აღკვეცა
1 მაისს შავნაბადის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში არქიმანდრიტმა შიომ (გაბრიჭიძე) ბერად აღკვეცა ამავე მონასტრის მორჩილები: დავით შოშიაშვილი -- სახელად უწოდა მარკოზი, დავით სკამკოჩაიშვილი - სახელად უწოდა მოსე, დავით პეპინაშვილი -- სახელად უწოდა იოსები, გიორგი ბედინაშვილი -- სახელად უწოდა პლატონი.
ხელდასხმა
5 აპრილს გარდაბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იოანემ (შომახია) დიაკვნად აკურთხა შავნაბადის წმ. გიორგის სახელობის მამათა მონასტრის ბერი იოსები (პეპინაშვილი).
ტაძრის კურთხევა და დაჯილდოება
3 დეკემბერს შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) აკურთხა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფ. ჭანიეთის ცამეტი ასურელი მამის
სახ. ტაძარი. იმავე დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, მიტროპოლიტმა იოსებმა ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის
დააჯილდოვა ეპარქიის სამღვდელოება: იღუმენი იოსები (ღლონტი)  აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში; მღვდელ-მონაზონი იოსები (პეპინაშვილი) დაჯილდოვდა ოქროს ჯვრით და აყვანილ იქნა იღუმენის ხარისხში. 
 პეპინაშვილი იოსებ მღვდელ მონაზონი შემოქმედის ეპარქია, 2023წ. მდგომ.