საპატრიარქოს უწყებანი N34 10-16ნოემბერი 2011წ გვ.18
დეკანოზი იოანე ბობოხიძე 1868-1937წწ
I ნაწილი
დეკანოზი იოანე დავითის ძე ბობოხიძე 1868 წლის 1 ივლისს იმერეთში, აზნაურის ოჯახში დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება მომავალმა მოძღვარმა ოჯახში მიიღო.
შემდეგ სწავლა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში განაგრძო. 1884-1890 წლებში იგი თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, რომელიც პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა და როგორც ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტი, სასულიერო მთავრობამ თავისი ხარჯებით ცოდნის გასაღრმავებლად მოსკოვის სასულიერო აკადემიაში გააგზავნა. ოჯახური მდგომარეობის გამო იოანემ მცირე პერიოდი დაჰყო მოსკოვის აკადემიაში, რის შემდეგაც იძულებული გახდა მალე სამშობლოში დაბრუნებულიყო. 1892 წელს იგი დაოჯახდა ქიონია ლუკიშკინაზე (დაბადებული 1872 წ.) და მას“. თან ხუთი შვილი შეეძინა: ნადეჟდა (დაბადებული 1893 წ.), შალვა (1895წ.), ნიკოლოზი (1896წ.), დავითი (1899წ.) და იოანე (1903 წ.). სამშობლოში დაბრუნებული იოანე 1891 წლის 1 იანვარს მარტვილის ორკლასიან სანიმუშო სკოლაში უფროს მასწავლებლად დაინიშნა, სადაც 1896 წლის 6 დეკემბრამდე მუშაობდა. 1896 წლის 6 დეკემბერს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი) იგი დიაკვნად აკურთხა, ხოლო ამავე წლის 8 დეკემბერს მღვდლად დაასხა ხელი და ზუგდიდის მაცხოვრის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. 1896 წლის 15 დეკემბერს გურია-სამეგრელოს სასწავლო. საოლქო საბჭოს გადაწყვეტილებით, მეუფე გრიგოლმა მამა იოანე სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის მმართველ საბჭოში დანიშნა, სადაც 1900 წლამდე იმუშავა. 1898 წლის 4 თებერვალს იგი საგვერდულით დაჯილდოვდა. დეკანოზი იოანე ბევრს ზრუნავდა ახალგაზრდებში სწავლა-განათლების გავრცელებისათვის. ცდილობდა ბავშვებში გაეღვიძებინა სწავლისადმი სიყვარული და ხშირად უქადაგებდა მათ მის დადებით მხარეებზე. 1898 წლის 20 მარტს გურია-სამეგრელოს ეპარქიის მმართველად ეპისკოპოსი ალექსანდრე (ოქროპირიძე) დაინიშნა. ამავე წლის 6 ივნისს, თანმხლებ პირებთან ერთად, იგი ზუგდიდში ჩაბრძანდა. ქალაქის შესასვლელში მას მიეგებნენ მაზრის უფროსი, საპატიო მოქალაქენი, სამლვდელოება და დიდძალი მრევლი. მისმა მეუფებამ მოკლე სიტყვით მიმართა საზოგადოებას და შემდეგ ზუგდიდის სულთმოფენობის სახელობის ეკლესიაში მიბრძანდა. მცირე პარაკლისის შემდეგ მეუფეს სიტყვით მიმართა ტაძრის წინამძღვარმა, მღვდელმა ანდრია ვახანიამ. იმავე დღეს მან დაათვალიერა ზუგდიდის ქვის ექვსკლასიანი სამოქალაქო სასწავლებელი. მეორე დღეს მეუფე მწირველი ბრძანდებოდა ზუგდიდის მაცხოვრის შობის სახელობის ეკლესიაში. წირვის წინ მეუფეს სიტყვით მიმართა ტაძრის წინამძღვარმა, მლვდელმა იოანე ბობოხიძემ, რომელშიც ისაუბრა მისი მეუფების ყოველი კეთილი საქმისა და ნაღვაწის შესახებ ეკლესიისა და მამულის სასარგებლოდ, გამოთქვა იმედი, რომ ყოვლადუსამღვდელოესობა არ დაიშურებდა ენერგიას და განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევდა მრევლის რწმენისა და ზნეობის განმტკიცებას ამ მხარეში. ამავე საღამოს მეუფე მიბრძანდა სოფელ ჭკადუაში, პრინცესა სალომე დადიან-მიურატთთან და დალოცა იგი. 1898 წლის 26 დეკემბერს ეპისკოპოსმა ალექსანდრემ მამა იოანე გურია-სამეგრელოს საეპარქიო სასწავლო საბჭოს ზუგდიდის მაზრის განყოფილების თავჯდომარედ დანიშნა, სადაც მან 1905 წლის ოქტომბრამდე იმსახურა. 1900 წლის 12 იანვარს ზუგდიდის ქალთა ორკლასიანი სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგედ და საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. ამავე წლის 27 აპრილს ზუგდიდის მაზრის სამრევლო-საეკლესიო სკოლების მეთვალყურეობა დაევალა. 1900 წლის 13 მარტს ცაიშის ოლქის მთავარხუცესის თანაშემწედ დაადგინეს. მამა იოანეს გვერდით ედგა და რამდენჯერმე ფინანსური და მატერიალური დახმარება გაუწია პრინცესა სალომე დადიანმა, რომელიც ასევე დაინტერესებული იყო სწავლა-განათლების გავრცელებით ამ მხარეში. 1901 წელს მამა იოანე გაზეთ „ივერიაში“ წერდა: „მისი უმაღლესობის, პრინცესა სალომე დავითის ასულის თაოსნობით და ხარჯით, ამა წლის 8 აპრილს, ღამით, დაბა ზუგდიდში, სამეგრელოს თავადის ნიკოლოზ დავითის ძის სასახლეში ჩემდამი რწმუნებული ზუგდიდის ორკლასიან საეკლესიო-სამრევლო სკოლის უღარიბეს მოსწავლეთა სასარგებლოდ გამართულ იქნა კონცერტი, რომლისაგან შემოსული 300 მანეთი მათმა უმაღლესობამ იმავე ღამეს გადმომცა დანიშნულებისამებრ მოსახმარებლად. როგორც კონცერტი, ისე ბუფეტი იმ ღამეს გამართული იყო მისი უმაღლესობის სრული ხარჯით, რაც მას დაუჯდა არანაკლებ 300 მანეთისა.
