სწავლობდა ჯერ თბილისის, შემდეგ კი ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიაში. სწავლის დასრულების შემდეგ რამდენიმე წელი ქუთაისის საოლქო სასამართლოში მუშაობდა. 1892 წელს მონაზვნად შედგომის სურვილმა ახალგაზრდა გიორგი საბერძნეთში, ათონის წმ. მთაზე მიიყვანა. იქ იგი ქართველთა წმ. იოანე ღვთისმეტყველის სავანეში მივიდა, სადაც წლების განმავლობაში მოღვაწე სულიერ მამებთან მოსაგრეობამ მას მონაზვნური ცხოვრების საკმაოდ კარგი გამოცდილება შესძინა. ათონზე მისი მასწავლებელი იყო კოსტანტინეპოლის ყოფილი პატრიარქი იოაკიმე III, რომელთანაც საფუძვლიანად შეისწავლა ბერძნული ენა. მან ასევე დაამთავრა ათონის საღვთისმეტყველო სკოლა. პეტრე კონჭოშვილი მასზე თავის წიგნში „მოგზაურობა წმიდა ქალაქს იერუსალიმსა და წმიდა ათონის მთაზედ“, წერდა: „მონაზონი გაბრიელი (აბაშიძე), ჯერ წლოვანობით ახალგაზრდა, გარნა განვითარებული და მცოდნე ბერძნულის ენისა“.
1899 წ. შემოდგომაზე, გორის ეპისკოპოს ლეონიდეს (ოქროპირიძე, შემდგომში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი) ლოცვა-კურთხევით, საქართველოში ბერმონაზვნობის განმტკიცების მიზნით, ათონის წმ. მთიდან რამდენიმე ქართველი ჩამოვიდა და გარეჯის უდაბნოში დამკვიდრდა. მათ შორის იყო მორჩილი გიორგიც. 1899 წ. 15 დეკემბერს გარეჯის მონასტერში ეპისკოპოსმა ლეონიდემ იგი ბერად აღკვეცა და სახელად გაბრიელი უწოდა. 17 დეკემბერს დიაკვნად აკურთხა. 1901 წ. 2 აგვისტოს დავით გარეჯის მონასტრის ხაზინადრად დაინიშნა. 1901 წ. 12 აგვისტოს მღვდლად დაასხეს ხელი. 1902 წ. 23 იანვარს გარეჯის მონასტრის წინამძღვრის მოვალეობის შემსრულებლად დაადგინეს. 1902 წ. 14 დეკემბერს ზედაზნის მონასტერში გაამწესეს. 1903 წ. 17 იანვარს თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების მონასტერში გადაიყვანეს. 1904 წ. 21 ივლისს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1904 წ. სექტემბრიდან, ცოდნის გასაღრმავებლად სწავლა გააგრძელა ყაზანის სასულიერო აკადემიაში, სადაც 1907 წ. მისიონერული ფაკულტეტი დაამთავრა. 1908 წ. სანქტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიის თავისუფალ მსმენელად მიიღეს, სადაც 1909 წ. 25 მაისამდე დარჩა. 1909 წ. 16 ივლისს ქვათახევის ღვთისმშობლის მიძინების მონასტრის საძმოში ჩაირიცხა. 1909 წ. 20 სექტემბერს თბილისის სასულიერო სემინარიაში არსებულ წმ. ანდრია მოციქულის ეკლესიაში დაინიშნა მღვდლად. 1909 წ. 1 დეკემბერს კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების საბჭომ ბათუმის ოლქის მისიონერად და სოფელ ხულოს ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. 1910 წ. 22 თებერვალს, როგორც ბათუმის ოლქის დეპუტატი, მონაწილეობდა გურია-სამეგრელოს ეპარქიის სამღვდელოების ყრილობაში. 1912 წ. 12 თებერვალს განაწესეს თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების მონასტერში, სადაც დაევალა მედავითნეობისა და გალობის მასწავლებლობა. 1912 წ. 5 ივლისს ჯრუჭის წმ. გიორგის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. 1912 წ. 15 მაისს არქიმანდრიტის პატივი მიენიჭა.
