საპატრიარქოს უწყებანი N26, 28 5-11ივლისი 2012წ გვ.6
ხელდასხმა
28 ივნისს სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) მღვდლად დაასხა ხელი ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრის დიაკონ გიორგი კალანდიას, დიაკვნად აკურთხა გიორგი ნადარეიშვილი.
ხელდასხმა
11 მაისს მუხათგვერდის ასი ათასი მოწამის სახელობის ეკლესიაში ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) მღვდლად დაასხა ხელი სიონის საპატრიარქო ტაძრის დიაკონ გიორგი ნადარეიშვილს, ხოლო დიაკვნად აკურთხა ალექსანდრე ცანავა. მღვდელი გიორგი სიონის საპატრიარქო ტაძარში დაინიშნა. დიაკონი ალექსანდრე ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იმსახურებს.
დაჯილდოება
15 თებერვალს სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახ. საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ოქროს
ჯვრით დააჯილდოვა და დეკანოზის წოდება მიანიჭა იმავე ტაძრის მღვდელმსახურს მღვდელ გიორგი ნადარეიშვილს.

ნადარეიშვილი გიორგი (მღვდელი); საპატრიარქოს უწყებანი. 2013. - 30 მაისი - 5 ივნისი.  ფოტო