34-1 საპატრიარქოს უწყებანი N34 10-16ნოემბერი 2011წ გვ.19
დეკანოზი იოანე ბობოხიძე 1868-1937 (გაგრძელება)
საზოგადოდ, უნდა აღინიშნოს, რომ პრინცესა სალომე მიურატისა მეტად მოწადინებულია ზუგდიდის მაზრაში დედათა სქესის სარწმუნოებრივს და ზნეობრივს განათლებას ხელი შეუწყოს, როგორც ზნეობრივად, აგრეთვე ნივთიერადაც. დაბა ზუგდიდში მეორეკლასიან დედათა სკოლის დასაარსებლად მან შემოსწირა ერთი ქცევა მიწა, ღირებული 2700 მანეთად და ეხლანდელს ორკლასიან სამრევლო-საეკლესიო სკოლას დროებით თავის სახლში სამი ოთახი დაუთმო კლასებისათვის და კიდევ ცალკე სამთვალიანი სახლი ხელობის მასწავლებლის ბ. გეთიას სადგომად. იმედია, მათის უმაღლესობის ასეთი ნივთიერი და ზნეობრივი დახმარება დიდს ბეჭედს დაასვამს ზუგდიდის მაზრის წარმატებისა და წინმსვლელობის საქმეს. ღმერთმა ინებოს, მის უმაღლესობას დედათა სქესის განათლების საქმეში წამბაძველნი აღმოუჩნდნენ“. 1902 წლის 29 იანვარს გურია-სამეგრელოს ეპარქიის სამლვდელოებამ იდღესასწაულა დეკანოზ მიხეილ მეუნარგიას დედაეკლესიაში მოღვაწეობის 50 წლის იუბილე. ლიტურგიის დასასრულს, შეკრებილმა საზოგადოებამ მამა მიხეილს მთავარანგელოზ მიქაელის ვერცხლის ხატი მიართვა სამახსოვროდ, რის შემდეგაც მღვდელმა იოანემ მისალოცი სიტყვა წარმოთქვა: „თქვენო მაღალღირსებავ, დიდად პატივცემულო დეკანოზო მიხეილ! ცაიშის საბლაღოჩინო ოლქის სამღვდელოება განუსაზღვრელი აღტაცებით ეგებედა დღეს თქვენი მაღალ-ღირსების 50 წლის იუბილის დღესასწაულს. ამ ნახევარი საუკუნის განმავლობაში თქვენ შეგისრულებიათ მძიმე მოვალეობა მოძღვრისა და ჩვენის უფროსისა, ისეთის კრძალულებით, პატიოსნებით, მართლმსაჯულებით და კეთილსინდისიერად, რომ ჩვენს ქვეყანაში ქრისტეს ყანაზე მუშაკთა შორის თქვენ დაიჭირეთ თვალსაჩინო და საპატიო ადგილი. უღრმესი სარწმუნოება, მოშიშებით ღვთისმსახურება, გაჭირვებულთა და დაჩაგრულთა შებრალება, ხოლო მჩაგვრელთა წინაშე შეუპოვრობა, სიმართლის პირდაპირ წარმოთქმა, პირმოუფერებლობა აგიღიათ თქვენ საგნად თქვენის მოქმედებისა და მიზნისა წარსულის საუკუნის მეორმოცდაათე წლებში და მას შემდეგ თუმცაღა გავიდა არა მცირე ხანი, თუმცაღა, ბევრნაირად შეტრიალდა ჩარხი ჩვენის საზოგადოებისა და სამღვდელოების სულიერის ცხოვრებისა და მმართველობისა, თუმცაღა, ბევრი გინახავს კარგიცა და ავიც, გარნა გამოტეხილად და გულწრფელად აღვიარებთ, რომ მთელ თქვენს მსახურებაში არ ყოფილა ისეთი თვალსაჩინო შემთხვევა, რომ თქვენ ოდესმე გეღალატოთ თქვენის მიმართულებისათვის, რომ თქვენ ოდესმე მოგედრიკოთ ქედი გარემოების წინაშე. მთელ თქვენს მსახურებაში არ ყოფილა ისეთი მოქმედება, რომელიც ჩირქს სცხებდეს თქვენს პატიოსნებას, ისეთი საქმე, რომელიც აშავებდეს თქვენს პირადობას. ეს არის ხვედრი მხოლოდ რჩეულთა ქრისტეს მეომართა. გიხაროდენ, მაღალღირსო დეკანოზო, რომ ასე გაუსვრელად, ასე შეუბღალავად, ასე უანგაროდ, ასე წმინდათ გიზიდავს თქვენი მძიმე ტვირთი მოძღვრისა და უფროსისა მთელი ნახევარი საუკუნის განმავლობაში. ვსასოებთ, რომ ამგვარის თქვენი უმანკო სამსახურისათვის, როგორც მთავრობისაგან და საზოგადოებისაგან ხართ დაჯილდოებული ყოველგვარ ნიშნებით უუღრმესი პატივისცემისა და სიყვარულისა, აგრეთვე ღვთისაგანაც მიიღებთ თქვენ უდიდეს ჯილდოს, როცა წარსდგებით მის წინაშე. წინდად ჩვენ შორის მტკიცე სულიერი კავშირისა და მამაშვილურის სიყვარულისა, ცაიშის საბლაღოჩინო ოლქის სამღვდელოებისაგან ამ ღირსშესანიშნავ დღეს მიიღე, ღრმად საყვარელო, მხცოვანო დეკანოზო, ჩვენო სულიერო მამაო და აღმზრდელო, ხატი ესე მთავარანგელოზ მიხეილისა. მთავარანგელოზი მიხეილი იყოს შემწე და მფარველი თქვენის მარჯვენისა ყოველთა დღეთა ცხოვრებისა თქვენისათა. ამინ“. 1903 წლის 2 მარტს მამა იოანე რედუტ-კალეს ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს. 1903 წლის 22 ივლისს ერთგული სამსახურისათვის სკუფია უბოძეს. 1903 წლის 29 ოქტომბერს ცაიშის ოლქის მთავარხუცესად გადაიყვანეს. გურია-სამეგრელოს ეპარქიაში მამა იოანეს აქტიური მოღვაწეობა მიუღებელი იყო რუსული მმართველო
