1891-95 წლებში თელავის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა.
1896 წლის 24 იანვარს კარდენახის ფერისცვალების სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა.
1900 წლის 17 იანვარს სიღნაღის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საკათედრო ტაძრის მედავითნედ გადაიყვანეს.
1902 წლის 27 აგვისტოს თავისი თხოვნის საფუძველზე გადადგა შტატიდან. ამავე წლის სექტემბრიდან ქ. თბილისის სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძართან
გვ191
არსებულ სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებლად ინიშნება.
1905 წლის 9 ნოემბერს მღვდლად დაასხეს ხელი და კალამშინის სამრევლოს წინამძღვრად განამწესეს.
1908 წლის აგვისტოში მაშნაარის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.
1913 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოედა.
1921 წელს კვლავ იხსენიება მოქმედ სამღვდელოების რიგებში. მისი შემდგომი ბედი უცნობია.
დავით ქოქიაშვილი დაიბადა 1877 წელს სიღნაღის მაზრის სოფელ ვაქირში მედავითნის ოჯახში. დაამთავრა თელავის სასულიერო სასწავლებელი, რის შემდეგაც თბილისში გადავიდა და ხარფუხის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში, დეკანოზ ალექსანდრე ზუმბულიძესთან მნათედ ინიშნება. არსებობისთვის აუცილებელი სახსრებისთვის დავითი იწყებს სამუშაოს ძებნას და მუშაობა დაიწყო სანთლის გამოსაშვებ სპეციალურ წარმოებაში, რაშიც მას თავისი მეგობარი ვინმე მელექსიშვილი დაეხმარა, რომელთან ერთადაც იგი თელავში ყოფნის დროს გუნდში გალობდა.
დავითმა მელექსიშვილთან ერთად მგალობელთა გუნდი ჩამოაყალიბა, რომელიც ყოველი წირვის დროს სხვადსახვა საგალობლებს ასრულებდა. დავითმა, მისი საცხოვრებელი ბინის სიახლოვეს, მიტოვებულ საეკლესიო სკოლაში, სხვების დახმარებით აღადგინა და ჩამოაყალიბა შინაურული სკოლა, სადაც საეკლესიო წეს-ჩვეულებების გარდა სიმღერასაც ასწავლიდა. ამავე პერიოდში იგი სანდრო კავსაძის მიერ ჩამოყალიბებულ ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლში მონაწილეობდა, სადაც იმ დროს ვანო სარაჯიშვილიც მღეროდა. მაგრამ, ოჯახის ეკონომიური მდგომარეობის გამო, ამ ანსამბლში იგი დიდხანს არ დარჩენილა.
1897 წელს, პირადი განცხადების საფუძველზე, კარდენახის ფერისცვალების სახელობის ეკლესიაში მედავითნედ გადავიდა.
1900 წელს სიღნაღის მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში გადაიყვანეს და პარალელურად, სიღნაღის სამოქალაქო სასწავლებელში მასწავლებლის წოდებაზე გამოცდები ჩააბარა. აქ მას საღვთო სჯულს მთავარხუცესი, დეკანოზი სვიმონ ბეგიაშვილი უკითხავდა, რომელსაც ძალიან მოსწონდა ახალგაზრდა, ნიჭიერი მოსწავლე, რომელმაც რუსული კარგად იცოდა, შესანიშნავი კალიგრაფიაც ჰქონდა და რუსულად აწერიებდა საეკლესიო საბუთებს. დავითმა სიღნაღში 1902 წლამდე იმსახურა და შემდეგ ბაკურციხის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა.
1904 წელს დავითმა ქების ფურცელი დაიმსახურა და იმავე წელს დუშეთის მაზრის სოფელ სიონში მოხევეთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლაში გადაიყვანეს.