საბერძნეთში, ათონის წმ. მთაზე გაზრდილმა გაბრიელმა მონასტერში მკაცრი დისციპლინა დაამყარა და ტიპიკონიც საკმაოდ დაუმძიმა იქ მოღვაწე ძველ ბერებს. ამან გამოიწვია მათთან დაპირისპირება, რომელიც თანდათან ღვივდებოდა, რადგან დათმობას არცერთი მხარე არ აპირებდა. ამასთან დაკავშირებით, 1912 წ. დეკემბერში მონასტრის კრებულის ზოგიერთმა წევრმა და გლეხების ერთმა ნაწილმა უჩივლა გაბრიელს. სწორედ ამ პერიოდში მონასტერში ერთი კვირით იმყოფებოდა მთავარხუცესი, დეკანოზი იოსებ წერეთელი, რომელმაც თავად ნახა ყველაფერი და შემდეგ ჟურნალის ფურცლებზე წერდა: „დღეს მონასტრის ბერებსა და ახალ წინამძღვარს შორის დიდი უთანხმოება და შფოთია, რით დაბოლოვდება, ღმერთმა უწყის! სამწუხაროდ ჩემდა, ჩემს იქ ყოფნაში მამა წინამძღვარი არ იმყოფებოდა მონასტერში, თორემ უთანხმოების მიზეზს შევიტყობდი და ჩემს აზრს გამოვსთქვამდი. ღმერთმა ქმნას, მათ შორის მშვიდობის ანგელოზს ჩამოევლოს! ადგილობრივი საზოგადოება ამ უთანხმოებით დიდად გულნატკენია“.
1913 წ. იმერეთის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი) საქმის გასარკვევად შექმნა კომისია, რომელიც მონასტერში ჩავიდა. ადგილზე მისულმა პირებმა ადგილობრივი გლეხებისგან საპირისპირო მოსაზრებები მოისმინეს და გაბრიელი კვლავ წინამძღვრად დატოვეს. 1913 წ. სექტემბერში გაბრიელის თაოსნობით მონასტერში გაიხსნა ერთკლასიანი სასწავლებელი.
1917 6. გაბრიელის წინააღმდეგ კვლავ დაიწერა საჩივარი. ამჟამად ბერები და გლეხები ერთსულოვანნი აღმოჩნდნენ და საეკლესიო მმართველობა იძულებული გახდა, საქმის გამორკვევა ქელიშის მონასტრის წინამძღვრისთვის, იღუმენ პავლესთვის (ჯაფარიძე) და ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის მასწავლებლის, იაკობ ცინცაძისთვის დაევალებინათ. ადგილზე სიტუაციის გარკვევის შემდეგ კომისიამ დაასკვნა: „ამ დიდებულ მონასტერს სჭირდება მეტი ყურადღება და მეტი სიყვარული, ვიდრე ეს ჩანს დღევანდელ მის მზრუნველთაგან“.
1917 წ. მაისში საეკლესიო მმართველობამ გაბრიელი გაათავისუფლა მონასტრის წინამძღვრობიდან და ჭელიშის მონასტრის წინამძღვრად დანიშნა, სადაც 1917 წ. ივნისის ბოლომდე დარჩა, ხოლო იმავე წლის 1 ივლისს მან იმერეთის ეპარქიალურ კომიტეტს ამ თანამდებობიდანაც სთხოვა გათავისუფლება, რაზედაც 5 ივლისს თანხმობა მიიღო. მას უფლება მისცეს დროებით თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების მონასტერში ეცხოვრა. უცნობია, თუ რამდენ ხანს დარჩა იგი ამ მონასტერში, ან სად გააგრძელა შემდგომ მოღვაწეობა. XX ს. 20-იან წლებში ანჩისხატის ტაძრის ყოფილი წინამძღვარი, დეკანოზი ნიკიტა თალაკვაძე თავის მოგონებებში წერდა, რომ ყოფილი არქიმანდრიტ გაბრიელი ბუღალტრად მუშაობდა და ამით ირჩენდა თავს. გარდაცვალების ზუსტი თარიღი უცნობია.
