თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.
1915 წლის თებერვლიდან გარდაცვალებამდე ისევ მეუფე ლეონიდე წინამძღვრობს. ამ პერიოდში მონასტერში მოღვაწეობდნენ სასულიერო პირები: ხაზინადარი მღვდელმონაზონი ისე (სუხიშვილი), მღვდელმონაზონი გაბრიელი (ქიტიაშვილი), მღვდელმონაზონი ხარლამპი (ხომასურიძე), სქემმღვდელმონაზონი გაბრიელი, ბერი მარკიანე, (ცინვაძე), ბერი ლუკიანე (გაბეჩაშვილი), ბერი მიხეილი (იმნაძე), ბერი ისიდორე, ბერი პანტელეიმონი (ჯოხაძე, შემდგომში დავითგარეჯის მონასტრის მღვდელმონაზონი).