ლიონიძე დიმიტრი არქიმანდრიტი
გარეჯის წმ. იოანე ნათლისმცემლის მამათა მონასტერი;
1819 წლის 19 იანვარს მონასტრის წინამძღვრად არქიმ. დიმიტრი (ლიონიძე) დაინიშნა. იგი ცნობილი დიპლომატის, საზოგადო მოღვაწისა და ერეკლე მეფის უახლოესი მრჩევლის სოლომონ ლიონიძის უმცროსი ძმა იყო. 1773 წლიდან, რვა წლის ასაკიდან, იზრდებოდა ნათლისმცემლის მონასტერში და არქიმ. ექვთიმეს აღზრდილი გახლდათ. თუმცა მალევე, 1819 წლის 21 აგვისტოს არქიმ. დიმიტრიმ, ჩვენთვის უცნობი მიზეზის გამო, საქართველოიმერეთის სინოდალურ კანტორას წინამძღვრობიდან გათავისუფლება სთხოვა, რაც დაკმაყოფილდა. იმავე დღეს მონასტერში ჩატარდა გამოკითხვა, სადაც გაირკვა რომ, ბერ დოსითესა და მორჩილ აბრამიშვილს წინამძღვრად უნდათ მღვდელ-მონაზონი ანტონი (ჯანდიერი) მლვდელ-მონაზონ მაკარის არცერთი; მღვდელ-მონაზონ რაფიელს (ბუნიათიშვილი), ბერებს -- ბართლომესა და აკაკის, მორჩილ ხოსროშვილის უნდოდათ ისევ არქიმ. დიმიტრი. თუმცა საქართველოს ეგზარქოსმა სხვაგვარად გადაწყვიტა და მონასტრის წინამძღვრად, პირველად მის ისტორიაში, რუსი წინამძღვარი, არქიმანდრიტი ირინეოსი (კლუჩარევი) განამწესა (საქართველოს სახელმწიფო ცენტრალური საისტორიო არქივი, ფ. 488, აღწერა 1, საქმე N 1183, გვ. 3; ფ. 489, აღწერა 1, საქმე N:930, გვ. 6).
არქიმანდრიტი დიმიტრი (ლიონიძე) 19.01.1819- 19.08.1819