34-2 საპატრიარქოს უწყებანი N34 10-16ნოემბერი 2011წ გვ.20
დეკანოზი იოანე ბობოხიძე 1868-1937 (დასასრული)
ბისათვის, რომელიც აშკარად ცდილობდა ქართველი ერის გათიშვას, სამეგრელოდან ქართული ენის გამოდევნას და იქ იმპერიული პოლიტიკის გატარებას, რომელიც დეკანოზ იოანე ვოსტორგოვის ხელმძღვანელობით ხორციელდებოდა. ეს დაპირისპირება მამა. იოანეს იმერეთის ეპარქიაში გადაყვანით დამთავრდა. მოძღვარი მოაცილეს ზუგდიდს და 1905 წლის 4 ოქტომბერს ქუთაისის წმინდა ნინოს სასწავლებელში ქართული ენის მასწავლებლად გადაიყვანეს, სადაც 1906 წლის 19 აპრილამდე მსახურობდა. ქუთაისშიც აქტიური მუშაობა გააჩაღა მამა იოანემ სტუდენტებში ეროვნული იდეების გასაღვიძებლად. 1905 წლის რევოლუციის პერიოდში მეფის მთავრობამ კიდევ უფრო გაამკაცრა კონტროლი ეროვნული და ავტოკეფალიის მომხრე სამღვდელოების მიმართ. განსაკუთრებული მეთვალყურეობა დაუწესეს მამა იოანეს, როგორც ერთ-ერთ მთავარ აქტივისტს. 1906 წელს გაზეთი „შრომა“ წერდა: „საქართველოს ეგზარქოსის მოადგილემ, ეპისკოპოსმა ექვთიმემ (ელიაშვილი) საპოლიციო უფროსის გენერალ შირინკისაგან შემდეგი ცნობა მიიღო: „იმ ცნობების ძალით, რომელიც მე ამჟამად ხელთა მაქვს, ქუთაისის წმინდა ნინოს საქალებო სასწავლებლის ქართული ენის მასწავლებელი მღვდელი იოანე ბობოხიძე არაერთხელ ყოფილა შენიშნული მთავრობის საწინააღმდეგო აგიტაციის გაწევაში. 15 ნოემბერს კი ამავე მღვდელმა ოდესაში მოკლული ლაბორანტის საბა კლდიაშვილის პანაშვიდის დროს წარმოსთქვა გულის აღმაშფოთებელი სიტყვა, დაახლოებით შემდეგი შინაარსის: „ძირს იუდავ, ძირს ტახტიდან, წყეულო მეფევ, ხალხის სისხლში მოცურავევ, ძირს ძმის მკვლელო კაენო მთავრობავ...“ შემდეგ სიტყვაში მღვდელი ბობოხიძე ახასიათებდა რა მჭერმეტყველურად მთავრობის მოქმედებას, იწვევდა მსმენელთ, რომ ისინი წინააღმდგარიყვნენ ასეთ მტარვალურ და მხეცურ მთავრობის წინაშე, რომელმაც ესოდენი სისხლი დაღვარა ქრისტიან ხალხისაო, ხალხმა სისხლითვე უნდა იძიოს შური თავისუფლების მისაღწევადო და სხვ“. დასასრულს გენერალი შირინკინი სთხოვს ეგზარქოსის მოადგილეს, შესაფერისი ზომები მიიღოს ურჩი სასულიერო პირის მიმართ“. 1906 წლის 1 ივლისს ეპისკოპოსმა ექვთიმემ მამა იოანე ისევ გურია-სამეგრელოს ეპარქიაში გადაიყვანა და ფოთის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძრის მესამე მღვდლად დანიშნა. 1906 წლის 19 სექტემბერს ფოთის ორკლასიანი სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაადგინეს. 1907 წლის 9 თებერვალს გურიასამეგრელოს საეპარქიო ხაზინის სარევიზიო კომისიის თავჯდომარედ დაინიშნა, სადაც 1909 წლის იანვრამდე დაჰყო. 1907 წლის 12 თებერვალს გურია-სამეგრელოს ეპარქიის ღარიბ სამღვდელოთა სამზრუნველო საბჭოს წევრად აირჩიეს. 1907 წლის 17 ნოემბერს მღვდელი იოანე საგამოცდო კომისიის წევრად დაინიშნა, რომელთაც სამღვდელო კანდიდატების შემოწმება ევალებოდათ. 1907 წლის 2 დეკემბრიდან გურიასამეგრელოს საეპარქიო სასწავლო კომიტეტის უშტატო წევრია, სადაც 1909 წლის ივლისამდე იმუშავა. 1908 წლის 1 სექტემბერს ფოთის ქალთა წმინდა ოლღას სახელობის სასწავლებლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. 1911 წლის 6 მაისს მამა იოანეს კამილავკა ეწყალობა, 1914 წლის 15 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო, ხოლო 1916 წლის აღდგომას დეკანოზის წოდება მიენიჭა
