კირილე ღვთისავარიშვილი დაიბადა 1866 წელს სიღნაღის მაზრის სოფელ მაჩხაანში მედავითნე სვიმონ და ეფემია იაკობის ასულ ღვთისავარიშვილების ოჯახში. სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელი.
1882 წელს სწავლა გააგრძელა თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც 1888 წელს დაამთავრა.
1889 წელს საქართველოს ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) დიაკვნად აკურთხა, მალევე მღვდლად დაასხა ხელი და მანავის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიაში განამწესა. 1889-1890 წლებში მანავის სამინისტრო სკოლაში საღვთო სჯულის მასწავლებლად მუშაობდა.
1890 წელს ზაქათალის ოლქის მისიონერად და ყორაგანის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. მასვე დაევალა ყორაგანის სამრევლო სკოლის გამგეობა და საღვთო სჯულის სწავლება.
1893 წელს ზემო მაჩხაანის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში დაადგინეს და იმავე წელს I ოლქის სამღვდელოებამ სიღნაღი-თელავის სასწავლო საბჭოს შეკრებაზე სიღნაღის მაზრიდან დამსწრე დეპუტადად გამოარჩიეს.
1894 წელს სიღნაღის მაზრის I ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს. და იმავე წელს საგვერდულით დაჯილდოვდა.
1894 წლიდან კირილე ღვთისავარიშვილი თბილისის ეპარქიალური სასწავლო საბჭოს, სიღნაღის მაზრის განყოფილების წევრია.
1897 წელს მირზაანის ქალთა სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა, სადაც 1899 წლამდე ასწავლიდა. 1897 წელს მონაწილეობა მიიღო რუსეთის იმპერიის მოსახლეობის საყოველთაო აღწერაში, რის გამოც ბრინჯაოს მედლითა და ფულადი ჯილდოთი დაჯილდოვდა.
1897 წელს სკუფია უბოძეს. 1898 წელს მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა ზემო მაჩხაანის ეკლესიის გარემონტებისათვის, რომელიც მან თავისი ხარჯებით შეაკეთა, ტაძარს სახარება, კანდელი და ორი სასანთლე შესწირა. მამა კირილე აქტიურად და ნაყოფიერად მოღვაწეობდა საეკლესიო ცხოვრებაში. იმ პერიოდში ქიზიყში არ მომხდარა არც ერთი სასიკეთო საქმე, მას რომ მონაწილეობა არ მიეღო.
1899 წელს ბოდბის წმინდა ნინოსა და ხირსის წმინდა სტეფანეს სახელობის მონასტრების რევიზია დაევალა.
1899 წელს სოფელ ქვემო მაჩხაანში ქსენონი დაარსდა, რომლის კურთხევაც მამა კირილემ შეასრულა და შესაბამისი ქადაგებაც წარმოთქვა.
1900 წლიდან მირზაანის ვაჟთა დაწყებით სასწავლებელში საღვთო სჯულს ასწავლიდა. იმავე წელს, მამა კირილეს დიდი მონდომებითა და მეცადინეობით, ზემო მაჩხაანში ქალთა სამრევლო სკოლა გაიხსნა, სადაც თავადვე იყო გამგე და 1904 წლამდე ასწავლიდა. ამ სკოლის გახსნისთვის მას მღვდელმთავრული მადლობა გამოეცხადა.
1889-1905 წლებში საეკლესიო-სამრევლო სამზრუნველოს თავჯდომარე იყო, რომელიც 1905 წელს უწესრიგობის გამო დაიხურა.
1901 წელს მამა კირილე კამილავკით დაჯილდოვდა.
1907 წელს მამა კირილე, თბილისში გამართულ აღმოსავლეთ საქართველოს სამღვდელოების საეპარქიო სხდომაზე, როგორც ქიზიყის ოლქის ერთ-ერთი მთავარხუცესი მონაწილეობდა. მის მიერ წარმოთქმული სიტყვა სოციალისტური მიმართულების გაზეთმა "ისარმა" დაბეჭდა, სადაც ცილისმწამებლურად დასდო მას ბრალი, თითქოს მამა კირილე მომხრე გახლდათ სამრევლოებზე გადასახადების მომატებისა და პოლიციის ძალით მის აკრეფაზე. შემდეგ ნომერში მან პასუხი გასცა ამ ბრალდებას, სადაც ჩამოყალიბებული გახლდათ მისი შეხედულება ამ საკითხთან დაკავშირებით: "სახელმწიფო ხაზინა, სადაც ჩვენი ეკლესიის აუარებელი ქონება-მამული გადავიდა, მოვალეა დაუნიშნოს ქართველ სამღვდელოებას გადაწყვეტილი ჯამაგირი და თუ ეს, სამწუხაროდ, ყოვლად შეუძლებელია, მაშინ უზრუნველ ყოფილ უნდა ვიქმნეთ შეძლებისა და გვარად მრევლებიდგან, თუ ჩვენ მაათთვის საჭირონი ვართ, რის განსახორციელებლად მშვიდობიანის გზით, ყველა მაზრაში უნდა შესდგეს კომოსიები, მღვდლებისა, გლეხებისა და სამოქალაქო უწყების მოხელეთაგან. მე წინააღმდეგი ვიყავი და დღესაც ვარ ყოველნაირი რეპრესიულ ზომების ხმარებისა, მე გახლავართ კომისიის წევრი, რომელსაც მინდობილი აქვს გამოკვლევა და პროექტის შედგენა მღვდლების დაკმაყოფილების შესახებ, საიდანაც და აგრეთვე კრების დადგენილობებიდან ცხადად სჩანს, თუ რა მიმართულებისა ვარ და რა სიტყვა ვთქვი". მამა კირილეს ამ წერილს ხელის მოწერით ადასტურებდა კრების მონაწილე 20 მღვდელი და ერისკაცი.
