სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
ამბარას ეკლესია (VII –VIII სს.) სოფ ამბარა, გუდაუთა, აფხაზეთი  ამბარას ეკლესია (VII –VIII სს.) სოფ ამბარა, გუდაუთა, აფხაზეთი
ბმულის კოპირება



გუდაუთა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

7       ბეჭდვა

ამბარას ეკლესია (VII –VIII სს.) სოფ ამბარა, გუდაუთა, აფხაზეთი

ამბარას ეკლესია  - ამბარაში შემონახულია ადრე შუა საუკუნეების ხანის ქართული ხუროთმოძღვრების კომპლექსიეკლესია (VII –VIII სს.), ზღუდე (შუა საუკუნეები) და საერო შენობათა ნანგრევები (X .). ეკლესია ტლანქად დამუშავებული ქვის კვადრებითაა შემოსილი. მან ჩვენამდე თითქმის პირვანდელი სახით მოაღწია, იგი .. სამეკლესიიანი ბაზილიკის ტიპის ნაგებობაა. მას დასავლეთ მხარეს ორსართულიანი ნართექსი და პატრონიკეები აქვს. მთავარი ნავის გადამხურავი კამარა გვიან შუა საუკუნეებშია აღდგენილი. ამბარის სამეკლესიიანი ბაზილიკა მნიშვნელოვანი ნიმუშია ამ ტიპის არქიტექტურულ ძეგლთა შორის.

 მთავარი ეკლესია (შუა ნავი) განიერი, არც მაინცდამაინც წაგრძელებული სწორკუთსა დარბაზია, რომელსაც უბემოდ ერთვის საკურთსევლის აფსიდი. ჩრდილოეთი და სამხრეთი ეკლესიები (ნავები) ძალიან ვიწრო და გრძელი სათავსებია, მით უფრო ჩრდილოეთისა, რომელიც თავიდან ბოლომდის გასსნილია და აღმოსავლეთით აფსიდით მთავრდება (ამათი სიგანე შუა ეკლესიის სიგანის მეოთსედსაც არ შეადგენს). სამხრეთისა ორად არის გაყოფილი - აღმოსავლეთი ნაწილი (სადაც ეკლესიებში, ჩვეულებრივ, სადიაკვნეა) გამოთიშულია ცალკე სადგომად (ამასაც აქვს აფსიდი), რომელშიაც მარტო საკურთსევლიდან შეიძლება მოხვედრა. აფსიდით აღჭურვილია დასავლეთის მონაკვეთიც, რომელშიაც მოწყობილია (ფასადის ცენტრში) სამმაგი ღია თაღოვანი შესასვლელი, ისეთი, როგორსაც ჩვენ ვიცნობთ ქართლ-კასეთის ძველი და ამდროინდელი ძეგლებიდან. მაგრამ აქ არის განმასხვავებელი ნიშანიც - დასავლეთით, ნაცვლად განაპირა ეკლესიების შემაერთებელი განივი სადგომისა, მოწყობილია ანალოგიურადვე განთავსებული, მაგრამ ამ ეკლესიებისგან კედლებით გათიშული ნართექსი, მის თავზე კი პატრონიკე. ისიც თავისებურია, რომ ნართექსიდან ეკლესიაში შესასვლელად სამი კარია გაკეთებული. გარედან ნართექსი არ არის გამოვლენილი, ასე რომ, არ იქმნება შთაბეჭდილება გარშემოსავლელიანი შენობისა, როგორც ქართლსა და კახეთში - ჩვეულებრივი სამნავიანი ბაზილიკის მასაა. ისიც იპყრობს ყურადღებას, რომ სამთაღოვანი შესასვლელის თავზე ჰორიზონტალური კარნიზი კი არ გრძელდება, არამედ ფრონტონია გამოყოფილი. ამბარას ეკლესიას VII-VIII საუკუნეებს მიაკუთვნებენ.

ამჟამად ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ტაძრის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების შესრულება შეუძლებელია. ტაძარი მძიმე ფიზიკურ მდგომარეობაშია, ესაჭიროება სასწრაფო რეაბილიტაცია.

ამბარას ეკლესიას მინიჭებული აქვს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი


მარიამ როსებიშვილი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0