დიაკ. გ. მაჩურიშვილი
წყაროები და ლიტერატურა
სცსა, ფ. 489, აღწერა 1, საქმე №53111; საქმე №55624; საქმე №457648; საქმე №60018; ქცსა, ფ. 21, აღწერა 1, საქმე №26701
გაზ. „სახალხო ფურცელი“, 1912, №687;
გაზ. „შინაური საქმეები“, 1913, 05;
ჟურნ. „საპატრიარქოს უწყებანი“, 2009, №31;
კონჭოშვილი პ., „მოგზაურობა იერუსალიმსა და ათონის მთაზე“, თბ., 2010.
წყარო
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია
საპატრიარქოს უწყებანი N31 22-28ოქტომბერი 2009წ გვ.18
არქიმანდრიტი გაბრიელი (აბაშიძე)
არქიმანდრიტი გაბრიელი — ერისკაცობაში გიორგი სამსონის ძე აბაშიძე იმერეთში 1868 წელს, აზნაურის ოჯახში დაიბადა. ოჯახში პირველდაწყებითი განათლების მიღების შემდეგ სწავლის გასაგრძელებლად ყაზანის სასულიერო აკადემიაში ჩააბარა, სადაც მისიონერული კურსები დაამთავრა. შემდეგ იყო სანკ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიის თავისუფალი მსმენელი. მონაზვნად შედგომის სურვილმა ახალგაზრდა გიორგი საბერძნეთში, ათონის წმინდა მთაზე წაიყვანა და ქართველთა წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სავანეში მივიდა. წლების განმავლობაში აქ მოღვაწე სულიერ მამებთან მოსაგრეობამ მას მონაზვნური ცხოვრების საკმაოდ კარგი გამოცდილება შესძინა. აი, რას წერს მის შესახებ დეკანოზი პეტრე კონჭოშვილი თავის წიგნში — „მოგზაურობა წმ. ქალაქს იერუსალიმსა და წმინდა ათონის მთაზედ“: „მონაზონი გაბრიელი (აბაშიძე), ჯერ წლოვანობით ახალგაზრდა, გარნა განვითარებული და მცოდნე ბერძნულის ენისა“. 1899 წელს შემოდგომაზე გორის ეპისკოპოს ლეონიდეს (ოქროპირიძე) ლოცვა-კურთხევით, ათონის წმიდა მთიდან რამდენიმე ქართველი ჩამოვიდა საქართველოში ბერმონაზვნობის განმტკიცების მიზნით და დავითგარეჯის უდაბნოში დამკვიდრდა. მათ შორის იყო მორჩილი გიორგიც. 1899 წლის 15 დეკემბერს დავითგარეჯის მონასტერში მეუფე ლეონიდემ იგი ბერად აღკვეცა და სახელად გაბრიელი უწოდა. ამავე წლის 17 დეკემბერს დიაკვნად აკურთხა. 1901 წლის 2 აგვისტოს დავითგარეჯის მონასტრის ხაზინადრად დაინიშნა. ამავე წლის 12 აგვისტოს მღვდლად დაასხეს ხელი. 1902 წლის 23 იანვარს დავითგარეჯის მონასტრის წინამძღვრის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დაადგინეს. 1903 წლის 17 იანვარს თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მონასტერში გადაიყვანეს. 1904 წლის 21 ივლისს საგვერდულით დააჯილდოვეს. 1909 წლის 13 ივლისს ქვათახევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტრის საძ- მოში ჩაირიცხა. 1909 წლის 20 სექტემბრიდან თბილისის სასულიერო სემინარიაში არსებულ წმინდა ანდრია მოციქულის სახელობის ეკლესიაში დადგინდა. ამავე წლის 1 დეკემბერს, კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი
31-1 საპატრიარქოს უწყებანი N31 22-28ოქტომბერი 2009წ გვ.19
არქიმანდრიტი გაბრიელი (აბაშიძე)(გაგრძელება)
საზოგადოების საბჭოს მიერ, ბათუმის ოლქის მისიონერად და ხულოს ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1910 წლის 22 თებერვალს, როგორც ბათუმის ოლქის დეპუტატი, მონაწილეობდა გუ- რია-სამეგრელოს ეპარქიის საეკლესიო ყრილობაზე. წლის 13 თებერვალს თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მონასტერში განამწესეს, სადაც მედავითნეობისა და გალობის მასწავლებლობაც დაევალა. ამავე წლის 5 ივლისს, წმინდა სინოდის დადგენილეთ, ჯრუჭის წმინდა გიორგის სახელობის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა და 15 ივლისს არ- ქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. 1913 წლის სექტემბერში, მამაგაბრიელის თაოსნობით, მონას-ტერში გაიხსნა ერთკლასიანი სასწავლებელი. აი, რას წერს ამის შესახებ გაზეთ „სახალხო ფურცელში“ ამავე მონასტრის მორჩილი მედავითნე ფარნაოზ ზაბახიძე: „ჯრუჭის მონასტერში გაიხსნა ერთ კლასიანი სამრევლო სკოლა. ოც სექტემბერს ამ სკოლაში სწავლა დაიწყო. ორმოცამდე ადის მოსწავლეთა რიცხვი. ეს პირველი წელიწადია და მომავლისთვის მოსალოდნელია ერთი სამად მეტი იყოს, რადგანაც ეტყობა სწავლის მსურველი ბევრია. სკოლა ყველას ხლოვება და ბავშვებს შეუძლიათ თავის სახლიდან არონ. ამის მოლოდინში ამ მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ მამა გაბრიელს აზრადა აქვს მომავალი წლიდან ორ კლასიანად გადააკეთოს. ამ მონასტერშივე მამა არქიმანდრიტმა დაარსა ორი წლის სამედავითნეო კურსი, რომელიც იმერეთის ეპარქიაში არ არსებობდა. ჯერჯერობით მოსწავლე შვიდამდის არის და თანდათან მთხოვნელთა რიცხვი უფრო მატულობს, რადგან მონასტერში სწავლა უფასო იქნება მაშინ, როდესაც ქუთაისში სამედავითნეოდ მომზადებისათვის ორას-სამასი მანეთი არ ჰყოფნის. მამა არქიმანდრიტ გაბრიელსა ჰსურს შეიძინოს რამოდენიმე მიწის სამუშაო მანქანები, რომელიც პირველად სამონასტრო ადგილში იმუშავებს და თუ გამოდგა, ადგილის მიხედვით, მცხოვრებლებსაც შეუძლიათ ისარგებლონ ამ მანქანებით. ჯრუჭის მონას- ტერი მთავრობის მიერ პირველ ხარისხოვანად არის მიწერილი და, მართლაც, ეს მონასტერი ყველა ქართულ მონასტრებს აღემატება სიმდიდრით, როგორც ეკლესიური ძვირფასი სამკაულით, ისე სხვა უძრავი ქონებით, რადგან ამ მონასტრის ქონება ხაზინაზე არ გადასულა და ისევ მონასტერს აქვს შენარჩუნებული. თუ ყოველთვის ისეთი ხალხის გულშემატკივარი წინამძღვარი ეყოლება ამ მონასტერს, როგორიც არის მამა გაბრიელი, ბევრი რამე შეუძლიან გააკეთოს მონასტრისა და ხალხის სასარგებლოდ“. საბერძნეთში, ათონის წმინდა მთაზე გაზრდილმა მამა გაბრიელმა, წინამძღვრად დანიშვნისთანავე