სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12286

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
ცხვარაძე ზურაბ დეკანოზი 1980-იანი წლები ცხვარაძე ზურაბ დეკანოზი 1980-იანი წლები
ბმულის კოპირება



გვარი ცხვარაძე სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

38       ბეჭდვა

ცხვარაძე ზურაბ დეკანოზი 1980-იანი წლები

დეკანოზი ზურაბ ცხვარაძე

გამოკრებილია დეკანოზ სერაფიმე დანელიას ფბ. პოსტიდან .

ნაწილი l

1977 წელს ილია მეორე დადგა პატრიარქად. მისი ბრძანებით ლაგოდეხის ნიკოლოზის სამლოცველო სახლში 3 წელი ვიმოძღვრე. მერე მე და ერთი რუსი ეროვნების მღვდელი გაგვაგზავნეს ფოთის ნიკოლოზის ეკლესიაში მღვდელმსახურად, ერთ კვირას რუსი ეროვნების მღვდელი აღასრულებდა წირვა-ლოცვას რუსულ ენაზე, მერე კვირას მე-ქართულ ენაზე. ცოტა ხნის შემდეგ გადმომიყვანეს ცხაკაიის (ამჟამად სენაკის) ტერიტორიაზე მთავარანგელოზების ეკლესიაში.


ჩემი გაჭირვება რაიონში ჩაწერა იყო. თუ არ ჩავეწერებოდი, უნდა წავსულიყავი რაიონიდან ან ერთწლიან კოლონიას მპირდებოდნენ. ჩაწერაზე როცა მიდგებოდა საქმე, რაიმე მიზეზის გამო უარს ამბობდნენ. ერთი გამოსავალი გაქვს, თუ ვინმე დედაკაცზე ხელს მოაწერო. ძალიან ცუდად ვიყავი, მოვლაზე ყველამ უარი თქვა, შინაურმაც და გარეულმაც, გამოჩნდა ერთი სენაკელი პიროვნება, ფერშალი ავადმყოფობის მკურნალი და ვთხოვე მას ხელი მოგვეწერა, შემპირდა, ქრისტეს სახელით, ყველა ღონისძიებას ვიხმარ შენი გამოჯანმრთელებისთვისო და შეუდგა ჩემს მკურნალობას. ბორჯომში წამიყვანა, ექიმმა ხაშურის ჰაერი გამომიწერა, ერთი წელი გავატარეთ ხაშურის ტერიტორიაზე, რომელმაც ხველება შემიჩერა. დიაგნოზი მქონდა ფილტვების დაზიანება და კუჭის ტკივილი. მე ვთხოვე სენაკის ეპისკოპოს ზოსიმეს, პატრიარქთან მიმყოლოდა, რომ უფასო შვებულება და პენსია დაენიშნა, ვინაიადან მუშაობა არ შემეძლო.


დეკანოზი სერაფიმე დანელია

ფოტო მოგვაწოდა : tamila bursulaia-მ.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 17.01.2024
ბოლო რედაქტირება 18.01.2024
სულ რედაქტირებულია 1




ცხვარაძე - გვარის 2 ღვთისმსახური

1 0

გურამ ცხვარაძე 1954-93წწ. გარდ. ქ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოფ. ახალშენი სოხუმი აფხაზეთი

2 0


ალექსანდრე (საშა) ცხვარაძე 1963-93წწ გარდ. აფხაზეთი წარმ. ვანი იმერეთი

3 0