სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10821

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
წმიდა სინოდი
გრიგოლ დადიანი 1824-1907წწ გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი დაბ. სოფ. ქვილიშორი, წყალტუბო გრიგოლ დადიანი 1824-1907წწ გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი დაბ. სოფ. ქვილიშორი, წყალტუბო

1824-1907 წწ. გარდ. 83 წლის

ბმულის კოპირება

წმიდა სინოდი

გვარი დადიანი სია

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები სრული სია

219       ბეჭდვა

გრიგოლ დადიანი 1824-1907წწ გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი დაბ. სოფ. ქვილიშორი, წყალტუბო

გრიგოლ დადიანი 1824-1907წწ გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი დაბ. სოფ. ქვილიშორი, წყალტუბო

დაბადების ადგილი: სოფელი ქვიშხორი, მაშინდელი ქუთაისის გუბერია.

პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო, სწავლა გააგრძელა ნახარებაოს ღვთისმშობლის მონასტერში, სადაც ზედმიწევნით შეისწავლა საღმრთო წერილი, გალობა, ტიპიკონი. შემდეგ სწავლობდა სამეგრელოს სამაზრო სასულიერო სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიაში.


1845 წლის 1 იანვარს იგი მორჩილად გაამწესეს, 1849 წლის აპრილში კი ბერად აღიკვეცა. 1850 წლის იანვარში თავისივე თხოვნით თბილისის ფერისცვალების მონასტერში გადაიყვანეს, 1852 წელს კი ეგზარქოსმა ისიდორემ მღვდელმონაზვნად აკურთხა. 1857 წელს იგი სოხუმის საკათედრო ტაძრის მღვდელმონაზვნად გაამწესეს, 1858–1862 წწ. ბიჭვინთის, შემდეგ აბჟუას ოლქის მთავარხუცესი იყო; 1862 წელს კი სოხუმის საკათედრო ტაძრის იღუმენად დანიშნეს. 1879წ. 28 ივლისიდან დავით-გარეჯის მონასტრის წინამძღვარი გახდა. 1886წ. რუსეთის სინოდის გადაწყვეტილებით, ეპისკოპოსის ხარისხი მიანიჭეს და გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსად აკურთხეს, იგი გამუდმებით ზრუნავდა თავის ეპარქიაში სასულიერო განათლების სრულყოფაზე, ამ მიზნით სოფელ ბანძაში გახსნა 2-წლიანი სამრევლო სკოლა. გრიგოლი წინ აღუდგა რუსეთის რეაქციულ პოლიტიკას, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოსგან სამეგრელოს ჩამოშორებას. კავკასიის სასწავლო ოლქის ზედამხედველის, იანოვსკის მითითებით მეგრულად ითარგმნა ლოცვები, ასევე განზრახული იყო სკოლებში მეგრულად სწავლების შემოღება. გრიგოლმა რამდენიმე სხდომა ჩაატარა ამ განზრახვის წინააღმდეგ, იქაურ სამღვდელოებას და საზოგადოებას განუმარტავდა ამ პოლიტიკის მზაკვრობას. მეუფე გრიგოლისა და იქაური მრევლის წინააღმდეგობის გამო ხელისუფლებამ განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა, მაგრამ გრიგოლი არასაიმედო პიროვნებად მიიჩნია, ეპარქია ჩამოართვა და საცხოვრებლად თავდაპირველად გელათის, შემდეგ კი მარტვილის მონასტერი მიუჩინა. ერისკაცობაში–გიორგი ელიზბარის ძე დადიანი. სასულიერო მოღვაწე.


წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.153; georgianencyclopedia.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორი, წევრი (1875-)
ეპისკოპოსი გრიგოლი (დადიანი) 1824-1907წწ  XVIII - XX საუკუნეში მოღვაწე სასულიერთ პირთა ცხოვრება მოღვაწეობა ავტ. გიორგი მაჩურიშვილი, ლურსაბ ტოგონიძე 

ეპისკოპოსი გრიგოლი, ერისკაცობაში – გიორგი ელიზბარის ძე დადიანი, 1824 წელს სოფელ ქვიშხორში, სამეგრელოს მთავრის 
გვერდითა შტოს ოჯახში დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება ნახარებაოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის მონასტერში მიიღო, 
სადაც ქართულ ენაზე საფუძვლიანად შეისწავლა წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი. შემდეგ დაამთავრა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის 
გვ314

სრული კურსი და საქართველოს ეგზარქოსის, მიტროპოლიტ ისიდორეს (ნიკოლსკი) ლოცევა–კურთხევით, რამდენიმე წელი 
ისმენდა ლექციების კურსს თბილისის სასულიერო სემინარიაში. 
1845 წლის 1 იანვარს არქიმანდრიტმა თეოფანემ (გაბუნია) ანაფორა უკურთხა და ნახარებაოს მონასტერში მორჩილად განამწესა.
1849 წლის 3 აპრილს ზუგდიდის მაცხოვრის სახელობის ეკლესიაში სამეგრელოს ეპისკოპოსმა ანტონმა (დადიანი) ბერად აღკვეცა, სახელად
გრიგოლი უწოდა და ამავე დღეს დიაკვნად აკურთხა.
1849 წლის 14 დეკემბერს, თავისი თხოვნის საფუძველზე, რუსული ენის შესასწავლად თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მონასტერში გადაიყვანეს· 
1850 წლის 19 იანვარს ამავე მონასტრის შტატში დაამტკიცეს და ეკონომოსად დანიშნეს. 
ეპისკოპოსი ანტონი დიდ ყურადღებას იჩენდა მამა გრიგოლის მიმართ და მფარველობას არ აკლდებდა ახალგაზრდა ბერდიაკონს. 
ამის დასტურია, 1852 წლის 2 აპრილს მისი გაგზავნილი წერილი თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორისა და მაცხოვრის ფერისცვალების მონასტრის წინამძღვრის,
არქიმანდრიტ ისრაელთან (ლუკინი): „აღდგომითა მაცხოვრისათა ჩვენისა იესო ქრისტესითა მოგილოცავთ, თქვენ ერთად განცხადებითა 
ჩემისა თქვენდამი პატივისცემითა მე გულითად მსურველ ვიყავ გაცნობად თქვენდა პირისპირ უკეთუმცა არა დავებრკოლებინე 
გრძელ ჟამიერსა ავადმყოფობასა ჩემდამი შემთხვეულსა. შემთხ
გვ315
ვევის გამო ეპისკოპოსად აღყვანისა მამა არქიმანდრიტის იოანესსა, რაისათვის მეცა ეგრეთვე ვიყავ მოწვეულ თბილისში,
გარნა მე ვშთები სრულსა იმედოვანებასა შინა, რომელ თქვენი მაღალღირსება მიიღებთ დარწმუნებაში ჩემსა თქვენდამი ერთგულებასა და პატივისცემასა და 
დაგვიანებულსა ძმისწულსა ზედა ჩემსა რწმუნებულისა თქვენდამი ფერისცვალების მონასტრის დიაკონისა გრიგოლისადმი მიღებულისათანა მისისა თვისისა 
ადგილისადმი მიაქცევთ თქვენსა მამობრივსა კეთილმიდრეკილებითსა ყურადღებასა. მივანდობ თავსა ჩემსა თქვენთა
წმინდათა და სხვათა. ჭეშმარიტი პატივისცემითა და ესრეთითა ერთგულებითა, მენღრელიის ეპისკოპოსი ანტონი“.  
1853 წლის 28 მარტს სიონის საკათედრო ტაძარში ეგზარქოსმა ისიდორემ მღვდლად დაასხა ხელი. 
1857 წლის 1 ნოემბერს მღვდელ-მონაზონი გრიგოლი აფხაზეთის ეპარქიაში განამწესეს და სოხუმის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურად დანიშნეს. 
1858 წლის 12 აპრილს ბიჭვინთის ოლქის მთავარხუცესად განამწესეს. 
1859 წლის 12 აგვისტოს კეთილსინდისიერი და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის საგვერდულით დაჯილდოვდა. 
1859 წლის 15 სექტემბრიდან 1862 წლის 25 მაისამდე აბჟუის ოლქის მთავარხუცესია. 
1862 წლის 25 მაისს იღუმენის წოდება მიენიჭა და სოხუმის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. 
1865 წლის 15 ოქტომბერს კახეთში გადმოიყვანეს და ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად დაადგინეს.
1868 წლის 29 ნოემბერს 