მონასტერში მკაცრი წესრიგი დაამყარა და ტიბიკონიც საკმაოდ დაუმძიმა იქ მოღვაწე ძველ ბერებს. ამასთან დაკავშირებით, 1912 წლის დეკემბერში მონასტრის კრებულის ზოგიერთმა წევრმა და გლეხების ერთმა ნაწილმა საჩივარი შეიტანა მის სახელზე. აი, რას წერდა ანონიმი ავტორი ჟურნალ „შინაური საქმეებში“ — „შობაახალ წლის შუა რიცხვებში ქუთაისის რკინის გზის სადგურზე შევხვდი ოთხს თუ ხუთს ბერს. მე გასაკვირვლათ დამირჩა ამდენი ბერის ერთად მოგზაურობა და ისიც სუყველა მოხუცებულების მისთანა ცუდ ამინდში, როგორიც იყო იმ დღეებში. მე მისალმების შემდეგ ვკითხე, თუ რომელი მონასტრიდან ბრძანდებით-თქო. ჯრუჭის მონასტრიდან გახლავართო ნაღვლიანად მომიგეს. მერე გამოვკითხე მათი მგზავრობის მიზეზი. ბოლოს ერთმა დაიწყო: „ჩვენ, ბატონო, გახლავართ ჯრუჭის მონასტრიდან. ჩვენ მონასტერში სულ შვიდი მღვდელ-მონაზონი ვართ, წეს-წყობილებაც ჩვენს მონასტერში იმნაირივეა, როგორც სხვა იმერეთის მონასტრებში. დღემდის ავათ იყო, თუ კარგად, ვცხოვრობდით ჩვენს მონასტერში და ღვთის ვედრებაში ვატარებდით ჩვენს დღეს, მაგრამ ეს ექვსი თვეა, ჩვენი ცხოვრება აღარ ღირს და ყველა სიკვდილს ვნატრობთ. ამ ექვსი თვის წინეთ ჩვენ გამოგვიგზავნეს ახალი არქიმანდრიტი აბაშიძე. მოსვლისთანავე მამა არქიმანდრიტმა დაგვიწუნა წირვალოცვა. თქვენ წირვა-ლოცვა არ გცოდნიათ და ახლა უნდა ისწავლოთო. რაღა დროს ჩვენი სწავლა არის ახლა, ბატონო, კაცები მოვხუცებულვართ და ჩვენი წირვა-ლოცვა კაცს არ დაუწუნია. ხშირათ ბრძანდებოდნენ ხოლმე ჩვენს მონასტერში ეპისკოპოსები გაბრიელი, ლეონიდე და ბესარიონი-თქო. მაგრამ არ მიიკარა ჩვენი სიტყვები. მერე აგვიტყდა, როგორ თუ მოხუცებულებს შტატი დაგიკავებიათო. თქვენ ად- გილზე ყმაწვილები უნდა მოვიყვანო და ჯამაგირიც და შემოსავალიც ჩემს ნებაზე უნდა იყოსო. დღეიდან არავითარ შემოსავალს არ ელოდოთ და არც ჯამაგირსო. ჩვენ ამაზე არ დავყაბულდით, ის გაბრაზდა და ნიკოლოზობას, ექვს დეკემბერს, წირვის შემდეგ, სახალხოთ გამოგვიცხადა, დღეიდან ეკლესია დაკეტილი იქნებაო და აი, ხალხოვო, მიმართა ხალხს: ეკ- ლესია სავსეა ყოველიფრით და თუ რამე დაიკარგა, ბერებს იქით გზა არ მაქსო. ეკლესია კი დღეიდან დაკეტილი იქნებაო. თითო ძროხა თუ ვისმე გაგვაჩნდა, აღარ გაგვაშვებია და ყოლების ნება აღარ მოგვცა. ერთ დღეს დაიჭირა და სოფლის პომოშნიკის ხელით
31-2 საპატრიარქოს უწყებანი N31 22-28ოქტომბერი 2009წ გვ.20
არქიმანდრიტი გაბრიელი (აბაშიძე)(დასასრული)