1905 წელს, მთავარხუცეს სვიმონ ბეგიაშვილის დახმარებით, დავითმა სამღვდელო კომისიას გამოცდები ჩააბარა და 1906 წელს ალავერდელმა ეპისკოპოსმა პეტრემ (კონჭოშვილი) დიაკვნად აკურთხა, მეორე დღეს მღვდლად დაასხა ხელი და ბორჩალოს მაზრის, ყალამშის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვრად გააგზა. ადგილობრივი მრევლი დიდად გაახარა ახალგზარდა და ენერგიული მოძღვრის ჩასვლამ. გამოცოცხლდა საეკლესიო ცხოვრება, რაშიც დიდი წვლილი მამა დავით ქოქიაშვილს მიუძღოდა. დავითს ცოლად ჰყავდა ნინო სოლომონის ასული ნასიძე, რომელიც ყველა წამოწყებაში მხარში ედგა მეუღლეს. მათ ოჯახში იკრიბებოდა ადგილობრივი პროგრესულად მოაზროვნე ინტელიგენციის წარმომადგენლები.
1907 წელს მღვდელი დავითი, ბორჩალოს მაზრის მე-6 ოლქის სამღვდელოებამ სამთავარხუცესო საბჭოს წევრად აირჩი, სადაც მან სამი წელი იმსახურა.
1908 წელს მამა დავითი სიღნაღის მაზრის, სოფელ მაშნაარის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარში გადაიყვანეს, სადაც პარალელურად სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგედ და საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა.
1913 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1921 წელს კომუნისტური რეჟიმის დამყარების დროს იგი შემთხვევით გადაურჩა სიკვდილით დასჯას.
1922 წელს მამა დავითი ისევ იხსენიება მაშნაარის ტაძრის წინამძღვრად. სავარაუდოთ, მან ამავე წლის ბოლოს ანაფორა გაიხადა და მაშნაარის სკოლაში პედაგოგად დაიწყო მუშაობა. გარდაცვალებამდე პატიოსნად და კეთილსინდისიერად მუშაობდა არაერთ სამოქალაქო სამსახურში.
მამა დავით ქოქიაშვილი გარდაიცვალა 1958 წელს.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სიღნაღის განყოფილების წევრი (1910-)
1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების 64 წევრს შორის ირიცხებოდნენ: გიორგი სიმონის ძე პაიჭაძე, პართენ თომას ძე გონაშვილი, ვასილ იაგორის ძე ალუღიშვილი, ათანასე ბებურიშვილი, აბრამ ილიას ძე მატიაშვილი, მიხეილ ზედელაშვილი, მიტო ალექსანდრეს ძე მატიაშვილი, რაჟდენ იოსების ძე კიკილაშვილი, სიმონ გულბათის ძე კიკილაშვილი, მარიამ ზაქარიას ასული ჭუჭულაშვილი, მღვდელი ილია ალექსანდრეს ძე შანშიაშვილი, ფიფო გიორგის ძე ალადაშვილი, მღვდელი ვლადიმერ ქოქიაშვილი, მიხეილ არსენის ძე მატიაშვილი, ალექსანდრე ჯავშანაშვილი, ალექსანდრე დავითის ძე თათარაშვილი, იოსებ დავითის ძე ქადაგიძე, მღვდელი კონდრატე დავითის ძე ნინიკაშვილი, ხირსის მონასტრის იღუმენი დიმიტრი, ლევან დავითის ძე კობიაშვილი, მღვდელი არჩილ ალადაშვილი, გრიგოლ გრიგოლის ძე მირიანაშვილი, რომანოზ დავითის ძე მჭედლიშვილი, ოლღა ჩიკვაიძე (გამგეობის თავმჯდომარე – მღვდელი კონდრატე დავითის ძე ნინიკაშვილი).