გვ316
არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა და ხობის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა.
1875 წლის 6 მარტიდან საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის წევრია. 
1879 წლის 28 ივლისს დავით გარეჯის მონასტრის წინამძღვრაღ განამწესეს. 
1884 წლის 7 აპრილს წმინდა ვლადიმერის III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 
1856 წლის 1 მარტს რუსეთის წმინდა სინოდმა არქიმანდრიტი გრიგოლი მღვდელმთავრად გამოარჩია. 
1886 წლის 23 მარტს ეგზარქოსის წმინდა ჯვრის სახელობის ეკლესიაში მოხდა მისი სახელდება ამვე წლის 25 მარტს სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის
მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში საქართველოს ეგზარქოსმა პავლემ (ლებედევი), იმერეთის ეპისკოპოსმა 
გაბრიელმა (ქიქოძე), გორის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) და ალავერდის ეპისკოპოსმა ბესარიონმა (დადიანი) ეპისკოპოსად დაასხეს ხელი და 
ახლად შექმნილი გურია–სამეგრელოს ეპარქიის მმართველად დაინიშნა. აი, რას წერდა ამის შესახებ გაზეთი „ივერია“ 1856 წლის 27 მარტს _ „გუშინწინ, 
25 მარტს სიონის საკრებულო ტაძარში აკურთხეს ეპისკოპოსად არქიმანდრიტი გრიგოლ დადიანი. გრიგოლ დადიანი უმაღლესი ბრძანებით დაინიშნა გურია-სამეგრელოს 
ეპისკოპოსად. კურთხევის დღეს დიდი ამბავი იყო სიონში. ხალხი იმდენი შეიკრიბა 8 საათზევე, რომ ტევა აღარ იყო უზარმაზარ ეკლესიაში. ყველას 
უნდოდა დასწრებოდა ამ იშვიათ ამბავს. ეპისკოპოსად კურთხევა საყვარელის მქადაგებლის გრიგოლ არქიმანდრიტისა ყველას უხაროდა და სასიამოვნოდ ჰქონდა.
დიდ-ძალი ნაცნობნი და ნათესავნი ქართველნი-იმერისანი ჩამოსულიყვნენ ამ ამბის სანახავად· ჩვენი სასიქადულო ეპისკოპოსი გაბრიელ, 
სამეგრელოს ეპისკოპოსად ნამყოფი ბესარიონ და გორის ეპისკოპოსი ალექსანდრე მოწვეულნი იყვნენ ამ დღისათვის კურთხევის წესის 
შესასრულებლად მთავარეპისკოპოსი პავლე ეგზარქოსი სრულიად საქართველოსი მობრძანდა სიონს დილის 10 საათზედ. 
წირვის უწინარეს დაიწყო კურთხევა გრიგოლ არქიმანდრიტისა
გვ317

