სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11940

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
გიორგი ეპიტაშვილი (ებიტაშვილი) 1885-1937წწ არქიმანდრიტი დაბ. სოფ. ხაშმი, საგარეჯო გიორგი ეპიტაშვილი (ებიტაშვილი) 1885-1937წწ არქიმანდრიტი დაბ. სოფ. ხაშმი, საგარეჯო

1885-1937 წწ. გარდ. 52 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი ეპიტაშვილი სია

საგარეჯო გამოჩენილი ადამიანები სრული სია

489       ბეჭდვა

გიორგი ეპიტაშვილი (ებიტაშვილი) 1885-1937წწ არქიმანდრიტი დაბ. სოფ. ხაშმი, საგარეჯო

გიორგი (ეპიტაშვილი) , (1885, სოფ. ხაშმი, თბილისის მაზრა, თბილისის გუბერნია, – 28.11.1937), არქიმანდრიტი.


არქიმანდრიტი გიორგი (ეპიტაშვილი)

მისი ადრინდ. გვარი ებიტაშვილი იყო. ებიტაშვილები ცხოვრობდნენ ქართლში, კასპსა და დუშეთის მხარეში. იქიდან რამდენიმე კომლი გარე კახეთში, კერძოდ, ნორიოში და ქ. თელავში გადასულა, სადაც ზოგი ისევ ებიტაშვილად ჩაწერილა, ზოგი კი ეპიტაშვილად. ამ ეპიტაშვილების გვერდითა შტოს წარმომადგენელი გახლდათ სოფელ ხაშმში მცხოვრები არქიმანდრიტი გიორგი, რომელიც ღრმადმორწმუნე გლეხის ოჯახში დაიბადა. ქრისტიანულ ოჯახში აღზრდილი ყმაწვილი სიყრმიდანვე გამოირჩეოდა ღვთისმოშიშობით.გიორგის განსაკუთრებით ბერმონაზვნური ცხოვრება იზიდავდა და პატარაობიდანვე იჩენდა განსაკუთრებულ ლტოლვას მარტოობისკენ. სოფლის თანატოლებისგან განსხვავებით იგი ბევრ დროს უთმობდა საეკლესიო ლიტერატურას, რაც გაჭირვებული გლეხობისთვის იმჟამად დიდი ფუფუნება იყო. გიორგი ხშირად დადიოდა თავისი სოფლის ტაძარში, მოძღვრის ლოცვა-კურთხევას გულდასმით ასრულებდა და შაბათ-კვირასა და დღესასწაულებზე არ აკლდებოდა წირვა-ლოცვას. მას განსაკუთრებით საეკლესიო გალობა აინტერესებდა, მაგრამ სოფლის პირობებში მისი შესწავლა ვერ მოახერხა. ამიტომ გიორგიმ მონასტერში წასვლა გადაწყვიტა, რათა სიღრმისეულად დაუფლებოდა ქართულ სამხმიან საეკლესიო გალობას. 1897 წ., 12 წლის ასაკში, იგი გარეჯის წმ. იოანე ნათლისმცემლის მამათა მონასტერში მივიდა, სადაც რამდენიმე მოხუცებული ბერი მოღვაწეობდა. წლების მანძილზე მორჩილმა გიორგიმ მათგან არა მარტო გალობა, არამედ წმ. წერილი და საეკლესიო ტიპიკონიც საფუძვლიანად შეისწავლა და რამდენიმე წელიწადში უკვე სრულყოფილად დაეუფლა გალობასა და ღვთისმსახურების წესებს.