საპატრიარქოს უწყებანი N23 14-20 ივნისი 2012წ გვ.17
მღვდელი დავით ქოქიაშვილი 1877-1958
„იცოდეთ, ყოველი ბუნება გვართაკენ მიიზიდების...“ ილია ჭავჭავაძე
ქოქიაშვილების გვარის ჩამოყალიბება XVII-XVIII
საუკუნეებს უნდა ეკუთვნოდეს. ამ გვარის წარმოშობის რამდენიმე ვერსია არსებობს: იაკობ ახუაშვილის მტკიცებით, ქოქიაშვილების, ისევე როგორც ქოქოშვილების, ქოქრაშვილების, ქოქაშვილების, ქოქუაშვილების, ქოქოსაძეების და ქოქიაურების გვარები წარმოშობილია ქოქოლაძეების გვარიდან და წარმოქმნილია საკუთარი სახელიდან –- ქოქია. ქოქოლაძეებზე. ამ უძველეს ქართულ გვარზე ლაპარაკი მაჭახელის სულთა ნუსხიო უნდა ღავიწყოთ, რადგან ქართული გვარ-სახელების ყველაზე ძველი და უჩიკალური დოკუმენტი დაწერილია ამავე ხეობაში შვიდი-რვა საუ კუნის წინათ. მასში ვკითხულობთ: „სულს ქოქოლალაურის მარიამის შეუნდვენ ღმერთმან.. სულაა ქოქოლასძისა გიორგისა და დედასა მისსა შეუნდვენ ღმერთმა!..“ ამრიგად, ეს გვარი ორი ფორმით არის წარმოდგენილი – ქოქოლაძე და ქოქოლაური. აჭარაში დღემდე მხოლოდ გვარი ქოქოლაძე შემორჩა. შემონახულია აგრეთვე ტოპონიმი – ქოქოლაური. ეს სახელი ხულოს რაიონის სოფ. ქედლებში სათესს ჰქვია. ხსენებულ მაჭახელელ ქოქოლაძეთა წინაპრების ისტორიულ საცხოვრისს ახლაც ქოქოლეთი ეწოდება და ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ჩიქუნეთში შედის. ის მოსაზრება, რომ ქოქიაშვილების გვარი ქოქოლაძეთა გვარიდან წარმოდგება, ეჭვს იწვევს და მიულებლად მიმაჩნია. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ხელვაჩაურის რაიონის მაჭახელას ხეობა ტერიტორიულად კაკმა რისადაა ღაცილებული ქიზეყიდან, კერძოდ, სიღნაღის რაი ონის სოფელ ვაქირიდან. რომელიც ქოქიაშვილების გვარის წარმოშობი”ა ძირად ითვლება, მეორეც , XXX ს-ის დასაწყისამდე საქართველო, ფაქტობრივად, ორად იყო გაყოფილი – აღმოსავლეთად
23-1 საპატრიარქოს უწყებანი N23 14-20 ივნისი 2012წ გვ.18
მღვდელი დავით ქოქიაშვილი 1877-1958 (გაგრძელება)
და დასავლეთად. ასე იოლი არ იყო აჭარიდან ქიზიყში ქოქოლაძეების მოხვედრა. ქოქიაშვილების გვარის წარმოშობის სარწმუნო ვერსია აქვს გადმოცემული პაპაჩემს, ყოფილ საეკლესიო მოძღვარს '“ დავით ქოქიაშვილს. მისი მოსაზრებით, ქოქიაშვილების წინაპრები ხაბაშვილები ყოფილან. ერთ-ერთი ხაბაშვილი ქართლიდან ბატონს გამოქცევია და ქიზიყში, უბატონო მხარეში შეუფარებია თავი, დასახლებულა სოფ. ვაქირში, შეუქმნია ოჯახი და საეკლესიო მსახურება დაუწყია. პაპაჩემი დავითი სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ვაქირში დასახლებული ხაბაშვილების ოჯახის ყველა წევრი საჭმლით მოწამლულა და გარდაცვლილა, გარდა სამი წლის ბიჭისა (არსებობს საჭმლით მოწამვლის სხვადასხვა ვერსია). ადგილზე მისული ეკლესიის მსახური ბავშვს მოფერებია, დაუწყნარებია და უთქვამს: „ამათგან ეს ერთიღა წამოქოქებულაო“ – ე.