ეპისკოპოსად. არქიელ პავლეს სამის ეპისკოპოზითურთ ალაგი კათედრაზედ ეჭირათ. მარცხნივ და მარჯვნივ იყვნენ ჩამწკრივებულნი საკურთხევლისკენ 
არქიმანდრიტნი და სამღვდელოთა კრებული. გამოცხადდა უმაღლესი ბრძანება გრიგოლის ეპისკოპოსად დანიშვნისა და კურთხევისა. წირვის დროს ახალი ეპისკოპოსი 
შემოსილ იქმნა ეპისკოპოსის შესამოსელითა. წირვა რომ გათავდა, მრავალნი სამღვდელონი და პატივცემულნი საერო პირნი და ნათესავნი გრიგოლისა მოწვეულნი იყვნენ 
ეგზარქოსის სახლში სადილად ახლად ეპისკოპოსად ნაკურთხის მიერ· სადილზედ ბრძანდებოდა თვით მთავარმართებელი თავადი დონდუკოვ-კორსაკოვი“. 
ჩვეული ენერგიითა და მონდომებით შეუდგა ეპისკოპოსი გრიგოლი ახლადშექმნილი გურია-სამეგრელოს ეპარქიის მართვა-გამგეობას. 
ეპარქიაში ჩასვლისთანავე გადაწყვიტა თავისი ფეხით მოევლო და დაეთვალიერებინა მასზედ მინდობილი სამწყსო, 
გვ318
თავისი თვალით ეხილა თუ რა უჭირდა მრევლს, როგორი სულიერი მდგომარეობა სუფევდა სამღვდელოებაში. ერთ-ერთი ასეთი პირველი 
მოგზაურობა სვანეთსა და ლეჩხუმში 1887 წლის ზაფხულის თვეში მოეწყო, რომელიც იმჟამად გამომავალმა საეკლესიო ჟურნალმა „მწყემსმა“ თავის ერთ-ერთ ნომერში
გააშუქა. სტატიის ავტორია მღვდელი ნიკოლოზ ფრუიძე: ,,10 ივლისს 
ლეჩხუმის მაზრაში მობრძანდა სარევიზიოდ მათი ყოვლადუსამღვდელოება, გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი გრიგოლი. ყოვლადსამღვდელოს მობრძანებამდე ლეჩხუმის 
მაზრის უფროსმა ბ. ალშიბაიამ ყოვლადსამღვდელოს მოწერილობისამებრ მოახდინა განკარგულება, რომ ყოველ ეკლესიაზე მათ მეუფებას 
დახვედროდა ხოლმე შეკრებილი ხალხი. 11 ივლისს ყოვლადსამღვდელო გრიგოლი მწირველი ბრძანდებოდა ნამარნევის მონასტერში. 
13 ივლისს ყოვლადსამღვდელომ სწირა სოფელ წიფერჩის ეკლესიაში. 17 რიცხვს მობრძანდა ცაგერში, სადაც მათი მეუფება დარჩა ორი დღე. 
ცაგერი შეადგენს ლეჩხუმის მაზრის შუა ადგილს და ამიტომ დღეს აქ არის მოთავსებული მაზრის ყველა სასამართლო. 
ცაგერში არის ერთი ეკლესია, რომელიც უწინ მონასტრად ყოფილა. აქ უწინ დროში სცხოვრობდნენ თურმე მღვდელმონაზონნი. 
დღეს ეს ეკლესია შტატის ეკლესიად ითვლება. 
20 ივლისს ცაგერიდამ ყოვლადსამღვდელო გრიგოლი წაბრძანდა სვანეთში. თუმც ცუდი გზების და სიშორისა გამო ბევრი 
შეწუხება მოელოდა ყოვლადსამღვდელოს სვანეთისკენ მოგზაურობის დროს, მაგრამ მათი მეუფება მაინც უშიშრად და 
