მღვდელი პეტრე ხმალაძე დაიბადა ახალქალაქის სანჯაყის სოფელ ბარალეთში [1775 წელს].
კლასიკური სასულიერო განათლება არ ჰქონდა მიღებული. მღვდლად ხელდასხმულ იქნა 1801 წელს და დაინიშნა ბარალეთის ფერისცვალების ეკლესიაში.
მამა პეტრე ხმალაძე ღრმად მოხუცებულობამდე აღასრულებდა მღვდელმსახურებას. ის მსახურობდა აგრეთვე ტოლოშის თეოდორე ტირონის ეკლესიაში, საიდანაც 1848 წელს პირადი განცხადებით, ჯანმრთელობის გაუარესების გამო განთავისუფლდა და გადაყვანილ იქნა იმავე ეკლესიაში მედავითნედ.
მღვდელი პეტრე ხმალაძე თავისი ცხოვრების წესით და მოღვაწეობით ქრისტეს ერთგული მოწაფის ჭეშმარიტი მაგალითია.
იგი მოღვაწეობდა იმ ძნელბედობის ჟამს, როდესაც ჯავახეთი ოსმალეთის იმპერიის გავლენის ქვეშ იყო. ახალქალაქი ახალციხის საფაშოს შემადგენლობაში შედიოდა და, ამ დროს, არა თუ ქადაგება, რჯულის შენარჩუნებაც მძიმე იყო. მიუხედავად იმ სიძნელეებისა, რომლებიც არსებობდა იმ პერიოდში, მამა პეტრე, როგორც მის საფლავის ქვაზე წერია: "ქ(რისტ)იანეთა ეკლესი[ი]ს… ერთგული წინამძღვარი", მუსულმანების გაქრისტიანებასაც კი ცდილობდა. 1847 წლის დოკუმენტი გავამცნობს, რომ ვაჟიშვილი ვასილის სანახავად გორის სასულიერო სემინარიაში წასული უკანა გზაზე გაძარცვეს.
საგამოძიებო მასალიდან ირკვევა, როგორ ცდილობდა იგი ერთ-ერთი მძარცველის მოქცევას.
მღვდელი პეტრე ხმალაძის საფლავის ქვის წარწერა ერთგვარი შესაკრებელია მისი, როგორც ქრისტიანობისთვის მებრძოლი, თავდადებული მოძღვრისა:
"ლოდსა ქუჱშე ამის მდებარე არს გვამი მღ(უდლ)ის პეტრე ხმალაძისა, რ(ომელი)ცა ჟამსა მახმედიანთაგან ქრ(ისტიან)ეთა დევნულებისა [ი]ყო შეძლებისამებრ შემვლელი, და რუსეთის მთავრობის მოს[ვ]ლ[ა]სა, ძველთა ქ(რისტ)იანეთა ეკლესი[ი]ს შეწყნარებისა ერთგული წინამძღვარი.
აღმ[ო]მკითხველთაგან შენდობისა არს მ[ო]ქენე, რათა თქ[ჳნ]ც დღესა განკითხვისას მიემთხვინეთ შენდობასა. გარდაიცვალა წლისა 90-სა. სახსოვარი ესე აღაგეს მისთა მმადლობელთა შვილთა".
მამა პეტრე ხმალაძე გარდაიცვალა ღრმად მოხუცებული, 80 წლის ასაკში, სიმსივნით, 1856 წლის 1 იანვარს.
მადლიერმა შთამომავლობამ მას უწოდა:
"ჟამსა მახმედიანთაგან ქრ(ისტიან)ეთა დევნულებისა... ქ(რისტ)იანეთა ეკლესი[ი]ს შეწყნარებისა ერთგული წინამძღვარი."
სტატიამომზადებულია ფეისბუქის გვერდის კანკელი • kankeli მიერ გამოქვეყნებული პოსტის მიხედვით
დაკრძალულია სოფელ ბარალეთის ფერისცვალების სახელობის ტაძარის გალავანში;
შორენა გულიაშვილი საქართველოს ეროვნული არქივი; გვ. 258
საისტორიო ცენტრალურ არქივში დაცული დოკუმენტები მეცხრამეტე საუკუნეში ჯავახეთში მოღვაწე მღვდლის პეტრე ხმალაძის შესახებ
2015 წელს საქართველოს წმ. სინოდის გადაწყვეტილებით წმინდანად შერაცხულ იქნა მეცხრამეტე საუკუნეში, სამხრეთ საქართველოში, ჯავახეთში მოღვაწე, სოფელ ბარალეთის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი პეტრე ხმალაძე, რომელსაც ეწოდა პეტრე აღმსარებელი.
