სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11940

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
გურგენიძე დავითი სოლომონის ძე 1840- 1907წწ დეკანოზი, მისიონერი. გურგენიძე დავითი სოლომონის ძე 1840- 1907წწ დეკანოზი, მისიონერი.

1840-1907 წწ. გარდ. 67 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი გურგენიძე სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

512       ბეჭდვა

გურგენიძე დავითი სოლომონის ძე 1840- 1907წწ დეკანოზი, მისიონერი.


გურგენიძე დავითი – (1840- 26.02.1907, ქ. თბილისი), დეკანოზი, მისიონერი.

დეკანოზი დავით გურგენიძე

დაიბადა მღვდლის ოჯახში. წინაპრების მსგავსად მომავალმა მოძღვარმაც სასულიერო გზა აირჩია. ამ ოჯახიდან მის გარდა კიდევ ორი სასულიერო პირი გამოვიდა დიდუბის ტაძრის წინამძღვარი,


დეკანოზი იროდიონ გურგენიძე (1853-1944) და თელავის მაზრის სოფელ აღდგომის მაცხოვრის აღდგომის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი მიხეილ გურგენიძე (1837-1915).

1855-1861 წწ. გურგენიძე თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, რომელიც პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა. 1861 წ. 3 სექტემბერს საქართველოს ეგზარქოსმა ევსევიმ (ილინსკი) იგი დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის 8 სექტემბერს მღვდლად დაასხა ხელი და ლეკებით დასახლებულ ბელაქნის ყოვლადწმიდა სამების ტაძრის წინამძღვრად განაწესა. სამწყსოში ჩასვლისთანავე ახალგაზრდა მოძღვარი ენერგიულად შეუდგა მოღვაწეობას. ლეკებმა აზერბაიჯანული (თათრულის) და ლეკურის გარდა სხვა ენა არ იცოდნენ, ამიტომ გურგენიძემ 1861 წ. 12 ოქტომბერს ტაძართან გახსნა დაწყებითი სკოლა, სადაც პატარებს რუსულ ენას ასწავლიდა. 1862 წ. იანვრიდან იგი ასრულებდა ღვთისმსახურებას აზერბაიჯანულ ენაზე. მისი წინამძღვრობის დროსვე დასრულდა ბელაქნის ტაძრის მშენებლობა.


1863 წ. 3 იანვარს იგი პარალელურად ეწეოდა ღვთისმსახურებას ვართაშენის სამრევლოში მცხოვრებ უდინებისთვის (უდები) აზერბაიჯანულ ენაზე. 1863 წ. გაზაფხულზე ზაქათალის ოლქში მოხდა ლეკების აჯანყება რუსული მმართველობის წინააღმდეგ, რის გამოც ამავე წლის ივლისში დაიკეტა ბელაქნის ტაძარი. საეკლესიო მმართველობამ გურგენიძე თბილისში გადმოიყვანა და 1863 წ. 9 სექტემბერს თბილისის სასულიერო სემინარიასა და სასწავლებელში აზერბაიჯანული ენის მასწავლებლად დაადგინა. 1864 წ. 14 იანვარს ერევნის გუბერნიის ასირიელების სოფელ ყოილიასარში დაინიშნა. ამავე წლის 19 იანვარს გურგენიძემ დააარსა დაწყებითი სკოლა, სადაც 1867 წ. 1 მაისიდან ასწავლიდა. რადგან მან არ იცოდა ასირიული ენა, ჩასვლისთანავე შეუდგა შესწავლას და მოკლე პერიოდში ისე კარგად აითვისა, რომ მათ ენაზე დაიწყო წირვა-ლოცვის აღსრულება. 1864 წ. 24 მარტიდან 1867 წ. 1 მაისამდე დაჭრილი მეომრებისთვის უსასყიდლოდ ასრულებდა საეკლესიო წესებს არალიხის სამხელმწიფო ჰოსპიტალში. 1865 წ. 5 ნოემბერს ერთგული სამსახურისთვის საგვერდულით დაჯილდოვდა. ასირიელების მხარეში მოღვაწეობის პერიოდში გ-ემ ქრისტეს სარწმუნოებაზე მოაქცია 167 ადამიანი, რომლებიც მისი შუამდგომლობით ადგილობრივმა გუბერნატორმა ერევნის მახლობლად არზნიში დაასახლა, სადაც შემდეგ დიდი დაბა გაშენდა. 1867 წ. 1 მაისს გ. პირადი თხოვნის საფუძველზე გათავისუფლდა ასირიელების სამრევლოდან და თბილისის სასულიერო სასწავლებელში პირველი კლასების მასწავლებლად დაინიშნა. 1867 წ. 1 სექტემბერს თბილისის სასულიერო სემინარიის კარის ეკლესიის მღვდელმსახურად დაინიშნა.