1911 წელს სამკერდე ოქროს ჯვარი უბოძეს.
1916 წელს დეკანოზის ხარისხში აიყვანეს.
1917 წელს, სოციალისტი აგიტატორების წაქეზებით, ათეისტურად განწყობილმა რამდენიმე გლეხმა მამა კირილე რევოლუციის მტრად გამოაცხადა და იმპერატორისა და მისი მოხელეების ერთგულებაში დასდო ბრალი. მათ საქართველოს ეკლესიის დროებით მმართველს, გურია-სამეგრელოს ეპისკოპოს ლეონიდეს (ოქროპირიძე) ცილისმწამებლური წერილი გაუგზავნეს და მისი წინამძღვრობიდან გადაყენება მოსთხოვეს. ამასთან დაკავშირებით გაზეთი "ერთობა" წერდა: "რევოლუციის დაწყებისთანავე გაძევებულ იქნა მეორე "სულიერი" მამა, ყოვლად საძაგელი ადამიანი მღვდ. კირილე ღვთისავაროვი. მრევლმა ერთხმად აირჩია და მოითხოვა სხვა მღვდელი. შესაფერი თხოვნა და "პრიგოვორი" გამოუგზავნა ეპ. ლეონიდეს. გავიდა ხანი. ხალხს პასუხი არ ეღირსა. ახლა ხალხმა დეპეშით სთხოვა ეპისკ. ლეონიდეს, დაგვინიშნეთ და დაგვიმტკიცეთ ჩვენ მიერ არჩეული მღვდელი და თუ ჩვენ სამართლიანობაში ეჭვი გებადებათ, თუ ღვთისავაროვი რიგიან ადამიანად გეგულებათ, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რევიზორი და ადგილობრივ გამოიკვლიეთ ყველაფერიო. ხალხს არც ამ დეპეშაზე უპასუხეს. მესამედ ხალხმა ეპ. ლეონიდს კაცი გამოუგზავნია და მისი პირით სთხოვა, დაგვიმტკიცეთ მღვდლის ალაგზე ჩვენი მოწონებული კაციო. ეპ. ლეონიდე დაპირებია თხოვნის ასრულებას, მაგრამ ეს დაპირება დღემდე დაპირებად არის დარჩენილი, ხალხი კი უმღვდლოთ შეწუხებულია". დეკანოზი კირილე მოერიდა სიტუაციის გამწვავებას და მეუფე ლეონიდეს ლოცვა-კურთხევით გურჯაანის სამრევლოში გადავიდა, თუმცა შემდგომ წლებში მრევლმა აქაც უჩივლა მას. 1922 წლიდან იგი დროებით მაინც დატოვეს გურჯაანის სამრევლოში.
1925 წელს ალავერდელმა მიტროპოლიტმა იოანემ (მარღიშვილი) მამა კირილე კელმეჩურის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვრად დანიშნა. მასვე დაევალა ამავე ეკლესიაზე მიწერილი ბოდბის კალოების ღვთისმშობლის მიძინებისა და წმინდა გიორგის ეკლესიების წინამძღვრობაც.
1925 წელს საკათოლიკოსო საბჭოს გადაწყვეტილებით ალავერდის ეპარქია ორ ნაწილად გაიყო, ალავერდისა და ბოდბის ეპარქიებად. ბოდბის ეპარქიის მღვდელმთავრად დაინიშნა დეკანოზი ვასილ კარბელაშვილი, ბერად აღკვეცის შემდეგ ეპისკოპოსი სტეფანე. მამა კირილემ მიულოცა ეპისკოპოსს მას დაწინაურებას და ეკლესიის საკეთილდღეოს ნაყოფიერი მოღვაწეობა უსურვა, თუმცა 1926 წელს მეუფე სტეფანე წერილს სწერს მღვდელ მელიტონ ბეგიაშვილს: "დეკანოზ კირილეს აეკრძალა ორი კვირით მღვდელმოქმედება ურჩობისათვის, მოციქულთა 55 კანონის თანახმად. თუ კიდევ იგივეს გააგრძელებს, დააყენებულ იქნება სამი თვით, ხოლო თუ კიდევ არ დაემორჩილება ბრძანებას, საერთოდ განიკვეთება სამღვდელო ხარისხიდან. საეკლესიო წესების შესრულებას ვავალებ მღვდელ ვასილ მესტიაშვილს. შემოსავლის ნახევარი მისცეს მამა კირილეს, ნახევარი თვითონ დაიტოვოს". მამა კირილე დამორჩილდა მღვდელმთავრის ლოცვა-კურთხევას, ერთი თვით შეწყვიტა მღვდელმოქმედება და სასჯელის დასრულების შემდეგ კვლავ განაგრძო ეკლესიაში სამსახური.
დეკანოზი კირილე მონაწილეობას იღებდა 1920 წლის მე-2, 1921 წლის მე-3 და 1927 წლის მე-4 საეკლესიო კრებებზე.
1930 წელს ბოდბის ეპარქიის, ხირსის ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა და დროებით მასვე დაევალა სხვა ოლქების მეთვალყურეობა. მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან მრავალი დევნა-შევიწროებისა და ზეწოლისა ანაფორა არ გაუხდია და ღვთისმსახურება არ მიუტოვებია.
დეკანოზ კირილეს ჰყავდა მეუღლე ელისაბედ (ოლღა) სპირიდონის ასული და შვილები: ვლადიმერი, თამარი, არჩილი, პლატონი და ილია.
დეკანოზი კირილე ღვთისავრიშვილი გარდაიცვალა 1931 წლის სექტემბერში და დაკრძალულია სოფელ ზემო ბოდბის საერო სასაფლაოზე.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)
- ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების წევრი (1914-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1911 - სამკერდე ოქროს ჯვარი
ბიბლიოგრაფია
საპატრიარქოს უწყებანი N14 22-28 აპრილი 2010წ. გვ. 17
დეკანოზი კირილე ღვთისავარიშვილი 1861-1931
დეკანოზი კირილე ღვთისავარიშვილი 1861 წელს ქიზიყში, სოფელ ზემო მაჩხაანში, გლეხის ოჯახში დაიბადა. 1880-84 წლებში თელავის სასულიერო სასწავლებელში, ხოლო 1884-90 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. სემინარიის დასრულებისთანავე დაქორწინდა მარიამ გრატიშვილზე. ჰყავდა ხუთი შვილი: ვლადიმერი, არჩილი, ილია, პლატონი და თამარი. 1890 წელს კირილე ჯერ დიაკვნად აკურთხეს, შემდეგ კი მღვდლად და- *ხეს ხელი და საინგილოში, ყორაანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1893 წლის 6 აგვისტოს ზემო მაჩხაანის მეორე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს. 1894 წლის 24 ოქტომბერს სიღნაღის მაზრის I ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს. 1895 წლის აღდგომას საგვერდულით დააჯილდოვეს, 1898 წელს კი — სკუფია უბოძეს. 1897 წლის 15 დეკემბერს მირზაანის ქალთა სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. 1898 წლის 20 სექტემბერს მამა კირილეს მღვდელმთავრული მადლობა გამოეცხადა ზემო მაჩხაანის ეკლესიის გარემონტებისათვის, რომელიც მან თავისი ხარჯებით შეაკეთა, ტაძარს შესწირა სახარება, კანდელი და ორი სასანთლე. მამა კირილე აქტიურად და ნაყოფიერად მოღვაწეობდა ეკლესიის ცხოვრებაში.
მამა კირილე და სავარაუდოდ მღვდელი იოსებ ტუკუშაშვილი
იმ პერიოდში ქიზიყში არ მომხდარა არც ერთი სასიკეთო საქმე, მას რომ არ მიეღოს მონაწილეობა. 1899 წლის 12 აგვისტოს სოფელ ქვემო მაჩხაანში დაარსდა ქსენონი, რომლის კურთხევაც მამა კირილემ შეასრულა და შესაბამისი ქადაგება წარმოთქვა: „კაცი გვირგვინია ქმნილებისა. ღმერთმა ყველა კაცს მისცა ნიჭი განვითარებისა, რომლითაც იგი გაირჩევა ცხოველისაგან. ყველა ერმა ერთნაირად როდი გამოიყენა ეს ღვთისაგან მინიჭებული მადლი. ზოგი მეტად განვითარდა, ზოგი კი ნაკლებად. პირველნი მისაბაძავნი არიან მეორეთაგან. პირველებმა, სხვათა შორის, შეიმუშავეს და განავითარეს სამკურნალო მეცნიე-რება. მნიშვნელობა სამკურნალო მეცნიერებისა განათლებულ ერთა მიერ ძლიერ კარგად არის შეგნებული. რომაელნი იტყოდნენ: „საღსხეულში საღი ჭკვა არისო“, ქრისტიანობაც კაცობ-რიობის ჯანმრთელობისათვის საჭიროდ რაცხდა მკურნალობას და პატივს სდებდა მას, ვინაიდგან ჯანმრთელ კაცს შეუძლიან უფრო მეტად გასწიოს შრომა თვის და ქვეყნის საკეთილდღეოდ. თვით მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე იყო მკურნალი, ბრმებს თვალებს უხელდა, კუტებს ფეხებს ადგმევინებდა, წყალმანკებს არჩენდა, განრღვეულებს და სხვა გვარ სენით შეპყრობილთ კურნავდა, სულით ავადმყოფებს და ეშმაკეულთ სრულს ჭკვა-გონებას აძლევდა. გონივრული მკურნალობა ჩვენი ქიზიყისათვის იყო და არის ფრიად საჭირო, მაგრამ ნაცვლად ასეთის
14-1 საპატრიარქოს უწყებანი N14 22-28 აპრილი 2010წ. 18
დეკანოზი კირილე ღვთისავარიშვილი 1861-1931(გაგრძელება)
წამლობისა და მეცნიერებით შეიარაღებული ექიმებისაგან დარიგების მიღებისა, აქ ასრულებენ და სავსებით მისდევენ მკითხავებსა და მატყუარა ექიმბაშების მოძღვრობა-ქადაგებას. ვინ არ იცის, რამდენი ადამიანი შექმნილა მსხვერპლი ამისთანა უმეცარი პატრონობა-წამლობისა; რამ-დენი უბედურება დატრიალებულა მათის რჩევა-დარიგებით, მათის, ვითომცდა, უებარი წამლობით; რამდენს ავადმყოფს თელეთის და გავაზის გზაზედ ამოსვლია უდროვოდ სული; რამდენი უძლური გამოსალმებია ამ წუთისოფელს სოფელ ანაგის მთავარანგელოზის ეკლესიასთან, ზღუდეში. ესეც ხომ ცხადია, რომ ყოველ წლობით ქიზიყიდგან 100-300 ურემი, გაჭედილი თეთრ კაბა, გულზედ შანაშებმულ დედაკაცებით, მიდის თელეთს, ეგრეთ წოდებულ სადეკანოზო ჯვრებით მკერდზედ ჩამოკიდებულ დედაკაცების წინამძღოლობით. რამდენი იღებს ამ დღისთვის ცხვარ-კურატების საყიდლად, რომელნიც თელეთს უნდა დაჰკლან! რამდენი ადამიანი სცდება დღიურ ლუკმა-პურის საშოვარ სახსარს — მუშაობასა! ამგვარად ქიზიყს ყოველ წლობით ათი ათას თუმნობით მოსდის ზარალი და აკლდება ცხოვრების წყარო. ეს ფული რომ ქიზიყშივე დატრიალდეს, მაშინ დიდი შეღავათი მიეცემა ხალხს. ისიც ხომ მართალია, როცა კაცს აქვს შეძლება — ფული, მაშინ შეუძლიან სწავლა მიიღოს და მეტად განვითარდეს გონება-ზნეობრივად. მართალია, ავადმყოფობა ხშირად შედეგია, მაცხოვრის სიტყვისამებრ, სულიერი დაძაბუნებისა, ცოდვებისა და ამის მოსანანებლად ძალიან კარგია და ფრიად საჭირო ლოცვა-ვედრება ღვთისა და წმიდანების წინაშე, რაიცა (ლოცვა) შეიძლება ასრულდეს ადგილობრივ ეკლესიაშიც, მაგრამ ამასთანავე საჭიროა სამკურნალო დახმარებაც, გონივრული წამლობა, თორემ თუ სნეულს მარტო მკითხავის მიერ ნალოც კენჭების ნარეცხი წყალი ასვეს და წარა-მარა ატარეს აქეთ-იქით შორს გზაზედ კურატების დასაკლავად, მაშინ ხორციელ უძლურებას და გადამდებ სენის გავრცელებას ფართო გზა ეძლევა. მართალია, ჩვენი ქიზიყი სხვა საქართველოს კუთხეებს ცოტათი მაინც სჯობია მითი, რომ გომები შინ, სოფელში, არა აქვთ, საქონელთან ერთად ერთს ოთახში არა სცხოვრობენ, მაგრამ თავისი წმინდა კარ- ეზოებით და ოჯახური სუფთა ცხოვრებით ვერ დაიკვეხნის, და თავს ამით ვერ იმართლებს, რომ ჭუჭყიანი ცხოვრება სიღარიბის ბრალიაო, რადგან შეიძლება კაცი ღარიბი იყოს და სუფთად კი იცხოვროს, ოღონდ კი იშრომოს და მოისურვოს ცოდნის შეძენა სუფთად ცხოვრების შესახებ. დროა გამოვფხიზლდეთ ამ მეცხრამეტე საუკუნის დასასრულში მაინც, დავეწაფნოთ განათლებასა, ვიხმაროთ ჩვენი კეთილდღეობის და ჯანმრთელობის საშუალებანი. დროა ავმართოთ დროშა ძმობა-სიყვარულისა, მხნეობისა, საქმისადმი მუყაითობისა და ერთობისა, ვინაიდგან იქ, სადაც ერთს კაცს ვერ ძალუძს გაკეთება, აღსრულება და დადგინება რაიმე კეთილი სასარგებლო საქმისა, იქ შეერთებულ ძალას, მთელს საზოგადოებას, შეუძლიან მრავალი სასიქადულო საქმე განახორციელოს. ასაცილებლად ხორციელთა ტანჯვა-უბედურებათა, ჩვენ, ქიზიყელებს, დღეს ღვთისა და მთავრობის და ზოგიერთ აქაურთა უანგარო მუშაკთა წყალობით დაგვიარსდა სამკურნალო, რომლის კურთხევა-გახსნისთვის არიან ეხლა შეკრეფილნი სამღვდელონი და საერონი. აქ დაესწრო თვით თბილისის გუბერნატორი, სა-გუბერნიო მკურნალი ტიტე სიმონის ძე ქიქოძე (წმ. მღვდელმთავარ გაბრიელ ქიქოძის ძმისშვილი — რედაქცია) და მაზრის უფროსი, რომელთა შემწეობით და დახმარებით იხსნება ეს ქსენონი. ამ პატიოსან გვამთა, ხალხის ცხოვრების სათავეში მდგომთა დასწრება დღევანდელ დღესასწაულზედ მომასწავებელია იმისა, რომ მათ შესტკივად გული მდაბიო ხალხისათვის, რომლისათვისაც ჰსურს წარმატება და კეთილდღეობა. მაშასადამე, ეს გარემოებაც ერთი საბუთია იმისი, რომ, ჩვენდა სასიხარულოდ, იდღეგრძელებს ჩვენი ქსენონი, რომლის მახლობელ გამგედ დაგვენიშნა ახალგაზრდა, სანდო, განათლებული, დაუზარელი მხნე და კეთილსინდისიერი კაცი ექიმი თავადი ალე სანდრე ნიკოლოზის ძე დიასამიძე. იმედია, ამის შემდეგ ეს დაწესებულება მოგვცემს ჩვენ დიდს შველასა და შვებასა. გვიხსნის უდროვოდ, ულმობელ და შეუწყნარებელ სიკვდილისაგან და ამით ქიზიყს ბევრს გამრჯე და მუშა ხელს შეჰმატებს. მაშ, ჭეშმარიტად, დღევანდელი დღეს დიდად შესანიშნავი და სასიხარულო ყოფილა მთელის ქიზიყისათვის, რომლის მატიანეში ქსენონის გახსნას ექნება მუდმივი ხსენება და აღიბეჭდება მისი დაარსება მსხვილის ასოებით. მთელი ქიზიყის განათლებული საზოგადოება და მდაბიო ხალხი მოვალეა ხელი შეუწყოს ქსენონს, მის გაფართოებას და გაძლიერებას. ზოგიერთ განათლებულ ქვეყნებში, როგორც სტატისტიკა გვიჩვენებს, თვითოეულ ექიმზედ მოდის იმდენი სული, რამდენიც აქ მრევლი მოსდის თითო მღვდელს ე. ი. 1400 — 1800 სული. რა თქმა უნდა, იქ რაოდენობა სნეულობისა და სიკვდილისა ნაკლები იქნე ბა, ვიდრე ჩვენში, სადაც ბრძოლა სენთან უფრო ძნელია და გაუწდომელი. რადგან აქაურ მკურნალს მოსავლელად ხვდა 33 000 სული. ამისათვის დიდად სასურველია, რომ აქაურმა შეერთებულმა, განურჩევ-
14-2 საპატრიარქოს უწყებანი N14 22-28 აპრილი 2010წ. 19
დეკანოზი კირილე ღვთისავარიშვილი 1861-1931(გაგრძელება)