(გაგრძელება შემდეგ ნომერში)
35 საპატრიარქოს უწყებანი N35 17-23ნოემბერი 2011წ გვ.18
დეკანოზი იოანე ბობოხიძე 1868-1937
I I ნაწილი
1917 წლის 12 მარტს, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, სხვა ქართველ ავტოკეფალისტებსა და სამღვდელოებასთან ერთად, დეკანოზი იოანეც აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების შემუშავებაში და როგორც გურია-სამეგრელოს ეპარქიის დელეგატი, ქ. თბილისში გამართულ პირველ საეკლესიო კრებას ესწრებოდა. 1920 წელს ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა გიორგიმ (ალადაშვილი) მამა იოანე ფოთის ოლქის ეკლესიების მთავარხუცესად დაადგინა. 1921 წელს საქართველო კვლავ დაიპყრო რუსეთის იმპერიამ, რომელსაც სათავეში ამჯერად კომუნისტები ედგნენ. ახალმა რეჟიმმა ეკლესია და სამღვდელოება კანონგარეშედ გამოაცხადა და მათ დევნას მიჰყო ხელი. ქვეყანაში დაიწყო საშინელი რეპრესიები, რომელთაც უამრავი სასულიერო და საერო პირი შეეწირა. 1923 წლის მარტისთვის ფოთის ოლქში დაიკეტა ყველა მოქმედი ეკლესია, მათ შორის, საკათედრო ტაძარიც. მრევლი დაიფანტა. იმდენად ძლიერი იყო შიშის სინდრომი, რომ მათ მოსაბრუნებლად აქტიურად უნდა ემუშავა და ექადაგა სამლვდელოებას, რომელიც თავადაც არანაკლებ იყო შეშინებული. 1923 წლის 24 ივლისს საქართველოს ცენტრალურმა აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღო ინსტრუქცია რელიგიურ საზოგადოებათა რეგისტრაციისა და ამ საზოგადოებათა ყრილობის მოწვევის შესახებ, რომლის მიხედვითაც ქალაქისა და რაიონის აღმასრულებელ კომიტეტს საკულტო ნაგებობების გახსნის უფლება ეძლეოდა. 1923 წლის ოქტომბერში დაფუძნდა „მართლმადიდე ბელ ქრისტიანთა ქ. ფოთის სამრევლო საზოგადოება“. მიუხედავად იმისა, რომ სამრევლო საზოგადოებამ გააფორმა სათანადო დოკუმენტები, ხელისუფლება ტაძრის გახსნას მაინც აჭინაურებდა. 1924 წელს, დიდმარხვის დასაწყისში, ფოთში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია გაიხსნა, სადაც პირველი მსახურება ჭყონდიდელმა ეპისკოპოსმა სვიმონმა (ჭელიძე) ჩაატარა. 1925 წლის იანვარში გაიხსნა საკათედრო ტაძარიც. მამა იოანეც ძველებური ენერგიითა და მონდომებით შეუდგა ღვთისმსახურებას. ეს შეუმჩნეველი არ დარჩა ხელისუფლებას. ყოველ ფეხის ნაბიჯზე დევნიდნენ მოძღვარს, უგონებდნენ ათას სიბინძურესა და ჭორს, ცდილობდნენ მისი ავტორიტეტის შელახვას. გაზეთმა „კომუნისტმა“ 1924 წელს ქ. ფოთში დატრიალებულ მოვლენებზე ცილისმწამებლური და მკრეხელური სტატია გამოაქვეყნა, სადაც გამასხარავებული იყო ეკლესია და სამღვდელოება. წერილის ავტორი ვინმე პრ. მეგრელიშვილია. აი, რას წერდა იგი: „როგორც ლეშზე ყორნები მოიყრიან თავს, ისე, გაიხსნა თუ არა ფოთში ეკლესია, მოიყარეს თავი მღვდლებმა მეზობელ მაზრებიდან: სენაკიდან, ზუგდიდიდან და ოზურგეთიდან. მათი რიცხვი ათამდის არის და ეკლესია კი ერთი, რასაკვირველია, ისინი თავის ჯიბეზე ზრუნავენ და შეიქმნა უკმაყოფილება, თუ ვინ უნდა ბრძანებლობდეს ეკლესიაში. ზოგის „ჩინებმა“ ვერ გასჭრა და საკითხი გადატანილ იქნა მორწმუნეთა კრებაზე, რომელიც დანიშნული იყო 28 მარტს ეკლესიის გალავანში. გაჩაღდა „საარჩევნო კამპანია“. დადიან და ეუბნებიან ხალხს, ის არ ვარგა და მე ამირჩიეთო და
35-1 საპატრიარქოს უწყებანი N35 17-23ნოემბერი 2011წ გვ.19
დეკანოზი იოანე ბობოხიძე 1868-1937 (გაგრძელება)