ამავე წლის 20 ოქტომბერს სემინარიასა და სასწავლებელში აზერბაიჯანული ენის მასწავლებლობა დაევალა. 1867 წ. ნოემბერში, თბილისის სასულიერო სემინარიის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სხვა პედაგოგებთან ერთად წმ. სინოდისგან გამოეცხადა მადლობა. 1868 წ. 13 დეკემბერს სემინარიის ბიბლიოთეკარად დაინიშნა. 1869 წ. 8 აპრილს სკუფია უბოძეს. 1868-1870 წწ. გურგენიძე სიონის საკათედრო ტაძარში კატეხიზატორის მოვალეობას ასრულებდა. ამ წლების განმავლობაში მან ქრისტიანულ სარწმუნოებაზე მოაქცია 1582 ასირიელი. მისივე ინიციატივით და უშუალო მონაწილეობით თბილისში კვირაცხოვლობის ქართული ეკლესიის ნანგრევებზე აიგო წმ. მოციქულ თომას მომხრეების ასირიული ტაძარი, სადაც წირვა-ლოცვას თავიანთ ენაზე ასრულებდნენ.


1871 წ. 10 სექტემბრიდან 1872 წ. 13 იანვრამდე იგი მსახურობდა ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტის დაბალ კლასებში საღვთო სჯულის მასწავლებლად და კარის ეკლესიის მღვდლად.

დავით გურგენიძე - დეკანოზი; თბილისის სასულიერო სემინარიის პედაგოგი

1872 წ. 1 ივლისს თბილისის სემინარიაში გაუქმდა აზერბაიჯანული ენის კათედრა და გურგენიძე მხოლოდ სემინარიის ეკლესიის მოძღვრად დარჩა. 1872 წ. 1 სექტემბრიდან 1884 წლამდე იგი თბილისის ხუთ სკოლაში ასწავლიდა საღვთო სჯულს, აქედან ზოგიერთში – უსასყიდლოდ. 1873 წ. 8 აპრილს კამილავკა ეწყალობა. 1874 წ. 1 ოქტომბრიდან 1887 წ. 1 იანვრამდე იყო აღმოსავლეთ საქართველოს ეპარქიების შემოსავალ-გასავლის წიგნების შემმოწმებელი სარევიზიო კომიტეტის წევრი. 1874 წ. 2 დეკემბერს სამი წლის ვადით აირჩიეს თბილისის სასულიერო სასწავლებლის მმართველი საბჭოს წევრად.


1877 წ. 18 თებერვალს გურგენიძეს მადლობა გამოეცხადა სემინარიაში 10-წლიან მოღვაწეობასთან დაკავშირებით და მალე თბილისის კალოუბნის ღვთისმშობლის შობის ტაძარში დაინიშნა.


1877 6. 25 დეკემბრიდან 1878 წ. 9 მაისამდე, რუსეთ-თურქეთის ომის პერიოდში, გურგენიძე ფრონტის ხაზზე განაწესეს სამხედრო მღვდლად. 1879 წ. 13 მარტს ფრონტზე გამოჩენილი გმირობისთვის წითელი ჯვრის საზოგადოებამ სამახსოვრო ჯვრით დააჯილდოვა.


1879 წ. ივლისში იგი თბილისის წმ. ჯვრის ამაღლების ეკლესიაში დაინიშნა, სადაც პერიოდულად ბერძნულ ენაზე ატარებდა ღვთისმსახურებას. 1879 წ. 1 სექტემბერს თბილისის ნიკოლოზის ორკლასიან სასწავლებელში საღვთო სჯულის მასწავლებლად დაადგინეს. 1881 წ. 1 აპრილს ჯილდოდ სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო.


