აბესაძე გრიგოლ დეკანოზი, დიდუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი 2010წ.
საპატრიარქოს უწყებანი N38 6-12 დეკემბერი 2007წ გვ. 7
2 დეკემბერს ახალციხის წმინდა მარინეს სახელობის საკათედრო ტაძარში ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო აკადემიის კურსდმათავრებული გოჩა აბესაძე და სახელად გრიგოლი უწოდა. დიაკონი გრიგოლი მუხიანის წმინდა მირიანისა და ნანას სახელობის ტაძარში იმსახურებს.
საპატრიარქოს უწყებანი N37 30ოქტომბერი-5 ნოემბერი 2008წ გვ. 7
21 სექტემბერს გურჯაანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მო-ნასტერში გურჯაანისა და ველისციხის ეპისკოპოსმა ექვთიმემ (ლეჟავამ) მღვდლად დაასხა ხელი მუხიანის წმინდა მირიან და ნანას სახელობის ეკლესიის დიაკვანს გრიგოლ აბესაძეს. მღვდელი გრიგოლი მუხიანის წმინდა მირიან და ნანას სახელობის ეკლესიაში იმსახურებს.
21 სექტემბერი, 2010 წ. უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II დიდუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი, მღვდელი გრიგოლ აბესაძე დაჯილდოებულია ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით.
დაჯილდოება
2 ივნისს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა სამღვდელოება: გამშვენებული ჯვრით -- მუხიანის წმინდა მირიან და ნანას სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, დეკანოზი გრიგოლ აბესაძე და მარტყოფის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი იოანე მაზანაშვილი;