თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.
ავლოხაშვილი სერაფიმა (თეონა) - მონაზონი.
2018 წლის 22 მარტს, მცირე სქემაში აღკვეცა. ორთუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართის სახ. დედათა მონასტერი;
22 მარტს ორთუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახ. ტაძარში მროველ–ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) მონაზვნად აღკვეცა (მცირე სქემაში) ორთუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართის სახ. დედათა მონასტრის მორჩილები: თეკლა ბარამაშვილი სახელად უწოდა ქრისტესია (ხს. 24 მაისი) და თეონა ავლოხაშვილი სახელად უწოდა სერაფიმა (ხს. 15 იანვარი; 1 აგვისტო).