
მიტიჩაშვილი იაოანე დეკანოზი,გურჯაანის და ვესლისციხის ეპარქია, მოსახსენებელი 2008წ. გვ.40
მამა იოანეს თავის დროზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ეფრემ II-მ დაასხა მღვდლად ხელი. იგი სამ პატრიარქს მოესწრო, გასული საუკუნის 60-იან წლებში კი მან ველისციხეში ნანგრევებად ქცეული ტაძარი საკუთარი ხელით აღადგინა.
„კარგი მოძღვარი ტკბილი უნდა იყო, ხალხს ცუდი არ უნდა უთხრა, ყველას - მომსვლელსაც და წამსვლელსაც - კარგი პასუხი უნდა გასცე,“ - ამბობდა მოძღვარი, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ნახევარ საუკუნეზე მეტს ემსახურა.

საპატრიარქოს უწყებანი N27 14-20ივლისი 2005წ გვ.20
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II (სიდამონიძე) სტუმრად სამთავროს დედათა მონასტერში. სავარაუდოდ 1969 წელი.
სხედან მარცხნიდან: მერი შიოლაშვილი (შემდგომში მონაზონი ანა, ბათუმისა და სხალთის მთავარეპისკოპოს დიმიტრის დედა), დიდუბის ტაძრის მღვდელი რომანოზ ბიბილაშვილი, მღვდელი სოგრატი ჭულუხაძე, მიტროპოლიტი ზინობი (მაჟუგა), კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II, მიტროპოლიტი ილია (შიოლაშვილი), სამთავროს მონასტრის იღუმენია ზოილე (დვალიშვილი, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ნათლია), მონაზონი ეფემია (ხიზანიშვილი), მონაზონი დარო (აჭაიძე). მეორე რიგში დგანან: მეორე მარიამ ჩოჩოშვილი-შიოლაშვილისა, მეოთხე — დიაკვანი იოანე მიტიჩაშვილი (ამჟამად დეკანოზი ველისციხის ტაძარში), მეშვიდე — სასულიერო სემინარიის პედაგოგი ილია ჭეიშვილი, მერვე — ვიქტორ შიოლაშვილი, მეცხრე შენგელია (შემდგომში ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის დეკანოზი), დედები მონაზონი ნინო, მონაზონი რაქილი (უროტაძე), მესამე რიგში მონაზონი ლიუბოვი და მონაზონი ნადეჟდა. ფოტოს მოწოდებისთვის მადლობას მოვახსენებთ ბატონ ვიქტორ შიოლაშვილს