სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12258

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
კირილე ქუთათელაძე   1861-1929წწ  რუსეთის გენერალი დაბ.  ხონი იმერეთი კირილე ქუთათელაძე   1861-1929წწ  რუსეთის გენერალი დაბ.  ხონი იმერეთი

1861-1929 წწ. გარდ. 68 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი ქუთათელაძე სია

ხონი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

41       ბეჭდვა

კირილე ქუთათელაძე 1861-1929წწ რუსეთის გენერალი დაბ. ხონი იმერეთი

ქუთათელაძე კირილე პეტრეს ძე (22 თებერვალი 1861-1929), გენერალ-ლეიტენანტი (1916), 1909-10 მე-4 სარეზერვო საარტილერიო დივიზიის მეთაური; დაიბადა ხონში 


http://www.grwar.ru/persons/persons.html?id=3799

კირილე  პეტრეს-ძე ქუთათელაძე

(22.02.1861-1925)

გენერალ-ლეიტენანტი  (06.12.1916)

დაიბადა ქუთაისის გუბერნიის სოფელ ხონში, სასულიერო პირის ოჯახში. დაამთავრა მიხეილის ვორონეჟის სამხედრო გიმნაზია (1878) და 1878 წლის 15 ივლისიდან უკვე სამხედრო სამსახურში ჩადგა. 

განათლების მიღება განაგრძო მიხეილის საარტილერიო სასწავლებელში (1881), რომლის დამთავრების შემდეგ გაიგზავნა კავკასიის გრენადერთა საარტილერიო ბრიგადაში. 1886 წელს კი I თანრიგით დაამთავრა სანკტ–პეტერბურგის მიხეილის საარტილერიო აკადემია.

კირილე ქუთათელაძის სამხედრო კარიერა წარმატებით განვითარდა: პოდპორუჩიკი (1881); პორუჩიკი (1884); შტაბს-კაპიტანი (1886); კაპიტანი (1893, წარჩინებისთვის); პოდპოლკოვნიკი (1898); პოლკოვნიკი (1904); გენერალ-მაიორი (1910; წარჩინებისთვის); მონაწილეობდა რუსეთ–იაპონიისა (1904–1905) და პირველ მსოფლიო ომებში.

მეტად ვრცელია კირილე ქუთათელაძის სამსახურებრივი ნუსხაც:



 ტფილისის ქვეით იუნკერთა სასწავლებლის სასწავლო ნაწილის საქმეთა მწარმოებელი; 

მე-20 საარტილერიო ბრიგადის მე-5 ბატარეის მეთაური (1897-1903); 

ჩუგუევის სასწავლო საარტილერიო პოლიგონის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი (1903 დან); 

ვილნოს სამხედრო ოლქის სასწავლო საარტილერიო პოლიგონის უფროსი (1904-1909);

 მე-6 სარეზერვო საარტილერიო დივიზიონის უფროსი (1909);


 არტილერიის გენერალური ინსპექტორის დავალებათა შტაბ-ოფიცერი (1909-1910); არტილერიის გენერალური ინსპექტორის განსაკუთრებულ დავალებათა გენერალი (1910-1916);

 უმაღლესი მთავარსარდლის, არტილერიის საველე ინსპექტორის დავალებათა გენერალი (1916-დან). 

1918 წლიდან კირილე ქუთათელაძე ქართულ ჯარშია. იყო სამხედრო საბჭოს წევრი 1919 წლის 18 ოქტომბრიდან; 

საქართველოს სამხედრო სამინისტროს საარტილერიო სექციის უფროსი (მასთან შედიოდა არსენალი); ბათუმის ციხე-სიმაგრის კომენდანტი; მსახურობდა გვარდიის შტაბში.

1921 წლიდან კირილე ქუთათელაძე ემიგრაციაში წავიდა. 1922 წლიდან იგი ქართველ ოფიცერთა ჯგუფთან ერთად შევიდა პოლონეთის ჯარში, სადაც მსახურობდა კონტრაქტით. გაიარა გადამზადება საარტილერიო კურსებზე ქვეითი პოლკებისა და არტილერიის მეთაურების საარტილერიო მსროლელ სკოლაში ქ. ტორუნში. 

1926 წელს გახდა პოლონეთის არმიის ბრიგადის გენერალი. შემდეგ წლებში იმყოფებოდა ჩრდილოეთ პოლონეთის ქალაქ ბიდგოშჩში.

საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისათვის მიღებული ჰქონდა  ორდენები:

 წმ. სტანისლავის II  (1900) და I ხარისხის (1914);

წმ. ანას II  (1904) და I ხარისხის (1915);

წმ. ვლადიმირის III (1910) და II ხარისხის (1916) ორდენებით.

კირილე ქუთათელაძე გარდაიცვალა ქალაქ ვარშავაში.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 14.02.2023
სულ რედაქტირებულია 2

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 12.10.2021
სულ რედაქტირებულია 3


ქუთათელაძე

1 0

ვახტანგ ქუთათელაძე 1955წწ საქართველოს გენერალი დაბ. აბასთუმანი ადიგენი

2 0


სამსონ ქუთათელაძე თენგიზის ძე (1964-2018) საქართველოს გენერალი დაბ. საჩხერე იმერეთი

1 0


სიმონ ქუთათელაძე ივანეს ძე 1858-1918წწ რუსეთის გენერალი დაბ. ხონი იმერეთი Кутателадзе Семен Иванович

1 0


გიორგი ქუთათელაძე, ნიკოლოზის ძე 1891-37წწ საბჭოთა კომკორი დაბ. ჩოხატაური Кутателадзе Георгий Николаевич

1 0


რევაზ სილოვანის ძე ქუთათელაძე 1965-93წწ გარდ. გუმისთა აფხაზეთი დაბ. სოხუმი

3 0

მერაბ ქუთათელაძე 1960-92წწ გარდ. გაგრა დაბ. გაგრა აფხაზეთი

2 0


ბესიკ ქუთათელაძე თენგიზის ძე 1958-92წწ გარდ. გორი დაბ. საჩხერე

4 0


ალექსანდრე ქუთათელაძე 1898-1982წწ მწერალი, დაბ. ქუთაისი

1 0


სამსონ ქუთათელაძე 1914-1986წწ აკადემიკოსი, ენერგეტიკოსი. წარმ. ხონი.

1 0


ავთანდილ ქუთათელაძე 1947-2016წწ. მხატვარი. დაბ. ქ. თბილისი.

1 0


გურამ ქუთათელაძე 1924-1979წწ. მხატვარი, პედაგოგი. დაბ. ქ. თბილისი.

1 0


დავით ქუთათელაძე 1901-1958წწ. მხატვარი. დაბ. ქ. ფოთი, სამეგრელო.

1 0


ლადო ქუთათელაძე 1902-1981წწ მხატვარი, პედაგოგი, ქ. ხონი, იმერეთი.

1 0