მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე. დედა ეკლესია. წერილები და ქადაგებანი. (მეორე შევსებული გამოცემა)
2001 წელს მეუფემ მღვდლად აკურთვა დიაკონი სამოელ ზვიადაური, რომლის მამამ ხალხურმა
პოეტმა ლევან ზვიდაურმა მეუფეს რამდნიმე მნიშვნელოვანი ცნობა მიაწოდა ჩრდილო კავკასიაში
ქართველთ ცხოვრების შესახებ. გვ.5
ზვიადაური სამუელ მღვდელი,მცხეთა თბილისის ეპარქია მოსახსენებელი 2008 წ. გვ. 21
საპატრიარქოს უწყებანი N42 16-22 დეკემბერი 2010წ გვ. 8
დაჯილდოება
12 დეკემბერს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის დააჯილდოვა მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოება ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით — ვარკეთილის წმინდა ილია მართლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი სამოელ ზვიადაური; დიღმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი მერაბ დეკანოსიძე;
დაჯილდოება
23 დეკემბერს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა სამღვდელობა გამშვენებული ჯვრით ქუთაის-გაენათის ეპარქიის მლვდელმსახურნი: დეკანოზი დავით ჯანელიძე და დეკანოზი რომანოზ აბზიანიძე; მცხეთა-თბილისის ეპარქიის მღვდელმსახურნი: თბილისის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიის (ლურჯი მონასტერი) მღვდელმსახური, დეკანოზი ნიკოლოზ ბურდილაძე; ვარკეთილის წმინდა ილია მართლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი სამოელ ზვიადაური.