სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12288

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
სიმონ ესაძე სპირიდონის ძე 1868-1927წწ  რუსეთ-საქართველოს გენერალი,  წარმ. ოზურგეთი

1868-1937 წწ. გარდ. 69 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი ესაძე სია

ოზურგეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

40       ბეჭდვა

სიმონ ესაძე სპირიდონის ძე 1868-1927წწ რუსეთ-საქართველოს გენერალი, წარმ. ოზურგეთი

გურული გენერლები XVIII საუკუნიდან 1921 წლამდე ავტ. მამუკა გოგიტიძე

სიმონ სპირიდონის ძე ესაძე (დ. 4 თებერვალი, 1868, რუსეთი — გ. 15 თებერვალი, 1927, თბილისი) — ქართველი სამხედრო ისტორიკოსი, პოლკოვნიკი, კავკასიის ომების მკვლევარი, კავკასიისმცოდნე. გამოქვეყნებული ჰქონდა მრავალი გამოკვლევა რუსეთისა და კავკასიის ისტორიაზე.



მამა სპირდონ იოსების ძე ესაძე (დ. 1813, ოზურგეთი — გ. 1875) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, გენერალ-მაიორი. 1835 წლიდან იყო ბრესტის ეგერთა პოლკის უფროსი ოფიცერი, 1853-1856 წლებში ონაწილეობდა ყირიმის ომში. 1865-75 წლებში იყო თბილისის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოს უფროსი. მისი შვილი, სიმონ ესაძე იყო ქართველი სამხედრო ისტორიკოსი.


ძმა ბორის ესაძე სპირიდონის ძე (1864-1914) ისტორიკოსი, ჟურნალისტი, სამხედრო პირი ქ.ტევერი რუსეთი
სწავლობდა კადეტთა კორპუსში; დაამთავრა კონსტანტინოვსკის საარტილერიო სასწავლებელი ოფიცრის ჩინით 1888 წელს.

1898 წლიდან მუშაობდა კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბთან არსებული სამხედრო-საისტორიო განყოფილების რედაქტორად, ხოლო 1913 წლიდან განყოფილების უფროსად; 1912 წლიდან იყო კავკასიის სამხედრო-ისტორიული მუზეუმის დირექტორი; 1918 წელს საქართველოს დემოკრატიულმა მთავრობამ იგი დანიშნა ფრონტის სამხედრო საისტორიო განყოფილების უფროსად; 1921 წლის 10 აგვისტოდან ხელმძღვანელობდა სახელმწიფო საარქივო სამმართველოს სამხედრო სექციას, ხოლო 1923 წლიდან გარდაცვალებამდე სათავეში ედგა სამხედრო-საისტორიო არქივს; მისი რედაქტორობით გამოიცა "კავკასიის კრებულის" 14 ტომი, რომელშიც გაშუქებულია 1826-1828წწ. სპარსეთთან, 1828-1829წწ. თურქეთთან და 1823-1845წწ. მიურიდიზმთან ომების ისტორია; 1898 წელს გამოვიდა მისი წიგნები: "ტვერის დრაგუნები კავკასიაში" და "აღმოსავლეთის ომი"; შემდეგ მეცნიერმა შექმნა ფუნდამენტური ნაშრომები კავკასიის ისტორიის საკითხებზე: "ისტორიული წერილები კავკასიის მმართველობის შესახებ", "ღუნიბის აღება და შამილის დატყვევება", "ისტორიული ნარკვევი კავკასიის ომების შესახებ ჩაჩნეთსა და დაღესტანში", "დასავლეთ კავკასიის დამორჩილება და კავკასიის ომების დასასრული"; იგი იყო ქართული დოკუმენტური კინოს ერთ-ერთი პიონერი; 1908-1909წწ. შექმნა კინოქრონიკა კავკასიის არმიის ცხოვრებიდან, ხოლო 1915 წელს გადაიღო ფირი კავკასიის ფრონტზე საბრძოლო მოქმედებების შესახებ; 1913 წელს ოქტომბერში ეკრანებზე გამოვიდა მისი სცენარითა და მონაწილეობით შექმნილი ფილმი "ღუნიბის აღება", რომელიც გადაიღეს კინომრეწველებმა ტალდიკინმა და დრაკნოვმა; 1915 წელს მას მიეცა კინოფოტოგადაღებების უფლება კავკასიის ფრონტზე; მან გადაიღო ფილმები "არზრუმის დაცემა", "ტრაპეზუნდის აღება", "დაპყრობილი თურქული ქალაქები"; იგი თან ახლდა მოიერიშე ჯარის ნაწილებს, რომლებიც არზრუმს უტევდნენ და ამავე დროს აწარმოებდა კინოგადაღებას; ესაძემ ფირზე აღბეჭდა ისეთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა ქართველი ხალხის ცხოვრებაში როგორიც იყო ბათუმის სამშვიდობო კონფერენცია 1921 წელს; სამხედრო ისტორიკოსი, პოლკოვნიკი, კავკასიის ომების მკვლევარი, კავკასიისმცოდნე.



წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.138

დაკრძალვის ადგილი: დიდუბის პანთეონი, თბილისი

https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9C_%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94





კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 05.04.2023
სულ რედაქტირებულია 4




ესაძე - გვარის 1 ღვთისმსახური

1 0

სპირდონ იოსების ძე ესაძე 1813 -1875წწ გარდ. გენერალ მაიორი დაბ. ოზურგეთი, გურია

1 0


სიმონ ესაძე სპირიდონის ძე(1868-1927) საქართველოს გენერალი წარმ. ოზურგეთი

2 0


რეზო ესაძე 1934-2020წწ მსახიობი, მწერალი, მხატვარი, რეჟისორი. დაბ. ოზურგეთი, გურია.

1 0


ბორის ესაძე სპირიდონის ძე (1864-1914) ისტორიკოსი, ჟურნალისტი, სამხედრო პირი წარ. ოზურგეთი გურია

2 0