1882 წ. გურგენიძემ გამოსცა ქადაგებათა კრებული, რომლის წინასიტყვაობაშიც ვკითხულობთ: „ოთხი წლის განმავლობაში ჩემის მღვდლობისა ქართველთა შორის, მე შევნიშნე მდაბალთა ხალხთა შორის ჩვენთა მრავალგვარნი ნაკლულევანებანი შესახებ ცოდნისა მართლმადიდებლობითის სარწმუნოების ჭეშმარიტებათა. ამისთვის, კვირა და დღესასწაულ დღეებში წარმოვსთქვამდი სიტყვათა და მოძღვრებათა სხვადასხვა საჭირო საგანთა ზედა. სიტყვანი და მოძღვრებანი ესე დაწერილ არიან თვით დაბიურ ენაზედ, მდაბალთა ხალხთათვის. მაგრამ, რადგან სამსახური ჩემი დაიწყო იმისთანა ადგილებში და ხალხში, სადაც და რომელთა შორისაც არ იხმარებოდა ქართული ენა, არც სიტყვა-მოძღვრებანი წარმოითქმებოდნენ ჩემ მიერ 1861-1877 წლებში. ამა მიზეზისა გამო, რომელნიმე ნაკლულევანებანი აუცილებელნი უნდა იყვნენ ამა მოძღვრებათა შინა. გარნა, მკითხველთაგან მოვითხოვ კეთილმოწიწებითსა ყურადღებასა, და ვეცდები, რომ შემდეგი სიტყვა-მოძღვრების გამოცემაში, რომელნიც მომზადებულნი არიან დასაბეჭდავად, და უმჯობესნი ამათ ზედ შინაარსითა, მოვსპო ყოველგვარნი ნაკლულევანებანი შეძლებისამებრ“.


1883 6. გურგენიძემ ქრისტიანულ სარწმუნოებაზე მოაქცია და მონათლა 403 ასირიელი. ამასთან დაკავშირებით რუსეთის წმ. სინოდმა იგი წმ. ანას III ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. 1886 წ. 23 დეკემბერს წმ. ჯვრის ტაძარში თავდადებული და პატიოსანი სამსახურისთვის იერუსალიმის პატრიარქმა ნიკოდიმოსმა გამშვენებული ჯვრით დააჯილდოვა.


წმ. მოციქულ თომას დიდი ტაძრის აგებამდე გურგენიძის ღვაწლით დროებით აშენდა პატარა ტაძარი, რომელიც 1888 წ. 20 დეკემბერს ნესტორიანული ეკლესიის მოწამის, მარიამ ავდიშოს სახელზე ეკურთხა.


1890 წ. 29 აპრილს გურგენიძეს დეკანოზის პატივი მიენიჭა. 1890 წ. ივნისს ოფიციალურად დაინიშნა ასირიელების ეკლესიის წინამძღვრად. 1890-1892 წწ. მოაქცია და მართლმადიდებლური წესით მონათლა 108 ასირიელი.

ერთგული და ნაყოფიერი სამსახურისთვის გურგენიძე დაჯილდოებული იყო: წმ. ანას II ხარისხის ორდენით (1896 წ. 6 მაისი), წმ. ვლადიმირის IV ხარისხის ორდენით (1899 წ. 15 მაისი), ენქერით (1905 წ. 7 აპრილი).

1906 წ. 29 დეკემბერს გურგენიძე თბილისში, მეტეხის ციხეში მდებარე წმ. გიორგის ტაძრის წინამძღვრად გადაიყვანეს, სადაც დაასრულა კიდეც თავისი ამქვეყნიური სამსახური. მხცოვანი და დამაშვრალი მოძღვარი ხანმოკლე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

ასირიელების გარდა გურგენიძემ არაერთი მაჰმადიანი და მონოფიზიტი მოაქცია მართლმადიდებლობაზე.

