სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12286

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
გაბრიელ გრიგოლის ძე ბოჭორიშვილი 18??-1962წწ მართლმ. მღვდელი წარმ. სოფ. ჯვარისა, ამბროლაური მოღვ. სოფ. გიორგეთი, ბაისუბენი, ლაგოდეხი. გაბრიელ გრიგოლის ძე ბოჭორიშვილი 18??-1962წწ მართლმ. მღვდელი წარმ. სოფ. ჯვარისა, ამბროლაური მოღვ. სოფ. გიორგეთი, ბაისუბენი, ლაგოდეხი.
ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი ბოჭორიშვილი სია

ამბროლაური გამოჩენილი ადამიანები სრული სია

73       ბეჭდვა

გაბრიელ გრიგოლის ძე ბოჭორიშვილი 18??-1962წწ მართლმ. მღვდელი წარმ. სოფ. ჯვარისა, ამბროლაური მოღვ. სოფ. გიორგეთი, ბაისუბენი, ლაგოდეხი.

გაბრიელ ბოჭორიშვილი XIX საუკუნის მეორე ნახევარში რაჭაში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ვლადიკავკაზის სასულიერო სემინარიაში ასწავლიდა. იქვე აკურთხეს დიაკვნად და მღვდლად. მსახურობდა ვლადიკავკაზის ეპარქიაში, სოფელ ალაგირის ქართულ სამრევლოში.


    1913 წლის 24 ნოემბრიდან,ალაგირში "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ალაგირის განყოფილების დაარსების დღიდან, იყო ამ განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე. ჩრდილოეთ კავკასიაში, ოსების მიერ ქართველების შევიწროების გამო, 1919 წელს იძულებული გახდა მრევლთან ერთად საქართველოში დაბრუნებულიყო.

   მამა გაბრიელმა ლაგოდეხის რაიონში დააარსა სოფელი გიორგეთი, სადაც თავად მსახურობდა. 1922 წლის 10 ოქტომბერს იგი ბაისუბნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. ჰყავდა მეუღლე და ოთხი შვილი.

    მღვდელი გაბრიელი აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის მამა გახლდათ.

ურემზე სხედან ვახტანგ ბოჭორიშვილის მამა (სასულიერო პირი) და დედა (კალთაში უზის პატარა გოგონა-ვახტან ბოჭორიშვილის და)

მღვდელი ვასილ შარაბიძე ნათესავებთან ერთად. მარჯვნივ ზის მისი დის ქმარი ჯვარისას ეკლესიის მღვდელი გაბრიელ ბოჭორიშვილი


MEMBER OF ORGANIZATIONS

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ალაგირის განყოფილების თავმჯდომარე (1914-)

BIBLIOGRAPHY

  • XVIII- XX საუკუნეში მოღვაწე სასულიერო პირთა ცხოვრება და მოღვაწეობა : ლუარსაბ ტოგონიძე, გიორგი მაჩურიშვილი. - თბილისი, "ალილო", 2012
  • ბოჭორიშვილი გაბრიელ გრიგოლის ძე მღვდელი  1913 წლის 24 ნოემბერს ალაგირის სასოფლის კრებაზე გადაწყდა, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადგილობრივი განყოფილების თავმჯდომარედ  აერჩიათ.
  • 1913 წლის 24 ნოემბერს ალაგირის სასოფლის კრებაზე გადაწყდა, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადგილობრივი განყოფილების თავმჯდომარედ მღვდელი გაბრიელ ბოჭორიშვილი აერჩიათ.
  • 1913 წლის 24 ნოემბერს ალაგირში სოფლის კრებაზე გაბრიელ გრიგოლის ძე ბოჭორიშვილს, ილია ნონიას ძე ლობჟანიძეს, ნიკოლოზ მიხეილის ძე ხატისკაცს, ილია გიორგის ძე უნგიაძეს, ანდრია ქაიხოსროს ძე კალანდარიშვილს, პეტრე დავითის ძე მეტრეველს, ალექსი დავითის ძე ლობჟანიძეს დაევალათ, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის ალაგირის განყოფილების გახსნის თაობაზე მიემართათ.
  • 1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების თავმჯდომარე მღვდელი გაბრიელ ბოჭორიშვილი იყო.
  • 1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების თავმჯდომარემ, გაბრიელ ბოჭორიშვილმა და მდივანმა, ნიკოლოზ ხატისკაცმა მთავარ გამგეობას მისწერეს, რომ უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს გახსნის თაობაზე შუამდგომლობა თერგის ოლქის უფროსს სთხოვეს, მაგრამ ნებართვა არ მიუღიათ.
  • 1914 წლის სექტემბრიდან მუშაობა დაიწყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილებამ, რომლის თავმჯდომარე გაბრიელ გრიგოლის ძე ბოჭორიშვილმა გამართა 3 სხდომა და განიხილა 8 საქმე.