სხვა. იჭერენ ქუჩაში ხალხს, რომელსაც ეუბნებიან: წარწყდები, დაიღუპები, თუ არ მოხვალ ეკლესიაშიო. მღვდელი ბობოხიძე მოსწავლე ბავშვებს იჭერს ქუჩაში და აიძულებს ხელზე კოცნას, როდესაც მურვანიშვილის ბავშვმა უარი განაცხადა ხელზე კოცნაზე, ის დაედევნა ბავშვს გასალახავად. საჭიროა აილაგმოს ეს ვაჟბატონი. ამ დროს არ სძინავს კომკავშირს. ის აწარმოებს აგიტაცია-პროპაგანდას რელიგიის და მატყუარა მღვდლების წინააღმდეგ. მორწმუნეთა კრების საროს კლუბში კომკავშირმა დანიშნა ანტირელიგიური მიტინგი და უფასო, წარმოდგენა. იმ დროს, როდესაც მღვდლები ხსნიდენ მორწმუნეთა საარჩევნო კრებას, კლუბში დაუკრა სამხედრო მუსიკამ. ხალხს აცნობეს, რომ კლუბში გაიმართება უფასო წარმოდგენა. კლუბის ეზოში ხალხი გროვდება და მორწმუნეთა კრებაზე კი იკლებს. ასე რომ, ვინაიდან მორწმუნეებმა უფასო წარმოდგენა ამჯობინეს მღვდლების კრებას, მღვდლები იძულებული შეიქნენ გადაედვად კრება, „დამსწრეთა მცირე რიცხვის გამო“. კომკავშირის მდივანმა დღის პირველ საათზე გახსნა მიტინგი და მოკლედ დაახასიათა რელიგიის წარმოშობა და განვითარება. ილაპარაკა აგრეთვე ამხანაგმა ქანთარიამ, რომელიც შეეხო ამბროსის გასამართლებას (საუბარია კათოლიკოსპატრიარქ ამბროსი ხელაიასა და საკათალიკოსო სინოდის სასამართლოზე, რომელიც 1924 წლის მარტში გაიმართა) და სათანადო დასკვნა გამოიტანა აქედან. სიტყვის შემდეგ დაიდგა ანტირელიგიური პიესა „სულიერი მამა“, რომელშიაც მკაფიოდ არის დასახული მღვდლების და დიაკონების უზნეო ცხოვრება და ხალხის მოტყუილება. მათ უვარდებათ უსწავლელი გლეხი ხელში, რომელსაც უკვე გადაუხდია „დრამის ფული“, მაგრამ მღვდელი არწმუნებს მას, რომ ასეთი არ გადაგიხდიაო, გლეხი კი ამბობს გადავიხადეო. მაშინ მღვდელი დაწყევლით ემუქრება და გლეხიც ეთანხმება არ გადამიხდიაო. მას ართმევენ ხელწერილს, რომელშიაც სწერენ, რომ გლეხს მართებს მღვდლის 20 ფუთი პური, მას კი უკითხავენ ორი ფუთიო და გლეხიც ასვამს ხელწერილზე ჯვრებს, ხელის მოწერის მაგივრად. წარმოდგენამ ძლიერ კარგი შთაბეჭდილება დასტოვა. წარმოდგენის შემდეგ გაიმართა დემონსტრაცია, რომელსაც წინ მიუძღოდენ მღვდლის ტანისამოსში გამოწყობილი კომკავშირის წევრები. ამრიგად, 23 მარტს კომკავშირმა გაიმარჯვა სამღვდელოებაზე. უსურვოთ მას მომავალშიაც უფრო ენერგიული ბრძოლა რელიგიასთან“. ყოველმხრივ შევიწროებული დეკანოზი იოანე იძულებული გახდა დაეტოვებინა ფოთი და აღმოსავლეთ საქართველოში გადასულიყო. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ამბროსის (ხელაია) ლოცვა-კურთხევით, იგი დროებით თბილისის ერთ-ერთ ეკლესიაში დაინიშნა, ხოლო 1925 წლის ივლისში ალავერდელმა მიტროპოლიტმა იოანემ (მარღიშვილი) იგი სიღნაღის მაზრის მთავარხუცესად, კანცელარიის გამგედ და ნუკრიანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. 1925 წლის 10 ოქტომბრის დადგენილებით ალავერდის ეპარქია ორად გაიყო ბოდბისა და ალავერდისად. ბოდბელ ეპისკოპოსად სტეფანე (კარბელაშვილი) დაინიშნა, რომელმაც მკაცრად მოკიდა ხელი ეპარქიაში დისციპლინის დამყარებას. მალე მეუფესა და მამა იოანეს შორის ურთიერთობა დაიძაბა. 1926 წლის 18 იანვარს მღვდელი მელიტონ ბეგიაშვილი მამა იოანეს სწერდა: „ბოდბის საეპარქიო კანცელარია პატივისცემით გაცნობებთ, რომ მათი მეუფების ბრძანებით, დღეიდან გეკრძალებათ ყოველივე მღვდელმოქმედების აღსრულება ნუკრიანში, ურჩობისა გამო მივლინებულის ადგილიდან (ველისციხიდან) უდროოდ დაბრუნებაზედ და იქ წესების შეუსრულებლობაზედ“. სამწუხაროდ, დეკანოზი იოანე არ დაემორჩილა მეუფე სტეფანეს ბრძანებას და კვლავ განაგრძობდა მსახურებას. ამასთან დაკავშირებით, 1926 წლის 20 აპრილს მას უფრო მკაცრი სასჯელი გამოუტანეს, სადაც ვკითხულობთ: „საეპარქიო კანცელარია გიგზავნით რა მთავარხუცესთა დადგენილებიდან ამონაწერს, საეპარქიო კრების დადგენილების ოქმიდან გატყობინებთ: რადგან თქვენ მღვდელმოქმედება აკრძალული გაქვთ, დათხოვნილი ბრძანდებით სამუდამოდ ბოდბის ეპარქიიდან, როგორც საეკლესიო კანონების დამრღვევი, საეპარქიო ცხოვრებაში არევ-დარევის შემტანი, კომიტეტის წევრების შეცდომაში შემყვანი -- დაუყოვნებლივ თავი
