სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12260

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
მირიანაშვილი მათე  იოანეს ძე, დაბ.1836წ. წინამძღვარი დეკანოზი, მოღვ. სოფ. შილდის ჯვარ-პატიოსანის ეკლესია მირიანაშვილი მათე  იოანეს ძე, დაბ.1836წ. წინამძღვარი დეკანოზი, მოღვ. სოფ. შილდის ჯვარ-პატიოსანის ეკლესია
ბმულის კოპირება



გვარი მირიანაშვილი სია

ყვარელი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

21       ბეჭდვა

მირიანაშვილი მათე იოანეს ძე, დაბ.1836წ. წინამძღვარი დეკანოზი, მოღვ. სოფ. შილდის ჯვარ-პატიოსანის ეკლესია

1836 წელს მედავითნის ოჯახში დაიბადა.

1851-57 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.

1857 წლის 10 ოქტომბერს ოზურგეთის სასულიერო სასწავლებლის პირველი კლასების მასწავლებლად განამწესეს.

1859 წლიდან თბილისის სასულიერო სასწავლებელში იგივე თანამდებობაზე გადმოიყვანეს. ამავე წელს დიაკვნად აკურთხეს.

1860 წელს მღვდლად დაასხეს ხელი და სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურად და კანდელაკად დაინიშნა.

1861 წელს კურდღელაურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს და მღვდელმთავრული მადლობა გამოეცხადა.

1867 წელს სამი წლის ვადით თელავის სასულიერო სასწავლებლის სასწავლო კომიტეტის წევრად აირჩიეს და საგვერდულით დაჯილდოვდა.

1867 წლის ბოლოს ენისელის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში განამწესეს.

1870 წელს ეკლესიის გარემონტებისა და განახლებისათვის მღვდელმთავრული მადლობა გამოეცხადა.

1874 წლიდან შილდის ჯვარპატიოსანის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1877 წელს სკუფიით დაჯილდოევდა.

1882 წელს კამილავკით, ხოლო 1893 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი უბოძეს. ამავე წელს იმპერატორ ალექსანდრე III სახელობის სამახსოვრო ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა.

1900 წელს წმინდა სინოდმა მადლობის სიგელი - გრამოტის გარეშე უწყალობა.

1902 წლის 6 მაისს წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

1908 წლის 6 მაისს დეკანოზის წოდება მიენიჭა.

1913 წლის 25 თებერვალს დეკანოზი მათე თავისი თხოვნის საფუძველზე გადადგა შტატიდან და საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის ბრძანებით დაენიშნა 300 მანეთი პენსია.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.12.2023
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0




მირიანაშვილი (შილდელი) ესტატე მატათიას ძე 1866-1954წწ მღვდელი დაბ. კურდღელაური (თელავი)

2 0

ადამღვდლიანთ მირიანაშვილი-ების საგვარეულო სახლობდნენ სოფ. შილდა (ყვარელი)

2 0

მირიანაშვილი იოსებ დიმიტრის ძე 1868-1937წწ დეკანოზი ბოლოს მსახურობდა დიდუბის ტაძარში.

2 0

მირიანაშვილი ლევან თომას ძე, 1851-1927წწ. წინამძღვარი მღვდელი, მოღვ. სოფ. შილდის მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ეკლესია

2 0

მირიანაშვილი

1 0

მიხეილ ირაკლის ძე მირიანაშვილი 1954-93წწ გარდ. 39 წლის, მაიორი შსს

2 0

დავით მირიანაშვილი 1903-1972წწ. არქიტექტორი. ზესტაფონი, იმერეთი.

1 0


ბელა მირიანაშვილი 1938-92წწ მსახიობი დაბ. თბილისი.

1 0


მათე მირიანაშვილი 1906-75წწ გარდ. 69წლის, აკადემიკოსი ფიზიკა, მათემატიკა. უნივერსიტეტის ზოგადი ფიზიკის კათედრის გამგე. წარმ. სიღნაღი.

1 0


ალექსი მირიანაშვილი 1860-1925წწ გარდ. 65 წლის მწერალი, პედაგოგი, პუბლიცისტი, დაბ. სოფ. ანაგა, სიღნაღი, კახეთი

1 0