოპოსმა ბესარიონმა (დადიანი) ჯერ დიაკვნად და შემდეგ მღვდლად დაასხა ხელი და ქუთაისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძრის უშტატო მღვდელმსახურად დაინიშნა. ეკლესიაში ერთგული და დამსახურებული მოღვაწეობის გამო მამა მელიტონს 1896 წელს საგვერდული უბოძეს, 1899 წელს — სკუფია, ხოლო 1902 წლის 15 მაისს კამილავკით დააჯილდოვეს. 1898 წლიდან სემინარიასთან გაიხსნა სანიმუშო სკოლა, რომლის გახსნასა და მოწყობა-გამართვაში მელი- ტონს დიდი ღვაწლი მიუძღვის. 1903 წლის 22-31 იანვრის წმინდა სინოდის ბრძანების საფუძველზე იმერეთის სამრევლო-საკლესიო სკოლების მეთვალყურე, მღვდელი მელიტონ კელენჯერიძე ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად დაინიშნა. 1903 წელს იგი აირჩიეს იმერეთის ეპარქიული სასწავლო საბჭოს წევრად, ხოლო ამავე წლის ნოემბერში საღვთო სჯულის მასწავლებლად ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის ქალთა სასწავლებელში გადაიყვანეს. 1905 წლის 15 მაისს იგი სამკერდე ოქროს ჯვრით დააჯილდოვეს. 1907 წელს მამა მელიტონი გურია-სამეგრელოს ეპარქიაში გადაიყვანეს და ქ. ფოთის ვაჟთა გიმნაზიაში საღვთო სჯულის მასწავლებლად დაადგინეს.
ამავდროულად იგი ფოთის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა (წინამძღვრობდა 1914 წლის 3 ნოემბრამდე) და დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1913 წლის აღდგომას წმინდა ანას III ხრისხის ორდენით, ხოლო 1914 წელს — წმინდა ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. აი, როგორ ახასიათებს მ. კელენჯერიძეს პროფესორი ვ. კანკავა, როდესაც ფოთის ვაჟთა გიმნაზიაში სწავლის პერიოდს იხსენებს: „პედაგოგიური პერსონალის შემადგენლობაში გარკვეულ ფიგურას წარმოადგენდა მელიტონ კელენჯერიძე — ლიტერატურის მცოდნე, ფოლკლორისტი, ცნობილი ტონკმელის ფსევდონიმით. მართალია, ოფიციალურად ის საღვთო სჯულის მასწავლებლად ითვლებოდა, მაგრამ ამის გარდა, ის გვასწავლიდა ქართულ ენას, საქართველოს ისტორიას, მართლწერას. პედაგოგიურ საბჭოში ის მცირედთა ჯგუფში შედიოდა, რომელსაც ჰყოფნიდა სითამამე თავისუფლად გამოეთქვა თავისი აზრი დირექტორის პოზიციის წინააღმდეგ. ის უშუალო მონაწილე იყო, როგორც ქალაქში, ისე თვით გიმნაზიაში ყოველი ქართული საზოგადოებრი წამოწყებისა, რომელიც ეხებოდა ლიტერატურას ან ხელოვნებას“. 1917 წლის 10 აგვისტოს ქუთაისის რეალური სასწავლებლის პედაგოგიური საბჭოს სხდომამ ქართული ენის მასწავლებლად ერთხმად აირჩია დეკანოზი მელიტონ კელენჯერიძე, რომელიც აქ 1922 წლამდე მუშაობდა. ქუთაისში იგი საჯარო ლექციებს კითხულობდა ქართული ენის სწავლების საკითხებზე, მონაწილეობდა დისპუტებში. მიხა ცხაკაია, რომლიც 1894 წლიდან იცნობდა მამა მელიტონს, ახასიათებდა მას, როგორც „ძლიერ საჭირო კულტურულ ძალას“. მამა მელიტონი აქტიურად მონაწილეობდა 1917 წლის 11-17 სექტემბერს ჩატარებულ საქართველო )) მოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის I საეკლესი კრებაში. საქართველოში საბჭოთა წყობილების დამყარების შემდეგ დეკანოზი მელიტონ კელენჯერიძე ზესტაფონის ეკლესიის წინამძღვრად მსახურობდა. 1923 წელს, ხელისუფლების ზეწოლის შედეგად, იძულებული გახდა ანაფორა გაეხადა და სამოქალაქო სამსახურს შედგომოდა. იგი სხვადასხვა ტიპის სკოლებში მასწავლებლობდა. 1932 წელს მელიტონ კელენჯერიძე საცხოვრებლად თბილისში გადავიდა. ერთხანს იგი საქართველოს განათლების კომისარიატის მეთოდ-სექტორში მუშაობდა. მას შემდეგ კი აღარსად უმუშავია. მელიტონ კელენჯერიძე ჯერ ქუთაისის, შემდეგ კი საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი იყო. 1934-36 წლებში პედაგოგიკის ინსტიტუტის დავალებით მუშაობდა დ ქართული პედაგოგიკის ისტორიის საკითხებზე. მელიტონ კელენჯერიძე მრავალი მეცნიერული შრომის ავტორია. განსაკუთრებით ფასეულია მისი ღვაწლი ეროვნული კულტურის ისტორიის შესწავლისათვის. მეტად მნიშვნელოვანია მის მიერ 1920 წელს გამოცემული „ქართული ლიტერატურის ისტორია“. კელენჯერიძის ეს წიგნი საშუალო სკოლის მეხუთე კლასის სახელმძღვანლოდ იყო გამიზნული. მელიტონ კელენჯერიძე რამდენიმე სასკოლო სახელმ-...
