თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.
ნემსაია ხვედიოსი (თენგიზ) ზაურის ძე - მღვდელმონაზონი.
დაბ. ფოთი, 2018 წლის 04 მარტს, მცირე სქემაში აღკვეცა. 2018 წლის 24 მაისს, ბერდიაკვნად კურთხევა. სოფ. გვერძინეთის (ქარელი) კარიბჭის წმიდა.გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი
4 მარტს ბერმუხის წმ. იოსებ კათალიკოსის სახელობის ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) მცირე სქემაში აღკვეცა აბუხალოს წმ. დავით გარეჯელის სახელობის მონასტრის მორჩილი გიორგი ხუჭუა, სახელად უწოდა გაბრიელი (გაბრიელ მთავარანგელოზის
სახელობაზე) და მორჩილი დიმიტრი ნემსაია, სახელად უწოდა ხვედიოსი (ხს. 18 ოქტომბერს).
24 მაისს აბუხალოს წმ. დავით გარეჯელის სახ. ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) იმავე წმინდანის სახ. მამათა მონასტრის ბერი ხვედიოსი (ნემსაია) დიაკვნად აკურთხა და ქვათეთრის ყოველთა ქართველთა წმინდათა სახ. მამათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა.