სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11812

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
წმიდანები
დიმიტრი ჯანაშვილი 1840-1905წწ მართლმ. მღვდელი დაბ. ნუხი, ჰერეთი, დიმიტრი ჯანაშვილი 1840-1905წწ მართლმ. მღვდელი დაბ. ნუხი, ჰერეთი,

1840-1905 წწ. გარდ. 65 წლის

ბმულის კოპირება

წმიდანები

გვარი ჯანაშვილი სია

კახი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

513       ბეჭდვა

დიმიტრი ჯანაშვილი 1840-1905წწ მართლმ. მღვდელი დაბ. ნუხი, ჰერეთი,


დიმიტრი იოსების ძე ჯანაშვილი (გრემელი) დაბადების ადგილი: სოფელი კახი, საინგილო. 15 დეკემბერი, 1840

გარდაიცვალა 7 ოქტომბერი, 1905, დაკრძალულია სოფელი კახი, ეკლესიის ეზო, საინგილო


დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია 1865 წელს.

რადგან უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძლების საშუალება არ ჰქონდა, თავის მშობლიურ საინგილოს მიაშურა და იქ, სოფელ ყორღანში, სათავეში ჩაუდგა ახალგაზრდა ყმაწვილების სწავლა-აღზრდის საქმეს; ერთგულად ემსახურებოდა განათლების დანერგვას საინგილოს სოფლებში, აარსებდა დაწყებით სკოლებს და თვით ხელმძღვანელობდა მათ; თორმეტი წელი დაჰყო საინგილოს სოფლებში; 1870 წელს გადავიდა ზაქათლის სამაზრო სკოლაში მასწავლებლად; 1873 წლიდან მუშაობა დაიწყო ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში ქართული ენის მასწავლებლად, სადაც 1878 წლის სექტემბრამდე მოღვაწეობდა; 1878 წელს მან შეძლო უმაღლეს სასწავლებელში წასასვლელად მოსკოვში წასვლა და სასულიერო აკადემიაში სწავლის გაგრძელება; 1881 წელს დაბრუნდა საქართველოში და დაინიშნა მასწავლებლად ჯერ თბილისის სასულიერო სემინარიაში, შემდეგ თბილისის სათავადაზნაურო სასწავლებელში; მის კალამს ეკუთვნის მრავალი ისტორიული და ეთნოგრაფიული წერილები და ნარკვევები; კრიტიკული სტატიები და მეცნიერული გამოკვლევები, სახელმძღვანელო წიგნები და რეცენზიები, რომლებიც სისტემატურად იბეჭდებოდა ქართულ და რუსულ პერიოდულ პრესაში.

წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.727

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ნამდვილი წევრი (1881-1899)

ბიბლიოგრაფია


დიმიტრი იოსების ძე ჯანაშვილი (გრემელი)

1867 წლის 1-ელ დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მეორე ნაწილი დიმიტრი ჯანაშვილის ნარკვევისა „წარსული და მომავალი ინგილოების ცხოვრება“.

1868 წლის 12 აპრილს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მეორე ნაწილი დიმიტრი ჯანაშვილის წერილისა „ქიზიყელები ინგილოებში“.

1881 წელს მღვდელი დიმიტრი იოსების ძე ჯანაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1882 წლის მარტის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა რაფიელ ერისთავის „ქალი-აყვანა“ (ლეგენდა), იოსებ ბაქრაძის ლექსი „მიბაძვა“, დიმიტრი ჯანაშვილის „ისტორიული სურათები“, ერნსტ რენანის „რა არის ნაცია“ და ვახტანგ ორბელიანის უსათაურო ლექსი.

1882 წლის ჟურნალში „ივერია“ (N6) დაიბეჭდა დიმიტრი ჯანაშვილის „ისტორიული სურათები“ (გაგრძელება), რომელიც მიმოხილული იყო საქართველოს ისტორია.