39-3 საპატრიარქოს უწყებანი N39 17-23 დეკემბერი 2009წ გვ.19
„ქართველი ერის სულიერი მესაჭე“ დეკანოზი მელიტონ კელენჯერიძე 1864-1942 (გაგრძელება)
... ძღვანელოს ავტორია. მათ შორის აღსანიშნავია „სიტყვიერების თეორია“ (1899 წ.) და მისი მეორე ნაწილი, ე. წ. პრაქტიკუმი „ქართული ქრესტომატია კრებული ქართული სიტყვიერების საუკეთესო ნიმუშებისა“, რომელიც მან 1919 წელს ქუთაისში მესამედ გამოსცა. სადა და გასაგები, გარემოსა და ნაცნობ ყოფასთან არის შეჯერბული მელიტონ კელენჯერიძის „საღმრთო სჯული ყმაწვილთათვის“. ცალკე საუბრის საგანია მისი ნაშრომები თეოლოგიაში, რომელთაგან გამოსაკვეთია „საქართვლოს საკათალიკოსო ისტორიის მოკლე კურსი“, რუსულ ენაზე გამოცემული „სიმართლე ქართული ეკლესიის ავტოკეფალიაზე“ და ფუნდამენტური ნაშრომი „გაბრიელი ეპისკოპოსი იმერეთისა“. ამ უკანასკნელის გამოცემასთან დაკავშირებით საინტერესოა მისი მოგონება, რომელიც სასიქადულო მამულიშვილთან ნიკო ნიკოლაძესთან მის შეხვედრას ეხება: „გადავწყვიტე ბატონ ნიკოლაძესთან მისვლა, როგორც თემი მასალები კონებად, მოვსდევი ზურგზე კაცებს და ამ ბარგი-ბარხანით მივედი. საღამოს შვიდი საათი იყო. საქმეებში იყო ჩაფლული ჩვეულებრივად. მოვყევი ჩემი შრომის თავ-გადასავალს. ეს რომ მოისმინა, ადგა, თავისივე ხელით დახსნა ჩემი ქაღალდების კონები, მასალა და სულ ფურცლა-ფურცლა გადასინჯა. მერე გაიმართა, ადგა ფეხზე, დააჩერდა მასალას და წარმოსთქვა: „ახლა კი ჩამთვალეთ უბედურად, რომ ამის გამოსაცემი ფული არა მაქვს!.. განა ამათი დაუბეჭდაობა შეიძლება? ერთი ნაჭერიც კი არ უნდა დარჩეს დაუბეჭდავი!.. მერე მკითხა, რამდენი იყო ჯერ დაბეჭდილი და რა სჭირდებოდა დანარჩენი გვერდების დაბეჭდვას. ეს რომ გავაგებინე, მითხრა, ის დაბეჭდილი გვერდები გამომიგზავნე, გავეცნობი და ვეცდები შენი მწუხარების განკურნებასო, ვინც მეგულება შეგნებული და ფულიანი პირი, მივმართავ და, ვგონებ პატივს მცემენო“. მერე ეს კონები ისევ თავის ხელით შეკრა და გამომიშვა. მე ორი ფეხიც არ დამიკრავს სახლამდის, ისეთს ხარულს მივეცი. ღამე სიხარულით აღარ დამეძინა. მეორე დღეს, საღამოს შვიდ საათზე გავუგზავნე დაბეჭდილი ფურცლები და გათენდა თუ არა შემდეგი დილა, ასე შვიდ საათზე, მისმა კაცმა შემდეგი წერილობითი პასუხი მომიტანა: „დიდად პატივცემულო მამაო მელიტონ! წუხელი მიტროფანოვის სადილიდან რომ დავბრუნდი და ცოტა მოვისვენე, მოსამსახურემ გადმომცა თქვენი თხზულება გაბრიელ ეპისკოპოსზე. დავიწყე მისი კითხვა და არ დამიძინია, სანამ არ გავათავე, ალიონზე. აქედან ხედავთ, რა ღირსებისაა თქვენი ნაწერი და რა ბედნიერი ვიქნებოდი, თუ შევძელი დაგეხმაროთ მის გამოცემაში“.