ლად სქეს-წოდებისა, საზოგადოებამ მოიწვიოს კიდევ თუ ექიმი არა, რაიც დიდად სასურველია, ორი ფერშალი და უსათუოდ ექიმი ქალი-ბებია, რომლის გადაუდებელი და დაუყოვნებელი საჭიროება ჩვენთვის ეგოდენ ცხადია, რომ განმარტება აღარ უნდა. ავასრულებთ რა ამას, მაშინ მეტს ჯანმრთელობას შევსძენთ ჩვენსავე თავს, ჩვენს სხეულს. ამისთანავე, ისიც უნდა აღვნიშნოთ და ვიქონიოთ მხედველობაში, რომ რაც გინდ უმაღლეს ხარისხის მექონენი გავხდეთ, რაც გინდა ხორციელი სიამოვნება მოგვეცეს, რაც გინდ სიმდიდრეში და განცხრომით ცხოვრებაში ვიყვნეთ, არ უნდა დავივიწყოთ ღმერთი და მისი წმიდა სჯულის მოთხოვნილება. არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი სულიერი მდგომარეობა, შინაგანი გულის ნადებნი, მოძრაობა-მისწრაფებანი და მიდრეკილებანი, რომელნიც უკეთუ ჩვენ მიერ განსჯააწონ-დაწონისა შემდეგ ცუდნი და წინააღმდეგნი გამოდგა ქრისტიანული ცხოვრებისა, უნდა განვიშოროთ გულიდგან და არ უნდა ვიყვნეთ შურიანი და არა-მოწყალენი, არამედ მოყვასის მოყვარენი, ვითარცა თავისა თვისისა. არ უნდა მოვინდომოთ სხვისთვის ის, რაც ჩვენი თავისთვის არ გვინდა, უნდა ვიყვნეთ ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვის, და ამგვარად, ხორციელ ზრუნვასთან ერთად ვიქონი- ოთ ზრუნვა მომეტებულად სუღიერ ლიერ განსპეტაკებაზედ. თუ ამას შევასრულებთ, მაშინ იქნება ჩვენი არსების ჰარმონიული მსვლელობა, მწყობრი ცხოვრება, მაშინ შევიქმნებით ღვთისა და კაცის მასიამოვნებელნი, გავხდებით ბედნიერნი სულიერად და ხორციელად, რანაირი ცხოვრებაც ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩვენმან, მეოხებითა დედისა თვისისა, მფარველისა ივერიისა და ქართველთ განმანათლებელის წმიდა ნინოსითა, მოგანიჭოსთ თქვენ ყოველთა, ამინ“. 1900 წლის 11 მაისს მამა კირილეს დიდი მონდომებითა და მეცადინეობით ზემო მაჩხაანში ქალთა სამრევლო სკოლა გაიხსნა, რისთვისაც მას მღვდელმთავრული მადლობა გამოეცხადა. 1901 წლის 6 მაისს მამა კირილე კამილავკით დააჯილდოვეს, ხოლო 1911 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1916 წლის 6 მაისს მას დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1907 წლის 15 დეკემბერს მამა კირილე მონაწილეობდა თბილისში გამართულ აღმოსავლეთ საქართველოს სამღვდელოების საეპარქიო სხდომაში, როგორც ქიზიყის ოლქის ერთ-ერთი მთავარხუცესი. მის მიერ წარმოთქმული სიტყვა დაბეჭდა სოციალისტური მიმართუ- ლების გაზეთმა „ისარმა“; აქ მას ბრალი დასდეს, თითქოს მამა კირილე მომხრე გახლდათ სამრევლოებზე გადასახადების მომატებისა და პოლიციის ძალით მის აკრეფისა. შემდეგ ნომერში მან ამ ბრალდებას პასუხი გასცა, სადაც ჩამოყალიბებული გახლდათ მისი შეხედულე-ბა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით: „სახელმწიფო ხაზინა, სადაც ჩვენი ეკლესიის აუარებელი ქონება მამული გადავიდა, მოვალეა დაუნიშნოს ქართველ სამღვდელოებას გადაწყვეტილი ჯამაგირი და თუ ეს, სამწუხაროდ, ყოვლად შეუძლებელია, მაშინ უზრუნ ველყოფილ უნდა ვიქმნეთ შეძლებისა და გვარად მრევლებიდგან, თუ ჩვენ მათთვის საჭირონი ვართ, რის განსახორციელებლად მშვიდობიანის გზით, ყველა მაზრაში უნდა შესდგეს კომისი-ები, მღვდლებისა, გლეხებისა და სამოქალაქო უწყების მოხელეთაგან. მე წინააღმდეგი ვიყავი და დღესაც ვარ ყოველნაირი რეპრესიულ ზომების ხმარებისა, მე გახლავართ კომისიის წევრი, რომელსაც მინდობილი აქვს გამოკვლევა და პროექტის შედგენა მღვდლების დაკმაყო- ფილების შესახებ, საიდანაც და აგრეთვე კრების დადგენილობებიდან ცხადად სჩანს, თუ რა მიმართულებისა ვარ და რა სიტყვა ვთქვი. ვიმეორებ: მე ის სიტყვები არ მითქვამს, რომელიც ზემოსხენებულ #279-ში იყო მოხსენებული“. მამა კირილეს ამ წერილს ხელის მოწერით ადასტურებდა კრების მონაწილე 20 მღვდელი და ერისკაცი. 