ჯანაშვილი დიმიტრი იოსების ძე 1881 წელს მღვდელი  ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა. 1886 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით,  მღვდელი იყო.1884-1885 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების წევრები იყვნენ: იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი, ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი და მღვდელი დიმიტრი იოსების ძე ჯანაშვილი.

ჯანაშვილი დიმიტრი  1886 წლის 10 აპრილს სათავადაზნაურო სკოლის საღმრთო სჯულის მასწავლებელი, მღვდელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მიმართავს თხოვნით, დროებით დაუთმონ „ახალი აღთქმის“ ქართულ ენაზე გამოსაცემად საჭირო ხეზე ნაკვეთი ყვავილებიანი ასომთავრულები. დაკარგვის შემთხვევაში მთხოვნელი კისრულობს ზარალის ანაზღაურებას. 1888 წლის 12 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ მღვდელი , რომელიც ქალაქ ნუხაში მოღვაწეობდა და უცხო პირთა მეშვეობით შეაწყვეტინეს მისიონერობა, ელოდებოდა გამოძიების პასუხს, რა მიზეზით გადააყენეს თანამდებობიდან.


საპატრიარქოს უწყებანი N36 26ნოემბერი-2დეკემბერი 2009წ გვ.17

მღვდელი დიმიტრო ჯანაშვილი 1840-1905

მღვდელი დიმიტრი იოსების ძე ჯანაშვილი 1840 წელს საინგილოში, სოფელ კახში დაიბადა. მის პატარაობაში საინგილოში ჯერ ისევ სულთნობა იყო. სულთნებისაგან ცოტაოდენი შეღავათი მხოლოდ დიდ, ძლიერ და შეძლებულ გვარეულობებს ჰქონდათ და ისიც გამორ- ჩენისათვის: წელიწადში ერთი-ორჯერ ეწვეოდნენ ხოლმე მთელი სახლობითა და ამალით, ჭამდნენ, სვამდნენ, მთვრალობდნენ და ძღვენ-საჩუქრებით ბრუნდებოდნენ ელისუს. შეძლებულ ოჯახთაგანი იყო აგრეთვე ბაირამ-ალი (სოლომონ) ჯანაშვილის სახლობაც. ერთხელ სულთანი დიდ მტარვალობას უპირებდა ინგილოებს. ბაირამ-ალი და სხვა წარჩინებული ინგილოები გამოეცხადნენ მრისხანე სულთანს და მოახსენეს: „თუ შვება არ მოგვეცა შენგან, ჩვენ ავიყრებით დედაბუდიანად, გადავალთ ალაზანზე და შევუერთდებით ჩვენ მოძმე ქართველებსო“. თურმე სულთანი მოლბა და საინგილოს დაპირებული პატიჟი (სასჯელი) ააცილა. 1850 წელს პატარა დიმიტრი ბიძამისმა გიორგიმ თბილისში ჩამოიყვანა და მონათლა. შემდეგ იგი ათიოდე სხვა ინგილო ყმაწვილებთან ერთად ქიზიყში, დედოფ ლისწყაროს სამხედრო სასწავლებელში ჩაიყვანეს, საიდანაც მალე თბილისის სასულიერო სემინარიაში გადაიყვანეს. სწავლაში ძალიან ნიჭიერი იყო, ისე — გულადი, გამბედავი, დაურიდებელი, სიმართლის მოყვრე. ამგვარმა თვისებებმა ერთხელ ლამის დაღუპა იგი. მაშინდელ სემინარიაში ბევრი უწესობა და უსამართლობა სუფევდა და ეს უწესობა-უსამართლობა გახდა მიზეზი იმისა, რომ მოსწავლე ჯანაშვილმა თავი გამოიდო და გალახა სემინარიის რექტორი, არქიმანდრიტი ვიკტორინი (ლუბიმოვი), რომელსაც რაღაც უმსგავსობა ეთქვა. სასწავლებლიდან მხოლოდ იმიტომ არ გარიცხეს, რომ წარჩინებული ქართველები მიეშველნენ,  როგორც საინგილოს ერთადერთ წარმომადგენელს. გულკეთილი რექტორიც აღარ გამოეკიდა ამ საქმეს და  დიდსულოვნად აპატია. სემინარიის კურსი დიმიტრიმ 1865 წელს დაასრულა და რუსეთში, აკადემიაში აპირებდა სწავლის გაგრძე-..

36-3 საპატრიარქოს უწყებანი N36 26ნოემბერი-2დეკემბერი 2009წ გვ.18

 

მღვდელი დიმიტრო ჯანაშვილი 1840-1905(გაგრძელება)

... ლებას, თუმცა უსახსრობისა და კიდევ იმის გამო, რომ თბილისის მოწინავე საზოგადოებამ მას საინგილოში სამღვდელო მსახურებისაკენ მოუწოდა, სამშობლოში დარჩა სამოღვაწეოდ. მალე მან ცოლად შეირთო ერთი ქიზიყელი მეოჯახე ქალი ელენე და მღვდლად ეკურთხა საინგილოს სოფელ ყორაღანს. ახალგაზრდა მღვდელმა დიდი შემართებით დაიწყო საეკლესიო მსახურება. სამკალი კი მრავალი იყო. იმ პერიოდში საინგილოში დიდი მღელვარება სუფევდა: გამაჰმადიანებული ქართველები ნელ-ნელა ქრისტიანდებოდნენ და ეს გარემოება დიდად აწუხებდა შაქისა და საინგილოს თათრებს, მეტადრე მოლებს. ისინი ყოველ ღონეს ხმარობდნენ, რომ ქრისტიანობის   გავრცელებისათვის როგორმე ხელი შეეშალათ და თვით გაქრისტიანებულნიც კი ისევ მაჰმადის სჯულზე გადაეყვანათ. მაგრამ მამა დიმიტრი მტკიცედ და შეურყეველად იდგა ქრისტეს ეკლესიის სადარაჯოზე. იგი უშიშრად ქადაგებდა, რომ მაჰმადიანი ინგილოები ქართველები იყვნენ. მაჰმადიანთ, მოლების რჩევით, ისღა დარჩენო- დათ ეს ქართველობისა და ქრისტიანობის უშიშარი და მოუსვენარი მქადაგებელი როგორმე თავიდან მოშორებინათ! ამ განზრახვით, ერთ-ერთ დღესაწაულზე ერთმა მაჰმადიანმა ინგილომ მამა დიმიტრის ძღვენი მიართვა. აღმოჩნდა, რომ „ჰალვაში“ (თაფლში მოხარშული დანაყილი ბრინჯის სქელი ფაფა) წვრილად დაჭრილი ტყვია ერია. მოძღვარი შემთხვევით გა-დაურჩა სიკვდილს. ერთ ღამეს მამა დიმიტრის თანასოფლელმა კაცმა შეატყობინა, რომ მახლობელ ტყეში რომ მინდორია, იქ შეყრილან ყორაღნელი და სხვა სოფლელი მაჰმადიანი ქართველები და სჯა-ბაასი აქვთ, თუ როგორ შეუშალონ ხელი ქრისტიანობის გავრცელებასო. მოძღვარი, როგორც „ფიცხი და აღტაცებული კაცი“, მაშინვე მიიჭრა იმ ტყეში, სადაც შეთქმულება ჰქონდათ. ღამე მთვარიანი იყო. ხალხი საშინლად შეკრთა. დიდ ხანს იყვნენ ხმაჩაწყვეტილნი. ბოლოს სიჩუმე თვითონ მამა დიმიტრიმ დაარღვია, რომელიც ქუდმოხდილი, უშიშრად იდგა: „მე კვლავ გეუბნებით, რომ თქვენ ქართველები ხართ, ჩემი ძმები. ძველადვე ჩვენი რჯული ქრისტიანული იყო. თქვენს საქციელს დაუკვირდით. ვერას გახდებით და ღმერთსაცა და მთავრობასაც გააჯავრებთ. როგორც ძმა, გირჩევთ, დაიშალენითო“. ამ დროს ერთმა ფანატიკოსმა მაჰმადიანმა, „ამ უშიშარის ლაპარაკით გაშმაგებულმა,“ უეცრად მამაოს ჯოხი დაარტყა, ხუცესი არც კი შეიძრა, მხოლოდ ესღა სთქვა ყავარჯნებზედ დაყრდნობილმან: „დამკარ, ბრალი ჩემი იყოს, მაგრამ იცოდეთ, რომ ქართველები ხართ და ქართველად დარჩებითო“! რამდენიმე მაჰმადიანმა წამოიწია... ამ დროს სოფლის მამასახლისი და სხვა ქრისტიანები მოვიდნენ... ხალხი დაიშალა... ამ ამბავმა მთავრობის ყურამდეც მიაღწია. იმ ყრილობის რამდენიმე მოთავე ციმბირში გააგზავნეს...შემორჩენილია მამა დიმიტრის საკმაოდ ვრცელი ქადაგება, რომელიც 1867 წელს ჟურნალ „საქართველოს სასულიერო მახარებელში“ დაიბეჭდა. ეს სიტყვები მან საინგილოში, ახლადმოქცეული ინგილოებისათვის წამოსთქვა, გთავაზობთ ამონარიდებს ამ ქადაგებიდან: „გამჩენ ღმერთს ყოველი ფერი ქვეყანაზედ ისე გაურიგებია, რომ თითქმის არა საგნებს და არსებას არ შეუძლიან მოუვლელათ, თვალ-ყურის მიუგდებლათ არსებობდეს, იზრდებოდეს და იყოს უპატრონო. ყველას მოვლა უნდა, ყველას თავისი პატრონი ჰყავს და ყველა პატრონს ეძებს. ერთი შეხედეთ ფრინველებსაო, ბრძანებს ქრის ღმერთი სახარებაში: „არა სთესავენ, არცა შეიკრებენ საუნჯესა და მამა თქვენი ზეცისა ზრდის მათ“. მეორე ალაგს სახარებისასა კიდე სწერია: „ღმერთი შეამკობს მინდვრის ბალახებს მშვენიერის ყვავილებითა“. სჩანს, ძმანო და მეგობარნო, რომ ყოველი საგანი და არსება უპატრონო არ ყოფილა და განგებისაგან დამყარებულ შეუცვლელ კანონს მისდევს. უამისოთ ქვეყანაზედ რიგიანობა არ არის, არა არსება რიგიანად არ იზრდება მახინჯდება. აი, მაგალითებრ: ეხლა რომ თქვენ თქვენს საქონელს არ მოუაროთ, მაშინ, უეჭველია, რომ ერთს მტერი ან ქურდი მოიპარავს, მეორეს მგელი ან ნადირი მოიტაცებს, მესამე გზას აცდება და ისე დაიკარგება, და ამგუარათ აღსრულდება ის ქართული ანდაზა: რომ უპატრონო ხაზინას ეშმაკი დაეპატრონებაო“. გარდა ამისა: თქუენ ვაზები რომ არ გასხლათ, სარები არ შეუდგათ, როგორ გონებთ, ვენახს რა დაემართება? ვაზები გაუსხლელობისა გამო მეტად შეიბურვიან, და მაშინ იმათ ის ძალა აღარ ექმნებათ, როგორიც მათ ქონდათ მაშინ, როდესაც იმათზედ ორი თუ სამი რქის მეტი არ ება. რათა? ამისთვის, რომ ამ უკანასკნელ შემთხვევაში ის დაიჩაგრება, დაიკოდვის და უკანასკნელ უნაყოფოდ გახმება. ეს, რასაკვირველია, თქუენ გრწამს, ამისთვის, რომ თქუენ თვითონ იცით საკუთარის გამოცდილებით; ამასთანავე, ჰხედავთ ცხოვრებაში, რომ თვითონ თქუენი შვილებიც დედ-მამის მიუხედნელათ, მოუვლელათ, რიგიანად არ იზრდებიან. როგორათაც ყოველი არსება ქვეყანაზედ მოითხოვს ზრუნვას და პატრონობას, აგრეთვე კაციცა. მართალია, კაცი თავისუფალი არსება არის, მაგრამ არც იმასა ჰსურს უპატრონოდ იყოს. ისიც ეძიებს პატრონს და მოვლას. უთუოდ იმასაც უნდა ჰყავდეს პატრონი და მომვლელი, ჭკუაზედ და კეთილს გზაზედ დამყენებელი და დამრიგებელი. თქვე დალოცვილებო! ყველანი ერთი ჭკუისანი ხომ არ იქმნებიან. რამდენიც ქვეყანაზედ კაცია, იმდენი ჭკუაა. მთა და