35-2 საპატრიარქოს უწყებანი N35 17-23ნოემბერი 2011წ გვ.20
დეკანოზი იოანე ბობოხიძე 1868-1937 (დასასრული)
დაანებოთ ნუკრიანის მრევლში არევ-დარევის შეტანას და სხვ. გახვიდეთ ნუკრიანის მრევლიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში საეპარქიო სამმართველო მოვალეობას იხდის თავიდან და თქვენ, თანახმად არსებული კანონისა, გეკარგებათ ზნეობრივი უფლება გამართლების შესახებ“. დეკანოზმა იოანემ გულნატკენმა დატოვა ბოდბის ეპარქია და 1926 წელს ისევ ქ. ფოთში დაბრუნდა, სადაც შედარებით დაწყნარებული ვითარება დახვდა. აქ მან კიდევ 11 წელი ღირსეულად იმსახურა დედაეკლესიის წიაღში და თავისი პატიოსანი და ნაყოფიერი მოღვაწეობით მრავალი ადამიანი აზიარა ქრისტეს სარწმუნოებას. უღმერთო ხელისუფლება კი განაგრძობდა მოძღვრის შევიწროებას. XX ს-ის 30-იანი წლების დასაწყისში ეკლესიას დიდი გადასახადები დაეკისრა, რომლებიც ყოველწლიურად შეგნებულად იზრდებოდა. 1931 წელს სწორედ ამ გადასახადის გადაუხდელობის გამო ადგილობრივმა ხელისუფლებამ მეორედ დაკეტა ფოთის საკათედრო ტაძარი. 1932 წელს ქალაქის საბჭომ ამის შესახებ აცნობა საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეს ფილიპე მახარაძეს, რომელმაც ურჩია გაეუქმებინათ გადაწყვეტილება ტაძრის დახურვის შესახებ და მიეღოთ სხვა ზომები გადასახადის ამოსაღებად. 1933 წლის 12 ივლისს ჭყონდიდის ეპარქიის სამღვდელოებამ ფოთის საკათედრო ტაძრის სამრევლოს თავმჯდომარედ ეპისკოპოსი იოანე (ფანცულაია) აირჩია, მის განკარგულებაში გადავიდა საკრებულო სახლი, ხოლო მედავითნის ადგილზე განამწესეს მღვდელ-მონაზონი ექვთიმე (ნანეიშვილი). მათთან ერთად მამა იოანეც კვლავინდებურად განაგრძობდა ღვთისმსახურებას. საბოლოოდ, 1934 წლის 23 აპრილს ქ. ფოთის პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით ტაძარი მაინც დაიხურა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა კალისტრატემ (ცინცაძე) მამა იოანე თბილისში გადაიყვანა და ერთ-ერთ ტაძარში განამწესა. 1937 წლის 25 მაისს შედგა სინოდის გაძლიერებული სხდომა, რომელზეც შემუშავდა საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის შესწორებული დებულება. სხდომას ესწრებოდნენ: კრების თავმჯდომარე, კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე (ცინცაძე), ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი მელქისედეკი (ფხალაძე), ნინოწმინდელი ეპისკოპოსი იეროთეოზი (აივაზაშვილი), პროტოპრესვიტერი იოსებ მირიანაშვილი, დეკანოზი იოანე ბობოხიძე, დეკანოზი ბესარიონ ფურცელაძე, დეკანოზი მიხეილ მახათაძე, დეკანოზი ბენიამენ კანდელაკი, დეკანოზი იოანე ლუკაშვილი, დეკანოზი გიორგი ბიბილური, დეკანოზი კონსტანტინე შანიძე, მღვდელი გიორგი ტაბლიაშვილი, კლიმენტი ლორთქიფანიძე და ივანე კვეზერელი-კოპაძე. ამ პერიოდში ქვეყანაში გაუგონარი რეპრესიები მიდიოდა, რასაც უკვე ვეღარ გადაურჩა მოხუცებული მოძღვარი. ხელისუფლებამ დრო იხელთა და იგი, როგორც მათთვის არასაიმედო პირი, დააპატიმრეს. სამეულმა მას, ყოველგვარი გასამართლების გარეშე, სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. დეკანოზმა იოანემ მოწამეობრივად დაასრულა თავისი სიცოცხლე. მასზე აღსრულდა მაცხოვრის სიტყვები: „ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა“.
