თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.
ზაკალაშვილი ენუქი (ილია) - ბერი.
2006 წლის 19 აპრილს ბერად აღკვეცა
19 აპრილს სვეტიცხოვლის 12 მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძარში არქიმანდრიტმა ისააკმა (ღადუა) ბერად აღკვეცა მორჩილები: ილია ზაკალაშვილი (სახელად ეწოდა ენუქი) და მორჩილი დავით გუბელაძე (სახელად ეწოდა პახუმი).
ზაკალაშვილი ლევან - დეკანოზი (კაპელანი).
2015 წლის 08 თებერვალს დიაკვნად ხელდასხმა. 2015 წლის 22 ნოემბერს, მღვდლად ხელდასხმა. 2025 წლის 27 აპრილს, დაჯილდოვდა ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში;
სრულად ნახვა
ზაკალაშვილი ლევან მღვდელი, საპატრიარქოს უწყებანი. თბილისი, 2015. 3–9 დეკემბერი. N 40 (785). გვ. 5.
8 თებერვალს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დიაკვნად აკურთხა ამავე ტაძრის სტიქაროსანი ლევან ზაკალაშვილი.
22 ნოემბერს წალკის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში წალკელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა (კაცია) მღვდლად დაასხა ხელი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის დიაკვან ლევან ზაკალაშვილს. მღვდელი ლევანი სამხედრო კაპელანად დაინიშნა.