სამონაზვნე მარიამნა (ფიფია)
დაიბადა 1959 წლის 23 იანვარს ზუგდიდის რაიონის სოფ. ჩხორიაში. სკოლის
დამთავრების შემდეგ მიიღო საშუალო სპეციალური სამედიცინო განათლება
და წლების განმავლობაში მუშაობდა მედდად ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.
1987 წელს წავიდა ბოდბის დედათა მონასტერში, სადაც 2000 წელს აკურთხეს სამონაზვნედ მარიამნას სახელით.
შემდეგ იყო გორისა და სამთავრისის ეპარქიაში.
2022 წლის დეკემბრიდან ცხოვრობს კორცხელის ივერიის ღმრთისმშობლის დედათა მონასტერში.