გვენეტაძე ნაზარი მღვდელი, ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქია, მოსახსენებელი 2008წ. გვ.53
საპატრიარქოს უწყებანი N15 14-20აპრილი 2011წ გვ.6
დაჯილდოება
7 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა სამღვდელოება, რომელიც მიემგზავრება ავღანეთში ქართულ საჯარისო ნაწილებთან ერთად: ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით -–– მღვდელი გიორგი ბერაია, მღვდელი ნაზარი გვენეტაძე და მღვდელი ლონგინოზ მანაგაძე; ამავე დღეს ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა და იღუმენიას წოდება მიენიჭა ჭყონდიდის ეპარქიის, სოფელ სუჯუნის წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტრის კეთილმოწესეს, მონაზონ ბარბარეს (ქობალია).
საპატრიარქოს უწყებანი N37 1-7ნოემბერი 2011წ გვ.12
დაჯილდოება
28 ოქტომბერს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა შემდეგი სასულიერო პირები: დეკანოზი ნაზარი გვენეტაძე - გამშვენებული ჯვრით; დეკანოზი გობრონ ზივზივაძე - გამშვენებული ჯვრით; დეკანოზი გიორგი ბერაია -–- გამშვენებული ჯვრით; დეკანოზი ლონგინოზ მანაგაძე -- გამშვენებული ჯვრით; დეკანოზი დავით მარგველაშვილი -–- გამშვენებული ჯვრით; დეკანოზი დავით რუხაძე -– გამშვენებული ჯვრით;