მონაზონი ბარბარე (აკობია)
დაიბადა 1960 წლის 21 სექტემბერს ქ. ზუგდიდში.
1966-1978 წლებში სწავლობდა ზუგდიდის N2 საშუალო სკოლაში.
1986 წელს დაამთავრა თბილისის მოსე თოიძის სახელობის პროფესიულტექნიკური სასწავლებელი.
2008 წელს გახდა კორცხელის ივერიის ღმრთისმშობლის ხატის დედათა მონასტრის წევრი.
2016 წელს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ აღკვეცა მონაზვნად.
ამჟამად მსახურობს გუბანის (ქ. ჯვარი) წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის დედათა მონასტერში.