ხალისით შეუდგა მოგზაურობას. 5 აგვისტოს ყოვლადსამღვდელო დაბრუნდა სვანეთიდან ისევ ლეჩხუმში. თუმც სვანეთში 
მოგზაურობისა გამო, ყოვლადსამღვდელო ძალიან დაღლილი იყო, მაგრამ ის ერთგულად შეუდგა ლეჩხუმის დანარჩენი ეკლესიების რევიზიას. 
ყოველ ეკლესიაზე მათ მეუფებას ხვდებოდა მრავალი ხალხი. საეკლესიო საბუთების გასინჯვის შემდეგ ყოვლადსამღვდელო შეკრებილ ხალხს არიგებდა. ურჩევ
გვ319 
და მათ შვილების გამოზრდას და სარწმუნოებაზე მტკიცედ ყოფნას. ურჩევდა ხალხს, სხვადასხვა ცრუ-მორწმუნეობათა 
მოსპობას. რევიზიის დროს ყოვლადსამღვდელო ათავლიერებდა ხოლმე სკოლებს და ცდიდა მოწაფეებს. სხვათა შორის 
ყოვლადსამღვდელო შებრძანდა სოფელ დეხვირის სახალხო სკოლაში, რადგან ს. დეხვირი და ნაკურალეში ძალიან მაღლობ ადგილებზე მდებარეობენ, 
ამიტომ აქ ზაფხულშიც ძალიან ცივა. ამ მიზეზისა გამო აქაური სკოლის მოსწავლეებს ითხოვენ დეკემბერში, იანვარში და თებერვალში. დღეს კი ამ 
სკოლაში სწავლა არის გაჩაღებული. ყოვლადსამღვდელომ გამოსცადა ამ სკოლის მოწაფეები და დიდი კმაყოფილი მასწავლებლისა, მხოლოდ საწყენად ის 
დარჩა ყოვლადსამღვდელოს, რომ სკოლაში ცხრა მოწაფის მეტი არ იყო. მოწაფეებს და მათ მასწავლებელს ყოვლადსამღვდელომ აჩუქა ექვსი მანეთი. 
12 აგვისტოს ყოვლადსამღვდელომ დაათვალიერა სოფელ გენდუშის და ჭყვიშის ეკლესიები. გულითადი მადლობა გამოუცხადა მათმა მეუფებამ ს. გენდუშის 
მღვდელს გრიგოლ სამთელიძეს, რომელსაც ეკლესია და ყოველივე საეკლესიო საბუთები წმინდად და წესიერად ჰქონდა დაცული და ნაწარმოები, შემდეგ შეკრებილ 
ხალხს გამოუცხადა შემდეგი: „ადგილობითი თქვენი მღვდელი ზედ მიწერილ ეკლესიაზე უჯამაგიროდ დარჩენილა, რადგან მას თავის სამწყსოს სიყვარული იმდენად 
გაჯდომია გულში და სულში, რომ ამ სიყვარულისათვის შეუწირავს თავისი ნივთიერი მდგომარეობის გაუმჯობესობის საქმე, 
თორემ მას ადვილად შეეძლო შტატის ეკლესიაზე გადასვლა, სადაც ჯამაგირი ექნებოდა. ასეთი ერთგული და პატიოსანი 
მწყემსი შეგიძლიათ თქვენ თვითონ დააჯილდოვოთ თქვენი საშუალებიდამ და ამით გაუადვილოთ მას ცხოვრება“. 
ამ სოფელში ყოვლადსამღვდელოს მიართვა თხოვნა მთავარ-დიაკვნის ვასილ ცხვედიანის ქვრივმა, რომლის ქმარი წელს 
სვანეთში თოვლის ზვავისაგან დაიხრჩო სხვა მოგზაურებთან 
გვ320