არსებობდა ხალხში გავრცელებული სხვადასხვა შინაარსის ნარატივები პეტრე ხმალაძის მოღვაწეობის შესახებ, რამაც გაზარდა ინტერესი მისი პიროვნების მიმართ. შესაბამისად დაიწყო კვლევა-ძიება მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის თაობაზე.
საისტორიო ცენტრალურ არქივის ფონდებში: საქართველო-იმერეთის სინოდის კანტორა (ფ.489), საქართველოს ეგზარქოსის კანცელარია (ფ..488) დაცულია დოკუმენტები, რომლებშიც ასახულია პეტრე აღმსარებლის (ხმალაძე)
ცხოვრება და მოღვაწეობა.
პეტრე ხმალაძე დაიბადა ახალქალაქის სანჯაყის სოფ. ბარალეთში [1775]2 წელს. კლასიკური სასულიერო განათლება არ ჰქონდა მიღებული. მღვდლად ხელდასხმულ იქნა 1801 წელს, ,,... в училищах не обучался, во священник рукоположен
в 1801 году’’.3
პეტრე ხმალაძე 1801 წლიდან არის ბარალეთის ფერისცვალების ეკლესიის
მღვდელი: „Ахалцихской области в селении Баралети церковь во имя Всемилостивого Спаса, каменная, со сводом, ветхая, с приписными … селениями... Ныне здес состоит: Священикъ Петр Хмаладзе, 60 лет от роду, в настоящем сане состоит с 1
июня 1801 года; дел до него не клались;...’’4
პეტრე ხმალაძე 1845 წელს ახალციხის წმ. მარინეს ეკლესიის კეთილმოწესე მღვდლის გამრეკელოვის მიერ ჯავახეთში მოღვაწე სხვა სასულიერო პირებთან
ერთად წარდგენილ იქნა ჯილდოზე:
1 სანჯაყი - გურჯისტანის დიდი დავთრის მიხედვით ადმინისტრაციული ერთეული
2 მოსაზრებას გამოვთქვამთ 1835 წ. დოკუმენტის ჩანაწერით, ,,Петр Хмаладзе, 60 лет от роду”, ფონდი 488, აღწერა 1, საქ. 4167, ფურც.4
3 ეროვნული არქივი , საისტორიო ცენტრალური არქივი (ცსა), ფონდი 488, აღწერა 1, საქ. 14600, ფურც. 2.
4 სცა, ფონდი 488, აღწ. 1, საქ. 4167, ფურც. 4.
Благочиннoго ахалцихской Марининской церкви
священника Георгия Гамрекелова
РАПОРТ
Имею честь донести вашему высокопреосвященству, что священники благочиния моего, именно: 1. Баралетской Спасской церкви Петр Хмаладзе, 2. Котелийской церкви св. мучеников Кирика и Ивлиты Николай Беридзе, 3. Кильдской Архангельской церкви Агиадзе, 4. Хизабаврской Архангельской церкви Василий Мурванов, 5. Эркотской Спасской церкви Христесий Зедгинидзе, 6. Сафарской Саввинской церкви Христесий Самадов и 7. Толошской Феодоровской церкви Соломон Гургенизе, примерным поведением и усердием продолжая возложенные на них обязанности, оказывают мне всевозможное содействие в делах пастырских, ибо они в прошлых годах в исправлении здешних церквей и устройств иконостасов оказывают примерную деятельность и собственные пожертвования в утверждении новых христиан в истинах религии, неослабно исполняют мои им поручения и всякие трудности в здешних опасных местах великодушно с семействами переносят.
Посему, по долгу справедливости донеся о заслугах вышеупомянутых свещенников, осмеливаюсь всепокорнейше просить ваше высокопреосвященство, благоволить в воздании за труды и усердия и для большего поощрения на дальнейшие подвиги наградить их всех набедренниками, дабы они, получив таковую архипастырскую вашу милость, с радостью продолжали со мной пастырские дела в пользу церкви и отечества.