ი. გადარჩენილაო. პატარა ბიჭს ქოქებულა შეარქვეს და ამ სახით რამდენიმე თაობამ განვლო, რომელიც შემდეგ ქოქიაშვილის გვარად ჩამოყალიბებულა. არის მეორე ვერსიაც: ცნობილია, რომ ერეკლე მეფის ჯარის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, ერთგული და საიმედო მეომრები ქიზიყელები იყვნენ, რომლებიც „არიერგარდის“ (ფრანგულად – ზურგის დაცვას ნიშნავს) როლს ასრულებდნენ, იგი არის ჯარის ქვედანაყოფი, ნაწილი ან შენაერთი, რომელიც ჯარის მთლიან შემადგენლობას იცავს უკან დახევის ან ფრონტის გასწვრივ მოძრაობის დროს. ქიზიყთან დაკავშირებული პროცესები უკავშირდება ჯერ კიდევ კახეთის მეფის, გიორგი I-ის მოღვაწეობას. მან არც ერთ თავადს არ არგუნა ეს კუთხე და მშვიდობის დასაცავად და სამართავად ის მოურავს ჩააბარა. აი, ამ მოვლენებიდან იქცა ქიზიყი უბატონო ქვეყნად. იმ დროს ქიზიყის მეწინავე სადროშოც კი არსებობდა, რომელიც ომის დროს ყოველთვის წინა ხაზზე იდგა და მას ამ კუთხის ეპისკოპოსი ხელმძღვანელობდა. ამ ბრძოლებში ხშირად მონაწილეობდა ჩვენი გვარის წარმომადგენელი, ქიზიყში ქართლიდან გადმოსახლებული ხაბაშვილიც, რომელიც ერთ-ერთ ბრძოლაში გარდაცვლილა: როდესაც მეფე ერეკლეს უკითხავს: დარჩა თუ არა გარდაცვლილს შთამომავალიო, მას მიჰგვარეს პატარა ბიჭი, 5-6 წლისა და თან მოახსენეს, რომ მათი ქოქიდან (ჯიშიდან) ეს ბავშვიღა დარჩენილაო. ბავშვის სახელი „ქოქიას“ სახით და ფსევდონიმით, შემდეგ კი ქოქიაშვილის გვარით გაგრძელებულა. მან მიიღო სანიმუშო საეკლესიო განათლება, ხოლო შემდგომში მეფემ მას სოფ. ვაქირში უბოძა მამულები, სადაც იგი დასახლებულა და „მთავრიაანთ“ დათიკოს სახელითა და ქოქიაშვილის გვარით გაუგრძელებია ცხოვრება. ასე რომ, სარწმუნოდ ბოლო ვერსიები უნდა მივიჩნიოთ. ჩვენს წინაპარს, „მთავრიაანთ“ დავით ქოქიაშვილს, ჰყოლია ხუთი ვაჟი, რომელთაგან ორს ვაქირში გაუგრძელებია ცხოვრება, ხოლო სამს –-– უკანა მხარეში, კერძოდ, ბოდბე-მაღაროში, სადაც დავითს სათიბ-სათესი და დასასვენებელი ადგილ-მამულებიც ჰქონია. ცნობილია, რომ ერეკლე II ბრძოლებში მონაწილეობის შემდეგ ბოდბე-მაღაროს ადგილებსაც იყენებდა დასასვენებლად და სულის მოსათქმელად, რასაც ვახუშტიც ადასტურებს: „არს მაღაროს სასახლე მეფეთა საზაფხულოდ“. ყოველივე ამის შემდეგ შეგვიძლია დასაბუთებულად ვთქვათ, რომ ვაქირში და ბოდბე-მაღაროში მცხოვრები ქოქიაშვილები ერთი შტოდან, ერთი ძირიდანაა წარმოშობილი. პაპაჩემის მამის, მალხაზის გადმოცემით, XIX ს-ის დასაწყისში ვაქირში ქოქიაშვილების ხუთი ოჯახი ცხოვრობდა თურმე, თავისი შთამომავლებით, ესენია: 1) ყარამანის, ივანეს და გეგენას მამა (დანიელაანი) –– ზედა უბანში. 2) ლევანის და იასეს მამა, რომლებსაც შთამომავლობა არ დარჩათ. 3) გივის, ბასიკოს, სოსიას, ისაკოს და თეონას მამა –– წინა უბანი. 4) მიხას, ივანეს, იაკობის და სიმონას მამა -– მაღალ გიოს წინაპრები. 