რამოდენიმე ფაქტიური და ჩვენთვის ძვირფასი შენიშნვის შემდეგ ასე განაგრძობდა: „ამ შენიშვნებზე უფრო თქვენთვის სასიამოვნო იქნება მეორე ამბავი, თქვენი თხზულების შესახებ. თანახმად თქვენი სურვილისა, გუშინვე ვიმაცადინე და გიშოვეთ (ფული) პირველი ტომის გამოსაცემად. ეს ამბავი მომი- ლოცნია თქვენთვის და უფრო მეტად ქართული საზოგადოებისათვის, თქვენი მარად ერთგული ნ. ნიკოლაძე. ფოთი. 30 ენკენისთვეს 1913 წ.“ ჩვენს სიხარულს საზღვარი არა ჰქონდა! მაშინვე ვაფრინე რედაქციაში განცხადება (იხ. „სახ. გაზ.“ #1012) და წიგნის ბეჭდვა განვაახლე“. ამგვარად, წიგნის გამოსაცემად საჭირო თანხა, ნ. ნიკოლაძის შუამდგომლობით, ვიღაც უცნობ კაცს გაუღია, რომელსაც საკუთარი ვინაობის გამხელა საჭიროდ არ ჩაუთვლია. მელიტონ კელენჯერიძე აღფრთოვანებული უხდის მადლობას ამ „იშვიათი და ჭეშმარიტი ქველმოქმე დების ჩამდენ უცნობ პიროვნებას, ვისი შემწეობითაც იხილა მზის სინათლე დღეს უკვე ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად ქცეულმა ამ საინტერესო წიგნმა“ — წერს ავთანდილ ნიკოლაიშვილი თავის წიგნში „გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე)“. აი, რას წერს პროფესორი ლევან ფრუიძე: „მელი ტონს გაუმართლა. მას ისეთ გენიოსებთან მოუწია ურთიერთობა, როგორიც იყო ილია, აკაკი, იაკობ გოგებაშვილი და გაბრიელ ეპისკოპოსი, რომელიც ქუთაისში მოღვაწეობდა. გაბრიელი — ცოცხლად მოარული წმიდანი და ფილოსოფოსი! ალბათ უფლის ნება იყო, რომ მელიტონ კელენჯერიძე მისი ცხოვრების გამოწვლილვით აღმწერი მემატიანე გახდა, ისევე, როგორც ექვთიმე მთაწმიდელისა ― გიორგი მთაწმიდელი. ვისაც ეს წიგნი წაუკითხავს, დამეთანხმება, რომ ღმერთისა და ერის სამსახურის უკეთესად ასახვა შეუძლებელია. ასეთი ჭეშმარიტი მაგალითის ძალა საუკუნეებს წვდება და დღესაც სულს გვისპეტაკებს, იმედით და მომავლის რწმენით გვავსებს. მელიტონმა შეძლო და აჩვენა, რომ ქართველი ხალხის გენია დაუშრეტელია. მოციქულთა სწორი წმიდა ქართველი მამები, ქრისტიანობის საწყისებიდან ბრწყინავდენ, ქმნიდენ და უფალს ადიდებდენ. მათი გაკვალული გზები მიდიოდა ღვთისმშობ- ლის მზრუნველობით რწმენა გასხივოსნებული ქართველობა. XIX ს-ის II ნახევარში ქართველი ერის სულიერი მესაჭეობა გაბრიელ ეპისკოპოსს და მის თანამოსაყდრეებს ხვდა წილად, მათ შორის მელიტონ კელენჯერიძეც იყო“. მელიტონ კელენჯერიძემ ცხოვრების მოწამეობრივი გზა განვლო. იგი არათუ როგორც მოაზროვნე და სწავლული, არამედ პიროვნულადაც კი მიუღებელი იყო ტოტალიტარული რეჟიმისათვის. ბოლშევიკები არ სწყალობ-..
