საპატრიარქოს უწყებანი N9 12-19 მარტი 2008წ გვ.16
მღვდელი გიორგი რობიტაშვილი (1845-1912)
ფოტოზე: მღვდელი გიორგი რობიტაშვილი და მისი მეუღლე სოფიო ფხოველიშვილი შვი-ლებთან ერთად. 1890-იანი წლები. დგანან მარცხნიდან: ალექსანდრე (აგრონომი, გარდ.1953წ.), თებრო (გარდ.1949წ.), ნიკოლოზ (გარდ.19006.წ)
მამა გიორგი რობიტაშვილი 1845 წელს სოფელ ზემო მაჩხაანში დაიბადა. იგი ადრეული ასაკიდან დაუახლოვდა ეკლესიას და ღვთისმსახურებისადმი ინტერესი და მონდომება გამოიჩინა. მან კარგად შეისწავლა საეკლესიო წეს-განგება და წირვა-ლოცვის დროს ადგილობრივ მედავითნეს ეხმარებოდა. 1863 წლიდან უკვე დამოუკიდებლად მსახურობს წიგნისმკითხველად. თითქმის ორი ათეული წლის მანძილზე მოუწია მას მედავითნეობა. ამ პერიოდში იგი დაოჯახდა კეთილმორწმუნე ოჯახის ასულ სოფიო ფხოველიშვილზე. XIX საუკუნის 70-იან წლების მიწურულს მას მღვდლად დაასხეს ხელი და ბოდბისხევის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განაწესეს. მამა გიორგიმ უპირველესი ყურადღება მიაქცია სოფელ ბოდბისხევის ყმაწვილების განათლებას. სამრევლო სკოლაში თავად ასწავლიდა წერა-კითხვას, საღმრთო სჯულს. სწავლის დროს მისი ვაჟი ნიკოლოზი გა- მორჩეულად ეხმარებოდა. სხვათაშორის ნიკოლოზმა პედაგოგობა აირჩია პროფესიად და მსა- ხურობდა სოფელ ველისციხეში, მაგრამ 1900 წელს მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ ნაად- რევად შეწყვიტა ახალგაზრდა მასწავლებლის სიცოცხლე. დიდმა მწუხარებამ მოიცვა მამა გიორგი, მაგრამ რწმენით დაითმინა მან განსაცდელი და მეტი მონდომებით აგრძელებდა ღვთისა და ერის სამსახურს. გაწეული შრომისათვის 1901 წლის აღდგომას, წმინდა სინოდის ბრძანების საფუძველზე მამა გიორგი სკუფიით დაჯილდოვდა. 1911 წლის 6 მაისს კამილავკა უბოძეს. თავს გადახდენილმა განსაცდელებმა მამა გიორგის ჯანმრთელობა შეერყა, მას ფიზიკურად აღარ შეეძლო ღვთისმსახურების გაგრძელება. ამიტომ 1913 წლის 28 იანვარს ავადმყოფობის გამო მას თავისი თხოვნის საფუძველზე სინოდის ბრძანებით პენსია დაენიშნა. ჯანმრთელობა შერყეული მოძღვარი მალევე, 1913 წლის 20 მაისს გარდაიცვალა. დაკრძალულია სოფელ ზემო მაჩხაანის სასაფლაოზე. ფოტოს მოწოდებისათვის მადლობას მოვახენებთ მამა გიორგი რობიტაშვილის შვილთაშვილს ალექსანდრე რობიტაშვილს.