სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11770

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
კაკალიაშვილი თადეოზ ნიკოლოზის ძე 1896-1968წწ დეკანოზი  დაბ. სოფ. წყნორი ტყიბული კაკალიაშვილი თადეოზ ნიკოლოზის ძე 1896-1968წწ დეკანოზი  დაბ. სოფ. წყნორი ტყიბული

1896-1968 წწ. გარდ. 72 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი კაკალიაშვილი სია

ტყიბული გამოჩენილი ადამიანები სრული სია

430       ბეჭდვა

კაკალიაშვილი თადეოზ ნიკოლოზის ძე 1896-1968წწ დეკანოზი დაბ. სოფ. წყნორი ტყიბული

დეკანოზი თადეოზ კაკალიაშვილი

დეკანოზი თადეოზ კაკალიაშვილი

დეკანოზი თადეოზ ნიკოლოზის ძე კაკალიაშვილი 1896 წელს ქუთაისის გუბერნიის, სოფელ წყნორში გლეხის ოჯახში დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო, შემდეგ კი ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა.

მეუღლლესთან ოლღა ბერეკაშვილთან ერთად


სასწავლებლის დასრულების შემდეგ სოფელ კურსებში მცხოვრებ ოლღა ბერეკაშვილზე დაქორწინდა, რომელთანაც 5 შვილი შეეძინა. XX ს-ის 20-იანი წლებში, როდესაც უღმერთო ხელისუფლება ანგრევდა ეკლესია-მონასტრებს, რეპრესიებითა და დახვრეტით უსწორდებოდა სამღვდელოებას. თადეოზს უფალმა მოუწოდა სასულიერო ცხოვრების გზაზე, რაზეც მას უარი არუთქვამს. იგი ჯერ დიაკვნად, შემდეგ კი მღვდლად აკურთხეს და თავის მშობლიურ სოფელში განამწესეს. ხელისუფლების წარმომადგენლები მრავალჯერ შეეცადნენ მამა თადეოზის შეშინებასა და დაპატიმრებას, მაგრამ იგი უშიშრად აგრძელებდა ღვთისმსახურებას და ქრისტეს სარ- წმუნოების ქადაგებას. თუმცა 1937 წლის რეპრესიებს ვერც იგი გადაურჩა, 21 დეკემბერს მოძღ-ვარი დააპატიმრეს და სისხლის სამართლის კოდექსის 58-10 (აგიტაცია, პროპაგანდა, რომელიც შეიცავს საბჭოთა ხელისუფლების დამხობის მოწოდებას) მუხლის საფუძველზე მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. გადასახლებიდან დაბრუნებული მამა თადეოზი ერთხანს კოლმეურნეობაში მუშაობდა და ამით არჩენდა ოჯახს. 50-იანი წლების დასაწყისში დეკანოზ ნაუმ შავიანიძისა და თავისი ნათესავის, პროტოპრესვიტერ ნიკოლოზ ბერეკაშვილის თხოვნით კვლავ დაუბრუნდა ეკლესიას და ღვთისმსახურებას. მამა თადეოზი ქუთაისის „მწვანეყვავილას“ მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიას მიაწერეს, რადგან ოფიციალურად მაშინ სოფლებში ტაძრები არ მოქმედებდა. მას ჩაბარებული ჰქონდა ტყიბულის რაიონის ზოგიერთი სოფელი, სადაც საეკლესიო წესებს (ნათლობას, ჯვრისწერას, წესის აგებას თუ პანაშვი „ს) აღასრულებდა, ხოლო საზიარებლად და წირვის ჩასატარებლად პერიოდულად ჩადიოდა ქუთაისში. დეკანოზი თადეოზი 1968 წლის 9 ნოემბერს გარდაიცვალა. მას წესი აუგო ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა ნაუმმა (შავიანიძე) სამღვდელოებასთან ერთად. დასაფლავებულია მშობ ლიურ სოფელში, საგვარეულო სასაფლაოზე.

მამა თადეოზი მღვდლად მაშინ ეკურთხა, როცა ქვეყანაში რეპრესიებით და დახვრეტით უსწორდებოდნენ სამღვდელოებას. გასული საუკუნის ოციან წლებში ის ჯერ დიაკვნად და შემდეგ მღვდლად აკურთხეს და მშობლიურ სოფელ წნორში გაუშვეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მრავალგზის სცადეს მამა თადეოზის შეშინება და დაპატიმრება, მაგრამ ის უშიშრად აგრძელებდა ღვთისმსახურებას და ქრისტეს ქადაგებას.

თუმცა 1937 წელს მაინც დააპატიმრეს და სისხლის სამართლის კოდექსის 58-10 (აგიტაცია, პროპაგანდა, რომელიც შეიცავს საბჭოთა ხელისუფლების დამხობის მოწოდებას) მუხლის საფუძველზე 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გადასახლებიდან დაბრუნებული მამა თადეოზი ერთხანს კოლმეურნეობაში მუშაობით ინახავდა ოჯახს. შემდეგ კი კვლავ დაუბრუნდა ღვთისმსახურებას. იგი 1968 წლის 9 ნოემბერს გარდაიცვალა და დაკრძალულია მშობლიურ სოფელში, საგვარეულო სასაფლაოზე


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 16.10.2023
ბოლო რედაქტირება 02.09.2025
სულ რედაქტირებულია 6





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0