საპატრიარქოს უწყებანი N19 11-17ივნისი 2009წ გვ.8
დაჯილდოება
8 ივნისს ვაკის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა შემდეგი მღვდელმსახურები: ვაკის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დანიელ ლობჟანიძე გამშვენებული ჯვრითა და მიტრით; გლადის ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი აკაკი ქიქავა გამშვენებული ჯვრით; ვაკის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი მიქაელ წულუკიძე გამშვენებული ჯვრით; აეროპორტის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი პახომი ჯანიაშვილი — ოქროს ჯვრით და მიანიჭა იღუმენის წოდება; ვაკის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძრის მღვდელმსახურნი: მღვდელი თეიმურაზ ბარაბაძე — ოქროს ჯვრით და მიანიჭა დეკანოზის წოდება; მღვდელი გიორგი დორეული — ოქროს ჯვრით და მიანიჭა დეკანოზის წოდება; მღვდელი საბა ლევერაშვილი — ოქროს ჯვრით და მიანიჭა დეკანოზის წოდება; მღვდელი იაკობ სირბილაძე — ოქროს ჯვრით და აყვანილია დეკანოზის წოდება.
საპატრიარქოს უწყებანი N11 17-23მარტი 2011წ გვ.4
დაჯილდოება
13 მარტს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის დააჯილდოვა სამღვდელოება. გამშვენებული ჯვრით: ვაკის ყოვლადწმინდა სამების სახელობის მღვდელმსახური, დეკანოზი გიორგი დორეული; ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის წინამძღვარი (ნუცუბიძის II პლატო), დეკანოზი ანდრია თოდაძე;

დორეული გიორგი დეკანოზი, დაბ. 1973წ. ვიდეო 2020წ.