1907 წ. დეკემბერში მორჩილი გიორგი დავითგარეჯის ლავრაში გადავიდა, სადაც ერთი თვე დაჰყო. 1908 წ. იანვარში ალავერდელი ეპისკოპოსის, დავითის (კაჭახიძე 1872- 1935) ლოცვა-კურთხევით, რომელიც ამავდროულად თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების მამათა მონასტრის წინამძღვარიც იყო, მორჩილი გიორგი აღნიშნული მონასტრის შტატში მიიღეს. 1917 წ. იოსებ იმედაშვილი თავის ჟურნალ „თეატრსა და ცხოვრებაში“ ქართული კითხვა-გალობის შესახებ სტატიას აქვეყნებს, სადაც ახსენებს მორჩილ გიორგისაც: „ქართველ ბერთა შორის აქა-იქ კიდევ მოიპოვებიან ქართული გალობა-კითხვის მცოდნენი. ამერეთში, სხვათა შორის, ასეთები არიან ტარასი მღვდელ-მონაზონი (კანდელაკი), არჩილ ბერი (თარაშვილი), გიორგი მწირი (ეპიტაშვილი) და სხვ. ესენი გალობდენ დარიის მონასტერში. უკანასკნელი მათგანი – გიორგი მწირი თითქმის 20 წელიწადია მოღვაწეობს საეკლესიო გალობისა და კითხვის გავრცელების ასპარეზზე. საჭიროა მათი ცოდნის გამოყენება“.


გიორგი ეპიტაშვილის მიერ ჩამოყალიბებული მომღერალთა გუნდი

1917 6. 8-17 სექტემბერს მორჩილი გიორგი იმყოფებოდა საქართველოს ავტოკეფალიური მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის პირველ საეკლესიო კრებაზე, როგორც გარე კახეთის სამღვდელოების დელეგატი.


1921 წ. თებერვალში, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ეკლესიის მსახურთა და მონასტრებში მცხოვრები ბერმონაზვნობის მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა. გიორგის კვლავ მოუხდა მონასტრის დატოვება. გარკვეული პერიოდი იგი თბილისში, კუკიის წმ. ნინოს ტაძარში მედავითნედ მსახურობდა.


1923 წ. სექტემბრის დასაწყისში მორჩილმა გიორგიმ თხოვნით მიმართა ურბნელ ეპისკოპოს ქრისტეფორეს (შემდგომში კათოლიკოს-პატრიარქი ქრისტეფორე III, ციცქიშვილი, 1873-1932), რომელიც იმ პერიოდში კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის (ხელაია) პატიმრობის გამო მოსაყდრის მოვალეობას ასრულებდა: „მაქვს მოწოდება, რომ ვემსახურო ჩემს სარწმუნოებას, რადგანაც ვემსახურები ჩემი ბავშვობიდან ეკლესია-მონასტრებს. თანახმად სოფელ ხაშმის საზოგადოების მოთხოვნილებისა, უმორჩილესად გთხოვთ, თქვენო მეუფებავ, ხელდასხმულ მყოთ მღვდელ-მონაზვნად ნათლისმცემლის მონასტერში“.


1923 6. 18 სექტემბერს თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების მამათა მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა დიმიტრიმ (ყარყარაშვილი) მორჩილი გიორგი ბერად აღკვეცა და სახელად ისევ გიორგი უწოდა. მეორე დღეს სიონის საპატრიარქო ტაძარში ურბნელმა ეპისკოპოსმა ქრისტეფორემ (ციცქიშვილი) დიაკვნად აკურთხა, ხოლო ერთ კვირაში მღვდლად დაასხა ხელი და გარეჯის წმ. იოანე ნათლისმცემლის მამათა მონასტერში დანიშნა. მასვე დაევალა ხაშმის წმ. გიორგის ტაძარში მსახურება და იქაური მრევლის პატრონობა.


1925 წ. გიორგიმ დააარსა მომღერალთა გუნდი, რომლის შექმნაში მას დახმარება გაუწია მედავითნე ელისე მაჭავარიანმა. ეს გუნდი მონაწილეობდა რელიგიურ და საოჯახო დღესასწაულებზე, პანაშვიდებზე, დაკრძალვებზე როგორც ხაშმში, ისე სხვა სოფლებში. ასევე მონაწილეობდნენ სარაიონო და რესპუბლიკურ კონკურსებზე, უმღერიათ თბილისის ოპერაშიც. მათ ხშირად დაუმსახურებიათ მოწონება და მიუღიათ სხვადასხვა ჯილდო. გუნდის წევრებს ხალხი ვახშამს უმართავდა. ისინი ფულად გასამრჯელოს არ იღებდნენ.