36-4 საპატრიარქოს უწყებანი N36 26ნოემბერი-2დეკემბერი 2009წ გვ.19

მღვდელი დიმიტრო ჯანაშვილი 1840-1905(გაგრძელება)

ბარი ვის გაუსწორებია; მჯობს — მჯობნი არ დაელევაო, ნათქვამია. მაგრამ ჩვენდა საუბედუროდ, ჩვენ, ინგილოები, აქამდე უპატრონოდ ვიყავით: დამრიგებელი და კეთილს გზაზედ დამყენებელი არავინა გყვანდა. აი, რაც ჩვენ საქართველოს ეს ჩვენი საყვარელი ქვეყანა ალექსანდრეს, კახეთის მეფეს წაართვა სპარსეთის მეფემ, შახ-აბასმა, მას აქეთ, ჩვენი ქვეყნის რუსების ხელში ჩავარდნამდე, ყველანი ჩვენ გვცემდნენ და გვჩაგვრიდნენ ― ვინ იყო პატრონი და დამშლელი? ამისა გამო ბევრი შავი დღე გამოიარა ჩვენმა მამა-პაპამა. ჩვენ სწო-რეთ ისე დაგვემართა, როგორაც ბრძანა იესო ქრისტემა: „მოვკლა მწყემსი და გაბნივნენ ცხოვარნი“. ეს სწორეთ ჩვენ, ინგილოებს დაგვემართა! ბევრია ეხლა ჩვენ ინგილოთაგანი ამ ჭარის ქვეყანაში გადასახლებული სხვადასხვა სოფლებში, სადაც განსაკუთრებით მაჰმადიანე- ბი ცხოვრობენ და იქ დაუვიწყებიათ მამა-პაპის ენაც და ქრისტიანობრივი სარწმუნოებაცა. ამის მიზეზი, რასაკვირველია, სულ უპატონობაა. უეჭველია, რომ ამათ პატრონი ჰყოლოდათ, მაჰმადიანების მფლობელობის დროს, ასე არ დაემართებოდათ. მაგრამ აქამდე გვეპატიოებოდა, რომ პირით მუსურმანები ვიყავით, გულით კი ისევ ქრისტიანები, ახლა კი არა. ნუღარ ვმალავთ ჩვენს ვინაობას და ქრისტიანობას მაჰმადიანებთან, გავახაროთ ჩვენი დახოცილნი მამაპაპანი საფლავში და გამოვაცხადოთ ჩვენი ქართველობა და ქრისტიანობა, რათა შეიტყოს ქვეყანამ, რომ ჩვენ, ინგილოებმა, სამაგალითო საქმე მოვახდინეთ. სამასი წელიწადი მაჰმადიანების ხელში ვიყავით და ჩვენი სარწმუნოება, ხალხობა და ენა არ დავკარგეთ. ქართულად ერთი ანდაზა არის ნათქვამი: „ნუ იქ ავსა და ნურც ავისა გეშინიანო“. შევაფურთხოთ ეშმაკსა და გამოუცხადოთ ჩვენ მთავრობას, რომ ჩვენ, ყველანი, მამაპაპითაც ქრისტიანები ვყოფილვართ და კიდევაც ვართ. საღმრთო წერილში სწერია: რომ ხარიც კი იცნობს თავის პატრონის