სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12260

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სეით გამრეკელი 1920 წელს სოფ. ხელთუბნის (გორი) მღვდელი სეით გამრეკელი 1920 წელს სოფ. ხელთუბნის (გორი) მღვდელი
ბმულის კოპირება



გვარი გამრეკელი სია

გორი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

35       ბეჭდვა

სეით გამრეკელი 1920 წელს სოფ. ხელთუბნის (გორი) მღვდელი

1885 11 სექტემბერი  

თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც განიხილავენ თბილისის გუბერნატორისა და კავკასიაში სწავლა-აღზრდის მზრუნველის წერილებს საზოგადოების ცალკეულ დარღვევებთან დაკავშირებით და გზავნიან პასუხს. ამ დარღვევების გამოსასწორებლად საზოგადოება ითხოვს ხელთუბნის სკოლის მასწავლებლად სასულიერო სემინარიადამთავრებული სეით გამრეკელის დანიშვნას და მცხეთისა და ვაყის სკოლების გამართვის ნებართვას. წინარეხის სკოლის მზრუნველ იოსებ ცხვედაძის თხოვნის საფუძველზე გუბერნატორს აცნობებენ, რომ სოფლის მოსახლეობას სკოლის შესანახად ევალება 250 და არა 300 მანეთის აკრება. წინამძღვრიანთკარის სკოლას ეგზავნება სასკოლო ნივთები და სახელმძღვანელოები. თონეთის სკოლის მასწავლებელი ჯილდოვდება ერთი თვის ჯამაგირით. ილია ჭავჭავაძე გამოდის ქშწ-კგ საზოგადოებისთვის ვერაზე ორსართულიანი სახლის შეძენის ინიციატივით, მაგრამ გამგეობა მიიჩნევს, რომ ხარჯს ვერ გაწვდებიან და წინადადება არ კმაყოფილდება.

წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 3, გვ. 48.

პირთა ანოტაციები:

გამრეკელი სეით

ხელთუბნის სკოლის მასწავლებელი 1885 წელს.

ცხვედაძე იოსებ ზებედეს ძე (1855-1934)

პედაგოგი, ქშწკ-ის საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი.

გამრეკელი სეით.-1920 წლის 29 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ საგანგებო სარევიზიო კომისიამ გორის მაზრაში აგრარული კომისიების 1918-1919 წლის ნამუშევარში ყალბი საბუთების შედგენის ბრალდებით პასუხისგებაში მისცა დავით ქაიხოსროს ძე ქარუმიძე, მიხეილ ვლადიმერის ძე ჩიკოიძე, ვლადიმერ ნიკოლოზის ძე ჩიკოძე, მღვდელი სეით გამრეკელი, სიმონ ყანჩაველი და სხვ.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 23.09.2023
ბოლო რედაქტირება 23.09.2023
სულ რედაქტირებულია 1




იოანე (გურამ ვახტანგის ძე გამრეკელი დ.1946) რუსთველი მიტროპოლიტი

1 0


იოელ (იოველ, ილია) გამრეკელი 1853-1932წწ დეკანოზი დაბ. სოფ. მეჯვრისხევი (გორი)

2 0

გიორგი გაბრიელის ძე გამრეკელი 1869-1935წწ დეკანოზი. დაბ. მეჯვრისხევი (გორი)

2 0

პლატონ გამრეკელი მართლმ. მღვდელი 1900-იანი წლები

2 0

გამრეკელი სასულიერო ოჯახი, სოფ. ნეჯვრისხევი, გორი.

2 0

გამრეკელი

1 0

გამრეკელი გამალიელი XVIII ს. I ნახ. - 1816, არქიმანდრიტი დაკრძ. იკორთის (გორი) მონასტერი.

2 0

ირაკლი გამრეკელი 1894-1943წწ. მხატვარი, გორი, ქართლი.

1 0


ბარბარე გამრეკელი 1893-1970წწ მსახიობი. დაბ. ქუთაისი, იმერეთი.

1 0


ბორის გამრეკელი 1900-1977წწ დრამატურგი, მსახიობი, რეჟისორი. დაბ. ზესტაფონი, იმერეთი.

1 0


ბუტია გამრეკელი 1906-1956წწ მსახიობი. დაბ.ჭიათურა, იმერეთი.

1 0