სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12286

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
კოჭლამაზაშვილი ანუსია/ნინო ნოდარის ასული 1878 - 1957წწ სამთავროს იღუმენია - 1950-იანი წლები. დაბ. სოფ. ბოდბე, სიღნაღი. დაკრძ. იქვე კოჭლამაზაშვილი ანუსია/ნინო ნოდარის ასული 1878 - 1957წწ სამთავროს იღუმენია - 1950-იანი წლები. დაბ. სოფ. ბოდბე, სიღნაღი. დაკრძ. იქვე

1878-1957 წწ. გარდ. 79 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი კოჭლამაზაშვილი სია

სიღნაღი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

61       ბეჭდვა

კოჭლამაზაშვილი ანუსია/ნინო ნოდარის ასული 1878 - 1957წწ სამთავროს იღუმენია - 1950-იანი წლები. დაბ. სოფ. ბოდბე, სიღნაღი. დაკრძ. იქვე

კოჭლამაზაშვილი ანუსია/ნინო ნოდარის ასული 1878 - 1957წწ იღუმენია - 1950-იანი წლები.

დაბადებულია სოფელ ბოდბეში, სიღნაღი 


სამთავროს დედათა მონასტერში მივიდა 1898 წელს, სამონაზვნედ შეიმოსა 1907 წელს, მონაზვნად აღიკვეცა 1913 წელს; 1910 წელს მონასტრის ხაზინადარად დააამტკიცეს. სამთავროს დედათა მონასტრის იღუმენიად აკურთხეს II მსოფლიო ომის შემდეგ, 1950-იანი წლებიდან კი ანუსია კოჭლამაზიშვილს იღუმენიად მოიხსენიებდნენ. 1924 წელს სამთავროს მონასტრის დედებს არტელი ჩამოუყალიბებიათ, სადაც საბნებს კერავდნენ. მონასტერი გარეგნულად არტელად გადაიქცა, "მცხეთის I საფეიქრონადი - ფეიქარი"; 1933 წლიდან ამ საწარმოს თავმჯდომარე ანუსია კოჭლამაზიშვილი იყო. 1930 წელს სამთავრო კულტურის ძეგლად გამოცხადდა. 1938 წელს დედა ანუსია ძეგლის მცველად არის დასახელებული. ანუსია კოჭლამაზაშვილმა მრავალი წელი იღვაწა მონასტრის საკეთილდღეოდ და მონასტრის გაუქმების შემდეგაც შემწედ და მცველად ედგა ამ წმიდა სავანეს.

წყარო: სამთავროს წმინდა ნინოს დედათა მონასტერი: samtavro.geambioni.gekaribche.ambebi.ge


ფოტო მოგვაწოდა სამთავროს მომაზონმა მამისაშვილი მელანია (თამარი) მონაზონი.



ფოტო აღებულია სამთავროს დედათა მონასტრში არსებული მამა გაბრიელის მუზეუმიდან.

დედა ანუსიას დის შვილი მარიამ მაჭარაშვილი


მადლობა ნატო ანზორის ასული უსენაშვილი, დედა ანუსიას დის შვილისშვილის შვილი





კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 19.03.2024
ბოლო რედაქტირება 04.02.2026
სულ რედაქტირებულია 4




კოჭლამაზაშვილი - გვარის 3 ღვთისმსახური

1 0

არსენ (ალიკ) კოჭლამაზაშვილი 1972- 93წწ. დაკარგ. სოფ. კინდღი, ოჩამჩირე, შინაგანი ჯარის საპატრულო პოლკი. დაბ. სოფ.ბოდბე, სიღნაღი, კახეთი

9 0