დიაკ. გ. მაჩურიშვილი 

სცსა, ფ. 48, აღწერა 1, საქმე №49982;

გაზ. „ივერია“, 1890, №30;

жypн. Духовный Вестник Грузинского Экзархата, 1896, №10; 1898, №11; 1905, №11-12.

ცინცაძე კ., ქვაშვეთის წმიდის გიორგის ეკლესია ტფილისში, თბ., 1994;

Епископ Кирион, Краткий очерк истории Грузинской Церкви и экзархата за ХIХ столетие, Тифлис, 1901.




დეკანოზი დავით გურგენიძე „იყო კაცი ენატკბილი“ 1840-1907
დეკანოზი დავით სოლომონის ძე გურგენიძე 1840 წელს მღვდლის ოჯახში დაიბადა. თავისი წინაპრების მსგავსად მომავალმა მოძღვარმაც სასულიერო გზა აირჩია. ამ ოჯახიდან, მის გარდა, კიდევ ორი სასულიერო პირი გამოვიდა, დიდუბის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი იროდიონ გურგენიძე (1853-1944) და თელავის მაზრის სოფელ აღდგომის მაცხოვრის აღდგომის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი მიხეილ გურგენიძე (1837-1915). 1855-1861 წლებში დავითი თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, რომელიც პირველი ხარისხის დიპლომით დაასრულა. 1861 წლის 3 სექტემბერს საქართველოს ეგზა რქოსმა ევსევიმ (ილინსკი) იგი დიაკვნად აკურთხა, ხოლო ამავე წლის 8 სექტემბერს მღვდლად დაასხა ხელი და ლეკებით დასახლებულ ბელაქნის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. სამწყსოში ჩასვლისთანავე ახალგაზრდა მოძოვარი ენერგიულად შეუდგა მოღვაწეობას. ლეკებმა, თათრულისა და ლეკურის გარდა, სხვა ენა არ იცოდნენ, ამიტომ მამა დავითმა 1861 წლის 12 ოქტომბერსვე ტაძართან გახსნა დაწყებითი სკოლა, სადაც პატარებს რუსულ ენას ასწავლიდა. 1862 წლის იანვრიდან იგი ასრულებდა ღვთისმსახურებას თათრულ ენაზე, მისი წინამძღვრობის დროსვე დასრულდა ბელაქნის ტაძრის მშენებლობა. 1863 წლის 3 იანვრიდან იგი პარალელურად ასრულებდა ღვთისმსახურებას ვართაშენის სამრევლოში მცხოვრებ უდინებისათვის, ასევე თათრულ ენაზე. 1863 წლის გაზაფხულზე ზაქათალის ოლქში ლეკები რუსული მმართველობის წინააღმდეგ აჯანყდნენ, რის გამოც ამავე წლის ივლისში დაიკეტა ბელაქნის ეკლესია. საეკლესიო მმართველობამ მამა დავითი თბილისში გადმოიყვანა და 1863 წლის 9 სექტემბერს თბილისის სასულიერო სემინარიასა და სასწავლებელში თათრული ენის მასწავლებლად დაადგინა. 1864 წლის 14 იანვარს იგი აისორების სოფელ კოილიასარში დაინიშნა. ამავე წლის 19 იანვარს მამა დავითმა დააარსა დაწყებითი სკოლა, სადაც 1867 წლის 1 მაისამდე ასწავლიდა. რადგან მან არ იცოდა სიროქალდეური ენა, ჩასვლისთანავე შეუდგა მის შესწავლას და უახლოეს პერიოდში ისე კარგად აითვისა, რომ მათ ენაზე დაიწყო წირვა-ლოცვის აღსრულება. 1864  წლის 24 მარტიდან 1807 წლის 1 მაისამდე დაჭრილი მეომრებისთვის უსასყიდლოდ ასრულებდა საეკლესიო წესებს არალიხის სამხედრო ჰოსპიტალში. 1865 წლის 5 ნო-
9-1  საპატრიარქოს უწყებანი N9 28თებერვალი-6მარტი 2012წ გვ.19