მღვდელი გაბრიელ ბოჭორიშვილი. XVIII - XX საუკუნეში მოღვაწე სასულიერთ პირთა ცხოვრება მოღვაწეობა ავტ. გიორგი მაჩურიშვილი, ლურსაბ ტოგონიძე 


მღვდელი გაბრიელ ბოჭორიშვილი ოჯახთან ერთად

მეუღლე სესილია ფოცხვერაშვილი, შვილები: გოგი, ნინო და ქეთევანი. მამა გაბრიელი ასწავლიდა ვლადიკავკაზის სასულიერო სემინარიაში. ოსეთში ქართველების შევიწროების გამო იძულებული გახდა 1919 წელს დაბრუნებულიყო საქართველოში. მამა გაბრიელმა ლაგოდეხის რაიონში დააარსა სოფელი გიორგეთი, სადაც თვითონვე მსახურობდა. იგი აწ გარდაცვლილი აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის მამა იყო. ფოტო გადაღებულია 1910-იანი წლების ბოლოს. მისი მოწოდებისათვის მადლობას ვუხდით მამა გაბრიელის შვილიშვილს ბატონ ზურაბ ოდილავაძეს.

მღვდელი გაბრიელ ბოჭორიშვილი XIX  ს-ის II ნახევარში რაჭაში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის დაშთავრების 
შმემდეგ ასწავლიდა ვლადიკავკაზის სასულიერო სემინარიაში. იქვე აკურთხეს 
დიაკვნად და მღვდლად. მსახურობდა ვლადიკავკაზის ეპარქიაში, სოფელ ალაგირის ქართულ სამრევლოში. ჩრდილო კავკასიაში, ოსების მიერ ქართველების 
შევიწროების გამო, 1919 წელს იძულებული გახდა მრევლთან ერთად სააქართველოში დაბრუნებულიყო. მამა გაბრიელმა ლაგოდეხის რაიონში დააარსა სოფელი გიორგეთი, 
სადაც თავად მსახურობდა. 
1922 წლის 10 ოქტომბერს იგი ბაისუბნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. 
ჰყავდა მეუღლე სესილია ფოცხვერაშვილი და შვილები: 
გოგი, ვახტანგი, ნინო და ქეთევანი. მღვდელი გაბრიელი აწ გარდაცვლილი აკადემიკოსის, ვახტანგ ბოჭორიშვილის მამა იყო. 

გვ173




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 05.10.2023
ბოლო რედაქტირება 12.11.2025
სულ რედაქტირებულია 8




ბოჭორიშვილი - გვარის 36 ღვთისმსახური

1 0

ბოჭორიშვილი (ბოჭორიძე) თადეოზ მერაბის ძე, 1888-1913წლებში მაართლმ. მღვდელი ლახამულის წმ. გიორგის ეკლესია მესტია. დაბ. სოფ. ჯვარისა ამბროლაური

2 0

გენო ბოჭორიშვილი 1960-92წწ. გარდ. სოფ. ტამიში აფხაზეთი დაბ. სოფ. ყარათუბანი ადიგენი სამცხე-ჯავახეთი

4 0


რევაზ ბოჭორიშვილი 1973-92წწ. გარდ. სამაჩაბლო დაბ. ქ. ტყიბული იმერეთი

3 0


ვახტანგ ბოჭორიშვილი 1924-2002წწ გარდაიცვალა 78 წლის, შექმნა სეფსისის რესპუბლიკური ცენტრი, აკადემიკოსი, ცხოვრობდა თელავში, დაბ. სოფ. გიორგეთი ლაგოდეხი. ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი .

2 0

ანგია ბოჭორიშვილი 1902-1982წწ აკადემიკოსი ფილოსოფოსი დაბ. სოფ. ლახამულა, მესტია, სვანეთი.

1 0


ქეთევან ბოჭორიშვილი 1919წ მსახიობი. სამხრეთ ოსეთი.

1 0


თამაზ ბოჭორიშვილი მიხეილის ძე დაბ. 1998წ. ბილბორდერი მსოფლიო ჩემპიონი წარმ. ტყიბული დაბ. თბილისი

2 0

ბოჭორიშვილი ნიკოლოზ, თავისუფალი ჭიდაობა, ქ. გორი

2 0

0 1 2

ანი ბოჭორიშვილი დ.1997წ. ევროპის პრიზიორი კონტაქტური კარატე

1 0

1 0 1


ბოჭორიშვილი მიშა შაქროს ძე 1941-45წწ ომი დაბ. სოფ აკურა თელავი კახეთი

2 0