5) ნიკოლოზის, გეგენას და გიორგის (ხიკოს) მამა ჩვენი წინაპრები. ბოდბეში, ვაქირთან შედარებით, უფრო მეტი ქოქიაშვილების ოჯახი ცხოვრობდა, ვინაიდან „მთავრიაანთ“ დათიკოს ხუთი ვაჟიშვილიდან, სამმა უკანა მხარეში გააგრძელა ცხოვრება. პაპაჩემის, დავით ქოქიაშვილის პაპას –- ნიკოლოზს, რომელიც ეკლესიაში მსახურობდა და მის მეუღლეს სიდონიას ორი შვილი ჰყოლიათ: ირინე და მალხაზი. ნიკოლოზი ადრე გარდაცვლილა. ახალგაზრდა მალხაზი ვაქირში მცხოვრები მღვდლის მეშვეობითა და დახმარებით, საეკლესიო მსახურებაში ჩაბმულა. მას საფუძვლიანად შეუსწავლია წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი და ანაგის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში ჯერ მედავითნედ, შემდეგ კი დიაკვნის ხარისხში მსახურობდა, სადაც გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა. მალხაზის ვაჟებიდან სასულიერო გზა ორმა აირ-
23-2 საპატრიარქოს უწყებანი N23 14-20 ივნისი 2012წ გვ.19
მღვდელი დავით ქოქიაშვილი 1877-1958 (გაგრძელება)
ჩია: დავითმა და ვლადიმერმა. დავითი 1877 წელს დაიბადა. პირველ- დაწყებითი განათლების მიღების შემდეგ თელავის სასულიერო სასწავლებელში ჩააბარა, რომელიც პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა. 1895 წელს 17 წლის დავით ქოქიაშვილი თბილისში ჩადის და ემზადება სასულიერო სემინარიაში ჩასაბარებლად, მაგრამ წინა წელს მომხდარი ინციდენტის გამო (სტუდენტმა იოსებ ლაღიაშვილმა მოკლა სემინარიის რექტორი ჩუდეცკი), 16 მსურველიდან ჩარიცხეს მხოლოდ ორი. დავითი შესარჩევი სიით ყოფილა მეხუთე ადგილზე, ამიტომ იგი სასწავლებლის გარეშე დარჩა. ბევრი წინააღმდეგობისა და წვალების შემდეგ დავითი საარსებო წყაროს საშოვნელად მისულა ხარფუხის
წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში, დეკანოზ ალექსანდრე ზუმბულიძესთან და მასთან მნათედ დამდგარა. იგი სანთლებს ყიდდა, რაშიც ეკლესია თვეში სამ მანეთს უხდიდა, აგრეთვე ორორ შაურს, თითო აბაზამდე, საჩუქრის სახით, სხვადასხვა პროცესიის შესრულებისათვის. რასაკვირველია, ეს საკმარისი არ იყო არსებობისათვის. დავითი იწყებს ახალი საშუალებების ძებნას. ეკლესიის გვერდით იყო სანთლის გამოსაშვები სპეციალური წარმოება, სადაც მუშაობდა დავითის ამხანაგი, ვინმე მელექსიშვილი, რომელთანაც თელავში ყოფნის დროს გუნდში გალობდა და სხვადასხვა ეკლესიაში გამოდიოდა. მელექსიშვილთან ერთად დავითმა სხვა ხმებიც შემოიკრიბა და ჩამოაყალიბა მგალობელთა გუნდი, რომელიც ყოველი წირვის დროს ასრულებდა სხვადასხვა საგალობელს, რაშიც უხდიდნენ მაშინდელ 4-6 მანეთს. აღნიშნულ თანხას დავითი ყველას თანაბრად უნაწილებდა. სადაც დავითი ცხოვრობდა, ახლოს დაკეტილი ყოფილა საეკლესიო სკოლა, " სადაც სასკოლო ინვენტარიც არსებობდა. დავითმა სხვადასხვა ქარხნის მუშების შვილების დახმარებით აღადგინა და ჩამოაყალიბა შინაურული სკოლა, სადაც საეკლესიო წეს- ჩვეულებების გარდა