ბოსელსაო, და კაცმა როგორ არ უნდა იცოდესო. ჰსჯობს ვიცნათ ჩვენი სარწმუნოება: მოვინათლნეთ ყველანი და ვიყვნეთ მტკიცედ ჩვენს სარწმუნოებაზედ. მარტო ამით შეგვიძლიან მაჰმადიანების ჯავრი ამოვიყაროთ და მტრობა უყოთ. რა რიგად? ისე, რომ იმათ აქამდე გვაწვალეს, დატანჯეს ჩვენი მამაპაპა და ეხლა იმას ცდილობენ, რომ ყველანი მაჰმადიანები გავხდეთ, მერე იმ დროს, როდესაც ყველგან ქრისტიანობა მრავლდება. ამ შემთხვევაში, რასაკვირველია, რომ ჩვენ იმათ წინააღმდეგ უნდა მოვექცეთ, მოვინათლნეთ და ამითი მოვკლათ ეშმაკი და მისი ორგანონი. ეს კი იმათ ძლიერ ეწყინებათ. სახარებაში სწერია, რომ როდესაც ქვეყანაზედ ერთი ცოდვილი მოიქცევაო, ცაში ანგელოზებს უხარიანთო. გარდა ამისა, აი, კიდევ რას ბრძანებს იესო ქრისტე: „უკეთუ ვისმე უყვარდე მე სიტყვანი ჩემნი დაიმარხნეს, და მამამანცა ჩემმან შეიყვაროს იგი, და მოვიდეთ მისსა, და მისთანა დავადგრეთ“. ხედავთ, რასა ბრძანებს ქრისტე ღმერთი. რომ ვინც მოინათლებაო, ქრისტიანი გახდებაო,  იმის სახლში მე და მამაჩემი ფარულად მოვალთო და სახლის პატრონს ვაკურთხებთო. ახ, რა დიდი ბედნიერება იქმნება იმ კაცისათვის, ვის სახლშიაც მოვა ღმერთი! აგრე ჩემო ძმებო და მეგობარნო! შეისმინეთ ნაამბობი, რომ რა არის უნაყოფოთ არ დარჩეს, და ხმა ჩემი არ მიემსგავოს ხმასა უდაბნოისასა, რომ რა არის თქვენზედ არ ასრულდეს ქრისტე ღმერთის სიტყვები, რომელნიც არიან შემდეგნი: „ნუ გადაუყრით ღორებს წინ მარგალიტსა“. 1867 წლის 19 თებერვალს მამა დიმიტრის გარდაეცვალა მეუღლე, რაც დიდი დანაკლისი იყო მისთვის. 1870 წელს დაობლებული მოძღვარი ქ. ზაქათალაში გადაიყვანეს, სადაც საღვთო სჯულის მასწავლებლობაც შეითავსა. ქრისტიანობის გასავრცელებლად ხერხიღა იყო საჭირო და მამა დიმიტრიმ გადაწყვიტა მაჰმადიანობის წინააღმდეგი სწავლა, მისიონერობა ზედმიწევნით შეესწავლა. იგი აპირებდა აკადემიაში

36-5 საპატრიარქოს უწყებანი N36 26ნოემბერი-2დეკემბერი 2009წ გვ.20

მღვდელი დიმიტრო ჯანაშვილი 1840-1905(დასასრული)

