სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12290

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
ისიდორე მაჭარაშვილი გარდ. 1920წ. მართლმ. მღვდელი სოფ. ალი, ხაშური ისიდორე მაჭარაშვილი გარდ. 1920წ. მართლმ. მღვდელი სოფ. ალი, ხაშური
ბმულის კოპირება



გვარი მაჭარაშვილი სია

ხაშური გამოჩენილი ადამიანები სრული სია

49       ბეჭდვა

ისიდორე მაჭარაშვილი გარდ. 1920წ. მართლმ. მღვდელი სოფ. ალი, ხაშური

მღვდელი ისიდორე მაჭარაშვილი და მისი მეუღლე ნატალია ქარელი

მსახურობდა სოფელ ალში, კვირაცხოვლის ეკლესიაში, იყო ალის წიგნთსაცავ-სამკითხველოს გამგე


გაზეთ ,,ცნობის ფურცელის" 1898 წლის 10 სექტემბრის ნომერში ვხვდებით სოფელ ალში მყოფი მღვდლის, ალის წიგნთ-საცავ-სამკითხველოს გამგის, მღვდელ ისიდორე მაჭარაშვილის წერილს. აქვე მოვიყვანთ მის სრულ ტექსტსაც:

,,დღემდის ძალიან დაქვეითებული იყო ჩვენი სოფელი, როგორც შეძლებით, ისე სწავლა-განათლებით, დღეს კი წინმსვლელობის გზაზე გამოვიდა და იმედია, უკუნათ სიბნელეს თავს დააღწევს. აქ არ იყო სკოლა და დღეს კი ორ-კლასიანი ნორმალური სასწავლებელი გვაქვს; არ იყო წიგნთ-საცავ-სამკითხველო და დღეს უფასო წიგნთ-საცავ-სამკითხველო გვაქვს; სკოლის საქმე, დღემდის კარგად მიდიოდა, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროთ დღეის იქით კი შეიძლება საქმე ცუდათ წავიდეს, რადგანაც როგორც ყური მოვკარით, მასში აპირობენ ქართული ენის მოსპობას და მასწავლებლად რუსის დანიშვნას, რითაც ქართველი 

ბავშვები მოაკლდებიან სამსობლო ენის შესწავლას...

ამ სოფელში არაფერი გასართობი რამ არ იყო, რის გამოც აქაური ხალხი და სტუმრათ-მოსულნი ინტელიგენცია კვირა-უქმით იყრიდნენ თავს აქაურ დუქნების წინ, სადაც ისმოდა მხოლოდ ლანძღვა-გინება, ჩხუბი, საქონლის ქება-ძაგება, ერთი-ერთმანეთის ბეზღობა და სხვა. ან კი რა უნდა ექნათ? სად უნდა წასულიყვნენ?! ამ არა სასურველ გარემოების ასაცილებლად, მე, ადგილობრივმა მღვდელმა განვიზრახე აქ სამკითხევლოს დაარსება, შუამდგომლობაც აღვძარი უმაღლეს მთავრობის წინაშე; ბევრნიც თანამიგრძნობდნენ; 

ბევრმა, რომ გაიგეს სამკითხველო არსდება ალშიო, ქართული წიგნები გამომიგზავნეს; 

სხვათა შორის ,,წერა-კითხვის საზოგადოებამაც“ გამომიგზავნა რამოდენიმე ცალი თვის-მიერ გამოცემული ქართული წიგნები. მაგრამ სამწუხაროთ, ჩვენი თხოვნა კარგა ხანი იყო მიძინებული. დიდი ხანი ველოდი ამ ნებართვას, რომლითაც ჩვენი სოფელი ღირსი უნდა გამხდარიყო იმისა, რასაც თითქმის მთელი გორის მაზრის დაბა-სოფლები მოკლებულნი 