39-4 საპატრიარქოს უწყებანი N39 17-23 დეკემბერი 2009წ გვ.20
„ქართველი ერის სულიერი მესაჭე“ დეკანოზი მელიტონ კელენჯერიძე 1864-1942 (დასასრული)
..დნენ პატრიოტებს. მელიტონ კელენჯერიძე თითქმის უსახსროდ დატოვეს. მისი დევნისა და შევიწროების ეპიზოდების მოშველიება შორს წაგვიყვანდა. არ შეიძლება აღელვების გარეშე მოისმინო ცნობა იმის შესახებ, რომ მათემატიკის ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტი, ლევან კელენჯერიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მხოლოდ იმიტომ გარიცხეს, რომ იგი მელიტონის ვაჟი იყო; არც ისე შორეულ წარსულში კი, 70-იან წლებში, მაშინ, როდესაც საქართველოს მწერალთა კავშირმა შუამდგომლობა აღძრა თბილისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის წინაშე მელიტონ კელენჯერიძის საცხოვრებელ სახლზე მემორიალური დაფის დაყენების შესახებ, სხდომის მონაწილე ერთ-ერთი სტრუქტურის ხელმძღვანელმა შიშნარევი ხმით წამოიძახა: „ბატონებო, ის ხომ მღვდელი იყო?!“ დარბაზი გაირინდა... გადაწყვეტილება, რასაკვირველია, უარყოფითი იყო იგონებს მელიტონის შვილიშვილი ცისანა ქოჩეჩაშვილი. უსამართლო დევნა, კრიტიკოსთა დაუნდობელი თავდასხმები, სტამბებში „დაკარგული“ მისი ნაშრომები, პენსიის, არსებობის ამ ერთადერთი საშუალების მოსპობა, მისი საბედისწერო ანაფორა − ყველაფერი ეს და, ალბათ, ბევრი სხვაც გახდა მიზეზი უსაყვარლესი მეუღლის — ოლღა ახრახაძის თვითმკვლელობისა 1940 წელს (ის დიდი სიყვარული, რომელიც ქმრისათვისაც პირველი იყო და ცოლისთვისაც, ბოლომდე გაჰყვა ამ წყვილს). ამბობენ, რომ ქალბატონმა ოლღამ სიღატაკის გამო მელიტონის რამდენიმე მეტადღირებული მეცნიერული ნაშრომიც კი გაყიდა, რასაკვირველია, საავტორო უფლებით, რასაც თავის თავს ვერ ჰპატიობდა). მას შემდეგ მელიტონ კელენჯერიძემ თითქმის ორი წელიწადი ისე იცოცხლა, რომ მეუღლის სიკვდილი არ გაუგია. შვილები რიგ-რიგობით ეფარებოდნენ თვალს და 10-12 დღის შემდეგ ცხადდებოდნენ მასთან წერილებითა და საჩუქრებით, რომელსაც ვითომ სამკურნალოდ წასული ოლღა ქ. კისლავოდსკიდან უგზავნიდა. შთამბეჭდავია მ. კელენჯერიძის ცხოვრების უკანასკნელი პერიოდი, როდესაც მძიმე ავადმყოფობით სარეცელს მიჯაჭვული მაინც განაგრძობდა მუშაობას, დროს არ კარგავდა და ხელ-ფეხწართმეული, მეტყველების უნარდაკარგული, უკანასკნელ სტრიქონებს შვილიშვილებს აწერინებდა. „შვილიშვილებს მის სარეცელთან მორიგეობა გვქონდა დაწესებული — იგონებს ქალბატონი ელენე კელენჯერიძე — საწოლთან გაკრულ მსხვილი ასოებით ჩამოწერილ ანბანს და სასვენ ნიშნებს მელიტონი გრძელი ჯოხით მიანიშნებდა და ჩვენც ვიწერდით მის ნააზრევს, მის „ნაკარნახევს“, ასე იქმნებოდა მი- სი ბოლო ნაშრომები, მოგონებები“. ასეთი გახლდათ მელიტონ კელენჯერიძე, რომლის პორტრეტს შეიძლება დაემატოს პიროვნული ხიბლი, ულამაზესი გარეგნობა, გაწონასწორებული ხასიათი, სულიერი სისპეტაკე და, რაც მთავარია, შრომისა და მუდმივი ძიების დამახასიათებელი თვისებები. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ბრძანებს, თუ რა „გამორჩეულია დეკანოზი მელიტონ კელენჯერიძე, რომელმაც, თამამად შეიძლება ითქვას, სიცოცხლე შესწირა ქართველი ერის სულიერებისთვის ზრუნვას და თაობებისათვის დარჩა, როგორც მაგალითი „კეთილი მწყემსისა“ და „სოფლის მნათობისა“. დეკანოზი მელიტონ კელენჯერიძე გარდაიცვალა 1942 წლის 12 აგვისტოს. დამსახურებული მასწავლებელის გარდაცვალებას სამგლოვიარო განცხადებით სა- ზოგადოებას აუწყებენ თბილისის რკინიგზის ინჟინერთა ინსტიტუტის კოლექტივი (აქ მისი ვაჟიშვილი — ლევან კელენჯერიძე და სიძე — ლევან ქოჩეჩაშვილი ლექტორობდენ), საქართველოს განსახკომი და დაწყებითი და საშუალო სკოლის მუშაკთა პროფკავშირების კომიტეტი. ეს იყო და ეს! იგი დაკრძალეს 16 აგვისტოს, კვირას, ვაკის სასაფლაოზე.