დეკანოზი ვასილ დადიანიძე 1864-1937წწ
დეკანოზი ვასილ დადიანიძე 1864 წელს 1 იანვარს გორის მაზრის სოფელ შერთულში დაიბადა. ადრეულ ასაკში გარდაეცვალა მამა ილია.
შვიდი წლისას საშინელი განსაცდელი შეემთხვა მამისაგან დატოვებული ქონებისა და მიწის ხელში ჩაგდების მიზნით ბოროტისმყოფელებმა მისი მოკვლა მოისურვეს და
მძინარეს თავში კეტი ჩაარტყეს. ღვთის წყალობით, სიკვდილს გადარჩენილი პატარა ვასილი დედის ნათესავებს – ინდუაშვილებს თბილისში წაუყვანიათ და იქ
აღუზრდიათ. ვასილმა ჯერ თბილისის სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა.
ხოლო 1884-1890 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა,
რომლის დაშთავრების შემდეგ, 1890 წლის 8 ოქტომბერს გორის სასულიერო სასწავლებელში პედაგოგად განამწესეს·
1891 წლის 5 ივლისს ამავე სასწავლებლის საშუალო მოსამზადებელი კლასების მასწავლებლად დაინიშნა.
1897 წლის აგვისტოში ვასილი ჯერ დიაკვნად აკურთხეს, შემდეგ კი მღვდლად დაასხეს ხელი და 31 აგვისტოს ამავე სასწავლებელში არსებული წმინდა გიორგის
სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.
1901 წლის 6 მაისს საგვერდულით, ხოლო 1903 წლის 15 აპრილს სკუფიით დაჯილდოვდა.
რამდენიმე წლის შემდეგ დაინიშნა აღნიშნული სასწავლებლის ზედახედველად და სულიერ მოძღვრად.
1908 წლის 6 მაისს – კამილავკით, 1914 წლის 6 მაისს კი –
გვ325
სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა.
1919 წლის 10 მარტს გორის სასულიერო სასწავლებელში 28-წლიანი ერთგული
და თავდადებული მოღვაწეობისათვის ურბნელმა ეპისკოპოსმა დავითმა (კაჭახიძე) დეკანოზის წოდება მიანიჭა.
1921 წელს, კომუნისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ, გორის სასულიერო სასწავლებელი დაიხურა. აქედან იწყება
დეკანოზ ვასილის დევნა-შევიწროება. ამას დაერთო ისიც, რომ სოფელ ტყვიავში კომუნისტების მიერ წაქეზებულმა პირებმა
სიცოცხლეს გამოასალმეს მისი უფროსი ვაჟი ილია, როშელიც ქართული ჯარის ოფიცერი იყო.
1922 წლიდან იგი დასახლდა თავის სოფელში. 1929 წელს მთავრობამ ჩამოართვა სახლი, ქონება და გამოაძევა მშობლიური
სოფლიდან. მამა ვასილი იძულებული გახდა, საცხოვრებლად თბილისში, თავის შვილებთან გადა
გვ326
სულიყო. დეკანოზი ვასილი 1937 წლის 3 ივლისს გარდაიცვალა. დასაფლავებულია ვაკეში, სამოქალაქო სასაფლაოზე.
დეკანოზი ვასილ დადიანიძე ოჯახთან ერთად ქ. გორი 1911 წელი
სხედან: დეკანოზი ვასილ დადიანიძე და მისი მეუღლე ეკატერინე გრძელიშვილი დგანან მარცხნიდან: თამარი, ილია, პეტრე. მშობლებს შუა ქეთევანი. მათ წინ: ალექსანდრე და ნინო.
დეკანოზი ვასილ დადიანიძე დაიბადა 1864 წელს 1 იანვარს გორის მაზრის, სოფელ შერთულში. ადრეულ ასაკში გარდაეცვალა მამა ილია. შვიდი წლის ასაკში პატარა ვასილს შეემთხვა საშინელი განსაცდელი. მამისაგან დატოვებული ქონებისა და მიწის ხელში ჩაგდების მიზნით ბოროტ-განმზრახველებმა მოისურვეს მისი მოკვლა და მძინარეს თავში კეტი ჩაარტყეს. ღვთის წყალობით სიკვდილს გადარჩენილი პატარა ვასილი დედის ნათესავებს ინდუაშვილებს თბილისში წამოუყვანიათ და იქ აღუზრდიათ. მამა ვასილმა დაამთავრა ჯერ თბილისის სასულიერო სასწავლებელი, შემდეგ კი 1880-იან წლების ბოლოს თბილისის სასულიერო სემინარია, რომლის დამთავრების შემდეგ დაინიშნა პედაგოგად გორის სასულიერო სასწავლებელში. 1890-იანი წლების ბოლოს ხელდასხმულ იქნა ჯერ დიაკვნად, შემდეგ კი მღვდლად. რამდენიმე წლის შემდეგ დაინიშნა აღნიშნული სასწავლებლის ზედამხედველად და სულიერ მოძღვრად. 1908 წლის 6 მაისს დაჯილდოვდა კამილავკით. 1914 წლის 6 მაისს დაჯილდოვდა ოქროს ჯვრით. 1919 წლის იანვარში ურბნისის ეპისკოპოსმა დავითმა (კაჭახიძე) მიანიჭა დეკანოზის წოდება. 1921 წელს კომუნისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ დაიხურა გორის სასულიერო სასწავლებელი. აქედან იწყება მისი დევნა-შევიწროება. ამას დაერთო ისიც, რომ სოფელ ტყვიავში კომუნისტების მიერ წაქეზებულმა პირებმა სიცოცხლეს გამოასალმეს მისი უფროსი ვაჟიშვილი ილია, რომელიც ქართული ჯარის ოფიცერი იყო. 1922 წლიდან იგი დასახლდა თავის სოფელში. 1929 წელს მთავრობამ ჩამოართვა სახლი და ქონება და გამოაძევა მშობლიური სოფლიდან. მამა ვასილი იძულებული გახდა საცხოვრებლად თბილისში თავის შვილებთან გადმოსულიყო. გარდაიცვალა 1937 წლის 3 ივლისს, დასაფლავებულია ვაკის სასაფლაოზე. ფოტო და ბიოგრაფული ცნობები მოგვაწოდეს მამა ვასილის შვილიშვილებმა: ბატონებმა გურამ დადიანიძემ და გია ჭელიძემ.