1917 წლის გაზაფხულზე, სო- ციალისტი აგიტატორების წაქეზებით, ათეისტურად განწყობილმა რამდენიმე გლეხმა მამა კირილე რევოლუციის მტრად გამოაცხადა და იმპერატორისა და მისი მოხელეების ერთგულებაში დასდო ბრალი. მათ ცილისმწამებლური წერილი გაუგზავნეს საქართველოს ეკლესიის დროებით მმართველს, გურია-სამეგრელოს ეპისკოპოს ლეონიდეს (ოქროპირიძე) და მისი წინამძღვრობიდან გადაყენება მოსთხოვეს. მამა კირილე მდგომარეობის გამწვავებასმოერიდა და მეუფე ლეონიდეს ლოცვა-კურთხევით სხვა სამრევლოში გადავიდა. 1925 წლის 1 ივნისს ალავერდელმა მიტროპოლიტმა იოანემ (მარღიშვილი) მამა კირილე კელმეჩურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. მასვე დაევალა ამავე ეკლესიაზე მიწერილი ბოდბის კალოების ღვთისმშობლის მიძინებისა და წმინდა გიორგის ეკლესიების წინამძღვრობაც. 1925 წლის 10 ოქტომბრის საკათოლიკოსო საბჭოს გადაწყვეტილებით, ალავერდის ეპარქია ორ ნაწილად, ალავერდისა და ბოდბის ეპარქიებად დაიყო. ბოდბის ეპარქიის მღვდელმთავრად დაინიშნა დეკანოზი ვასილ კარბელაშვილი (ბერად აღკვეცის შემდეგ ეპისკოპოსი სტეფანე). იმავე წლის 14 ნოემბრით დათარიღებულ წერილში დეკანოზი კირილე მას დაწინაურებას ულოცავს და ნაყოფიერ მოღვაწეობას უსურვებს ეკლესიის საკე-
14-3 საპატრიარქოს უწყებანი N14 22-28 აპრილი 2010წ. 20
დეკანოზი კირილე ღვთისავარიშვილი 1861-1931(დასასრული)
თილდღეოდ: „აქაური სამღვდელოება მოხარულია თქვენის დანიშვნით ჩვენს წინამძღვრად. თქვენი ცოდნა, გამოცდილება და უმთავრესად მიდრეკილება სამშობლოს საკეთილდღეოდ თავდებია იმისა, რომ სხვებთან ერთად შედარებით თქვენ უფრო მარჯვედ და მიზანშეწონილად აწარმოებთ ჩვენი დაობლებულ-დაავადებული ეკლესიის საქმეებს. ჩვენ ვსდებთ ფიცს და საღმრთო მოვალეობადაც მიგვაჩნია გაგიწიოთ ნამდვილი ერთგული და პირუთვნელი თანაშემწეობა თქვენს სამძიმო ეკლიან სამსახურში. ღმერთია მოწყალე, მივაღწევთ სანეტარო და საბედნიერო ნავთსადგურს ზოგადი სიკეთის დასამყარებლად. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ იქნებით თანაშემწეებთან და საზოგადოდ ყველასთან ისევ ის გულკეთი-ლი, თავმდაბალი და მზრუნველი მოსიყვარულე ვასო კარბელაშვილი, რომელიც ჩვენს უწყებაში ცნობილია ფრიად საუკეთესო მხრივ... თქვენგან შორს იქნება მედიდურობა, მიუკარებლობა, განდიდების სენი და იდეა „ფიქსი“. თქვენი აქ მობრძანება ფრიად საჭიროა, საქმე აწეწილ-დაწეწილია. არა გვაქვს სადაც ჯერ არს დიპლომატიური მიწერ-მოწერა ნაბოძებ უფლებათა შენარჩუნება-განმტკიცებისათვის. მღვდლები არა ვართ წესიერად განწესებულნი თავთავის ადგილას. მატერიალური მხარე ეს უმთავრესი ფაქტორი არსებობისა არ არის“... 