Благочинный священник Гамрекелов №805
25 августа 1845 года г. Ахалцих5
კეთილმოწესე გიორგი გამრეკელოვის პატაკს მოჰყვა საქართველოს ეგზარქოსის ბრძანება პეტრე ხმალაძის ენქერით დაჯილდოების თაობაზე:
1846.Октябрь 2. Ахалцихского уезда Баралетской Спасской церкви священник Петр Хмаладзе, Котелийской Георгиевской церкви священник Николай Беридзе и Горийского уезда Урбнисского собора священник Иоанн Канделаков, за долговременное и полезное церкви Божией служение, награждены мною набедренникамипервые два сентября 22 дня в ахалцихской Марининской церкви, а последний октября 1 дня в Мцхетском соборе. Предписать благочинным Гамрекелову и Папитову о внесении сей награды в послужные списки.
Исидор экзарх Грузии Предписанию благочинному Гамрекелову о внесении сей награды в послужные им списки от 3 октября N2665.6
5 ფონდი N488, აღწ. N1, საქ. N10913, ფურც. 1, 1’, 1845წ.
6 ცსა, ფონდი N488, აღწ. N1, საქ. N11527, ფურც. 1, 1846წ
პეტრე ხმალაძე ღრმად მოხუცებულობამდე აღასრულებდა მღვდელმსახურებას, ის მსახურებდა აგრეთვე ტოლოშის თეოდორე ტირონის ეკლესიაში, საიდანაც 1848 წელს პირადი განცხადებით, ჯანმრთელობის გაუარესების გამო განთავისუფლდა და გადაყვანილ იქნა იმავე ეკლესიაში მედავითნედ: Его высокопреосвященству Святейшего Правительствующего Синода члену, высокопреосвященнейшему Исидору , архиепископу карталинскому и кахетинскому, экзарху Грузии и кавалеру.
Заштатнаго священника ахалцихского уезда селения Толоши Петра Хмаладзева Прошение Согласно прошению моему в прошлом 1848 году, ваше высокопреосвященство соблагоизволили уволить меня за штатом и на место меня при толошской Феодоровской церкви определить
священником зятя моего Григория Агиадзева, с обязательством, чтобы означенный зять мой содержал меня с детьми и с дочерями моими. Он, Агиадзев, хотя содержит меня у себя с детьми и с дочерями моими он по возможности, но он, имея,
кроме нас, и еще довольно большое семейство, крайне затрудняется доставлять нам приличное содержание, а как я еще в состоянии исправлять должность причетника, то покорнейше прошу ваше высокопреосвященство, во уважение моей долговременной усердной службы, определить меня на вакансию причетника при толошской Феодоровской церкви, .... მღვდელი პეტრე ხმალადზე.
1849 года ноября 9 дня.7 პეტრე ხმალაძე მოღვაწეობდა იმ ძნელბედობის ჟამს, როდესაც ჯავახეთი ოსმალეთის იმპერიის გავლენის ქვეშ იყო. ამ დროს, არა თუ ქადაგება, რჯულის შენარჩუნებაც მძიმე იყო: „Некоторые христианки живут в семействах татар..“ პეტრე ხმალაძის მოღვაწეობის პერიოდში ჯავახეთი ოსმალეთის იმპერიის გავლენის ქვეშ იყო მოქცეული, სამცხე-ჯავახეთში შექმნილი იყო ,,გურჯისტანის ვილაიეთი“, ახალქალაქი (ჯავახეთი) კი შეადგენდა ,,გურჯისტანის ვილაიეთის“ მიხედვით ერთ-ერთ ადმინისტრაციულ ერთეულს. მიუხედავად იმ სიძნელეებისა,
რომლებიც არსებობდა იმ პერიოდში, პეტრე ხმალაძე, როგორც ,, ქ(რისტ)იანეთა ეკლესი[ი]ს ... ერთგული წინამძღვარი’’ მუსულმანების გაქრისტიანებასაც კი ცდილობდა. 1847 წლის დოკუმენტში ვკითხულობთ: მისი ვაჟი ვასილი, გორის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა. შვილის სანახავად წასული პეტრე და მისი მედავითნე გაძარცვეს.
7 ცსა. ფ.N 488 , აღწ.1 , საქ. N14600, ფურც. 1, 1849 წ.