ერთად. ყოვლადსამღვდელომ მიიღო თხოვნა, აღუთქვა ქვრივს შემწეობა და მასთან ერთ-დროებითად ცხვედიანის ერთ ობოლს, პატარა 
ქალს აჩუქა ოთხი მანეთი.  
13 აგვისტოს ყოვლადსამღვდელო გრიგოლი მიბრძანდა სოფელ ზოგიშს, სადაც განიხილა ადგილობითი ეკლესია და საეკლესიო 
საბუთები. ყოვლადსამღვდელო ძალიან მადლიერი დარჩა ადგილობითი მღვდლის ლუკა ხვადაგიანისა, როცა ყოვლადსამღვდელო გამობრძანდა ეკლესიიდგან, 
თავადებმა და ზოგიერთმა გლეხებმა საჩივრები მიართვეს ყოვლადსამღვდელოს ადგილობით მღვდელზე. ამ საჩივარმა მეტად შეაწუხა ყოვლადსამღვდელო. 
მათმა მეუფებამ უბრძანა მომჩივანთ, რომ პასუხი მალე გამოგეცხადებათო. ყოვლადსამღვდელომ დაუყონებლივ შეჰკრიბა ცნობები მღვდლის ლუკა ხვადაგიანის მოქმედებაზე 
და დარწმუნდა მათი მეუფება, რომ მღვდელს უბრალოდ უჩიოდნენ. 14 აგვისტოს ყოვლადსამღვდელო გრიგოლი ეკლესიის 
დასათვალიერებლად მიბრძანდა სოფელ ტვიშს. ამ სოფელში მათ მეუფებას დახვდნენ შეკრებილი მღვდლის მომჩივნები, 
რომელთაც გაახსენეს მათ მეუფებას თავიანთი საჩივარი. ყოვლადსამღვდელომ მათ გამოუცხადა შემდეგი: „მე მოვახდინე 
გამოკითხვა,მაგრამ ვერაფერი ბრალი ვერ ვპოვე მღვდელ ლუკა ხვადაგიანის ყოფაქცევაში. ნაცვლად ის მშვენიერი სამღვდელო პირი ყოფილა თავის 
მოქმედებით და ცხოვრებით და თავის შესახები საქმეებიც კარგად სცოდნია. ამისთვის მას ვასაჩუქრებ ნაბერდნიკით (საგვერდულით) და მასთან დიდ 
მადლობასაც უცხადებ მას ერთგული სამსახურისათვის''.
გვ321
მთელი ლეჩხუმის მაზრის ხალხი დიდის სიხარულით ეგებებოდა თავის ახალ მღვდელმთავარს. ხალხის აღტაცებას და 
სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა დაინახა, რომ მწყემსმთავარი ყველას მამაშვილურად ექცეოდა· დიდი ზეგავლენა მოახდინა ყოვლადსამღვდელოს 
მობრძანებამ ადგილობით სამღვდელოებაზედაც, რომელიც ამის შემდეგ, იმედია, გააორკეცებს თავის 
სამსახურს თავიანთ სამწყსოთა სასარგებლოდ. ყოვლადსამღვდელო დიდ მადლობას უცხადებდა იმ მღვდლებს, რომელთაც ეკლესიები და საეკლესიო
საბუთები რიგიანად ჰქონდათ, საყვედურს უცხადებდა მათ, რომელთაც თავიანთი სამსახურის შესახებ რაიმე ნაკლი ემჩნეოდათ, მაგრამ ამ პირებს, 
შენიშვნასთან ერთად, ყოვლადსამღვდელო აძლევდა მამაშვილურ დარიგებას, რომ შემდეგში გაესწორებინათ მათ თავიანითი ნაკლულევანებანი“.  
1889 წლის 6 მაისს მეუფე გრიგოლი წმინდა ანას I ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 
1898 წლის 20 მარტს წმინდა სინოდის განჩინებით ეპისკოპოსი გრიგოლი ჩამოაცილეს ეპარქიის მმართველობას და ქ. მოსკოვში გაიწვიეს, 
სადაც სინოდის კანტორის წევრად დანიშნეს. დაუნიშნეს სამი ათასი მანეთი პენსია და საცხოვრებლად წმინდა სიმონის სტავროპიგიალური მონასტერი
მიუჩინეს.
1901 წლის 8 ივნისს მეუფემ გრიგოლმა უარი თქვა წმინნდა სინოდის წევრობაზე და სამშობლოში დაბრუნება ითხოვა. მას ნება დართეს ეცხოვრა გელათის მონასტერში. 
მეუფე გრიგოლმა მარტვილის მონასტერში ითხოვა ცხოვრება, რაზედაც საბოლოოდ თანხმობა მისცეს. მარტვილის მონასტერში გაატარა სიცოცხლის უკანასკნელი
წლები მცხოვანმა მღვდელმთავარმა გულის სასტიკი ავადმყოფობით, ბოლოს მხედველობაც დაკარგა. ყველაფერ ამას წყალმანკით ავადმყოფობაც დაერთო.
მან სიცოცხლეშივე მოიმზადა საფლავი და კუბო.
ემისკოპოსი გრიგოლი 1907 წლის 12 ოქტომბერს გარდაიცვალა. იგი 18 ოქტომბერს მარტვილის საკათედრო ტაძარში დაასაფლავეს. 
წირვა და წესი ანდერძისა შეასრულეს გურია-სამეგრე
გვ322