დეკანოზი დავით გურგენიძე „იყო კაცი ენატკბილი“ 1840-1907 (გაგრძელება)
ემბერს ერთგული სამსახურისათვის საგვერდულით დაჯილდოვდა. აისორების მხარეში მოღვაწეობის პერიოდში მამა დავითმა ქრისტიანულ სარწმუნოებაზე მოაქცია 167 ადამიანი. 1867 წლის 1 მაისს მამა დავითი გათავისუფლდა აისორების სამრევლოდან და თბილისის სასულიერო სასწავლებელში პირველი კლასების მასწავლებლად დაინიშნა. 1867 წლის 1 სექტემბერს თბილისის სასულიერო სემინარიის კარის ეკლესიის მღვდელმსახურად  დაინიშნა. ამავე წლის 20 ოქტომბერს სემინარიასა და სასწავლებელში თათრული ენის მასწავლებლობა დაევალა. 1867 წლის ნოემბერში თბილისის სასულიერო სემინარიის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სხვა პედაგოგებთან ერთად, წმინდა სინოდისაგან გამოეცხადა მადლობა. 1868 წლის 13 დეკემბერს სემინარიის ბიბლიოთეკარად დაინიშნა. 1869 წლის 8 აპრილს სკუფია უბოძეს. 1868-1870 წლებში მამა დავითი სიონის საკათედრო ტაძარში კატეხიზატორად განამწესეს. ამ წლების განმავლობაში მან ქრისტიანობაზე მოაქცია 1582 ადამიანი. 1871 წლის 10 სექტემბრიდან 1872 წლის 13 იანვრამდე იგი დროებით ასწავლიდა ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტის დაბალ კლასებში საღვთო სჯულს და მსახურობდა იქაური კარის ეკლესიის მღვდლად. 1872 წლის 1 ივლისს თბილისის სემინარიაში გაუქმდა თათრული ენის კათედრა და მამა დავითი მხოლოდ სემინარიის ეკლესიის მოძღვრად დარჩა. 1872 წლის 1 სექტემბრიდან 1884 წლამდე იგი თბილისის ხუთ სკოლაში ასწავლიდა საღვთო სჯულს, აქედან ზოგიერთში უსასყიდლოდ. 1873 წლის 8 აპრილს კამილავკა ეწყალობა. 1874 წლის 1 ოქტომბრიდან 1887 წლის 1 იანვრამდე იყო აღმოსავლეთ საქართველოს ეპარქიების შემოსავალ-გასავლების წიგნების შემმოწმებელი სარევიზიო კომიტეტის წევრი. 1874 წლის 2 დეკემბერს სამი წლის ვადით აირჩიეს თბილისის სასულიერო სასწავლებლის მმართველ საბჭოს წევრად.
1877 წლის 18 თებერვალს მღვდელ დავითს გამოეცხადა მადლობა სემინარიაში 10-წლიან მოღვაწეობასთან დაკავშირებით და თბილისის კალოუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიაში დაინიშნა. კალოუბნის ეკლესიაში აღვლენილ პირველ წირვაზე მამა დავითმა ასეთი სიტყვებით მიმართა მრევლს: „განგებასა მღვთისასა ენება, ჩემო კეთილნო მსმენელნო, სამსახური ჩემი ეკლესიასა ამას შინა. ვსთქვი განგებასა მღვთისასა-მეთქი ამისათვისა, რომ იმისთანა ადგილებში მიმსახურნია და ამისთანა გარემოებებშიაც ვყოფილვარ, რომ სრულიად იმედი არა მქონია, არა თუ კალოუბნის ეკლესიაში სამსახურისა, არამედ სახლში ცოცხალი მოსვლისაცა. მაგრამ ვინ მისწვდება განგებასა უფლისასა! გარნა მსმენელნო, ესეც კი უნდა ვსთქო ჭეშმარიტად, რომელ არა მომატებულის სიხარულით, არამედ შიშით და ძრწოლით მივიღებ მე ამა ახალსა თანამდებობასა ჩემსა  სამრევლო მღვდლობისასა, სიძნელისა და მრავალგვარვნობისა გამო მღვდლის მოვალეობისა“.  