საგამოძიებო მასალიდან ირკვევა, პეტრე ხმალაძე როგორ ცდილობდა ერთ-ერთი მუსულმანი მძარცველის გაქრისტიანებასაც:
,,... что он знает Хмаладзе, потому что он предлагал ему, Бадилу, принять христианскую веру, ... однако же он не согласился“.
8 პეტრე ხმალაძეს ჰყავდა ოჯახი: მეუღლე სალომე და შვილები: პავლე, გიორგი, სიმონი, ვასილი, ელენე, ფებრონია (თებრონე) და მარია (მარიამი):
,,.. жена его Соломия 41-года; у нихь дети: Павел 25-и, Георгий-17-и, Симон 13-
и, Василий- 4-ех, Елена-9-и, Феврония-6-и и Мария-5-и лет...“ 9
მისი შვილებიც: გიორგი და ვასილი ეკლესიის მსახურები იყვნენ. ისინი მსახურებდნენ მედავითნედ ბარალეთის ფერისცვალების ეკლესიაში.
გიორგი 1838 წელს აკურთხეს მედავითნედ, კლასიკური განათლება მასაც არ ჰქონდა მიღებული. კეთილმოწესე გამრეკელოვი საქართველოს ეგზარქოსის სახელზე გაგზავნილ პატაკში მას ახასიათებს, როგორც დადებით ადამიანს
,,.. Георгий, имеющий от роду 18 лет, который знает читать, петь и писать на
грузинском языке порядочно и есть человек довольно хорошего поведения, при том
он принадлежит к духовному званию, весьма привержен к церковной службе, которую он, как видно, с самого малолетства исправляет при отце, не отбывая никакою
повиннос.10 1888 წელს შედგენილ გიორგი ხმალაძის ნამსხურობის ნუსხაში ხაზგასმით
წერია, რომ იგი, როგორც სასულიერო პირი გამოირჩევა ძალიან კარგი ქცევით,
,,весьма хорошего поведения...“11
„Первый причетник Георгий Петрович , сын Хмаладзе, происходит из Духовного
звания сын священника. Обучался чтению, пению, письму и церковному уставу у
приходского священника. В 1838 году, согласно прошению его был определен
причетником к Баралетской Спасской церкви где поныне и состоит. Умеет хорошо
писать, читать, петь. Знает священную историю и православный катахизис...“12
პეტრე ხმალაძის მეორე ვაჟი, ვასილ ხმალაძე სწავლობდა ჯერ გორის სასულიერო სასწავლებელში:
„Священник ведомства моего благочиния баралетской Спасской церкви
Петр Хмаладзев, ... сыну своему Василию с обучающемуся в тамошнем Духовном уездном училищ...“13
შემდეგ თბილისის სასულიერო სემინარიაში,
„Обучался в низшем отделении Тифлисской Духовной Православной Семинарии“14
8
სცა. ფონდი N488, აღწ. N1, საქ. N13053, ფურც. 7’, 1847 წ
9
სცა, ფონდი 488, აღწ. 1, საქ. 4167, ფურც. 4.
10 სცა, ფონდი 488, აღწ. 1, საქ. 5746, ფურც. 2, 5.
11 სცა, ფონდი 489, აღწ. 1, საქ. 41677, ფურც. 51.
12 სცა, ფონდი 489, აღწ. 1, საქ. 41677, ფურც. 51.
13 სცა, ფონდი 488, აღწ. 1, საქ. 13053, ფურც. 1.
14 სცა, ფონდი 489, აღწ. 1, საქ. 53067, ფურც. 36.
ვასილ ხმალაძე მედავითნედ მსახურებდა აგრეთვე ტოლოშის თეოდორე
ტირონის, ქილდის მთავარანგელოზის ეკლესიებში:
„... псаломщик Василий Петрович Хмаладзе, сын священника от роду 81 г.
Обучался в низшем отделении Тифлисской Духовной Православной Семинарии.
Согласно его прошению 23 мая 1855г. назначен псаломщиком Толошской церкви.
4 августа 1874г., согласно его прошению уволен от должности, а 14 марта 1878г.
вновь определен к Кильдской церкви. 28 марта 1884г. вновь назначен псаломщиком
к Баралетской церкви. Уволен заштат по прошению 21 ноября 1909 г.
