სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11124

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები 98 მეფე
4.13  ვახტანგ V  1658-1675 წწ. ქართლის მეფე XV-XVII საუკუნე
ბმულის კოპირება

საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები 98 მეფე

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

301       ბეჭდვა

4.13 ვახტანგ V 1658-1675 წწ. ქართლის მეფე XV-XVII საუკუნე

ვახტანგ V- შაჰნავაზი იყო ქართლის მეფე 1658–1675 წლებში. ბაგრატიონთა მუხრანბატონების შტოს წარმომადგენელი. სათავადოს მეთაური 1629–1658 წლებში. ვახტანგ V როსტომ მეფემ იშვილა და ტახტის მემკვიდრედ გამოაცხადა. 1654 წელს ირანში მას მაჰმადიანობა მიაღებინეს და შაჰნავაზი უწოდეს. ვახტანგ V-ის პოლიტიკის მიზანი იყო ქართლ-კახეთის ერთ სამეფოდ გაერთიანება და დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავრებთან მჭიდრო კავშირის დამყარება ქართლის ჰეგემონობით; ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცება და თავადების პოლიტიკური უფლებების შეზღუდვა; ქართლის საშინაო ცხოვრების მოწესრიგება და ეკონომიკური წინსვლისათვის ხელის შეწყობა. საგარეო პოლიტიკაში ვახტანგ V ირანის ვასალად აღიარებდა თავს და მასთან მშვიდობიანი ურთიერთობის დაცვას ცდილობდა. მშვიდობიანმა საგარეო პოლიტიკურმა ვითარებამ ხელი შეუწყო ქართლის მოშენებას და ეკონომიკურ წინსვლას. ვახტანგ V-მ მოაკვლევინა კახეთის ფაქტობრივი გამგებელი ზაალ არაგვის ერისთავი და კახეთი თავისი გავლენის სფეროში მოაქცია. ისარგებლა იმერეთის სამეფოში მომხდარი არეულობით, შეუთანხმდა სამეგრელოს მთავარ ვამეყ III დადიანს, იმერეთის დიდი ნაწილი დაიკავა და თავისი უფროსი ვაჟი არჩილი იმერეთის ტახტზე აიყვანა(1661). დადიანად ვახტანგ V-მ თავისი მომხრე დასვა და საკუთარი ძმისწული თამარი შერთო, გურიელთან მეგობრული კავშირი დაამყარა, აფხაზეთის მთავარმაც მორჩილება განუცხადა და, ამრიგად, თითქმის მთელი საქართველო ვახტანგ V-ის ხელქვეით გაერთიანდა, მაგრამ მალე ოსმალეთის მოთხოვნით ვახტანგ V იძულებული გახდა არჩილი იმერეთიდან გაეყვანა, რის შემდეგაც ვახტანგ V-მ მისი კახეთში გამეფება მოინდომა, თუმცა უშედეგოდ - მის მეტოქედ კახეთის სამეფო ტახტზე თეიმურაზ I-ის შვილიშვილი ერეკლე(შემდეგში ერეკლე I ) გამოვიდა, რომელმაც ირანის ხელშეწყობით კახეთი დაიკავა. ვახტანგ V-ის მეორე ვაჟი ლუარსაბი ახალციხეს გაიქცა, რათა იქიდან ოსმალეთის დახმარებით იმერეთის ტახტი დაეკავებინა(არჩილიც მას გაჰყვა). ამის გამო 1675 წელს ირანის შაჰმა ვახტანგ V თავისთან დაიბარა. ირანს მიმავალი მეფე გზაზე ავად გახდა და გარდაიცვალა. დასაფლავებულია ქ. ყუმში. 


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0