1932 წ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ (ცინცაძე) გ. ნინოწმინდის ოლქის მთავარხუცესად დაადგინა და იღუმენის, ხოლო 1936 წ. არქიმანდრიტის პატივი მიენიჭა. ამ პერიოდში ხაშმის გარდა არქიმანდრიტი გიორგი ემსახურებოდა რამდენიმე სამრევლოს, მათ შორის: გომბორის წმ. სერგის, პატარძეულის წმ. შიოს, სართიჭალის წმ. ლაზარეს, ნინოწმინდის წმ. ნინოს, გიორგიწმინდის ღვთისმშობლის, მანავის ღვთისმშობლის ეკლესიებს. არქიმანდრიტი გიორგი XX ს. 30-იან წლებში ქვეყანაში დაწყებული რეპრესიების მსხვერპლი გახდა. 1937 წ. იგი დააპატიმრეს და სამეულის განაჩენით დახვრიტეს.


დიაკ. გ. მაჩურიშვილი

წყაროები და ლიტერატურა

სცსა, ფ. 488, აღწერა 1, საქმე №25538;

საქართველოს საპატრიარქოს არქივი, აღწერა 1, საქმე №1505; საქმე №1630; სახელმწიფო უშიშროების არქივი, დოკუმენტი №48; ჟურნ. „შინაური საქმეები“, 1911, №14; ჟურნ. „თეატრი და ცხოვრება“, 1917, №34.

ქარუმიძე ვ., ქარუმიძე ნ., ხაშმი: ისტორია და თანამედროვეობა, თბ., 2002.

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია


საპატრიარქოს უწყებანი N38 8-14 ნოემბერი 2012წ გვ.19

იღუმენი გიორგი (ეპიტაშვილი) 1885-1937 (გაგრძელება) 

ძოდ, კასპსა და დუშეთის მხარეში. იქიდან, რამდენიმე კომლი გარე კახეთში, კერძოდ, ნორიოსა და ქ. თელავში გადასულა, სადაც ზოგი ისევ ებიტაშვილად ჩაწერილა, ზოგი კი – ეპიტაშვილად. XIX საუკუნის | ნახევარში სოფელ მარტყოფის მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში მოღვაწეობდნენ მღვდლები: ანტონ გიორგის ძე ებიტაშვილი და გრიგოლ ანტონის ძე ებიტაშვილი. XIX საუკუნის II ნახევარში გრიგოლის შვილი -– მღვდელი პეტრე ეპიტაშვილი, ხოლო XI ს-ის ბოლოდან 1919 წლამდე კი პეტრეს ვაჟი მღვდელი ალექსი როგორც ვხედავთ, XIX ს-ის I ნახევრიდან ებიტაშვილები უკვე ეპიტაშვილებად ეწერებოდნენ. ამ ეპიტაშვილების გვერდითა შტოს წარმომადგენელი გახლდათ სოფელ ხაშმში მცხოვრები იღუმენი გიორგი, ერისკაცობაში -- გიორგი ბესარიონის ძე ეპიტაშვილი. მამა გიორგი 1885 წელს გარე კახეთში, სოფელ ხაშმში, ღრმად მორწმუნე გლეხის ოჯახში დაიბადა. წმინდა ქრისტიანულ ოჯახში აღზრდილი კმაწვილი სიყრმიდანვე გამოირჩეოდა ღვთისმოშიშებით. გიორგის გამორჩეულად ბერმონაზვნური ცხოვრება იზიდავდა და პატარაობიდანვე იჩენდა განსაკუთრებულ ლტოლვას მარტოობისაკენ. სოფლის თანატოლებისგან განსხვავებით იგი ბევრ დროს უთმობდა საეკლესიო ლიტერატურას, რაც გაჭირვებული გლეხობისათვის იმჟამად დიდ ფუფუნებას წარმოადგენდა.

