თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.
იკაშვილი იოსები - სქემიღუმენი.
2014 წლის 02 ნოემბერს, დაჯილდოვდა ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით; ეცერის მთავარანგელოზთა და ლახამულას წმ. გიორგის სახელობის ტაძრების წინამძღვარი,
2 ნოემბერს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის სამღვდელოება: გამშვენებული ჯვრით -–– იფარის წმ. გიორგისა და ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების, მულახის წმ. გიორგისა და წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრების წინამძღვარი, იღუმენი თეოფანე (არღვლიანი); ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით -– ბეჩოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი შიო (გელაშვილი); ეცერის მთავარანგელოზთა და ლახამულას წმ. გიორგის სახელობის ტაძრების წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი იოსები (იკაშვილი).