1926 წლის 10 მაისს მეუფე სტეფანე წერილს წერს მღვდელ მელიტონ ბეგიაშვილს: დეკანოზ კირილეს აეკრძალა ორი კვირით მღვდელმოქმედება ურჩობისათვის, მოციქულთა 55 კანონის თანახმად. თუ კიდევ იმავეს გააგრძელებს, დააყენებულ იქნება სამი თვით, ხოლო თუ კიდევ არ დაემორჩილება ბრძანებას, საერთოდ განიკვეთება სამღვდელო ხარისხიდან. საეკლესიო წესების შესრულებას ვავალებ მღვდელ ვასილ მესტიაშვილს. შემოსავლის ნახევარი მისცეს მამა კირილეს, ნახევარი თვითონ დაიტოვოს“. მამა კირილე დამორჩილდა მღვდელმთავრის ლოცვა-კურთხევას და ერთი თვით მღვდელმოქმედება შეწყვიტა. იმავე წლის 10 ივნისიდან კი კვლავ განაგრძო ეკლესიაში სამსახური. დეკანოზი კირილე აქტიურად მონაწილეობდა 1920 წლის 27 ივნისის, 1921 წლის 1-5 აგვისტოსა და 1927 წლის 21-27 ივნისის საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის II, III და IV საეკლესიო კრებებში. მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან მრავალი დევნა-შევიწროებისა და ზეწოლისა, ანაფორა არ გაუხდია და ღვთისმსახურება არ მიუტოვებია. დეკანოზი კირილე 1931 წელს გარდაიცვალა. იგი სოფელ ზემო ბოდბეში, საერო სასაფლაოზე დაასაფლავეს.
1989 წელს საქართველოს ეპარქიის სამღვდელოების წარმომადგენელ დეპუტატთა კრებამ აირჩია 14-კაციანი კომისია, რომლის წევრებიც იყვნენ: ტატიშვილი, დავით ციცქიშვილი, კირილე ღვთისავრიშვილი, ლ. ნათიძე, რობიტაშვილი, გრძელიშვილი, მღვდლები – დ. ტყემალაძე, ჯაჯანიძე.
1913 წელს ელენე ილიას ასული შანშიაშვილი, ილია იოსების ძე მენთეშაშვილი, ნიკოლოზ ვასილის ძე ნადირაშვილი, თამარ კირილეს ასული ღვთისავარიშვილი, მღვდელი კირილე სვიმონის ძე ღვთისავარიშვილი, ელენე ალექსანდრეს ასული ბოსტაშვილი, ტასო გიორგის ასული ზაალიშვილი და მიხეილ ათანასეს ძე ბენაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების წევრები იყვნენ.
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების 1914 წლის გასავალი შეადგენდა: 50 მანეთს – 20% მთავარი გამგეობა, 50 მანეთს – ჯუგაანის სამკითხველო, 30 მანეთს – ზემო მაჩხაანის სამკითხველო, 120 მანეთს – მაჩხაანის სამკითხველოს მეთვალყურე, 120 მანეთს – სასწავლო წიგნების საწყობი, 4 მანეთს – რვა ახალი ყულაბისთვის. განყოფილების ანგარიშს ხელი მოაწერეს: გამგეობის თავმჯდომარე კონდრატე დავითის ძე ნინიკაშვილმა, ხაზინადარმა სოლომონ გრიგოლის ძე კურცხალიამ, გამგეობის წევრებმა იაკობ დავითის ძე მენთეშაშვილმა, მღვდელმა ეგნატე ყარამანის ძე მენთეშაშვილმა და ბლაღოჩინმა კირილე სვიმონის ძე ღვთისავრიშვილმა.
1914 წლის 17 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის ფილიალის საგანგებო საერთო კრებაზე განიხილეს გამგეობის წევრთა – დიმიტრი გონაშვილისა და მიხეილ მატიაშვილის – სიტყვიერი განცხადება გამგეობის წევრობიდან გათავისუფლების შესახებ: რადგან ოჯახური გარემოებების გამო ისინი ვერ ახერხებდნენ სხდომებზე სისტემატურ დასწრებას, კრებამ დააკმაყოფილა ორივეს თხოვნა და გამგეობის ახალ წევრებად ერთხმად აირჩია: ალექსანდრა მიხეილის ასული მჭედლიშვილი, რაჟდენ იოსების ძე კიკილაშვილი, ბლაღოჩინი კირილე ღვთისავარიშვილი, მღვდელი ეგნატე მენთეშაშვილი (ოქმს ხელს აწერს განყოფილების თავმჯდომარე, მღვდელი კონდრატე ნინიკაშვილ).
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების წევრები ზემო მაჩხაანიდან იყვნენ: კირილე სიმონის ძე ღვთისავრიშვილი, თამარ კირილეს ასული ღვთისავრიშვილი და ელენე ალექსანდრეს ასული ბოსტაშვილი.