გიორგი ბევრ დროს ატარებდა თავისი სოფლის ტაძარში, მოძლვრის ლოცვა-კურთხევას გულდასმით ასრულებდა და შაბათ-კვირას და დღესასწაულებზე წირვა-ლოცვებს არ აკლდებოდა. მას განსაკუთრებით საეკლესიო გალობა აინტერესებდა, მაგრამ სოფლის პირობებში მისი შესწავლა ვერ მოახერხა. ამიტომ გიორგიმ მონასტერში წასვლა გადაწყვიტა, სადაც სიღრმისეულად დაეუფლებოდა ქართულ სამხმიან საეკლესიო გალობას. 1897 წელს, 12 წლის ასაკში, იგი გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა “ მონასტერში მივიდა, სადაც რამდენიმე “ მოხუცი ბერი მოღვაწეობდა. წლების “ განმავლობაში მათგან მორჩილმა გიორგიმ არა მარტო გალობა, არამედ 2 წმინდა წერილი და საეკლესიო ტიპიკონიც საფუძვლიანად შეისწავლა და რამდენიმე წელიწადში უკვე სრულყოფი- ლად დაეუფლა გალობასა და ღვთისმსახურების წესებს. 1907 წლის დეკემბერში მორჩილი  გიორგი დავით გარეჯის ლავრაში გადავიდა, სადაც ერთი თვე დაჰყო. 1908 წლის იანვარში ალავერდელი ეპისკოპოსის დავითის (კაჭახიძე) ლოცვა-კურთხევით, რომელიც, ამავდროულად, თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარიც იყო, მორჩილი გიორგი აღნიშნულ მონასტერში მორჩილის შტატში მიიღო. 1909 წლის იანვარში იგი წერილით მიმართავს მეუფე დავითს, გააგზავნოს ოფიციალური უწყება საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორაში იმის შესახებ, რომ იგი ნამდვილად ითვლება ფერისცვალების მონასტრის საძმოს წევრად. მიმართვა გამოწვეული იყო იმით, რომ მას მიუვიდა გამოძახება სამხედრო უწყებიდან. 1911 წლის 29 მაისის მე-14 ნომერში საეკლესიო ჟურნალი „შინაური საქმეები“ წერდა: „თბილისის ფერისცვალების დარიის მონასტრიდან სადღაც წავიდა ამ ერთი კვირის წინათ მღვდელ-მონაზონი ილარიონი (მანგოშვილი); სამი კვირის წინათ კი სადღაც წავიდა იმავე მონასტრის მორჩილი გიორგი ებიტაშვილი“. 1911 წლის 1 ივნისს კი ფერისცვალების მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ნაზარი (ლეჟავა) სინოდალურ კანტორას წერდა: „ფერისცვალების მონასტრის მღვდელ-მონაზონი ილარიონი (მანგოშვილი) დაიკარგა უგზო-უკვლოდ, გთხოვთ, მასზე გამოაცხადოთ ძებნა პოლიციის დახმარებით, ხოლო მორჩილი გიორგი ეპიტაშვილი მონასტერში ხშირად არყოფნის გამო გაირიცხოს საძმოდან“. როგორც ჩანს, მამა ილარიონსა და მორჩილ გიორგის რაღაც უთანხმოება მოუვიდათ მონასტრის წინამძღვართან ან საძმოს რომელიმე წევრთან და მათ მო

38-2 საპატრიარქოს უწყებანი N38 8-14 ნოემბერი 2012წ გვ.20

იღუმენი გიორგი (ეპიტაშვილი) 1885-1937 (გაგრძელება)

ნასტრის დატოვება მოუხდათ. შემდგომ წლებში იგი შიომღვიმის მონასტერსა და მარტყოფის წმინდა ანტონის სავანეში მოღვაწეობდა.  1917 წლის 8-17 სექტემბერს მორჩილი გიორგი საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის პირველ საეკლესიო კრებაზე გარე კახეთის სამღვდელოების დელეგატია. 1921 წლის თებერვალში, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ეკლესიის მსახურთა და მონასტრებში მცხოვრები ბერმონაზვნობის მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა. მორჩილ გიორგის კვლავ მოუხდა მონასტრის დატოვება.ამჯერად იგი მშობლიურ სოფელში დაბრუნდა და იქ განაგრძო მოღვაწეობა. 1923 წლის სექტემბრის დასაწყისში იგი თხოვნით მიმართავს ურბნელ ეპისკოპოს ქრისტეფორეს (ციცქიშვილი), რომელიც იმ პერიოდში კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის (ხელაია) პატიმრობის გამო მოსაყდრის მოვალეობას ასრულებდა: „მაქვს მოწოდება, რომ ვემსახურო ჩემს სარწმუნოებას, რადგანაც ვემსახურები ჩემი ბავშვობიდან ეკლესია-მონასტრებს. თანახმად სოფელ ხაშმის საზოგადოების მოთხოვნილებისა, უმორჩილესად გთხოვთ, თქვენო მეუფებავ, ხელდასხ- მულ მყოთ მღვდელ-მონაზვნად ნათლისმცემლის მონასტერში“.1923 წლის 18 სექტემბერს თბილისის მაცხოვრის