1877 წლის 25 დეკემბრიდან 1878 წლის 9 მაისამდე რუსეთ-თურქეთის ომის პერიოდში მამა დავითი ფრონტის  ხაზზე განამწესეს და ჯარისკაცებისთვის საეკლესიო წესებს ასრულებდა. 1879 წლის 13 მარტს ფრონტზე მამაცური საქციელისათვის წითელი ჯვრის საზოგადოებამ თავისი სამახსოვრო ჯვრით დააჯილდოვა.  1879 წლის ივლისში იგი თბილისის  წმინდა ჯვრის ამაღლების სახელობის იერუსალიმის ეკლესიაში დაინიშნა, სადაც პერიოდულად ბერძნულ ენაზე ატარებდა ღვთისმსახურებას. 1879  წლის 1 სექტემბერს თბილისის ნიკოლაევის ორკლასიან სასწავლებელში საღვთო სჯულის მასწავლებლად დაადგინეს. 1881 წლის 1 აპრილს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1882 წელს მამა დავითმა გამოსცა ქადაგებათა კრებული, სადაც წინასიტყვაობაში ვკითხულობთ: „ოთხი წლის განმავლობაში ჩემის მღვდლობისა ქართველთა შორის მე შევნიშნე მდაბალთა ხალხთა შორის ჩვენთა მრავალგვარნი ნაკლულევანებანი შესახებ ცოდნისა მართლმადიდებლობითის სარწმუნოების ჭეშმარიტებათა. ამისთვის კვირა და დღესასწაულ დღეებში წარმოვსთქვამდი სიტყვათა და მოძღვრებათა სხვადასხვა საჭირო საგანთა ზედა. სიტყვანი და მოძღვრებანი ესე დაწერილ არიან თვით დაბიურ ენაზედ მდაბალთა ხალხთათვის. მაგრამ რადგან სამსახური ჩემი დაიწყო იმისთანა ადგილებში და ხალხში, სადაც რომელთა შორისაც არ იხმარებოდა ქართული ენა, არც სიტყვამოძღვრებანი წარმოითქმებოდნენ ჩემ მიერ 1861-1877  წლებში. ამა მიზეზისა გამო, რომელნიმე ნაკლულევანებანი აუცილებელნი უნდა იყვნენ ამა მოძღვრებათა შინა. გარნა მკითხველთაგან მოვითხოვ კეთილმოწიწებითსა ყურადღებას, და ვეცდები, რომ შემდეგი  სიტყვა -- მოძღვრების გამოცემაში, რომელნიც მომზადებულნი არიან დასაბეჭდავად და უმჯობესნი ამათ ზედ შინაარსითა, მოვსპო ყოველგვარნი ნაკლულევანებანი შეძლებისამებრ“.  1883 წელს მამა დავითმა სარწმუნოებაზე მოაქცია და  მონათლა 403 ადამიანი. ამასთან დაკავშირებით, რუსეთის წმინდა სინოდმა იგი წმინდა ანას'III ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. 1886 წლის 23 დეკემბერს წმინდა  ჯვრის სახელობის ეკლესიაში თავდადებული და პატიოსანი სამსახურისათვის იერუსალიმის პატრიარქმა ნიკოდიმოსმა გამშვენებული ჯვარი უბოძა. 1888 წლის 14 მაისს მამა დავითი დაინიშნა კომიტეტის თავჯდომარედ, რომელსაც უნდა აეშენებინა თბილისის აისორების წმინდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესია. მანამდე კი, ორი კვირით ადრე, მან დააარსა სამრევლო-საეკლესიო სკოლა, რომელიც საქართველოს ეგზარქოსმა ვლადიმერმა (ბოგოიავლენსკი) აკურთხა. სანამ დიდი ტაძარი აშენდებოდა, მანამდე დროებით ააგეს პატარა ტაძრი, რომელიც 1888 წლის 20 დეკემბერს ნესტორიანული ეკლესიის მოწამის მარიამ ავდიშოს სა-

