დეკანოზი ირაკლი ახალაძე დაიბადა 1976 წლის 29 სექტემბერს. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
მსახურება:
2013 წლის ნოემბრიდან გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი. 2011-2013 წლებში თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საღვთისმეტყველო ფაკულტეტის დეკანი (ახალი აღთქმის ლექტორი)
სატაძრო მსახურება:
2010 წელი – თბილისის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის დიაკონი;
2010-2011 წლები – თბილისის სიონის საკათედრო ტაძრის დიაკონი;
2011-2013 წლები – თბილისის კარის წმ.გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური;
2013 წლის ნოემბრიდან ქუთაისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების ტაძრის წინამძღვარი
1993-1998 წლებში დაამთავრა თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტი;
2002-2006 წლებში დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია;
2006-2011 წლებში დაამთავრა თბილისის სასულიერო აკადემიის საღვთისმეტყველო ფაკულტეტი

ახალაძე ირაკლი გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, დეკანოზი. მიტრის ტარების უფლება, საპატრიარქოს უწყებანი. თბილისი, 2019. 10 - 16 იანვარი. N 1 (910). გვ. 10. ფოტო
საპატრიარქოს უწყებანი N28 2-15 სექტემბერი 2010წ გვ. 9
ხელდასხმა
1 აგვისტოს ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო აკადემიის V კურსის სტუდენტი ირაკლი ახალაძე. დიაკონი ირაკლი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახურად დაინიშნა.
საპატრიარქოს უწყებანი N20 26მაისი-1ივნისი 2011წ გვ.7
ხელდასხმა
21 მაისს თბილისის წმინდა იოანე ლვთისმეტყველის სახელობის ეკლესიაში გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) მღვდლად დაასხა ხელი სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძრის დიაკონ ირაკლი ახალაძეს. მღვდელი ირაკლი თბილისის კარის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იმსახურებს.
დაჯილდოება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა 30 დეკემბერს საკვირაო ქადაგებისას მეუფე დანიელს მიულოცა წმინდა დანიელ წინასწარმეტყველის დღე და დააჯილდოვა სამღვდელოება:
დეკანოზი ირაკლი ახალაძე, გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, დაჯილდოვდა მიტრის ტარების უფლებით.