სიმღერასაც ასწავლიდა. ამაში მას თვეში თითო მანეთს უხდიდნენ. ამან გაუადვილა დავითს ცხოვრება. ამ პერიოდში იგი გაწევრიანდა სანდრო კავსაძის მიერ ჩამოყალიბებულ ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლში, სადაც იმ დროს ვანო სარაჯიშვილიც მღეროდა. მაგრამ ამ ანსამბლში დავითი დიდხანს არ დარჩენილა. ოჯახის ეკონომიური მდგომარეობის გამო 1897 წლის 24 იანვარს, 19 წლის დავითი, პირადი განცხადების საფუძველზე, გადადის კარდენახის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ეკლესიაში მედავითნედ. ვინაიდან ოჯახს ცხენის ყიდვის საშუალება არ ჰქონდა, დავითი სამი წლის განმავლობაში ფეხით დადიოდა ვაქირიდან კარდენახამდე. 1900 წლის 17 იანვარს იგი სიღნაღის მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში გადაიყვანეს. ეკლესიაში
მსახურების პარალელურად დავითი მოემზადა და გამოცდები ჩააბარა სიღნაღის სამოქალაქო სასწავლებელში, მასწავლებლის წოდების მისაღებად. აქ მას საღვთო სჯულს უკითხავდა სიღნაღის მაზრის მთავარხუცესი, დეკანოზი სვიმონ ბეგიაშვილი. მამა სვიმონს ძალიან მოსწონდა ახალგაზრდა, ნიჭიერი მოსწავლე, რომელსაც რუსულად აწერინებდა მთელ საეკლესიო დავთრებს. დავითმა რუსული კარგად იცოდა, კარგი კალიგრაფიაც ჰქონდა და ყველა დავალებას
შესანიშნავად ასრულებდა. მთავარხუცეს ბეგიაშვილის ოჯახში დავითმა გაიცნო მომავალი მეუღლე ნინო სოლომონის ასული ნასიძე, რომელიც დედის გარდაცვალების შემდეგ მამიდის ოჯახში იზრდებოდა (დეკანოზ სვიმონ ბეგიაშვილს ცოლად ჰყავდა ბებიაჩემის მამიდა, რომელის სახელი და გვარი ასევე ნინო ნასიძე იყო). ბეგიაშვილების ოჯახში ბებიაჩემმა კარგი განათლება მიიღო, მას სიღნაღის წმინდა მარინეს სახელობის ხუთკლასიანი სკოლა ჰქონდა დამთავგრებული, რუსული კარგად იცოდა, კარგადაც საუბრობდა. გაცნობის შემდეგ დავითს და ნინოს შეუყვარდათ ერთმანეთი. მათი ქორწინება შედგა 1902 წელს და ჯვარი დაიწერეს სიღნაღის მთავარანგელოზის ეკლესიაში. დავითს რით უნდა ერჩინა ახლად შექმნილი ოჯახი?! ხელფასი თვეში 8 მანეთი ჰქონდა. დატრიალ-
23-3 საპატრიარქოს უწყებანი N23 14-20 ივნისი 2012წ გვ.20
მღვდელი დავით ქოქიაშვილი 1877-1958 (დასასრული)
დნენ ნინოს ნათესავები, ექსტერნად ჩააბარებინეს სამასწავლებლო პროგრამა, რის შემდეგაც, 1902 წლის 19 თებერვალს იგი ბაკურციხის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში მასწავლებლად დანიშნეს, ოცი მანეთის თვიური ანაზღაურებით. იქ მან საქმიანობით თავი გამოიჩინა, 1904 წლის 21 იანვარს ქების ფურცელიც დაიმსახურა და წაქეზების მიზნით ხელმძღვანელობამ ის გადაიყვანა დუშეთის მაზრაში მოხევეთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლაში, თვეში ოცდათხუთმეტი მანეთის ანაზღაურებით. ბებიაჩემის მამიდისა და მთავარხუცეს სვიმონ ბეგიაშვილის დახმარებით, 1905 წელს დავითმა სამღვდელო კომისიას გამოცდები