სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12260

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
წულუკიძე სვიმონი, ერისკაცობაში სამარაღდონ ყარამანის ძე, დაბ.1832წ.  წინამძღვარი არქიმანდრიტი, მოღვ. ხირსის წმ. სტეფანეს მამათა მონასტერი წულუკიძე სვიმონი, ერისკაცობაში სამარაღდონ ყარამანის ძე, დაბ.1832წ.  წინამძღვარი არქიმანდრიტი, მოღვ. ხირსის წმ. სტეფანეს მამათა მონასტერი
ბმულის კოპირება



გვარი წულუკიძე სია

სიღნაღი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

28       ბეჭდვა

წულუკიძე სვიმონი, ერისკაცობაში სამარაღდონ ყარამანის ძე, დაბ.1832წ. წინამძღვარი არქიმანდრიტი, მოღვ. ხირსის წმ. სტეფანეს მამათა მონასტერი

1832 წელს, თავადის ოჯახში დაიბადა.

1851-55 წლებში ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა.

1862 წლის 5 დეკემბერს გელათის ყოვალდწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში არქიმანდრიტმა ონიფანტემ  (ნადირაძე) ბერად აღკვეცა და სახელად სვიმონი უწოდა.




1863 წლის 7 აპრილს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვნად აკურთხა.

1864 წლის 14 აპრილს თბილისის ფერისცვალების სახელობის მონასტერში განამწესეს.

1867 წლის 8 ოქტომბერს მღვდლად დაასხეს ხელი.

1869 წლის 18 თებერვალს დავით გარეჯის მონასტერში დაინიშნა.

1870 წლის 20 ოქტომბერს ამავე მონასტრის ხაზინადრად დაადგინეს.

1871 წლის 25 ივნისს საგვერდულით დაჯილდოვდა.

1872 წლის 13 იანვარს შიო-მღვიმეს მონასტერში გადაიყავნეს და იქაც ხაზინადრობა დაევალა.

1875 წლის 30 აპრილს წმინდა სინოდმა მადლობის სიგელით დააჯილდოვა.

1878 წლის 13 ივლისს სამკერდე ოქროს ჯვარი უბოძეს.

1879 წლის 25 ოქტომბერს ისევ გარეჯის მონასტერში დააბრუნეს და 1880 წლის 10 თებერვალს კვლავ ხაზინადრად დაინიშნა.

1882 წლის 13 ივნისს ვარძიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა.

1884 წლის 12 ივლისიდან ისევ გარეჯის მონასტერშია. ამავე წელს წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოედა.

1888 წლის 26 აგვისტოს ხელმეორედ დაადგინეს ვარძიის მონასტრის წინამძღვრად.

1898 წლის 5 ივლისს სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ეგზარქოსის ფლაბიანეს ლოცვა-კურთხევით გორის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) იღუმენის წოდება მიანიჭა.

1901 წლის 10 ივნისს არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა.

1907 წლის 15 ივნისს ხირსის წმინდა სტეფანეს სახელობის მონასტრის წინამძღვრად გადაიყვანეს.

1911 წლის 8 დეკემბერს მოხუცებულობის გამო, შტატიდან გადადგა და პენსიაში გავიდა. საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის გადაწყვეტილებით დართეს უფლება ეცხოვრა ხირსის მონასტერში, სადაც მონასტრის შემოსავლიდან თვეში 10 მანეთი დაენიშნა.

1916 წელს, როდესაც ეგზარქოსმა პლატონმა (როუდესტვინსკი) იმოგზაურა კახეთში და მოილოცა ხირსის მონასტერი, ინახულა ღრმად მოხუცებული არქიმანდრიტი სვიმონი, რომელსაც დაჰპირდა პენსიის მომატებას. სავარაუდოთ, მამა სვიმონი 1917-18 წლებში გარდაიცვალა.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.12.2023
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0




წულუკიძე

1 0

5.18 გერმანე (წულუკიძე) - XVIII საუკუნის 40-იანი წწ. აფხაზეთის ( დასავლეთ საქართველოს) კათოლიკოსი

1 0


ალექსანდრე წულუკიძე დავითის ძე 1854-1917წწ რუსეთის გენერალი, დაბ. ხონი იმერეთი

2 0


ვარდენ წულუკიძე გრიგოლის ძე 1865-1923წწ რუსეთის გენერალი დაბ. საწულუკიძეო ხონი იმერეთი

3 0


გიორგი წულუკიძე დავითის ძე 1860-1923წწ რუსეთის გენერალი, დაბ. იმერეთი

3 0


ნიკოლოზ ვალერის ძე წულუკიძე 1986წ სიგელი მოყვასი თეატრმცოდნე ტელეწამყვანი

1 0


ხონი (წულუკიძე) 1 614 რაიონიდან 4 214 დოკუმენტი 1941-45

1 0


ალექსანდრე წულუკიძე 1888-1967წწ აკადემიკოსი ექიმი დაბ. სოფ. კვახჭირი, თერჯოლა იმერეთი

1 0


გრიგოლ წულუკიძე 1889-1950წწ. აკადემიკოსი, სამთო. ინჟინერი დაბ. ქუთაისი.

1 0


ლიკა წულუკიძე დ.1995წ. ევროპის ჩემპიონი უშუ (ვინ ჩუნი) დ. თბილისი

1 0

3 0 0


რევაზ წულუკიძე დ.1994წ მსოფლიო პრიზიორი ძიუდო ბათუმი

1 2

0 4 2


ილია წულუკიძე ვლადიმერის ძე 1950წ პოლიციის გენერალი. დაბ. ბათუმი, აჭარა.

1 0