შესვლას, მაგრამ ამ დროს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) მიიწვია ქუთაისის სა-სულიერო სასწავლებელში რუ- სული ენის მასწავლებლად. ნეტარხსენებული ეპისკოპოს გაბ- რიელის სურვილს წინ არ აღუდგა და ქუთაისში გადავიდა, მაგრამ მისიონერობის სურვილი გულიდან არ შორდებოდა. 1878 წელს მეუფე გაბრიელის ლოცვა-კურთხევით, მამა დიმიტრიმ მოსკოვის სასულიერო აკადემიაში ჩააბარა, რომელიც 1882 წელს წარჩინებით დაასრულა. ამავე წელს იგი სამშობლოში დაბრუნდა და თბილისის სათავადაზნაურო სასწავლებელში დაიწყო მუშაობა. 1886 წლს მამა დიმიტრის კვლავ მისიონერად აგზავნიან საინგილოში, სოფელ კაკში. გამოცდილი მოძღვარი ჩასვლისთანავე ძველებური შემართებით შეუდგა ქრისტიანობის ქადაგებას. იმავე, 1886 წლის აგვისტოში, გაზეთი „ივერია“ წერს: „სოფელ კაკიდან გვატყობი- ნებენ, რომ 20 ივლისს მღვდელ-მისიონერ დიმიტრი ჯანაშვილს მოუნათლავს ერთი მაჰმადიანი ინგილო, ხალილ პოპიაშვილი, რომლისთვისაც სვიმეონი დაურქმევია. ნათლობა ყოფილა ეკლესიაში და დიდძალი ხალხი შეყრილა თავის ახალის მოძმის გაქრისტიანების სანახავად. მონათვლის შემდეგ ეკლესიიდან რომ გამოვიდა მონათლული, მრავალნი მიეხვივნენ და ჰკოცნიდნენ სიხარულითაო“. კაკიდან მამა დიმიტრი გადაიყვანეს ჯერ სოფელ ვართაშენში, შემდეგ ალიბეგლოში და ბოლოს ქიზიყში, სოფელ ბოდბისხევში, სადაც 1905 წლის 6 ოქ- ტომბერს გარდაიცვალა. აი, რას წერდა გაზეთი „ივერია“ 1899 წელს მამა დიმიტრი ჯანაშვილის შესახებ: „იგი მხნეა, ფრიად მკვირცხლი, გამბედავად მთქმელი, მჭერმეტყველი მქადაგებელი, საქართველოს ისტორიის ზედმიწევნით მცოდნე. უმაღლესი განათლება მან მიიღო მოსკოვის სასულიერო აკადემიაში მაშინ, როდესაც უკვე ჭაღარა შერეოდა. ჩვენს მწერლობაში იგი მოღვაწეობს 1864 წლიდან. მისი მკვირცხლის კალმის ნაწარმოები იბეჭდებოდა „ცისკარში“, „მნათობში“, „სასულიერო მახარებელში“, რომელიც დეკანოზ გიორგი ხელაძის რედაქტორობით გამოდიოდა, „ივერიაში“, „დროებაში“ და სხვაგან. მისი პოლემიკური წერილები ისტორიული და ღვთისმეტყველური თხზულებანი თვისის თავისებურობით მიიზიდავდნენ მკითხველს და უღვიძებდნენ მას კეთილშობილურ მისწრაფებას“. ამასთან, უნდა ითქვას, რომ მამა დიმიტრი კარგად ფლობდა რუსულ ენასაც. მის ნაშრომთაგან თვალ- საჩინოა: „ქართველი ქალის ისტორია“, „ამბროსი ნეკრესელის ქადაგებანი“, „ჰერეთის აღწერა“ და სხვა. მისი დევიზი იყო: „ქართველობას ქართული, დანარჩენ თესლ-მოდგმას — ყველას თავიანთი; ნუ შემეცილები, არც გეცილები“. ამის გამო იგი ყველას ერთნაირად უყვარდა და ამიტომაც, უკვე მკვდარი, დიდის ამბით მიასვენეს ქ. კაკში, ერთად დაიტირეს ქართველებმა, ლეკებმა, თათრებმა, სომხებმა. დამარხეს კრძალვით და მის საფლავს დააფრქვიეს თბილი და ტკბილი ცრემლები. მისი მახვილი სიტყვები და გამონათქვამები კი ანდაზად დარჩება საშვილთაშვილოდ.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 02.10.2023
ბოლო რედაქტირება 22.09.2025
სულ რედაქტირებულია 3





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0