9-2  საპატრიარქოს უწყებანი N9 28თებერვალი-6მარტი 2012წ გვ.20
დეკანოზი დავით გურგენიძე „იყო კაცი ენატკბილი“ 1840-1907 (დასასრული)
ხელობაზე ეკურთხა. 1890 4 წლის 29 აპრილს მამა დავითს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1890 წლის ივნისში ოფიციალურად დაინიშნა აისორების ეკლესიის წინამძღვრად. 1890-1892 წლებში მოაქცია და მართლმადიდებლური წესით მონათლა 108 ადამიანი. 1890 წელს გაზეთი „ივერია“ დეკანოზ დავითის შესახებ წერდა: „კვირაცხოვლის მღვდლის დავით გურგენიძის მეცადინეობით ამ ეკლესიის შენობაშივე წარსულის წლის მაისიდან გაიმართა საეკლესიო-სამრევლო სკოლა. ამ სკოლის მასწავლებლად დაინიშნა სემინარიაში კურსშესრულებული სონღულაშვილი. როგორც შევიტყეთ, დღეს ამ სკოლაში დაიარება 52 მოწაფე, რომელთაგან 4 რუსია, 4 აისორი, და დანარჩენი ქართველნი არიან. თითოეული მოწაფე სწავლის ფასს ყოველთვიურად იხდის ათ შაურს, ანუ ყოველ წლივ ექვს მანეთს. მასწავლებელს ყოველ თვე ჯამაგირი ეძლევა მხოლოდ 15 მანეთი. რაღა თქმა უნდა, ეს სასყიდელი, იმ შრომის მიხედვით, რომელიც უტვირთნია ახალგაზრდა მასწავლებელს, ძალიან მცირეა. იმედია, კვირაცხოვლის ეკლესიის წინამძღვარი, რომლის მეოხებითაც სკოლა არსებაში მოვიდა, იმაზედაც იზრუნებს, რომ მასწავლებლის მდგომარეობა რამდენადმე განაკარგოს“. შემდგომ წლებში ერთგული და პატიოსანი სამსახურისათვის დეკანოზი დავითი დაჯილდოვდა: 1896 წლის 6 მაისს წმინდა ანას II ხარისხის ორდენით, 1899 წლის 6 მაისს წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენით, ხოლო 1905 წლის 7 აპრილს ენქერით. მამა დავითს ჰყავდა მეუღლე, ეკატერინე მაქსიმეს ასული (დაბ. 1844წ.) და ოთხი ვაჟი: ვლადიმერი, გიორგი, კონსტანტინე და ალექსანდრე. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი კალისტრატე (ცინცაძე) თავის წიგნში „ქვაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესია ტფილისში“ დეკანოზ დავითის შესახებ წერდა: „წლების მანძილზე უმსახურნია ბელოკანის (ლეკეთი) სამრევლოში (ასრულებდა ღვთისმსახურებას თათრულ ენაზე), ვაღარშაგეთის სამრევლოში (უდინებისათვის ასრულებდა წირვა-ლოცვას თათრულადვე), კაისლახარის აისორების სამრევლოში (აისორულად-სიროქალდეურად); ყოფილა თათრული ენის მასწავლებლად ტფილისის სემინარიაში, საღვთო სჯულის მასწავლებლად ქალთა ინსტიტუტში; მოუნათლავს და შეუერთებია მართლმადიდებლობისათვის მრავალი მაჰმადიანი, ნესტორიანი, კათოლიკე და გრიგორიანი. გარდაიცვალა ტფილისის აისორთა ეკლესიის წინამძღვრად ამ საუკუნის დამდეგს (უწმინდესმა კალისტრატემ, როგორც ჩანს, არ იცოდა მამა დავითის მეტეხის ციხის ეკლესიაში დანიშვნის შესახებ, ამიტომ წერს ამას – გ. მ.). „კრასნი გორკაზე“ ტაძარიც მან ააშენა; იყო კაცი ენატკბილი. 1882 წელს დასტამბულია მისი „სიტყვა-მოძღვრებათა კრებული“. 1906 წლის 29 დეკემბერს მამა დავითი თბილისში, მეტეხის ციხეში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს, სადაც დაასრულა კიდეც თავისი ამქვეყნიური სამსახური. მხცოვანი და დამაშვრალი მოძღვარი 1907 წლის 26 თებერვალს ხანმოკლე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 27.10.2023
ბოლო რედაქტირება 13.11.2025
სულ რედაქტირებულია 9





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0