
გენძეხაძე გიორგი მღვდელი, ხობის მუნიციპალიტეტი. ილია წინასწარმეტყველის სამრევლო ეკლესია სოფ. შუა ხორგა, ფოთისა და ხობის ეპარქია, მოსახსენებელი 2008წ. გვ.61. ფოტო
საპატრიარქოს უწყებანი N19 7-13 ივნისი 2007წ გვ. 8
დაჯილდოება
2 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ხობის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტერში სამღვდელოება დააჯილდოვა: ფოთის წმინდა ილია მართლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გრიგოლ დონდუა – გამშვენებული ჯვრით; ჭალადიდის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი გიორგი გენძეხაძე ჯვრით; ოქროს ხობის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის მწირველი, მღვდელ ილია ლომაიას მიანიჭა დეკანოზის წოდება; ფოთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელ თევდორე ბასიალიას მიანიჭა დეკანოზის წოდება და ოქროს ჯვრით დააჯილდოვა; ხეთას მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი კირიონ დარასელია დაჯილდოვდა ოქროს ჯვრით.
3 ივნისს ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახ. საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მიანიჭა დეკანოზის წოდება და ოქროს ჯვრით დააჯილდოვა მღვდელმსახურნი: კორცხელის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი ილარიონ შენგელია, ზუგდიდის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი ანდრია ლიპარტია, მახარიას წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი გალაქტიონ ფიფია, ჭითაწყაროს ხარების სახელობისტაძრის წინამძღვარი, მღვდელი ამბროსი თორდია.