ჩააბარა და 1906 წლის 14 იანვარს ალავერდელმა ეპისკოპოსმა პეტრემ (კონჭოშვილი) დიაკვნად აკურთხა, ხოლო 15 იანვარს მღვდლად დაასხა ხელი და ბორჩალოს მაზრის (ყოფილი ბერდუჯის მხარე) ყალამშის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძლვრად დაადგინეს. ადგილობრივი მრევლი დიდად გაახარა ახალგზარდა და ენერგიული მოძღვრის ჩასვლამ. გამოცოცხლდა საეკლესიო ცხოვრება, რაშიც დიდი წვლილი მამა დავით ქოქიაშვილს მიუძლოდა. დავითისა და ნინოს ოჯახში იკრიბებოდნენ ადგილობრივი პროგრესულად მოაზროვნე ინტელიგენციის წარმომადგენლები. 1907 წლის 17 სექტემბერს მღვდელი დავითი ბორჩალოს მაზრის 6 ოლქის სამღვდელოებამ სამთავარხუცესო საბჭოს წევრად აირჩია. აქ მათ თითქმის სამი წელი დაჰყვეს. 1908 წლის 19 დეკემბერს მამა დავითი, თავისი თხოვნის საფუძველზე, სიღნაღის მაზრის სოფელ მაშნაარის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძრის წინამძღვრად გადაიყვანეს, სადაც პარალელურად სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგედ და საღვთო სჯულის მასწავლებლად დანიშნეს. 1913 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოვდა. პაპაჩემი წარმოსადეგი, ლამაზი აღანაგობის კაცი გახლდათ. იმისთანა ანაფორა არავის ეცვა, სულ ოქრომკედით ნაქარგი ყოფილა. სახარებას ისე სიღრმისეულად და ძველ ქართულ კილოში კითხულობდა წირვის დროს, რომ მრევლი მონუსხული უსმენდა. ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარშიც იბარებდნენ მამა დავითს სახარების წასაკითხად. კარგი მგალობელიც იყო და ეს ეხმარებოდა მას ამ საქმიანობაში. გარდა საეკლესიო საქმიანობისა, მამა დავითს სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული საკითხებიც აინტერესებდა. ასე რომ, მღვდელიც იყო და მეურნეც. ხალხს ძალიან უყვარდა. ხალხთან ახლოს იყო და სრულად იზიარებდა მათ ჭირსა და ლხინს. ინტელიგენციის უამრავი წარმომადგენელი იყრიდა თავს მის სახლში. იმართებოდა საუბრები, კამათი, ხდებოდა აზრთა გაზიარება, მათ შორის, ეროვნულ საკითხებზეც. მამა დავითი მთლიანად იზიარებდა დიდი ილიას მოსაზრებებს ეროვნულ საკითხებთან დაკავშირებით, იგი დიდი პატრიოტი იყო თავისი ქვეყნისა და ხალხისა, საზოგადოებაში გამორჩეული ავტორიტეტით სარგებლობდა და იმ დროისთვის ერთ-ერთ პროგრესულ პიროვნებად ითვლებოდა. მის მოსაზრებას ყოველთვის პატივს სცემდნენ, მათ შორის, ოფიციალური პირებიც. 1921 წელს, კომუნისტური რეჟიმის დამყარების დროს, მღვდელი დავითი შემთხვევით გადაურჩა სიკვდილით დასჯას. დაწყებული რეპრესიების გამო, იგი იძულებული გახდა თავი დაენებებინა საეკლესიო მოღვაწეობისათვის და მაშნაარის საშუალო სკოლაში მასწავლებლად გადასულიყო. გარდაცვალებამდე ის პატიოსნად და კეთილსინდისიერად მუშაობდა არაერთ სამოქალაქო სამსახურში. მღვდელი დავითი 1958 წელს, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.