საჩხერის პრისტავთან აგზავნიდა, მაგრამ უშველოს ღმერთმა ისევ იმ პომოშნიკს, იმან დაუშალა. ბატონო, სირცხვილი იქნება, ბერების ძროხები რომ პრისტავთან წავიყვანო, ქვეყანა რას იტყვისო. ყველამ ნახევარ ფასში დავკარგეთ. თითო-ოროლა ტარო სიმინდი ვისაც გვქონდა — წაგვართვა, ბოსტნები შემოგვირღვია და შეშა ცეცხლზე დასწვა. ყოველ დღე მონასტრიდან გვითხოვს. ეხლა ყოვლადსამღვდელოსთან მივდივართ და იმის წინ უნდა მოვიკლათ თავი, თუ არ გვიპატრონაო“. ეს ბერები იყვნენ — მღვდელ-მონაზონი იასონი (წერეთელი), მღვდელ-მონაზონი ბენიამენი (ბერეკაშვილი), მღვდელ-მონაზონი სერაპიონი (ზაბახიძე), მღვდელ-მონაზონი დიმიტრი, მღვდელ-მონაზონი იონა, მღვდელ-მონაზონი სვიმონი (გოცაძე). უთანხმოების შესახებ საუბრობს ამავე ჟურნალის ფურცლებზე დეკანოზი იოსებ წერეთელი, რომელიც ერთი კვირით იმყოფებოდა მონასტერში და თავისი თვალით ნახა ყველაფერი: „დღეს მონასტრის ბერებსა და ახალ წინამძღვარს შორის დიდი უთანხმოება და შფოთია, რით დაბოლოვდება, ღმერთმა უწყის! სამწუხაროდ ჩემდა, ჩემს იქ ყოფნაში მამა წინამძღვარი არ იმყოფებოდა მონასტერში, თორემ უთანხმოების მიზეზს შევიტყობდი და ჩემს აზრს გამოვსთქვამდი. ღმერთა ქმნას, მათ შორის მშიდობის ანგელოზს ჩამოევლოს! ადგილობრივი საზოგადოება ამ უთანხმოებით დიდათ გულ-ნატკენია“. 1913 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი) საქმის გასარკვევად შექმნა კომისია, რომელიც მონასტერში ჩავიდა. ადგილზე მისულ პირებს ადგილობრივმა გლეხებმა საპირისპირო უთხრეს და მამა გაბრიელი კვლავ წინამძღვრად იქნა დატოვებული. 1917 წელს საჩივარი კიდევ დაიწერა, ამჟამად ბერები და გლეხები ერთსულოვანნი აღმოჩნდნენ და საეკლესიო მმართველობა იძულებული გახდა, საქმის გამორკვევა ჭელიშის წინამძღვრისათვის,იღუმენ პავლესთვის (ჯაფარიძე) და ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის მასწავლებლის, იაკობ თომას ძე ცინცაძისათვის დაევალებინათ. ადგილზე სიტუაციის გარკვევის შემდეგ კომისიამ გააკეთა დასკვნა: „ამ დიდებულ მონასტერს სჭირდება მეტი ყურადღება და მეტი სიყვარული, ვიდრე ეს ჩანს დღევანდელ მის მზურნველთაგან“. 1917 წლის მაისში საეკლესიო მმართველობამ მამა გაბრიელი გაათავისუფლა მონასტრის წინამძღვრობიდან. ჩვენს ხელთ არსებული საბუთებიდან ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ბედი ეწია მონასტრიდან წამოსულ არქიმანდრიტ გაბრიელს ან სად გააგრძელა მოღვაწეობა. 1921 წელს საქართველოში დამყარდა წითელი რეჟიმი და ხელისუფლება სამღვ დელოების დევნა-შევიწროებაზე გადავიდა. ბევრმა ვერ გაუძლო ზეწოლას, მღვდლობა მიატოვა და საერო სამსახურში დაიწყო მუშაობა. იგივე ბედი ეწია მამა გაბრიელსაც. 1930 წლის იანვარში, ანჩისხატის ტაძრის ყოფილი წინამძღვარი, დეკანოზი ნიკიტა თალაკვაძე თავის მოგონებებში წერს, რომ ჯრუჭის მონასტრის ყოფილი წინამძღვარი, არქიმანდრიტი გაბრიელი, რომელიც მუშაობდა ბუღალტრად ერთ- ერთ დაწესებულებაში და თავს ამით ირჩენდაო, გაათავისუფლეს სამსახურიდანო. სავარაუდოდ, ამბის შემდეგ მამა გაბრიელი მალევე გარდაიცვალა.