ელიავა თომა მღვდელმონაზონი 1855-1860 ვანის მონასტერი (ჭიათურა)
მღვდელ-მონაზონ თომას (ელიავა) დანიშვნამდე [ქ.ც.ა., ფ. 21 ან.1 ს. 5631 ფ. 12, 24,41]. მღვდელ-მონაზონი თომა მონასტრის წინამძღვრად ჩანს 1860 წლის შემოდგომამდე [ქ.ც.ა., ფ. 21 ან. 1 ს. 7382 ფ. 3]. 1859 წლის აპრილში იმერეთის ეპისკოპოსმა გერმანემ მისწერა ჯრუჭის მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ნიკოლოზს, რათა ჯრუჭის მონასტრიდან მღვდელ-მონაზონი ნეოფიტე გადაეყვანა ვანის მონასტერში მმართველად, თომა კი დაეტოვებინა როგორც ზედამხედველი, რამდენადაც მას მხედველობის დაქვეითების გამო აღარ შეეძლო მონასტრის მართვა. ეპისკოპოსის გადაწყვეტილებას მღვდელ-მონაზონი თომა არ დაემორჩილა და რამდენიმე თვე კიდევ მართავდა მონასტერს [ქ.ც.ა., ფ. 21 ან. 2 ს. 735 ფ. 1-3]. 1860 წლის 18 სექტემბერს მონასტერი ჩააბარეს წინამძღვრად დანიშნულ მღვდელ-მონაზონ ნეოფიტეს, რომელიც აქ 1867 წლამდე მოღვაწეობდა [ქ.ც.ა., ფ. 21 ან. 1 ს. 7382 ფ. 3-4]. საარქივო დოკუმენტებმა შემოგვინახა ვანის მონასტრის საეკლესიო ნივთსამკაულის და ქონების 1827, 1854, 1860 და 1866 წლების აღწერა. მონასტრის ქონების აღწერილობებიდან ყველაზე დეტალური და სრულყოფილია 1860 წლის აღწერა, რომელიც შედგენილია 1860 წლის 18 სექტემბერს წინამძღვარ ნეოფიტესთვის მონასტრის ჩაბარებისას. დოკუმენტი მთლიანად მოგვაქვს:
139