სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12286

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
ტრაპაიძე ნესტორ საშას ძე დაბ. 1867წ. შტატის მღვდელი, სოფ. შუა-სურების (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია. (ლომისკარელი) ტრაპაიძე ნესტორ საშას ძე დაბ. 1867წ. შტატის მღვდელი, სოფ. შუა-სურების (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია. (ლომისკარელი)
ბმულის კოპირება



გვარი ტრაპაიძე სია

ჩოხატაური გამოჩენილი ადამიანები სრული სია

43       ბეჭდვა

ტრაპაიძე ნესტორ საშას ძე დაბ. 1867წ. შტატის მღვდელი, სოფ. შუა-სურების (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია. (ლომისკარელი)

სოფელ შუა-სურების წმინდა გიორგის ეკლესია. (ლომისკარელი)

მოსახლეობის რაოდენობა 116 კომლი.

03 (სამი) ვერსის დაშორებით მდებარეობდა უახლოესი ეკლესია.

ეკლესია იყო ხის ძალიან ლამაზი, სამრეკლო ხის, ისიც ძალიან ლამაზი.

1894 წელს ეკლესიასათან დაარსდა ერთკლასიანი სამრევლო სკოლა, 1908 წელს მოსწავლეთა რაოდენობის ზრდასთან ერთად სკოლაც გადაკეთდა ორკლასიანად. 

შტატის მღვდელი ნესტორ საშას ძე ტრაპაიძე (მღვდლის შვილი), (ყავდა მეუღლე ტერეზა ალექსის ასული და ხუთი შვილი).

დაიბადა 1867 წელს. 

წერა-კითხვა შეისწავლა იოანე ნათლისმცემლის მონასტერში. პირველ კლასში სწავლობდა ქალაქ თბილისის სასულიერო სემინარიაში.

1888 წელს მუშაობს გადამწერად გურია-სამეგრელოს ეპარქიაში.

1890წელს გურია—სამეგრელოს ეპისკოპოსმა ხელი დასხა სოფელ აცანის ეკლესიის მედავითნედ.

1893 წელს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ხელი დასხა სოფელ შუა-სურების წმინდა გოირგის, ლომისკარელის ეკლესიაში დიაკვნად, შემდეგ მღვდლად.

1894 წელს მისი ძალისხმევით დაარსდა ეკლესიასთან არსებული სამრევლო სასწავლებელი.

1897 წელს სამი წლის ვადით აირჩიეს გურიის გუბერნიის მასწავლებელთა დეპუტატად.

მინიჭებული ჰქონდა მღვდლის სიგელი.

მედავითნე  გიორგი ივანეს ძე რამიშვილი. (ყავდა მეუღლე და ოთხი შვილი).

დაიბადა 1850 წელს. 

წერა—კითხვა შეისწავლა იოანე ნათლისმცემლის მონასტერში. მიეცა მედავითნის წოდება.

1881 წელს დაინიშნა სოფელ ზემო-სურების წმინდა გიორგის ეკლესიაში მედავითნედ.

1904 წელს სოფელ შუა სურების ლომის კარელის წმინდა გიორგის ეკლესიაში მედავითნედ.

 (მასალები მოპოვებულია საქართველოს საპატრიარქოს არქივში).

ჩოხატაურის სამუზეუმო გაერთიანების დირექტორის  ნათია კალანდაძის მიერ. 2010 წელი. 


წყარო: ჩოხატაურის ტაძრები და ღვთიმსახურები 1800-ანი წლებიდან. ავტორი ნათია კალანდაძე


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 06.03.2024
ბოლო რედაქტირება 06.03.2024
სულ რედაქტირებულია 1




ტრაპაიძე - გვარის 15 ღვთისმსახური

1 0

ტრაპაიძე კაპიტონ ალექსანდრეს ძე დაბ. 1834წ. შტატის მღვდელი, სოფელი ზემო-სურები წმინდა გიორგის ეკლესია

2 0


გია შაქროს ძე ტრაპაიძე 1970-93წ. გარდ. 23 წლის, ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. სოფ. აკეთი ლანჩხუთი გურია

3 0


შალვა ტრაპაიძე გურამის ძე 1978-2008წწ გარდ. სამაჩაბლო კაპრალი დაბ. სოფ.სალხინო ვანი

3 0