სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12286

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
კალანდარიშვილი ილარიონ  იოანეს ძე დეკანოზი 1836-1928წწ  მაკვანეთი (ოზურგეთი) მთავარანგელოზის ეკლესია კალანდარიშვილი ილარიონ  იოანეს ძე დეკანოზი 1836-1928წწ  მაკვანეთი (ოზურგეთი) მთავარანგელოზის ეკლესია
ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი კალანდარიშვილი სია

ოზურგეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

58       ბეჭდვა

კალანდარიშვილი ილარიონ იოანეს ძე დეკანოზი 1836-1928წწ მაკვანეთი (ოზურგეთი) მთავარანგელოზის ეკლესია

კალანდარიშვილი ილარიონ 1900-იანი წლები მღვდელი სოფ.  მაკნავეთი, ოზურგეთი შემდგომ განმოსილია

ოჯახთან ერთად  1890 წელი

შვილი დიმიტრი ილარიონის ძე კალანდარიშვილი 1884-1946წწ

 დიმიტრი კალანდარიშვილი დაიბადა 1884 წელს ქუთაისის გუბერნიის, ოზურგეთის მაზრის სოფელ მაკვანეთში სასულიერო პირის ოჯახში.

უმაღლესი განათლება სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტში მიიღო, სადაც იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. 1911-1918 წლებში დიმიტრი კალანდარიშვილი გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ნამდვილი წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების მუშაობაში.

1917-1919 წლებში იგი გახლდათ ქალაქ ქუთაისის მოურავი, ხოლო 1919 წლის 7 ოქტომბერს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ დიმიტრი კალანდარიშვილი სენატის წევრად აირჩია და მოღვაწეობდა სენატის სამოქალაქო-საკასაციო დეპარტამენტში.

   1930-იან წლებში დიმიტრი კალანდარიშვილი საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის კურორტების სამმართველოს იურისკონსულის მოვალეობას ასრულებდა. ცხოვრობდა თბილისში ძმები ზუბალაშვილების ქუჩის (ყოფილი „სასამართლოს“ და ყოფილი „ძველი არსენალის“) N45-ში. ჰყავდა მეუღლე ელენე ლეიკფელდ-კალანდარიშვილი, რომელიც გახლდათ პეტერბურგის ქალთა უმაღლესი პოლიტექნიკური კურსების მსმენელი და რომელსაც დამთავრებული ჰქონდა თბილისის ინდუსტრიალური ინსტიტუტი არქიტექტურის სპეციალობით. დიმიტრის და ელენეს ჰყავდათ ორი ვაჟი: ვადიმე და ოთარ (ტონი) კალანდარიშვილები. ვადიმე გახლდათ ცნობილი სამთო ინჟინერი და ტყვარჩელის მაღაროების მთავარი მარკშეიდერი,  ხოლო უმცროსი ძმა ოთარი, საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი და არქიტექტორთა კავშირის გამგეობის წევრი.

დიმიტრი კალანდარიშვილი გარდაიცვალა 1946  წელს თბილისში და დაკრძალულია კუკიის ძველ სასაფლაოზე.

MEMBER OF ORGANIZATIONS

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1911-1918)

CONTACTS INFORMATION

Address: ძმები ზუბალაშვილების N45 (ყოფილი "სასამართლოს", ყოფილი "ძველი არსენალის" ქუჩა)


მემორიალური დაფა გააკეთა ემელიანე პავლეს ძე ჩხატარაშვილმა, დაბ. 1964წ. ემელიანეს დედა: მანველიტა ემელიანეს ასული კალანდარიშვილი,  ემელიანე ეპიფანეს (მღვდელი) ძე კალანდარიშვილი, ეპიფანე (მღვდელი) ილარიონის (დეკანოზი) ძე კალანდრიშვილი.

შვილიშვილი ოთარ (ტონი) დიმიტრის ძე კალანდარიშვილი 1925-2003წწ გარდ. 78 წლის, არქიტექტორი წარმ. მაკნავეთი ოზურგეთი გურია


ინფორმაცია მოგვაწოდა ვასილ მიქაძემ (ოთარის (ტონი) შვილიშვილი, დედა ნანა კალანდარიშვილი) 




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 21.01.2024
ბოლო რედაქტირება 09.09.2025
სულ რედაქტირებულია 5




კალანდარიშვილი - გვარის 49 ღვთისმსახური

1 0

სიმონ ეგნატეს ძე კალანდარიშვილი 1861-1937წწ მღვდელი დაბ. სენაკი

2 0

სენაკელი კალანდარიშვილი ნიკოლოზი, არისტარქო. სასულიერო ოჯახი

2 0

თეოფანე ლუკას ძე კალანდარიშვილი 1873-1968წწ მღვდელი დაბ.სენაკი

2 0

ერმალოზ სვიმონის ძე კალანდარიშვილი 1857-1926წწ. მღვდელი დაბ. სოფ. მაკვანეთი (ოზურგეთი)

2 0

ნესტორ კალანდარიშვილი ალექსანდრეს ძე 1874-1922წწ საბჭოთა გენერალი დაბ. სოფ.კვირიაკეთი ოზურგეთი გურია, Нестор Александрович Каландаришвили

1 0


ამირან კალანდარიშვილი 1969-1993წწ. გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. გაგრა.

2 0


ტარიელ კალანდარიშვილი 1973-1993წწ. გარდ. სოფ. ახალდაბა ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. გაგრა.

2 0


ოთარ (ტონი) კალანდარიშვილი 1925-2003წწ გარდ. 78 წლის, არქიტექტორი წარმ. მაკნავეთი ოზურგეთი გურია

1 0