თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.
აბუაშვილი რაჟდენ (დეკანოზი შალვა) - არქიმანდრიტი.
2013 წლის 20 აგვისტოს დიდ სქემაში აღკვეცა. 2014 წლის 25 ოქტომბერს დაჯილდოვდა არქიმანდრიტის წოდებით; აბისის წმ. მარინეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი,
25 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, მროველ–ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის დააჯილდოვა ეპარქიის სამღვდელოება: არქიმანდრიტის წოდებით -– აბისის წმ. მარინეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი რაჟდენი (აბუაშვილი); მიტრით –- რუისის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავით ბერელაშვილი; ბებნისის წმ. თეოდორე ტირონის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დიმიტრი ბიხანაშვილი; ურბნისის წმ. სტეფანე პირველმოწამის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ლევან ტურძელაძე. ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით -–– ცერონისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი თეიმურაზ კიკნაძე; რუისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი ლუკა ხუნდაძე; ახალსოფლის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი არსენ ბენიძე.
აბუაშვილი გიორგი - მღვდელი.
2014 წლის 18 აგვისტოს, მღვდლად ხელდასხმა. დაინიშნა ურბნისის წმ. სტეფანე პირველდიაკვნის სახელობის საკათედრო ტაძრის მწირველ მოძღვრად. 2018 წლის 18 ნოემბერს დაინიშნა ახლადნაკურთხი სოფელ ავლევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის წინამძღვრად;
18 აგვისტოს ყინწვისის წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) მღვდლად დაასხა ხელი დიაკვან გიორგი აბუაშვილს. მღვდელი გიორგი დროებით დაინიშნა ურბნისის წმ. სტეფანე პირველდიაკვნის სახელობის საკათედრო ტაძრის მწირველ მოძღვრად.
18 ნოემბერს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) აკურთხა ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფელ ავლევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძარი. ტაძრის წინამძღვრად მღვდელი გიორგი აბუაშვილი დაინიშნა.