სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11124

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები 98 მეფე
4.11 თეიმურაზ I (1589-1663) 1625-1632 წწ. ქართლის მეფე XV-XVII საუკუნე 4.11 თეიმურაზ I (1589-1663) 1625-1632 წწ. ქართლის მეფე XV-XVII საუკუნე 4.11 თეიმურაზ I (1589-1663) 1625-1632 წწ. ქართლის მეფე XV-XVII საუკუნე

1589-1663 წწ. გარდ. 74 წლის

ბმულის კოპირება

საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები 98 მეფე

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

328       ბეჭდვა

4.11 თეიმურაზ I (1589-1663) 1625-1632 წწ. ქართლის მეფე XV-XVII საუკუნე

თეიმურაზ I (დ. 1589 — გ. 1663) — კახეთის მეფე 1606-1648, ქართლ-კახეთის მეფე 1625-16321605 წლის კახეთის აჯანყებამ აიძულა შაჰი დათმობაზე წასულიყო. მან 1606 წელს კახეთის მეფედ 16 წლის ქრისტიანი თეიმურაზი დაამტკიცა, ოღონდ ქართველი მეფის კურთხევის ცერემონიალი ირანში ჩაატარა. ისქანდერ მუნში შაჰ-აბასის მიერ თეიმურაზის მეფედ კურთხევას შემდეგნაირად აღწერს: „ქართველებმა იმ სამეფო გვარის წესისა და კანონის თანახმად გაშალეს მისთვის ხელმწიფობის ხალიჩა და თეიმურაზ-ხანიც ძლევამოსილი და ბედნიერი ხელმწიფის ბრძანებითა და მითითებით შედგა იმ ხალიჩაზე. ქართველებმა ხელში აიღეს თაბახები ფულით და უნდოდათ დაეფრქვიათ მისთვის თავზე. მისმა უდიდებულესობამ როცა გაიცნო ეს მათი წესი და აზრდილობა, თავისი დიდი მოწყალების გამო ბრძანა, პირველი მე დავაყრიო თავზე ფულს. როცა მისმა უდიდებულესობამ ოქრო და ძვირფასი თვლები დააფრქვია მის თავზე, სახელოვანი ამირები და სამოთხის ბაღის მსგავსი წვეულების დამსწრენი ამის თანახმად მოიქცნენ და თითოეულმა მათგანმა თავისი ხარისხისა და პატივის შესაფერისად თავზე გადაყრის წესი შეასრულა.ქართველთა დიდებულებმაც ოქროსა და ვერცხლის ფული გადააყარეს თავს და დადგენილი კანონის მიხედვით თასი მისცეს და თასი გამოართვეს (თეიმურაზს). იმ დღეს გონების გასამხირულებლად და აზრისმოსალხენად ლხინის საფენები გაშალეს და იმ ხალხთან (ქართველებთან), რომლის სიმღერა და საუბარი უცხო რამ იყო, ილხენდნენ“[2].

შაჰ-აბასი თეიმურაზზე დიდ იმედებს ამყარებდა. სპარსულ კულტურაზე აღზრდილი და სპარსული ლიტერატურისა და პოეზიის საუკეთესო მცოდნე თეიმრაზი, შაჰის აზრით, სპარსული ორიენტაციის მომხრე უნდა ყოფილიყო საქართველოში.

თეიმურაზი საზეიმოდ მორთული გამოემგზავრა სამშობლოში. ქეთევანი სიხარულით შეეგება შვილს. ახალგაზრდა მეფე ბოდბეს ეკურთხა. სამეფოს ფაქტობრივად ქეთევან დედოფალი განაგებდა.

ამავე 1606 წლის გაზაფხულზე შაჰ-აბასმა ქართლის მეფედ უეცრად გარდაცლილი მფე გიორგის ძე 14 წლის ლუარსაბი დაამტკიცა. მან ქართლის ციხეებიდან (ლორე, აღჯაყალა, დმანისი, თბილისი) ოსმალოები განდევნა და შიგ ყიზილბაში მეციხოვნეები ჩააყენა. ქართლ-კახეთის სამეფოები ირანის ვასალებად ითვლებოდნენ და ვალდებულნი იყვნენ საჭიროების შემთხვევაშიირანის მხარეს ჯარით გამოსულიყვნენ.

1607 წელს ისკანდერ მუნშის ცნობით შაჰ-აბასი ქართლიდან წავიდა, შემახას ციხეს შემოადგა და თეიმურაზი იხმო ჯარითურთ. ახალგაზრდა მეფემ თავი აარიდა შაჰთან ხლებას და ბოდიშის მოხდით ლაშქრობისაგან თავი გაინთავისუფლა. როცა შაჰმა განმეორებით იხმო თეიმურაზი, მას ქეთევან დედოფალი ეახლა ათასკაციანი რაზმით. იწყინა შაჰ-აბასმა მაგრამ არ დაიმჩნია. დედოფალი პატივით მიიღო, ხოლო ჯარისთვის საქმე არ მიუცია.

თეიმურაზის ჩასვლა ირანის შაჰს დიდად ესიამოვნა და ცდილობდა დაერწმუნებინა იგი, რომ, თუ ერეკლე ბატონიშვილი ეახლებოდა და ირანის ყმობას აღიარებდა, მას კახეთს მისცემდა. ერეკლე ამ დროს თუშეთში იმყოფებოდა და ირანის წინააღმდეგ ხალხს რაზმავდა. თეიმურაზმა იშუამდგომლა, შაჰ-აბას II-მ ხელთ იგდო თეიმურაზის წერილი ერეკლესადმი, მაგრამ ერეკლე მას არ ეახლა. ამ ამბავმა შაჰი განარისხა, მან პირადი შეურაცხყოფა მიაყენა შემონაზვნებულ მეფეს, მარხვაში სახსნილოს ჭამა მოსთხოვა და, როცა წინააღმდეგობას წააწყდა, სახეში ღვინო შესასხა. შემდეგ კი ასტრაბადის ციხეში შაამწყვდია, სადაც 1663 წელს გარდაიცვალა. მისი ნეშტი ქართველებმა სამშობლოში ჩამოასვენეს და ალავერდის მონასტერში დაკრძალეს.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 08.12.2021
სულ რედაქტირებულია 1



მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0