ფერისცვალების სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა დიმიტრიმ (ყარყარაშვილი) მორჩილი გიორგი ბერად აღკვეცა და სახელად ისევ გიორგი უწოდა. 19 სექტემბერს სიონის საპატრიარქო ტაძარში ურბნელმა ეპისკოპოსმა ქრისტეფორემ (ციცქიშვილი) დიაკვნად აკურთხა, ხოლო ერთ კვირაში მლვდლად დაასხა ხელი და გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტერში დანიშნა. მასვე დაევალა ხაშმის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მსახურება და იქაური მრევლის პატრონობა. 1924 წლის 29 იანვარს მღვდელ-მონაზონი გიორგი ეპისკოპოს ქრისტეფორეს წერდა: „რადგანაც მე  დიდ სიღარიბეს განვიცდი, როგორც უბინავო კაცი, და რომ სიღარიბეს თქვენ ყურადღებას არ აქცევთ, როგორც სოფელ ხაშმის წარმომადგენელთ განგიცხადეს და მე კი, როგორც ღარიბ კაცს და უბინავოს, არ შემიძლიან ამ საერთო გაჭირვების დროს ავიტანო თქვენი დევნა, ამისთვის ვიხდი მღვდელ-მონაზვნის ხარისხს და გთხოვთ, მომცეთ განთავისუფლების ქაღალდი“. 1925 წელს მამა გიორგიმ დააარსა მომღერალთა გუნდი, რომლის შექმნაში მას დახმარება გაუწია მედავითნე ელისე მაჭავარიანმა. ეს გუნდი მონაწილეობდა რელიგიურ და საოჯახო დღესასწაულებზე, პანაშვიდებზე, მიცვალებულთა დასაფლავებაზე, როგორც ხაშმში, ისე სხვა სოფლებში. ასევე მონაწილეობდნენ სარაიონო და რესპუბლიკურ კონკურსებზე, უმღერიათ თბილისის ოპერაშიც. მათ ხშირად დაუმსახურებიათ მოწონება და მიუღიათ სხვადასხვა ჯილდო. გუნდის წევრებს ხალხი ვახშამს უმართავდა, ისინი ფულად გასამრჯელოს არ იღებდნენ. ფულადი გასამრჯელოს აღება დიდ სირცხვილად მიიჩნეოდა. მამა გიორგი ამ პერიოდში თბილისში ცხოვრობდა. როდესაც ხაშმში ჩადიოდა, მაშინ ისაკ ვარძელაშვილის სახლში რჩებოდა. მისი ყველაზე სასურველი მიმართვა იყო: „მამულიშვილო". ის სახელით არავის მიმართავდა.

XX საუკუნის 20-იანი წლების ბოლოს მამა გიორგის იღუმენის წოდება მიენიჭა. 1932 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა კალისტრატემ (ცინცაძე) იგი ნინოწმინდის ოლქის მთავარხუცესად დაადგინა. იღუმენი გიორგი XX საუკუნის 30-იან წლებში ქვეყანაში დაწყებული სისხლიანი რეპრესიების მსხვერპლი გახდა. 1937 წელს იგი დააპატიმრეს და ამავე წლის 28 ნოემბერს სამეულის განჩინებით დახვრიტეს.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 06.12.2023
ბოლო რედაქტირება 11.11.2025
სულ რედაქტირებულია 2





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0