ბობოხიძე იოანე დავითის ძე – (01.07.1868-1937), საეკლესიო მოღვაწე, დეკანოზი. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი. 1884-1890 წწ. სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა. როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე, სასულიერო ხელისუფლებამ ბობოხიძე თავისი ხარჯებით მოსკოვის სასულიერო აკადემიაში გაგზავნა ცოდნის გასაღრმავებლად. ბობოხიძემ მხოლოდ ოთხი თვე დაყო მოსკოვში, რის შემდეგაც ოჯახური პირობების გამო იძულებული გახდა, საქართველოში დაბრუნებულიყო.
სამშობლოში დაბრუნებული ბ. 1891 წ. 1 იანვარს მარტვილის ორკლასიან საჩვენებელ სამრევლო-საეკლესიო სკოლაში დაინიშნა უფროს მასწავლებლად. 1896 წ. 6 დეკემბერს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი) იგი დიაკვნად აკურთხა. 1896 წ. 8 დეკემბერს მღვდლად აკურთხეს და ზუგდიდის მაცხოვრის შობის ტაძრის წინამძღვრად გაამწესეს. 1896 წ. 15 დეკემბერს გურია-სამეგრელოს ეპარქიის სასწავლო საბჭოს გადაწყვეტილებით შეყვანილ იქნა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის მმართველ საბჭოში, რომელშიც 1900 წლამდე იმსახურა. 1898 წ. 4 თებერვალს საგვერდულით დაჯილდოვდა.
ბობოხიძე ბევრს ზრუნავდა ახალგაზრდებში სწავლა-განათლების გავრცელებაზე. ცდილობდა ბავშვებში გაეღვიძებინა სწავლისადმი სიყვარული და ხშირად უქადაგებდა მათ ცოდნის მიღების აუცილებლობაზე.
1898 წ. 26 დეკემბერს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა, წმ. ალექსანდრემ (ოქროპირიძე), ბობოხიძე დანიშნა გურია-სამეგრელოს საეპარქიო სასწავლებლის საბჭოს ზუგდიდის მაზრის განყოფილების თავჯდომარედ. ამ თანამდებობაზე ბობოხიძემ 1905 წლამდე იმსახურა. პარალელურად მსახურობდა ზუგდიდის ქალთა ორკლასიანი სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგედ და საღვთო სჯულის მასწავლებლად. 1900 წ. 27 აპრილს დაევალა ზუგდიდის მაზრის სამრევლო-საეკლესიო სკოლების მეთვალყურეობა. იგი დიდ დახმარებას უწევდა ქალთა სამრევლო სკოლას და ამ საქმიანობაში მას გვერდში ედგა სალომე დადიანი-მიურატისა.
1903 წ. 2 მარტს ბობოხიძე რედუტ-კალეს ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს. 1903 წ. 22 ივლისს ერთგული სამსახურისათვის სკუფია უბოძეს. 1903 წ. 29 ოქტომბერს გადაიყვანეს ცაიშის ოლქის მთავარხუცესად.
გურია-სამეგრელოს ეპარქიაში ბობოხიძის აქტიური მოღვაწეობა მიუღებელი იყო რუსეთის მმართველობისათვის, რომელიც აშკარად ცდილობდა ქართველი ერის გათიშვას, სამეგრელოდან ქართული ენის გამოდევნასა და იქ იმპერიული პოლიტიკის გატარებას. ეს დაპირისპირება ბობოხიძის იმერეთის ეპარქიაში გადაყვანით დამთავრდა. მოძღვარი მოაცილეს ზუგდიდს და 1905 წ. 4 ოქტომბერს ქუთაისის წმ. ნინოს სასწავლებელში ქართული ენის მასწავლებლად გადაიყვანეს, სადაც 1906 წლამდე მსახურობდა.
