თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.
მარგველანი ათანასია (ნანა) - მონაზონი.
2016 წლის 19 მარტს, მონაზვნად აღკვეცა.
19 მარტს მცხეთის სამთავროს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძარში მონასტრის მოძღვარმა, არქიმანდრიტმა ლაზარემ (გაგნიძე) მონაზვნად აღკვეცა ამავე მონასტრის მორჩილები: მაკრინე ეფრემიძე –– სახელად ეწოდა მარიამი; ნანა მარგველანი -–– სახელად ეწოდა ათანასია; ელენე მერაბიშვილი -– სახელად ეწოდა დარია; ხატია ალფაიძე -–– სახელად ეწოდა მარინე; ნათია ახობაძე –– სახელად ეწოდა ირინე; ეთერ მაისურაძე -- სახელად ეწოდა ქსენია.