Хорошо умеет читать, писать, петь. Знает священную историю и православный
катахизис. Является человеком хорошего поведения.“15
პეტრე ხმალაძის ქალიშვილის მეუღლე იყო გრიგოლ აგიაძე, რომელიც
ასევე მღვდელია,
,,...священником зятя моего Григория Агиадзева.“16
გრიგოლ აგიაძე მსახურებას აღასრულებდა ქილდის მთავარანგელოზის
და ტოლოშის თეოდორე ტირონის ეკლესიებში. ის ახალციხის მაზრის სხვა
სასულიერო პირებთან ერთად საქართველოს ეგზარქოსის ისიდორეს ბრძანებითი დაჯილდოებული იქნა ენქერით: „Кильдской Архангельской церкви Агиадзе......
за труды и усердия и для большего поощрения на дальнейшие подвиги наградить
набедренниками…“17
გრიგოლ აგიაძე მღვდლად 1848 წ. განწესებულ იქნა ტოლოშის ეკლესიაში:
,,...при толошской Феодоровской церкви определить священником зятя моего
Григория Агиадзева.“18
პეტრე ხმალაძის ოჯახი ერთგვარი მაგალითია, მისი როგორც დიდი სასულიერო პირის მოღვაწეობის.
პეტრე ხმალაძე გარდაიცვალა 80 წლის ასაკში, სიმსივნით, 1856 წლის 1
იანვარს. ახალციხის მაზრის სოფ. ბარალეთის საეკლესიო მეტრიკულ წიგნში
ვკითხულობთ:
,,ახალციხის უეზდის ახალქალაქის უჩასტკს სოფელს ბარალეთს მცხოვრებელი შტატ გარეთ მღვდელი პეტრე ხმალაძე. 80 წ.
რაჲსაგან მოკუდა - სიმსივნისაგან. ჩყვნ (1856წ.), 1 იანვარი.
განმავლობასა ა[წელსა] ამა იანვრის თვესასა გარდაცვალებული მამრობითის სქესისა ერთი 1.
რასა ვამტკიცებ ხელისმოწერითა ჩვენითა მღუდელი სოლომონ გურგენიძე.“19
საისტორიო ცენტრალური არქივში მოძიებული დოკუმენტები იქნა წარდგენილი 2015 წ. სინოდის სხდომაზე, დადგინდა მისი ხსენების დღე 1(14) იანვარი.,
დაიწერა ხატი, შეიქმნა მსახურება.
15 სცა, ფონდი 489, აღწ. 1, საქ. 53067, ფურც. 36.
16 სცა, ფონდი 488, აღწ. 1, საქ. 14600, ფურც. 1.
17 სცა, ფონდი 489, აღწ. 1, საქ. 10913, ფურც. 1.
18 სცა, ფონდი 489, აღწ. 1, საქ. 14600, ფურც. 1.
19 ცსა. ფ. N489 აღწ. N6, საქმე N1166, ფურც. 9’, 10, 1856წ.
SHORENA GULIASHVILI
National Archives of Georgia
PROTECTED DOCUMENTS IN THE CENTRAL HISTORICAL ARCHIVES ABOUT THE PRIEST, PETRE KHMALADZE, WHO WAS WORKED IN THE NINETEENTH CENTURY, IN JAVAKHETI
Summary
In 2015 By the decision of the Synod, he was inscribed as a saintIn the nineteenth century, in southern Georgia , in the village of Javakheti,Petre Khmaladze, the priest of Barateli Transfiguration Church, who was calledPeter the Confessor. There were
different narratives between the people about the activity of Peter Khmaladze. that has increased interest in his personality. Accordingly Began research for his life and work. In the funds of the Historical Central Archive: Georgia-Imereti Synod The Canter (489), the Chancellery of the Exarchate of Georgia (p. 488). There is protected Documents in which Peter Confessor (Khmaladze) lives and Activity. Petre Khmaladze was born in the village of Akhalkalaki. In Barateli. In the year of 1775. He has not aducated Classical religious education. He became the PriestIn 1801, and in 1845 he was awarded with the right to carry an enroller.He worked at a time when Javakheti was under influence of Turkey’s. Petre Khmaladze fulfilled the priesthood in the deeply old. Petre Khmaladze died in 1856, buried in the village of Barateli.