არიან. ბოლოს, როგორც იქნა ვეღირსეთ უმაღლეს მთავრობისაგან ნებართვას (წიგნთ-საცავ-სამკითხველოს დაარსებაზე) მაგრამ მარტო ნებართვა არაფერს არ მოგვიტანს, თუ კიდევ არაღმოგვიჩინეს შემწეობა. აი ახლა გამოაჩნდებათ გულკეთილობა მათ, ვინც სანამ ნებართვა მოგვივიდოდა, გვპირდებოდნენ შემწეობას.თუ შემწეობა გვექნება ვისგანმე, ძალიან კარგათ წავა სამკითხველოს საქმე. დასასრულ ვსთხოვთ ყველა გულკეთილთ, აღმოგვიჩინოს რამე შემწეობა და ნუ დაზოგვენ თავიანთ წვლილს ამ კეთილი საქმისთვის. ორი გროშის საღირელ წიგნსაც დიდის სიამოვნებით მივიღებთ“.

მისი წერილიდან აშკარად ჩანს, თუ როგორ ზრუნავს იგი სოფელ ალში განათლების გავრცელებაზე, იქ ბიბლიოთეკის დაარსებაზე და ადგილობრივთათვის განათლების დონის ამაღლებაზე, რომელიც ამ პერიოდის საქართველოში ძალზე მძიმე მდგომარეობაშია. კვირაცხოვლის ეკლესიის შიგნით, საკურხევლიდან მარჯვენა მხარეს არსებული მისი საფლავის წარწერიდან ვიგებთ, რომ იგი 1920 წელს გარდაცვლილა.

ისიდორე მაჭარაშვილის ფოტო გამოგვიგზავნა მანანა გურგენიძემ


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 27.10.2023
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0




ნესტორ სვიმონის ძე მაჭარაშვილი გარდ. 1931წ. დეკანოზი დაბ. სოფ. ალი, ხაშური

2 0

გრიგოლ სპირიდონის ძე მაჭარაშვილი 1835-1902წწ დეკანოზი დაბ. სოფ ალი (ხაშური)

2 0

მაჭარაშვილი - გვარის 26 ღვთისმსახური

1 0

გიორგი მაჭარაშვილი 1969-93) გარდ. ტამიში აფხაზეთი დაბ. სოფ. ბაისუბანი ლაგოდეხი კახეთი

3 0


ვალიკო მაჭარაშვილი 1947-93წწ. დაკარგ. სოფ. შრომა სოხუმი დაბ. სოფ. ბზისხევი ზნაური ქარელი

2 0


ნუგზარი მაჭარაშვილი 1949-92 წწ გარდ. ოჩამჩირე დაბ. სოფ. ახალგორი (ლენინგორი) გორი ქართლი

2 0


უჩა მაჭარაშვილი 1974-93წ. გარდ. სოფ. ტამიში ოჩამჩირე აფხაზეთი, შავნაბადა დაბ. სოფ. კორბოული საჩხერე იმერეთი

3 0


თემურ მაჭარაშვილი 1979-25/04/2022წწ გარდ. ზაპოროჟიე უკრაინა წარმ. სოფ. კორბოული, საჩხერე

2 0

ერნესტ მაჭარაშვილი ბონდოს ძე 1985-2022წწ გარდ. ხერსონი უკრაინა წარმ. სოფ. კორბოული საჩხერე

2 0

ერმილე მაჭარაშვილი 1973-1993წწ გარდ. სოხუმი, აფხაზეთი დაბ. სოფ კორბოული საჩხერე.

3 0

ზაზა მაჭარაშვილი 1973 -1993წწ დაკარგ. აფხაზეთი დაბ. სოფ. კორბოული საჩხერე.

3 0

მუხრან მაჭარაშვილი 1972 -93 წწ გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოფ. მერჯევი საჩხერე

3 0

იური მაჭარაშვილი 1944-93წწ გენოციდი გარდ. სოხუმი დაბ. სოფ. კორბოული საჩხერე ცხოვრ. სოხუმი

2 0

სერგო იაკობის ძე მაჭარაშვილი 1957-93 წწ გარდ გუმისთა აფხაზეთი დაბ. ახალციხე

3 0


გივი მაჭარაშვილი დ.1997წ. მსოფლიო ჩემპიონი, თავისუფალი ჭიდაობა დაბ. მცხეთა

1 0

16 8 12