ბობოხიძემ სტუდენტებში ეროვნული იდეების გასაღვივებლად ქუთაისშიც აქტიური მუშაობა გააჩაღა. 1905-1907 წწ. რევოლუციის პერიოდში მეფის მთავრობამ კიდევ უფრო გაამკაცრა კონტროლი ეროვნული სულისკვეთების მქონე და ავტოკეფალიის მომხრე სამღვდელოების მიმართ. განსაკუთრებული მეთვალყურეობა დაუწესეს ბობოხიძეს, როგორც ერთ-ერთ მთავარ აქტივისტს. 1906 წ. გაზეთი „შრომა“ წერდა: „საქართველოს ეგზარქოსის მოადგილემ ეპისკოპოსმა ექვთიმემ (ელიაშვილი) საპოლიციო უფროსის, გენერალ შირინკისაგან შემდეგი ცნობა მიიღო: „იმ ცნობების ძალით, რომელიც მე ამჟამად ხელთა მაქვს, ქუთაისის წმ. ნინოს საქალებო სასწავლებლის ქართული ენის მასწავლებელი მღვდელი ი. ბობოხიძე არაერთხელ ყოფილა შენიშნული მთავრობის საწინააღმდეგო აგიტაციის გაწევაში. 15 ნოემბერს კი ამავე მღვდელმა ოდესაში მოკლული ლაბორანტის, საბა კლდიაშვილის პანაშვიდის დროს წარმოსთქვა გულის აღმაშფოთებელი სიტყვა, დაახლოებით შემდეგი შინაარსის: „ძირს იუდავ, ძირს ტახტიდან“ წყეულო მეფევ, ხალხის სისხლში მოცურავევ, ძირს ძმის მკვლელო კაენო მთავრობავ...“ შემდეგ სიტყვაში მღვდელი ბობოხიძე ახასიათებდა რა მჭევრმეტყველურად მთავრობის მოქმედებას, იწვევდა მსმენელთ, რომ ისინი წინააღმდგარიყვნენ ასეთ მტარვალურ და მხეცურ მთავრობის წინაშე, რომელმაც ესოდენი სისხლი დაღვარა ქრისტიან ხალხისაო... დასასრულს გენერალი შირინკინი სთხოვს ეგზარქოსის მოადგილეს, შესაფერისი ზომები მიიღოს ურჩი სასულიერო პირის მიმართ“.
1906 წ. 1 ივლისს ეპისკოპოსმა ექვთიმემ (ელიაშვილი) ბობოხიძე ისევ გურია-სამეგრელოს ეპარქიაში გადაიყვანა და ფოთის წმ. ალექსანდრე ნეველის საკათედრო ტაძრის მესამე მღვდლად დანიშნა. 1906 წ. 19 სექტემბერს ბობოხიძე ფოთის ორკლასიანი სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაადგინეს. 1907 წ. 9 თებერვალს დაინიშნა გურია-სამეგრელოს საეპარქიო ხაზინის სარევიზიო კომისიის თავჯდომარედ, 1907 წ. 12 თებერვალს აირჩიეს გურია-სამეგრელოს ეპარქიის ღარიბ სამღვდელოთა სამზრუნველო საბჭოს წევრად. 1907 წ. 17 ნოემბერს ბობოხიძე საგამოცდო კომისიის წევრად დაინიშნა, რომელსაც სამღვდელო კანდიდატების შემოწმება ევალებოდა. 1908 წ. 1 სექტემბერს დაინიშნა ფოთის წმ. ოლღას სახელობის ქალთა სასწავლებლის საღვთო სჯულის მასწავლებლად.
1911 წ. 6 მაისს კუნკულა მიიღო, 1914 წ. 15 მაისს – სამკერდე ოქროს ჯვარი, ხოლო 1916 წ. დეკანოზის წოდება მიენიჭა.
1917 წ. 12 მარტს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ ბობოხიძე აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების შემუშავებაში და, როგორც გურია-სამეგრელოს ეპარქიის დელეგატი, ესწრებოდა თბილისში გამართულ პირველ საეკლესიო კრებას (1917 წ. 08-17 სექტ.). 1920 წ. ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა გიორგიმ (ალადაშვილი) ბობოხიძე ფოთის ოლქის მთავარხუცესად დაადგინა.
საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ, ეკლესიისთვის უმძიმეს პერიოდში, ბობოხიძე განაგრძობდა მსახურებას თავდაპირველად ფოთში, შემდეგ – ბოდბის ეპარქიაში. 1926-1937 წწ. ბობოხიძე კვლავ ფოთში მსახურობდა. 1937 წ. ოქტომბერში საბჭოთა უშიშროების ორგანოებმა ბობოხიძე, როგორც „ხალხის მტერი“, დააპატიმრეს და ე.წ. „სამეულის“ გადაწყვეტილებით დახვრიტეს.
გ. მაჩურიშვილი
საქართველოს საპატრიარქოს არქივი, აღწერა 2, საქმე №700;
სცსა, ფონდი №489, აღწერა 1, საქმე №53085.
„საპატრიარქოს უწყებანი“, 2011, №34-35.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია;
ბობოხიძე იოანე 1918-1919 წლის პირადი საქმის მიხედვით, მღვდელი ზუგდიდის სამრევლო სკოლების მეთვალყურე იყო. ის სამეგრელოში ქართული ენის დევნის წინააღმდეგ იბრძოდა. 1919 წლის 22 იანვრის თარიღით, ფოთის უმაღლეს-დაწყებითი სასწავლებლის გამგის შუამდგომლობით, მღვდელი დაამტკიცეს იმავე სასწავლებლის ისტორიის მასწავლებლად.