ლოს ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი) და იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) სამი არქიმანდრიტის ორი დეკანოზისა და მრავალი სამღვდელოების 
თანამწირველობით. დაკრძალვას ესწრებოდნენ მეუფე გრიგოლის ნათესავებიც და საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელნი· დასაფლავების წინ ქადაგება 
წარმოთქვა ფოთის საკათედრო ტაძრის მღვდელმა გიორგი გეგეჭკორმა:
„ყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო! ღვთის განგებამ გარგუნათ თქვენ საყვარელ სამშობლოში მწყემსმთავრობა. თქვენ, როგორც გულკეთილმა მღვდელმთავარმან, 
განურჩევლად წოდებისა, ხარისხოვნებისა და პიროვნებისა, დღითგანვე თქვენს სამწყსოში შემოსვლისა, ყველას გაგვიღე თქვენი გულის კარი და 
გვითხარით, აჰა, მე თქვენი სულიერი მამა და თქვენ ჩემნი სულიერნი შვილებიო. ამით თქვენ ყველას მოგვეცი მიზეზი, 
თქვენს გულში გვეფათურებია ხელები. ჩვენ თქვენი ასეთი 
გვ323
გულუხვი ნდობა ვერ გავამართლეთ და ვერ შეგიწყვეთ ხელი ცხოვრების ბრძოლის ველზედ ერთადერთი მიგატოვეთ. არათუ
ხელი ვერ შეგიწყვეთ და ვერ დაგეხმარეთ ასეთ დიდ ასპარეზზე, როგორსაც შეადგენდა თქვენი დანიშნულება – ახლად 
შეერთებულ ვრცელი ეპარქიის მოვლა-გამგეობაში, პირიქით თქვენი საქმე იმ ზომამდე დავაყენეთ, რომ უკანასკნელ დროში 
შორეულ ცივ ქვეყანაშიაც გაგამგზავრეთ, სადაცა გული დაგიწყლულდათ, ჯანმრთელობით დაქვეითდით და თქვენს სამშობლოში დაბრუნდით მხოლოდ მისთვის,
რომ დაგესრულებიათ სიცოცხლე. მწუხარება და გლოვა ჩვენ, თორემ თქვენ გიხაროდეს, მეუფეო! გიხაროდეს მისთვის, რომ თქვენ ყოველივე 
კაცობრიული ცოდვა და ხორციელი უბედურებანი აქვე დატოვეთ და აწ წარდგებით სამსჯავროს წინაშე სულით ნათელი
როგორც მღვდელმთავარი. 
ყოვლადუსამღვდელოესო! ამ თქვენი საყვარელი და ნაშრომ სავანისათვის, სადაცა თქვენ უკანასკნელად სული განუტევეთ
და თქვენი გვამი საუკუნოდ მიაბარეთ, ამა მარტვილისათვის, შეევედრეთ წმინდა მოციქულთა ანდრიას და სიმეონ კანანელს, 
რათა ისინი მეოხ იყვნენ წინაშე ღვთისა განმტკიცებისათვის, პირველ საუკუნიდანვე მათ მიერ ქრისტიანობის გასავრცელებლად აღრჩეულის სამოციქულო ადგილისა 
ამის – მარტვილისა; რომ, როგორც წინეთ, ისევ დიდებით და საღმრთო მადლით მოსილ იქნეს ადგილი ესე და კვლავაც ეს სამოციქულო ადგილი იქნეს სულიერ 
საზრდოდ, აწ დაქვეითებულ ქრისტიანობრივი სარწმუნოების აღმდგენელად და განმამტკიცებლად· 
აგრეთვე, მეუფეო! შეავედრეთ დედა ღვთისას მისი წილხდომილი საქართველო, რომ მადლითა თვისითა მან დაიცვას სარწმუნოების და ზნეობის უმეტეს 
დაქვეითებისაგან ჩვენი ხალხი.  
დასასრულ, ჩემო ხელდამსხმელო მეუფეო! 11 წელიწადი ვიმსახურე თქვენთან წმიდა ტრაპეზის წინაშე და ამ ხნის 
განმავლობაში ერთჯერაც არ შემინიშნავს ჩემს უღირს მსახურებაში ოდესმე თქვენი შუბლი ჩემზედ შეხრილიყოს, მე, გარ
გვ324
და მადლობისა და სიყვარულისა, იქნება, როგორც უძლურმა და უღირსმა მღვდელმა, რაიმე სიტყვით, საქმით ან მოქმედებით 
გაწყენინეთ, გთხოვთ და გევედრებით, სულგრძელობითა თქვენითა მომიტევოთ და შემინდოთ შეცოდებანი ჩემნი. ვევედრები 
ღმერთსა საუკუნო ნეტარება დაგიმკვიდროს და საუკუნოდ იყოს ხსენება შენი“. 


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 23.11.2023
ბოლო რედაქტირება 07.02.2024
სულ რედაქტირებულია 2





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0